სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს

stephenkinginvite

ამ სურათს ზოგი არა, არამედ უმეტესობა სტივენ კინგთან დააკავშირებს, ზოგისთვის კი ეს მხოლოდ სურათია, უბრალო ოთახი, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული, პატარა ბავშვის ოთახი, რომელსაც უყვარს კლოუნები და ბუშტები, სათამაშო მანქანები და კიდევ უამრავი რამ…
რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ ჰაერი რომ არ იყოს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ეს ჰაერი, როგორი მნიშვნელოვანიცაა კაცობრიობისთვის, ისეა ჩემთვის კინგი და მასთან შეხება, ან მისი წიგნებით ტკბობა.
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია ამ ადამიანისკენ მიმართული, ჩემი გრძნობები დაკავშირებული კინგთან, მაგრამ მაინც მინდა ყველას გითხრათ, რასაც ვფიქრობ და არ შემეძლო უბრალოდ ამის მხოლოდ ჩემ კედელზე გაზიარება.
მაშ ასე, რეკლამა დასრულდა, ახლა ხელი მაგრად ჩამჭიდე და დავიწყოთ:
სტივენ კინგი, როგორც ყველამ იცით, ვიცი რომ ყველასთვის ეს სახელი ძალიან ნაცნობია, საშინელებათა ჟანრის მეფეა, ყველაზე წარმატებული მწერალი ამ კუთხით და ყველაზე საოცარი მჭერვმეტყველი, მხიარული პიროვნება, თუკი ახლოდანაც გაიცნობ, ეს ვიდეოებიდან და მისი გამოსვლებიდანაც კარგად ჩანს და მასთან ნამდვილად არ მოიწყენს არავინ… ალბათ გაკვირვებთ საშინელებათა მეფეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს და მხიარული ადამიანიცაა, გახსნილი ყველასთან და სასაუბროდაც ნამდვილად ყველაზე მაგარი, ბევრის მცოდნეა. რომ დაჯდები მასთან და საათობით შეგეძლება მოსმენა ამა თუ იმ ისტორიის, რაც გადახდა, ან რის გამო დაწერა ესა თუ ის წიგნი, რომელიც შენამდე ემოციურად მოიტანა თავისი სათქმელი და აღგაფრთოვანა. Continue reading

Advertisements

სტივენ კინგი – მობილური (Top თრილერი)

mobiluri copy

პალიტრა მაოცებს, მაკვირვებს, მახარებს და ყველაფერს ერთად მგვრის. ჩემში ემოციების და გრძნობების ტალღა იწყებს ხოლმე ჩანჩქერივით ამოხეთქვას და ვეღარ ვაკავებ. მსიამოვნებს, მაგიჟებს, მაცვიფრებს და სიგიჟის ზღვარამდე მივყავარ.

და წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა, როცა გავიგე პალიტრა კიდევ ერთ წიგნს უშვებდა სტივენ კინგის ავტორობით, ახალ სერიაში “Top თრილერი” რამაც მეთვრამეტე ცამდეც კი ამიყვანა სიხარულისგან და წინასწარ განმაცდევინა თითქოს წაკითხვით განცდილი, ან წიგნის ქონით განცდილი ბედნიერება. როცა უყურებ შენს თაროზე ლამაზად როგორ დევს და უფრო ელე-განტურად მაშინ, რომ გამოიყურება როცა უკვე წაკითხული გაქვს და მხოლოდ თვალს შეავლებ კიდევ, რომ აიღო ხელში და ალალბედზე გადაშალო, ან უბრალოდ დატკბე მისი ცქერით.

წიგნის ყიდვის დღესვე, სახლში მოტანაც კი არ დავაცადე მეტროში ჯერ თვალებდახუჭულმა მისი სურნელი, რომ შევიყნოსე, გადაშლილი, ახალი წიგნის ფურცლების სუნი, გემო, ძალიან ტკბილი იყო. გადავშალე კბილებაკაწკაწებულმა და მაშინვე კითხვა დავიწყე. განცვიფრება – ეს ჯერ კიდევ არ არის ის გრძნობა, რაც მე ამ წიგნის კითხვის დროს დამეუფლა და უბრალოდ “გახარებული” ვიყავი, როცა ვიყიდე?

არა, არა, არა და არა! Continue reading