მესი

20150815_234858სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიტაცებს ფეხბურთი, მითუმეტეს მისი ყურება. ადრინდელი უთანხმოებები ბევრი მახსოვს მასთან დაკავშირებით და ვფიქრობ ეს არის მიზეზი, იმათი ჩამოთვლით კი თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ.

მოკლედ – მე არ მიყვარს ფეხბურთის ყურება…

ყოველშემთხვევაში არ მიყვარდა მაინც, მანამ ამ წიგნს გადავშლიდი და კითხვას შევუდგებოდი. ის მე არ ამირჩევია, არ მიყიდია ჩემთვის და არც იმის გამო, რომ წამეკითხა, მაგრამ უბრალოდ ასე მოხდა, მაინც ცნობის წადილმა მძლია და თავი ვერ შევიკავე, რომ არ გადამეშალა.

იმიტომ რომ, შეიძლება ფეხბურთზეა წიგნი, და ფეხბურთელ “ლეონელ ანდრეს მესიზე” წერია, მაგრამ წიგნი დამეთანხმებით ულამაზესია და ნებისმიერს აღუძრავს სურვილს გადაშალოს და დაეწაფოს, ჯერ მისი სურნელით, შემდეგ კი მიმზიდველად მომზირალი სიტყვებით, რათა ყველაფერი უკეთ შეიცნო, რათა ჩაწვდე იმ საიდუმლოს, რასაც იტევს თვითონ სრულყოფილება და ეს წიგნიც. არც კი დამიჯერებთ, რომ გითხრათ ბარსელონა vs სევილია – ს თამაშისთვის არც კი მიყურებია-მეთქი, მაგრამ ასეა. ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის უფრო სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი, უფრო ღირებულს ჩემი მიზნებისთვის და სულ არ მაინტერესებდა ის, თუ ვინ ვის გაუტანდა გოლს…

ბაბუაჩემი კი გვერდითა ოთახიდან ყოველ გოლზე ყვირილით გამოვარდებოდა ხოლმე! – რა თქმა უნდა, ახალგაზრდა არ არის და ისე ვერ ირბენს, როგორც მესი დარბის, ან ბავშვივით ლოყებაწითლებული ვერ გამოვარდებოდა სიხარულისგან მთელი ხმით, რომ ყვირის “GoooooooooooooooooooooooLLLL!”. თუმცა მის ოთახიდან გამოსვლასაც გამოვარდნას ვარქმევ, რადგან ის ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობდა და გვამცნობდა ანგარიშს. Continue reading

Advertisements

წარმატებასთან ერთად სვლები რთულდება!

business_successწარმატებასთან ერთად სვლები რთულდება!

გრძელ კიბეს მიუყვები, იმდენად გრძელს, რომ მისი ბოლო არც კი მოჩანს და არც იცი საით მიგიყვანს ან სადამდე ივლი ასე, უიმედოდ. შენ პირველ ნაბიჯს დგამ და ერთი საფეხურით მაღლა იწევ, გიხარია, გრძნობ რაღაც დონეზე უკვე შემაღლებას, მაგრამ არ კმაყოფილდები ამითაც და უფრო წინ მიიწევ, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამ, რათა დარწმუნდე შენს შესაძლებლობებში, რომ შენ იმის ღირსი ხარ, რაც სულ ზევით დაგხვდება. ამისთვის ყოველთვის შენს თავს ცდი, ამოწმებ რამდენად “მაგარი” ხარ და თუ შეძლებ ბოლომდე ასვლას.

საწყისი ნაბიჯები უფრო მეტი ამბიციით განგმსჭვალავენ შენი შესაძლებლობების მიმართ და მრავალსაფეხურიან კიბეზე ასვლას აგრძელებ. თან თუ უკნიდან ვიღაცები, ერთგვარად შენი კეთილისმსურველები ხელით გიბიძგებენ, ეს კიდევ უკეთესი, რადგან ჩათვალე შენ მიზანს ასე უფრო მალე მიაღწევ. მაგრამ არის დაბრკოლებებიც. ყოველ დონის მატებასთან ერთად უკანაც იყურები, შენ განვლილ გზას შეჰყურებ და ეჭვებიც ღრღნას გიწყებენ, გგონია ვერ შეძლებ და ხანდახან ფიქრობ უკან ხომ არ დავბრუნდეო, ან ხელი ხომ არ ჩავიქნიოო. ხედავ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი, კიბეს ბოლო არ უჩანს, სამაგიეროდ ჩანს თავი, სადაც შეგიძლია უფრო მალე დაბრუნდე და არც კი დახარჯავ ბევრ ენერგიას დაბრუნებისას. რაღაც გაფერხებს, ორ ზღვას შუა დგახარ და თავით რომლისკენ გადაეშვა ეს შენთვის გამოცანად რჩება. ღირს ზევით ასვლა? – ფიქრობ და თითქოს უკეთეს პერსპექტივაზეც მიგიწევს გული – დაისვენო და უკან დაბრუნდე, იქ კი რამდენი ხანიც გინდა იმდენს დაისვენებ, არც სირთულეები არც არაფერი, იქნები შენთვის და ხელს არავინ შეგიშლის, მაგრამ საღი გონება მაინც გძლევს და ხვდები რომ უკან დაბრუნება არ ღირს. უკან არც კი უნდა მიიხედო და სულ წინ უნდა იარო, ხვდები ბევრ რამეს, იმასაც, რომ ამ წინსვლასთან ერთად, გამოჩნდებიან შედარებით დაბალ საფეხურებზე მდგომნიც, რომლებსაც შენი მწვერვალისკენ მიმავალი გზის გათელვა მოუნდებათ, მაგრამ ისინი მხოლოდ შენს გავლილ გზას გადათელავენ, ათასჯერ გადატკეპნიან და სულ ერთ ადგილზე დარჩებიან.  Continue reading

ჯერონიმო სტილტონი – ავდექი და წავედი…

Geronimo-Stilton-At-Deskm

“ავდექი და წავედი. მართალია დასასვენებლად უკვე ვიყავი, მაგრამ ამჯერად სულ სხვა მიზნით. თითქოსდა მომწყინდა სათაგვეთში გამოკეტილი ყოფნა, ასე მგონია ციხეში ვზივარ და გარშემო მებარაბნეები დამტრიალებენ. მე დიდებული და ცნობილი თაგვი ვარ მთელ სათაგვეთში, ყველა მცნობს, ყველა მე მიყურებს ქუჩაში სიარულისას და მესალმებიან, როგორც ნამდვილ თაგვებს შეეფერებათ. საკმაოდ ბევრი მასალა დამგროვებია გასაშუქებელი, მაგრამ ეს საქმე მოიცდის, აი ჩემი თავგადასავლები კი არანაირად, რადგან მე ხომ ახალი ამბების მაძებარი ჯერონიმო სტილტონი ვარ, ამასთანავე მიყვარს საიდუმლოებით მოცული ამბები, ახლა კი მოგიყვებით საითკენ მაქვს გეზი. Continue reading