21 სექტემბერი – სტივენ კინგი და ერკე მიდასი

Stephen_King2-660x330ეს თითქოსდა უწყინარი, მაგრამ შეუცნობელი სახე, თითქოს მისტიურ და საშიშ ელფერს აფრქვევს. შენ მთელი არსებით გრძნობ მის უარყოფით ენერგიას და სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ამ სურათის დანახვაზე ცოტა არ იყოს თვალებსაც ხუჭავ, რადგანაც ისეთი გრძნობაც გეუფლება თითქოსდა ცოტაც და სურათიდან გამოხტება, მის დამალულ, მაიმუნივით ბანჯგვლიან და თუ უფრო კარგად ჩართავ წარმოსახვას, სისხლიან ხელებსაც კისერში მოგიჭერს, თვალებს მხეცივით მარადიული სიკვდილისთვის რომაა განწირული, დაგიბრიალებს და შიშისგან გაგაფითრებს. შენ უკვე შენ აღარ ხარ, რაც იყავი. შენ ახალი შეგრძნებებით და შიშებით, სულ სხვა ადამიანად ქცეული, ან შეიძლება ადამიანიც არა და სხვა არსება ხარ, რომელიც სამუდამოდ კარგავს უსაფრთხოების შეგრძნებას და ბნელ ღამეში, თუნდაც მთვარიან ღამეში, იმ ადგილიდან, სადაც სინათლე ვერაფრით აღწევს და უკუნი სიბნელეა გამეფებული, სადაც ყველაფერი თითქოს მოწყვეტილია და დროც არ მოძრაობს, სიშავის გაუდაბურებულ უდაბნოდან დიადი მონსტრის გამოჩენას მოულოდნელი და საშიში თვალების ბრიალით ელის, იმ თვალებით, რომელიც სიბნელეში ანათებს და მანქანების ფარების შუქს ჰგავს, თუმცა უფრო წითელი და ეს შუქი იმაზე ვიწროა ვიდრე ფარების ზომა. აი ასეთ ეფექტს ახდენს მკითხველისთვის, განსაკუთრებით არასაშიში ლიტერატურის მოყვარული მკითხველისთვის უეცრად კინგზე გადართვა და მისი გაცნობა.

ვინ არის სტივენ კინგი? – ვფიქრობ ამ კითხვის დასმა უკვე სირცხვილადაც უნდა ითვლებოდეს, ეგრეთ წოდებულ “გასატყდომ” კითხვათა სიაში უნდა შეიტანოთ, ანდაც მწვანე ან ოქროსფერ წიგნში, სადაც იშვიათად დასმული და წესით აკრძალული ან საერთოდ არდასასმელი კითხვები შევა მხოლოდ. ეს იგივეა, რომ არ იცოდე ვინ იყო მაიკლ ჯექსონი, ან ელვის პრესლი, თუნდაც ერთხელაც არ გქონდეთ გაგებული “ბიტლზის” სახელი და წარმოიდგინეთ ადამიანთა გაკვირვებული სახეები რომ მოგაშტერდებიან, მათი ძალზე გაოცებული სიფათები, რომ ჰგონიათ მოესმათ ან იხუმრე. მაგრამ თუ სულაც არ ხუმრობ ეს, ძმაო, ნამდვილად პრობლემა იქნება. რატომ? ამასაც არ უნდა კითხვა – სტივენ კინგი ხომ ლიტერატურაში საშინელებათა ჟანრის მეფეა და ლიტერატურაზე ლექციას ისე ვერ ჩაატარებ, მისი ხსენება მაინც რომ არ მოგიწიოს და მისი გავლენა რომ არ აღნიშნო მწერლობაზე და მწერლებზე.

მაგრამ ჩემთვის ვინ არის კინგი? – ის ყველაზე დიდი მწერალია, სიმაღლით არა, ნიჭიერებით და იმ დონით, რამაც მან მიაღწია და ასევე ადამიანობით, რომელიც დღემდე შენარჩუნებული, დიდი სულიერებით, გამორჩეული და ისევ ის ძველი კინგია, რომელიც მეგობრებთან ერთად გასართობად ლუდს სვამდა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც ეს მაშინ შეეძლო. Continue reading

Advertisements