ბიბლიოთეკის პოლიციელი/ The library Policeman

four-past-midnight-audiobook-cover-3

ამ ავტორის რომანების კითხვისას ყოველთვის მებადება ასეთი კითხვა, რომელსაც პასუხი გასცე, არც ისე მარტივია თუ ადამიანთა ბუნებას არ ჩაწვდი. საიდან ამდენი ბოროტება, რომელიც ადამიანის გულში დაუტეველია. როცა ღმერთი სიყვარულია და ჩვენც სიყვარული უნდა გვამოძრავებდეს, ყოველთვის არის ყველა ადამიანში მეორე მხარე, რომელიც იმას გვაკეთებინებს, რაც შეიძლება არ გვინდა, ან არ გვიფიქრია, მაგრამ იმ წამს სწორად მივიჩნევთ და შესაძლოა სხვა მანიპულირებდეს ჩვენზე, ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით. ხშირად ადამიანს თავისი წარსულის დავიწყება ისე მაგრად სურს, მისკენ ზურგით დგება და გონებაში თითქმის აღარ იტოვებს ნარჩენებსაც კი, უბრალოდ ივიწყებს. Continue reading

Advertisements

21 სექტემბერი – სტივენ კინგი და ერკე მიდასი

Stephen_King2-660x330ეს თითქოსდა უწყინარი, მაგრამ შეუცნობელი სახე, თითქოს მისტიურ და საშიშ ელფერს აფრქვევს. შენ მთელი არსებით გრძნობ მის უარყოფით ენერგიას და სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ამ სურათის დანახვაზე ცოტა არ იყოს თვალებსაც ხუჭავ, რადგანაც ისეთი გრძნობაც გეუფლება თითქოსდა ცოტაც და სურათიდან გამოხტება, მის დამალულ, მაიმუნივით ბანჯგვლიან და თუ უფრო კარგად ჩართავ წარმოსახვას, სისხლიან ხელებსაც კისერში მოგიჭერს, თვალებს მხეცივით მარადიული სიკვდილისთვის რომაა განწირული, დაგიბრიალებს და შიშისგან გაგაფითრებს. შენ უკვე შენ აღარ ხარ, რაც იყავი. შენ ახალი შეგრძნებებით და შიშებით, სულ სხვა ადამიანად ქცეული, ან შეიძლება ადამიანიც არა და სხვა არსება ხარ, რომელიც სამუდამოდ კარგავს უსაფრთხოების შეგრძნებას და ბნელ ღამეში, თუნდაც მთვარიან ღამეში, იმ ადგილიდან, სადაც სინათლე ვერაფრით აღწევს და უკუნი სიბნელეა გამეფებული, სადაც ყველაფერი თითქოს მოწყვეტილია და დროც არ მოძრაობს, სიშავის გაუდაბურებულ უდაბნოდან დიადი მონსტრის გამოჩენას მოულოდნელი და საშიში თვალების ბრიალით ელის, იმ თვალებით, რომელიც სიბნელეში ანათებს და მანქანების ფარების შუქს ჰგავს, თუმცა უფრო წითელი და ეს შუქი იმაზე ვიწროა ვიდრე ფარების ზომა. აი ასეთ ეფექტს ახდენს მკითხველისთვის, განსაკუთრებით არასაშიში ლიტერატურის მოყვარული მკითხველისთვის უეცრად კინგზე გადართვა და მისი გაცნობა.

ვინ არის სტივენ კინგი? – ვფიქრობ ამ კითხვის დასმა უკვე სირცხვილადაც უნდა ითვლებოდეს, ეგრეთ წოდებულ “გასატყდომ” კითხვათა სიაში უნდა შეიტანოთ, ანდაც მწვანე ან ოქროსფერ წიგნში, სადაც იშვიათად დასმული და წესით აკრძალული ან საერთოდ არდასასმელი კითხვები შევა მხოლოდ. ეს იგივეა, რომ არ იცოდე ვინ იყო მაიკლ ჯექსონი, ან ელვის პრესლი, თუნდაც ერთხელაც არ გქონდეთ გაგებული “ბიტლზის” სახელი და წარმოიდგინეთ ადამიანთა გაკვირვებული სახეები რომ მოგაშტერდებიან, მათი ძალზე გაოცებული სიფათები, რომ ჰგონიათ მოესმათ ან იხუმრე. მაგრამ თუ სულაც არ ხუმრობ ეს, ძმაო, ნამდვილად პრობლემა იქნება. რატომ? ამასაც არ უნდა კითხვა – სტივენ კინგი ხომ ლიტერატურაში საშინელებათა ჟანრის მეფეა და ლიტერატურაზე ლექციას ისე ვერ ჩაატარებ, მისი ხსენება მაინც რომ არ მოგიწიოს და მისი გავლენა რომ არ აღნიშნო მწერლობაზე და მწერლებზე.

მაგრამ ჩემთვის ვინ არის კინგი? – ის ყველაზე დიდი მწერალია, სიმაღლით არა, ნიჭიერებით და იმ დონით, რამაც მან მიაღწია და ასევე ადამიანობით, რომელიც დღემდე შენარჩუნებული, დიდი სულიერებით, გამორჩეული და ისევ ის ძველი კინგია, რომელიც მეგობრებთან ერთად გასართობად ლუდს სვამდა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც ეს მაშინ შეეძლო. Continue reading

სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს

stephenkinginvite

ამ სურათს ზოგი არა, არამედ უმეტესობა სტივენ კინგთან დააკავშირებს, ზოგისთვის კი ეს მხოლოდ სურათია, უბრალო ოთახი, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული, პატარა ბავშვის ოთახი, რომელსაც უყვარს კლოუნები და ბუშტები, სათამაშო მანქანები და კიდევ უამრავი რამ…
რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ ჰაერი რომ არ იყოს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ეს ჰაერი, როგორი მნიშვნელოვანიცაა კაცობრიობისთვის, ისეა ჩემთვის კინგი და მასთან შეხება, ან მისი წიგნებით ტკბობა.
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია ამ ადამიანისკენ მიმართული, ჩემი გრძნობები დაკავშირებული კინგთან, მაგრამ მაინც მინდა ყველას გითხრათ, რასაც ვფიქრობ და არ შემეძლო უბრალოდ ამის მხოლოდ ჩემ კედელზე გაზიარება.
მაშ ასე, რეკლამა დასრულდა, ახლა ხელი მაგრად ჩამჭიდე და დავიწყოთ:
სტივენ კინგი, როგორც ყველამ იცით, ვიცი რომ ყველასთვის ეს სახელი ძალიან ნაცნობია, საშინელებათა ჟანრის მეფეა, ყველაზე წარმატებული მწერალი ამ კუთხით და ყველაზე საოცარი მჭერვმეტყველი, მხიარული პიროვნება, თუკი ახლოდანაც გაიცნობ, ეს ვიდეოებიდან და მისი გამოსვლებიდანაც კარგად ჩანს და მასთან ნამდვილად არ მოიწყენს არავინ… ალბათ გაკვირვებთ საშინელებათა მეფეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს და მხიარული ადამიანიცაა, გახსნილი ყველასთან და სასაუბროდაც ნამდვილად ყველაზე მაგარი, ბევრის მცოდნეა. რომ დაჯდები მასთან და საათობით შეგეძლება მოსმენა ამა თუ იმ ისტორიის, რაც გადახდა, ან რის გამო დაწერა ესა თუ ის წიგნი, რომელიც შენამდე ემოციურად მოიტანა თავისი სათქმელი და აღგაფრთოვანა. Continue reading

სტივენ კინგი – მობილური (Top თრილერი)

mobiluri copy

პალიტრა მაოცებს, მაკვირვებს, მახარებს და ყველაფერს ერთად მგვრის. ჩემში ემოციების და გრძნობების ტალღა იწყებს ხოლმე ჩანჩქერივით ამოხეთქვას და ვეღარ ვაკავებ. მსიამოვნებს, მაგიჟებს, მაცვიფრებს და სიგიჟის ზღვარამდე მივყავარ.

და წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა, როცა გავიგე პალიტრა კიდევ ერთ წიგნს უშვებდა სტივენ კინგის ავტორობით, ახალ სერიაში “Top თრილერი” რამაც მეთვრამეტე ცამდეც კი ამიყვანა სიხარულისგან და წინასწარ განმაცდევინა თითქოს წაკითხვით განცდილი, ან წიგნის ქონით განცდილი ბედნიერება. როცა უყურებ შენს თაროზე ლამაზად როგორ დევს და უფრო ელე-განტურად მაშინ, რომ გამოიყურება როცა უკვე წაკითხული გაქვს და მხოლოდ თვალს შეავლებ კიდევ, რომ აიღო ხელში და ალალბედზე გადაშალო, ან უბრალოდ დატკბე მისი ცქერით.

წიგნის ყიდვის დღესვე, სახლში მოტანაც კი არ დავაცადე მეტროში ჯერ თვალებდახუჭულმა მისი სურნელი, რომ შევიყნოსე, გადაშლილი, ახალი წიგნის ფურცლების სუნი, გემო, ძალიან ტკბილი იყო. გადავშალე კბილებაკაწკაწებულმა და მაშინვე კითხვა დავიწყე. განცვიფრება – ეს ჯერ კიდევ არ არის ის გრძნობა, რაც მე ამ წიგნის კითხვის დროს დამეუფლა და უბრალოდ “გახარებული” ვიყავი, როცა ვიყიდე?

არა, არა, არა და არა! Continue reading