ბიბლიოთეკის პოლიციელი/ The library Policeman

four-past-midnight-audiobook-cover-3

ამ ავტორის რომანების კითხვისას ყოველთვის მებადება ასეთი კითხვა, რომელსაც პასუხი გასცე, არც ისე მარტივია თუ ადამიანთა ბუნებას არ ჩაწვდი. საიდან ამდენი ბოროტება, რომელიც ადამიანის გულში დაუტეველია. როცა ღმერთი სიყვარულია და ჩვენც სიყვარული უნდა გვამოძრავებდეს, ყოველთვის არის ყველა ადამიანში მეორე მხარე, რომელიც იმას გვაკეთებინებს, რაც შეიძლება არ გვინდა, ან არ გვიფიქრია, მაგრამ იმ წამს სწორად მივიჩნევთ და შესაძლოა სხვა მანიპულირებდეს ჩვენზე, ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით. ხშირად ადამიანს თავისი წარსულის დავიწყება ისე მაგრად სურს, მისკენ ზურგით დგება და გონებაში თითქმის აღარ იტოვებს ნარჩენებსაც კი, უბრალოდ ივიწყებს. Continue reading

Advertisements

21 სექტემბერი – სტივენ კინგი და ერკე მიდასი

Stephen_King2-660x330ეს თითქოსდა უწყინარი, მაგრამ შეუცნობელი სახე, თითქოს მისტიურ და საშიშ ელფერს აფრქვევს. შენ მთელი არსებით გრძნობ მის უარყოფით ენერგიას და სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ამ სურათის დანახვაზე ცოტა არ იყოს თვალებსაც ხუჭავ, რადგანაც ისეთი გრძნობაც გეუფლება თითქოსდა ცოტაც და სურათიდან გამოხტება, მის დამალულ, მაიმუნივით ბანჯგვლიან და თუ უფრო კარგად ჩართავ წარმოსახვას, სისხლიან ხელებსაც კისერში მოგიჭერს, თვალებს მხეცივით მარადიული სიკვდილისთვის რომაა განწირული, დაგიბრიალებს და შიშისგან გაგაფითრებს. შენ უკვე შენ აღარ ხარ, რაც იყავი. შენ ახალი შეგრძნებებით და შიშებით, სულ სხვა ადამიანად ქცეული, ან შეიძლება ადამიანიც არა და სხვა არსება ხარ, რომელიც სამუდამოდ კარგავს უსაფრთხოების შეგრძნებას და ბნელ ღამეში, თუნდაც მთვარიან ღამეში, იმ ადგილიდან, სადაც სინათლე ვერაფრით აღწევს და უკუნი სიბნელეა გამეფებული, სადაც ყველაფერი თითქოს მოწყვეტილია და დროც არ მოძრაობს, სიშავის გაუდაბურებულ უდაბნოდან დიადი მონსტრის გამოჩენას მოულოდნელი და საშიში თვალების ბრიალით ელის, იმ თვალებით, რომელიც სიბნელეში ანათებს და მანქანების ფარების შუქს ჰგავს, თუმცა უფრო წითელი და ეს შუქი იმაზე ვიწროა ვიდრე ფარების ზომა. აი ასეთ ეფექტს ახდენს მკითხველისთვის, განსაკუთრებით არასაშიში ლიტერატურის მოყვარული მკითხველისთვის უეცრად კინგზე გადართვა და მისი გაცნობა.

ვინ არის სტივენ კინგი? – ვფიქრობ ამ კითხვის დასმა უკვე სირცხვილადაც უნდა ითვლებოდეს, ეგრეთ წოდებულ “გასატყდომ” კითხვათა სიაში უნდა შეიტანოთ, ანდაც მწვანე ან ოქროსფერ წიგნში, სადაც იშვიათად დასმული და წესით აკრძალული ან საერთოდ არდასასმელი კითხვები შევა მხოლოდ. ეს იგივეა, რომ არ იცოდე ვინ იყო მაიკლ ჯექსონი, ან ელვის პრესლი, თუნდაც ერთხელაც არ გქონდეთ გაგებული “ბიტლზის” სახელი და წარმოიდგინეთ ადამიანთა გაკვირვებული სახეები რომ მოგაშტერდებიან, მათი ძალზე გაოცებული სიფათები, რომ ჰგონიათ მოესმათ ან იხუმრე. მაგრამ თუ სულაც არ ხუმრობ ეს, ძმაო, ნამდვილად პრობლემა იქნება. რატომ? ამასაც არ უნდა კითხვა – სტივენ კინგი ხომ ლიტერატურაში საშინელებათა ჟანრის მეფეა და ლიტერატურაზე ლექციას ისე ვერ ჩაატარებ, მისი ხსენება მაინც რომ არ მოგიწიოს და მისი გავლენა რომ არ აღნიშნო მწერლობაზე და მწერლებზე.

მაგრამ ჩემთვის ვინ არის კინგი? – ის ყველაზე დიდი მწერალია, სიმაღლით არა, ნიჭიერებით და იმ დონით, რამაც მან მიაღწია და ასევე ადამიანობით, რომელიც დღემდე შენარჩუნებული, დიდი სულიერებით, გამორჩეული და ისევ ის ძველი კინგია, რომელიც მეგობრებთან ერთად გასართობად ლუდს სვამდა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც ეს მაშინ შეეძლო. Continue reading

სტივენ კინგი – მობილური (Top თრილერი)

mobiluri copy

პალიტრა მაოცებს, მაკვირვებს, მახარებს და ყველაფერს ერთად მგვრის. ჩემში ემოციების და გრძნობების ტალღა იწყებს ხოლმე ჩანჩქერივით ამოხეთქვას და ვეღარ ვაკავებ. მსიამოვნებს, მაგიჟებს, მაცვიფრებს და სიგიჟის ზღვარამდე მივყავარ.

და წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა, როცა გავიგე პალიტრა კიდევ ერთ წიგნს უშვებდა სტივენ კინგის ავტორობით, ახალ სერიაში “Top თრილერი” რამაც მეთვრამეტე ცამდეც კი ამიყვანა სიხარულისგან და წინასწარ განმაცდევინა თითქოს წაკითხვით განცდილი, ან წიგნის ქონით განცდილი ბედნიერება. როცა უყურებ შენს თაროზე ლამაზად როგორ დევს და უფრო ელე-განტურად მაშინ, რომ გამოიყურება როცა უკვე წაკითხული გაქვს და მხოლოდ თვალს შეავლებ კიდევ, რომ აიღო ხელში და ალალბედზე გადაშალო, ან უბრალოდ დატკბე მისი ცქერით.

წიგნის ყიდვის დღესვე, სახლში მოტანაც კი არ დავაცადე მეტროში ჯერ თვალებდახუჭულმა მისი სურნელი, რომ შევიყნოსე, გადაშლილი, ახალი წიგნის ფურცლების სუნი, გემო, ძალიან ტკბილი იყო. გადავშალე კბილებაკაწკაწებულმა და მაშინვე კითხვა დავიწყე. განცვიფრება – ეს ჯერ კიდევ არ არის ის გრძნობა, რაც მე ამ წიგნის კითხვის დროს დამეუფლა და უბრალოდ “გახარებული” ვიყავი, როცა ვიყიდე?

არა, არა, არა და არა! Continue reading

სტივენ კინგი – ნისლი

8815

რამდენი ხანია უკვე რაც წავიკითხე ეს წიგნი, მაგრამ ვერცერთი დღე ვერ გამოვნახე, რომ მასზე ერთი-ორი სიტყვა მეთქვა. არა, დღეებს და მოუცლელობას ვერ დავაბრალებ, რადგან არ ვარ იმდენად დაკავებული მასზე არ ან ვერ დავწერო. საქმე ალბათ იმაშია, რომ საჭირო სიტყვებს ვეძებდი, როგორ დამეხასიათებინა ეს წიგნი, ან როგორ დამეწყო მასზე წერა.

მოგეხსენებათ, როგორ მიყვარს კინგისეული ძალიან დაუჯერებელი, მაგრამ მაინც ისე დაწერილი რომანები, რომ მის რეალურობაში ეჭვიც კი არ გეპარება. ზედმეტად აბსურდულ გარემოში დამაჯერებელ რამეს ქმნის. გჯერა თან როგორ. ერთი პერიოდი შეიძლება იმის შიშით ვერ დაიძინო, მისი გაცოცხლებული ადრინდელი უკვე გადაშენებული მფრინავი არსება არ შემოგახტეს თვალებს როგორც კი დახუჭავ და კანის გლეჯა არ დაგიწყოს. მაგრამ თუ დაძინებას მოასწრებთ, თქვენი სიტუაცია ნამდვილად შესაშური იქნება. ვერც იგრძნობთ, როგორ დაგაჯდებათ დიდი ტარაკანა, ან დიდი, ლამის სპილოსხელა ბუზი და გაგჭყლეტთ შემდეგ კი მადიანად შეგახრამუნებთ. ისეც შეიძლება ვერ იგრძნოთ, მაგრამ უფრო დამშვიდებული განუტევებთ სულს მძინარე.  Continue reading

სტივენ კინგი – ბნელი კოშკი (მსროლელი)

book_5326edb75745c

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გამომცემლობა “დიოგენეს”,  იმისთვის რომ ასე გვანებივრებს სტივენ კინგის წიგნებით. დიდი მადლობა მას ასეთი მრავალფეროვანი არჩევანისთვის, მაგრამ მე სტივენ კინგი ძალიან შემიყვარდა. ეს კი მათი დამსახურებაა. დიდი მადლობა ამ წიგნებისთვის ❤ ❤

სტივენ კინგთან ძალიან ბევრი კარგი მოგონება და წიგნი მაკავშირებს. ძალიან ბევრი საერთო აღმოვაჩინე ჩვენს შორის და ძალიან მიყვარს მისი წიგნები. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრებისეულია და გასწავლის, როგორ მოიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში ან ჭკუას გარიგებს. არა, ასე არაა მაგრამ მისი წიგნები სულ სხვა სამყაროში გამოგზაურებს, ცოტახნით გწყვეტს რეალობას და იჯერებ, რომ რასაც ჰყვება მართლა არსებობს.  წიგნები არ გარიგებენ, მაგრამ შესავალში თავად ავტორი ჰყვება თავის ავტობიოგრაფიას და ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს შენ გელაპარაკება, არა როგორც მკითხველს, არამედ კაი ხნის ნაცნობს და საუკეთესო მეგობარს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება თითქოს პირისპირ გიდგას და კი არ გტუქსავს რაღაცის გამო, პირიქით გარიგებს და გეუბნება როგორ მოიქცე. წიგნის კითხვისას კი სრულიად არარეალურ სამყაროში ხვდები.

სტივენ კინგის “ბნელი კოშკი” რამდენიმე თვის წინ დაბეჭდა დიოგენემ, მაშინვე ვიყიდე მისი წიგნების მოყვარულმა და ყველა წიგნი გვერდზე გადავდე, რომ ბნელი კოშკი წამეკითხა. ჯერ სახლში, რომ მომქონდა მეტროში ვიყავი, მუსიკებს ვუსმენდი და გზაში ვკითხულობდი მის ავტობიოგრაფიას, რამაც ჩამითრია და გადამაწყვეტინა სახლში მისვლისთანავე წამეკითხა. მის ავტობიოგრაფიაში, რამდენიმე კარგი რჩევა საჩემოდ გამოვიყენე და დღესაც მათით ვხელმძღვანელობ. Continue reading

ჩემი ოცნება

dsscs

ოცნება? მგონი ყველას აქვს ოცნება, არარსებობს ადამიანი, რომელსაც ოცნება არ ჰქონდეს, სულ მცირე მაინც. დიდი ოცნებებიც აქვს ბევრს, იმოგზაუროს მსოფლიოს გარშემო, გახდეს მილიონერი, დაიწყოს ბიზნესი და ა.შ. ეს იმ ოცნებათა არასრული ჩამონათვალია, რაც საერთოდ არსებობს ადამიანის გულებში და მგონი თითქმის ყველა ამაზე ოცნებობს ^_^

ოცნებები, არარეალურია მაგრამ, ჩემი აზრით, თუ მისიი ბოლომდე გწამს და გჯერა რომ შეგიძლია ეს ოცნება რეალობად აქციო, წინ ვერაფერი დაგიდგება. ვერც რუსეთის მთელი ჯარი ვერ შეგაჩერებს იმაში, რომ აიხდინო ოცნება და გწამდეს მისი ბოლომდე. შეიძლება ამ გზაზე ბევრი დაბრკოლება შეგხვდეს, ბევრი განსაცდელი გამოიარო, ეს ეშმაკთან ჭიდილია, ცდილობს გაცდუნოს და გზიდან გადაგიყვანოს, ან საკუთარ თავში ურწმუნობა ჩაგინერგოს, დაგაჯეროს, რომ შეუძლებელია გზის ბოლომდე გავლა, მაგრამ შენ ბოლომდე უნდა გწამდეს და უნდა მიჰყვე ერთხელ არჩეულ გზას. ეს შენი ვალია, როგორც ცხოვრების დანიშნულება ისე შენიც. აზრს სწორედ ის აძლევს ცხოვრებას, რომ გაქვს ოცნებები, მისწრაფებები, რასაც უნდა მიჰყვე და გჯერა, რომ ერთ დღესაც ასრულდება ის. მაშინ აუცილებლად აგისრულდება და ვინც ოცნებას ენდო, ის გაოცდება, განცვიფრდება. მე ბოლომდე მჯერა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ, არ აქვს მნიშვნელობა რა ოცნებაა ეს, მთავარია გჯეროდეს. მერე რა თუ გგონია, რომ მისი ახდენა შეუძლებელია, ან შენ არ შეგწევს ძალა ბოლომდე მიიყვანო, დამიჯერე რომ შეგიძლია. შენ ყველაფერი შეგიძლია, მთავარი მონდომებაა. მონდომება და შრომისუნარიანობა. Continue reading

სტივენ კინგი – და ბუა მოვიდა

img_book_full

და ბუა მოვიდა…..                                           

          ავტორი: სტივენ კინგი

               თარგმნა: პაატა გეგელაშვილი

ლესტერ ბილინგსლი ტახტზე იწვა. იგი უოტერბერიდან იყო, კონექტიკუტის შტატიდან. ნამსახურობის ნუსხაში მედდა ეიკერსის ჩანაწერის მიხედვით: ოცდარვა წლისაა, მუშაობს ინდუსტრიულ ფირმაში, ნიუ-იორკში, განქორწინებულია, სამი შვილის მამა. ყველა ბავშვი მოუკვდა. „მღვდელს ვერ მივმართავ, რადგან მორწმუნე არ ვარ. ვერც ადვოკატს, იმიტომ, რომ ასეთ საქმეს ხელს არ მოჰკიდებს. მე მოვკალი ჩემი შვილები, ერთმანეთის მიყოლებით. პირველი, მეორე, მესამე“. ექიმმა ჰარპერმა მაგნიტოფონი ჩართო. ბილინგსლი უძრავად გაშოტილიყო – თითოეული კუნთი დაძაბვოდა, მიცვალებულივით ხელები გულზე დაეკრიფა, ფეხები ტახტიდან ჰქონდა გადმოკიდებული – დამცირების ასატანად მზად მყოფი ადამიანის პორტრეტი. Continue reading

სტივენ კინგი – მწვანე გზა

book_519b51e33edad

უფალი ჩვენი შეუცნობელია და ყოველთვის გვანებივრებდა ისეთი ამოუცნობიფაქტებისა და მოვლენებისგან, რომელსაც ადამიანის გონება ბოლომდე ვერ სწვდება და მიუხედავად მეცნიერების განვითარებისა მაინც ვერ ჩასწვდება. სწორედ ასეთი მოვლენა იყო ადამიანებში  ჯონ კოფი  (John Coffey) , მისი გვარი გამოითქმის, როგორც ყავა, მაგრამ სხვანაირად იწერება.

ჯონ კოფი ის “არსება” იყო, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა ხალხს, როდესაც მათ ღვთის რწმენა დაკარგეს. მათ მხოლოდ ღვთისგან დაშვებული სასწაული თუ გადაარჩენდათ, მათ სულს იხსნიდა. ჯონ კოფი ის ადამიანი იყო, რომელმაც მხოლოდ თავისი სახელის წერა-კითხვა იცოდა,რომელსაც ღამე სიბნელის ეშინოდა, არაფერი ახსოვდა მისი ბავშვობის შესახებ და არ იცოდა თუ ვინ იყო ის, საიდან მოვიდა. იგი ყველასგან განსხვავებული, შავი გოლიათი იყო, რომელიც სულ მარტოდმარტო დაეხეტებოდა შეუმჩნევლად. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ გოლიათი და შეუმჩნეველი ერთმანეთთან შეუსაბამობასია და ამის წარმოდგენა გაგიჭირდებათ, მაგრამ ასეა. ის მართლაც იმხელა იყო, რომ მისთვის ნებისმიერ კარში შესასვლელად მოხრა იყო საჭირო. უწყინარი, მშვიდი და წმინდა სულის პატრონი ორი პატარა გოგონას გაუპატიურებისა და შემდეგ მოკვლის ბრალდებით დააპატიმრეს და მას არც მეტი არც ნაკლები სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ელექტროსკამზე, რომელიც იმ დროს “ქოულდ-მაუნთინში” იდგა. Continue reading