ემილი ბრონტე – ქარიშხლიანი უღელტეხილი

shop_product_image_121007ჩემს მრჩევლებს დავუჯერე, რომელიც თავის დროზე ამ წიგნის წაკითხვას მირჩევდნენ და ბიბლუსის გალერეაში წავაწყდი თუ არა ხელი ვტაცე, დავჯექი იქვე და კითხვა დავიწყე. სამი დღე ერთად დაუვიწყარი დრო ვატარეთ, არ გჯერათ?

მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. “ქარიშხლიანი უღელტეხილი” უბრალოდ საოცარი წიგნი იყო. სიძულვილის ამბავი, რომელიც გთრგუნავს, მაგრამ ამავე დროს მაინც არ ანებებ თავს კითხვას. გინდა, რომ ბოლომდე ჩახვიდე და წიგნს მოწყდე – ეს შეუძლებელია…

მიუხედავად შემაძრწუნებელი ისტორიისა, მე ეს წიგნი შემიყვარდა და მინდოდა, რომ არასდროს დამთვრებულიყო, თან მაინც თუ დამთავრდებოდა, ვნატრობდი კეთილად და კარგად დამთავრდეს-მეთქი, ყოველ წუთს ჩემი გულის გამალებული ძგერა მესმოდა, ვიჯექი მთელი დღის განმავლობაში, ამასობაში კი ხან ვინ შემოდიოდა და ათვალიერებდა წიგნებს ან ყიდულობდა, ხან ვინ… მე ხანდახან თვალსაც კი გავაყოლებდი (აბა ისე როგორ?!) და წამძლევდა ცდუნება იმის გაგების, თუ რა წიგნი აირჩია საყიდლად, ან რა წიგნს კითხულობს ჩემს გვერდზე მჯდომი ბიჭი ან გოგო. Continue reading

Advertisements

მკითხველთა რაზმი!

1507636_479576138826314_1236383095_n

ყველა წიგნს თავისი ისტორია გააჩნია, ყველა მკითხველს საკუთარი ამბავი.

მე როგორც მკითხველი ჩემი ამბავი მინდა მოგითხროთ, წიგნებზე, ჩემს მიზნებსა და სურვილებზე. შეგიძლიათ ოცნებადაც ჩამითვალოთ, მაგრამ აქედანვე გაფრთხილებთ ეს ოცნება არაა!

წარმოიდგინეთ სიცოცხლე როგორი მოსაწყენი იქნებოდა ჩვენს ცხოვრებას ერთი, ყველაზე არაჩვეულებრივი აქტი, რომ არ ამრავალფეროვნებდეს – კითხვა. კითხვის დროს ჩვენ შევიცნობთ და ვწვდებით ამოუცნობ მოვლენებს, უამრავ უცნაურ ამბავს ვიგებთ, ბევრ რომანტიულ ისტორიას და აუარებელ დამთხვევას, რომელიც დღითიდღე წიგნიდან წიგნამდე გადანაცვლებისას მატულობს. დამთხვევა იმისა, რომ რა წიგნსაც კითხულობ, სწორედ ის ეპიზოდი გიდგას ცხოვრებაში, ან აანალიზებ, რომ წიგნი შენ ამბავს ჰყვება, შენზე ჰყვება და ავტორი ყველაზე უკეთ შენი დახასიათებით აღწევს იმ ემოციას შენში, რასაც წიგნი იწვევს. Continue reading

ერკე წიგნის ფესტივალზე (Ercke Mydass)

20150522_175043[1]

დღეს გათენდა თუ არა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ რამე გამახარებდა. არც ის მახსოვდა, რომ ფესტივალი იხსნებოდა დღეს სწორედ ფილარმონაში, მაგრამ როცა ეს გავიგე მაშინვე დავირაზმე მისკენ.

ისეთი სიხარულით გავიქეცი, რომ მზად ვიყავი ცხრა მთაც გადამევლო. ჩემი წიგნების სიყვარული არც ისე დიდი ხანია, რაც სენივით შემეყარა, მაგრამ ეს სენი მაინც მეწვია და შემეყარა, მაინც უკურნებელი აღმოჩნდა და ახლა ყველა სხვა საჩუქარს, ან სათამაშოს, ყველა გასართობს მირჩევნია წიგნი ვიკითხო, ყველაზე დიდი გასართობი და სასიხარულო ამბავი ჩემთვის წიგნებზე “შოპინგია”. და მე მიყვარს წიგნის მაღაზიებში ბოდიალი, თვალიერება, დაკვირვება.  Continue reading

სტივენ კინგი – მიზერი

მიზერი - სტივენ კინგი

“მიზერი” რამდენიმე თვის წინ წავიკითხე, მაგრამ მხოლოდ ახლა ვახერხებ, რომ მასზე ვისაუბრო. მიუხედავად ამდენი დროის გასვლისა მაინც მის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და არა მარტო მის, არამედ სტივენ კინგის ყოველი წიგნის წაკითხვისას შთაბეჭდილების ქვეშ ვექცევი და იმაზე მეფიქრება თუ საიდან მოსდის ასეთი საშინელებები თავში. სტივენ კინგის ფენომენი ამოუცნობია და ამის დადგენას ვერავინ ვერ შეძლებს, როგორ ახერხებს ამას. რა დამაჯერებლად გამოსდის და რა საშინლად აღწერს თითოეულ დეტალს. პირდაპირ ფილმის სცენარივით წერს, ამიტომ არის თითქმის ყველა მის წიგნზე ფილმს იღებენ, გადაიღეს ან მალე გადაიღებენ. ამავე სახელწოდების ფილმიც არის ქართულად ნათარგმნი და ყველას შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ წიგნი ბევრად ჯობია წასაკითხად. ვისაც წაკითხული აქვს ალბათ დამეთანხმებით კიდეც. Continue reading