მკითხველთა რაზმი!

1507636_479576138826314_1236383095_n

ყველა წიგნს თავისი ისტორია გააჩნია, ყველა მკითხველს საკუთარი ამბავი.

მე როგორც მკითხველი ჩემი ამბავი მინდა მოგითხროთ, წიგნებზე, ჩემს მიზნებსა და სურვილებზე. შეგიძლიათ ოცნებადაც ჩამითვალოთ, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებთ ეს ოცნება არაა!

წარმოიდგინეთ სიცოცხლე როგორი მოსაწყენი იქნებოდა ჩვენს ცხოვრებას ერთი, ყველაზე არაჩვეულებრივი აქტი, რომ არ ამრავალფეროვნებდეს – კითხვა. კითხვის დროს ჩვენ შევიცნობთ და ვწვდებით ამოუცნობ მოვლენებს, უამრავ უცნაურ ამბავს ვიგებთ, ბევრ რომანტიულ ისტორიას და აუარებელ დამთხვევას, რომელიც დღითიდღე წიგნიდან წიგნამდე გადანაცვლებისას მატულობს. დამთხვევა იმისა, რომ რა წიგნსაც კითხულობ, სწორედ ის ეპიზოდი გიდგას ცხოვრებაში, ან აანალიზებ, რომ წიგნი შენ ამბავს ჰყვება, შენზე ჰყვება და ავტორი ყველაზე უკეთ შენი დახასიათებით აღწევს იმ ემოციას შენში, რასაც წიგნი იწვევს. Continue reading

Advertisements