ერკე მიდასი – ცხოვრება წრეა

იბადებიან, იზრდებიან, კაც-ქალდებიან ბავშვები

ხან უმნიშვნელო, ხან ძვირფას ცოდნით ივსება, მათი გონების ავზები,

ცხოვრება წამის სიზუსტით, რაღათქმა უნდა ღვთის არის

მათთვის გართობა, მშობლისთვის –  განათლებაა მიზანი.

გული იმსხვრევა, პირველად ყველაზე რთულად გადააქვთ

სიყვარულივით სასტიკი სხვა არცერთი გრძნობა არაა,

ისწრაფვი და რა? შენი იმედი, სხვისი უარით მთავრდება

იმ ცივი მზერის მიზეზზე ფიქრობ, რაც უმოქმედობით გბრალდება.

და ყველა განცდილ უარებს, წონით პირველი სჯობია

თითქოს ქალისგან უარი, შენი პირადი ჰობია

იმედი გალპობს, უიმედობა გსპობს, ხარ თითქოს მათი ნოქარი,

ბავშვობაშივე ისახავ მთავარს, გახდე სიყვარულის ჯადოქარი.

შეგეძლო ხალხის დინების და ბედისწერის განსაზღვრა,

შეძლო, სიმშვიდე მოჰპოვო უბედურთა გარდასახვას

შეძლო, ბედნიერ – ჭეშმარიტთა სიყვარულის გარჩევა

და სახლიდან წასულ პრინცესას გადააწყვეტინო დარჩენა.

ზოგს დაუწუნებ არჩევანს, გულის – გულობით გწვდებიან

ვის სიყვარულის არა სწამს, ვერც სამოთხეში ხვდებიან

უსასრულოდ გაყინული სამყარო გველის გარედან

თუ ვერ ვისწავლეთ ერთურთის ტკბილ-თბილი გრძნობის შეყვარება.

ბავშვობა ყველაზე რთულია, როცა სიტყვები არ გადგება რაშიმე,

ბოროტ არსებებს ებრძვი და საერთოდაც არ გაშინებს

ხან მზის ფერიებს უღიმი, ხან ჯუჯებს, ელფებს და სირინოზს

ჭირს სასახლისა შენება, დროც არ გაქვს გამოიძინო.

გიწევს აკოცო ბაყაყს, რომ მტკიცე შელოცვა დაირღვეს

ან ტყვეობიდან პრინცესა იხსნა, აჰყურებ მაღლა აივნებს,

გული სიცოცხლით გვიცემს, თუმც მშობლებს ჰგონიათ ვთამაშობთ

ცხოვრება ხომ თამაშია, ვავსებთ წარმოსახვის კალაპოტს.

დიდობა გვაჭრის ფრთებს, ოცნების ფრთებს, არ გვწამს თუ შევძლებთ ფრენას

წარსულში ჩვენს თავს ვახედებთ, სხვას არვის, ოცნებათა გამოფენას

მოვალეობას ვერ ვუსწრებთ, რაც გვაკისრია ოჯახში

პრობლემები და ტკივილი… ვერ დავემალებით ჩვენი ბავშვობის ოთახში.

ტკივილის წნეხში დავცქერით დანაოჭებულ ნაკვთთა მდინარეს

კარზე კაკუნს რა მოჰყვება, აღარ ვკითხულობთ ვინ არის,

მხრებში მოხრილნი, ამჯერად ჩვენ ვართ ყრმათათვის მშობლები,

როგორც ჩვენ, ახლა მათ ვჭრით ფრთებს, მათ ოცნებებს ვეღობებით.

ულტიმატუმი ერთია, ცხოვრების გზა და მიმართულება

ბავშვნი ვოცნებობთ უამრავს, შემდეგ არა გვაქვს უფლება,

სიყვარულის შთაგონება ხშირად სულს გვაცლის ადამიანებს

წარსულით ყოფნის სურვილი სულს და გონს დაგვიზიანებს.

რადგან ერთია ყველასთვის ამ გზის მთელი ისტორია

ყოველ ღამ ტანჯვით ვიღვიძებ, საათი – ღამის ორია.

ე.მ. 20 ნოემბერი 2018

Advertisements

სიყვარულია ჩვენი სიმდიდრე

არსებობს ადამიანების ორი კატეგორია:

ისინი ვისაც არაფერი გააჩნია და ნატრულობს მეტს – კარგ სახლს, უამრავ ფულს და მრავალფეროვან საინტერესო ცხოვრებას. ხშირად ასეთ ადამიანებს აქვთ ყველაზე ღირებული, რამ რის დაფასებასაც ვერ სწავლობენ.

და ისინი ვისაც ყველაფერი აქვთ და ყველაფრის ყიდვა შეუძლიათ, მაგრამ არ აქვთ სიყვარული, რომელსაც ბოლომდე მიენდობიან და მასშივე ჩაიძირებიან სამუდამოდ. შეუძლიათ იყიდონ ყველაფერი, მიიღონ რაც სურთ და აისრულონ ნებისმიერი კაპრიზი რაც კი მოუნდებათ და აუსრულონ მასაც, ვინც ჰგონია, რომ მისია და რომ ეს არის ის, ვინც სჭირდება – მისი ცხოვრება. მაგრამ მათ კარგად იციან, ან არ იციან და ვერ ხვდებიან, რომ სიყვარულს ვერ იყიდი ფულით, ვერც წოდებით, ბრძანებით ან მუქარით მოიპოვებ მას.

ასეა, რაღაც უნდა დათმო, რომ მიიღო სასურველი. ცხოვრება არასდროს შეგიბრალებს შენ თუ არ შეიბრალებ საკუთარ თავს და არ ისწავლი დათმობას, უფრო მეტის მისაღებად.

რა განსხვავებაა ამ ადამიანებს შორის?

არც არანაირი!

მდიდრებთან ქონების გამო არიან ხოლმე, ძირითადად. მათთან კი ვისაც არაფერი გააჩნია მხოლოდ ნამდვილი სიყვარული თუ ძლებს. შეიძლება დაკარგო ქონება, მაგრამ სიყვარული მაინც ვერ იპოვო, მაგრამ ასევე შეიძლება საყვარელი ადამიანის გვერდში დგომითა და სიყვარულით შეიქმნა მომავალი…

ბედნიერება წვრილმანებშია, ერთმანეთის სიყვარულში და მაშინ ვერც კი მიხვდებით ისე გაივლის მთელი ცხოვრება ტკბილად. ადამიანი მაშინ კი არ არის ბედნიერი როცა მეტი აქვს, არამედ მაშინ როცა ცოტა აკმაყოფილებს.

იდეალური ცხოვრება არ არსებობს, ყველაფერს აქვს ნაკლი, თავისი მინუსები, რომელთაც თვალს ვერ ვუსწორებთ.

სიყვარულია ჩვენი სიმდიდრე და სხვა ქონება ადამიანს არც კი სჭირდება. სიყვარული… სიყვარული… სიყვარული ყოველთვის…

ერკე მიდასი – სიკვდილის თავისებურება

სიკვდილი

   საშინლად ცხელოდა და ბიზნესმენი გიორგი გიორგაძე ჯერ არ ჩქარობდა ოფისიდან გამოსვლას, თუმცა იცოდა წუთი წუთზე რომ არ გასულიყო თავის რეისზე დააგვიანებდა. ის საქართველოდან ნიუ-იორკში მიფრინავდა, რომ შეხვედროდა და მოლაპარაკებოდა მსხვილ ბიზნესმენს. იგი ახალ პარტნიორს ეძებდა საქმეში, რომელიც უნდა წამოეწყო და დიდი ფული მოეტანა. მან წინასწარ დაჯავშნა ტელეფონით ბილეთები ახალი კომპანიის მეშვეობით. Continue reading

გიორგი ლოგუა – სასტიკი რეალობა

1bcc80139

ყველა თითქოს სადღაც მიიჩქარის
სიყვარულისთვის არვის სცალია,
შენ გკითხავ და სიმართლე მითხარი,
ეს ყველაფერი ჩემი ბრალია? Continue reading

სტივ მარტინის სისხლიანი ისტორია (ცხოვრება არასოდეს ზრუნავს შენზე)

1348911983_13093397805791228411

გამარჯობათ მე სტივ მარტინივარ და ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ერთი მიყრუებული სახლი ვიყიდე ტენესის შტატში,სადაც არაფერი არ იყო.  ზუსტად ასეთი ადგილიმჭირდებოდა, რადგან მწერალს, წიგნის დასაწერად. ისეთი ადგილი, სადაც ვიქნებოდი მარტომე და საბეჭდი მანქანა. უახლოესი მაღაზია, ბენზინ გასამართი სადგური და საერთოდ მოსახლეობააქედან 20 კილომეტრის სავალზე იყო. ამ სახლს არავინ ყიდულობდა და მე ბევრი ფული არცგადამიხდია.

სახლში შესვლისთანავე პირველი რეაქცია ის იყო,რომ შვება ვიგრძენი, როგორც იქნა მივედი მთელი დღის მგზავრობის შემდეგ, მაგრამ შვებასადღაც გაქრა, როცა ამ სახლის მდგომარეობა დავინახე. ბნელოდა, ირგვლივ მტვერითა დაობობის ქსელებით იყო სავსე. ისიც არ გამიკვირდებოდა ჩემს წინ კატისხელა თაგვს, რომგადაერბინა. ხის უზამრაზარი სახლი, რომლის იატაკი ყოველი ფეხის დადგმაზე ჭრიალებდადა ისეთ ხმას გამოსცემდა, რომ სიარული არ მოგინდებოდა, ჩემს ყურს ცუდად ხვდებოდა, მითუმეტეს,რომ ასეთი რამეები ძალიან მაღიზიანებს. იმ ღამეს მანქანაში მომიხდა ძილი და მეორე დღესუკვე ყველაფრის დალაგებას ვაპირებდი. Continue reading