მიხაილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა

300x430_1414155439_-_1139a25c914f5f18872f8f03e72df79eარასდროს იცი, საითკენ მიგაქანებს ცხოვრების კვალი, ის მთვარის ბილიკი, რომელიც უეცრად შენი საძინებლის ფანჯარასთან გაჩნდება და მისკენ ატოტება მოგინდება, ფეხის შედგომა. ვერსაიდან იგებ, რამდენი ტკივილი და ტანჯვა უნდა გამოიარო, ამ ისედაც ნაწამებ ქალმა და ცხოვრების მანძილზე, რამდენი გერგება ბედნიერების წილი მთელ სატანჯვეთში. Continue reading

ერკე მიდასი – წიგნი!

ვისთვის ქაღალდი, ვისთვის კი მთელი ცხოვრების არსი დანიშნულია ის შეგვახსენოს, ძალა შეგვრჩა და კიდევ ვარსებობთ. – ვისთვის უბრალო სიტყვები, ვისთვის კი მრწამსი ის შეგვასწავლის როგორ ვაშენოთ, ჩვენი მიწა და ჩვენი სამეფო. – ვისთვის პლანეტა, დედამიწა და ვისთვის კი მარსი ჩვენი … Continue reading

Rate this:

მარკუს ზუზაკი – წიგნის ქურდი – ქურდი არ არის!

20150707_155341

წიგნის ქურდი, ქურდი არ არის!

არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, როგორ მიიჩნევს საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობა, ან სისხლის სამართლის კოდექსი.

წიგნის ქურდი, ქურდი არ არის – კვლავ ვიმეორებ! Continue reading

დანიელ პენაკი – რომანივით საკითხავი ანუ ერკეს სამაგიდო წიგნი

1ec92e18350747c2a691eae43648b92b

მკითხველის ხელშეუვალი უფლებები:

  1. უფლება – არ წავიკითხოთ.
  2. უფლება – გამოვტოვოთ გვერდები.
  3. უფლება – ბოლომდე არ წავიკითხოთ.
  4. უფლება – ხელახლა წავიკითხოთ.
  5. უფლება – რაც გვინდა ის წავიკითხოთ.
  6. უფლება ბოვარიზმისა (ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება).
  7. უფლება – სადაც გვინდა, იქ ვიკითხოთ.
  8. უფლება – საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა.
  9. უფლება – ხმამაღლა ვიკითხოთ.
  10. უფლება – არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე.

ჩვენი უფლებების სრული ჩამონათვალი, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვიკითხოთ წიგნები. ეს მცნებასავითაა, როგორც ამას თავად პენაკი უწოდებს და ამიტომ შეაჩერა ჩამონათვალი ათ უფლებაზე.

დიოგენე, როგორც ყოველთვის საუკეთესოა, დიოგენე ყოვლისშემძლეა, დიოგენემ იცის რას აკეთებს, დიოგენე ლიტერატურის სიყვარულით გაჯერებულ წიგნებს თარგმნის, დიოგენე შეუდარებელია, დიოგენე ყველაფერია… Continue reading

დანიელ კიზი, რეი ბრედბერი, ფრედერიკ ბრაუნი, რობერტ ჰაინლაინი

ბლოგი

მოგესალმებით. პირველ რიგში კი ბოდიშს მოგიხდით დიდი ხანია რომ არ დამიპოსტავს, თუმცა არამგონია ვინმეს რამე დაკლებოდეს ან მომატებოდეს ამით. ბევრი მომხმარებელი მაინც არ მყავს, მაგრამ აქ წერას არ შევწყვეტ. ეს ბლოგი ჩემთვის დღიურივითაა, სადაც ვწერ ჩემს ლექსებს ან განხილვას წიგნების შესახებ, იმ წიგნების რასაც ვკითხულობ. ასე რომ ეს ბლოგი ჩემზე ბევრ რამეს ინახავს და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რა თქმა უნდა მკითხველის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც კითხულობთ და ერთი რომელიმე პოსტი მაინც წაგიკითხავთ ყველას მადლობას მოგახსენებთ. ამ დროში სანამ არ ვწერდი არაფერს ბევრს ვკითხულობდი და ვწერდი ამავდროულად. ახალ ფანტასტიკურ რომანზე ვმუშაობ და შემდეგ ამასაც გაცნობებთ ძალიან მალე. ბევრი მასალა დამიგროვდა და ნელ-ნელა ყველას იხილავთ რა თქმა უნდა და მიხვდებით რატომაც ვიკავებდი აქ დაწერისგან თავს და რატომ არ მქონდა დრო. Continue reading

აიზეკ აზიმოვი – მე რობოტი

1374453791_1318539592_g1z4-640x480.jpg-468g640

 

უილ სმიტი  შესანიშნავი მსახიობია, მისი ფილმები ძალიან მომწონს. ისეთი ტიპია დრამატულ სიტუაციაშიც, რომ გაგეცინება. ჩარლი ჩაპლინს ან რომელიმე სხვა კომიკოსს არ შევადარებ, რადგან ეს ადამიანი სრულიად განსხვავებული ტიპაჟია და ჩემი აზრით ძალიან მაგრად ასრულებს თავის როლს ყველა ფილმში. განსაკუთრებით კი ის ფილმი მიყვარს, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო – მე, რობოტი. Continue reading

წიგნის წერა, რომ შეგეძლოთ

Books-and-wine-at-Abulafia-bookshop-Buenos-Aires

ერთი კითხვა გამიჩნდა რაზეც მარტო მეც გავცემდი პასუხს, მაგრამ მე თქვენი აზრიც მაინტერესებს.

ბევრს არ ვილაპარაკებ უბრალოდ კითხვას დაგისვამთ და პასუხი გამეცით, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

ნებისმიერს, ვინც ამ პოსტს წაიკითხავთ, წიგნის წერა რომ შეგეძლოთ და ამისი დრო და უნარი გქონდეთ, ასევე სახსრები რომ გამოსცეთ და ხალხს ანახოთ თქვენი ლიტერატურა, რა ჟანრის წიგნს დაწერდით? Continue reading