ლანგოლიერები

t10692“მხოლოდ ვარსკვლავთცვენისთვის” 

დავბრუნდი მეგობრებო, დიდი ხნის ძილიდან და დავბრუნდი ისევ, ჩემ საყვარელ მწერალზე სასაუბროდ და მე დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა უკვე გაივლეთ გულში მისი სახელი. მოგეხსენებათ, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, (სამი კვირის წინ თუ ზუსტად მახსოვს) ჩვენმა საყვარელმა გამომცემლობამ, პალიტრა L-მა გადაწყვიტა კიდევ ერთი წიგნი ეჩუქებინა ჩვენთვის, (თავისი ეშხითა და ავტორისეული სილამაზით გაფორმებული) ნათია ჩუბინიძისეული თარგმანით, პრეზენტაცია კი ამ მწერლის დაბადების დღეს დაამთხვიეს. მახსოვს, როგორ წვიმდა ამ დღეს (წინა წელსაც ასე მოხდა) ამიტომ ერთი დღით გადაიწია პრეზენტაციამ. ჩემთვის ეს სამყაროს ახლიდან შენების ერთი დღით გადადების ტოლფასი იყო, თუმცა დღეს ამაზე არ მოვყვები რა თქმა უნდა. Continue reading

სტივენ კინგი – მიზერი

მიზერი - სტივენ კინგი

“მიზერი” რამდენიმე თვის წინ წავიკითხე, მაგრამ მხოლოდ ახლა ვახერხებ, რომ მასზე ვისაუბრო. მიუხედავად ამდენი დროის გასვლისა მაინც მის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და არა მარტო მის, არამედ სტივენ კინგის ყოველი წიგნის წაკითხვისას შთაბეჭდილების ქვეშ ვექცევი და იმაზე მეფიქრება თუ საიდან მოსდის ასეთი საშინელებები თავში. სტივენ კინგის ფენომენი ამოუცნობია და ამის დადგენას ვერავინ ვერ შეძლებს, როგორ ახერხებს ამას. რა დამაჯერებლად გამოსდის და რა საშინლად აღწერს თითოეულ დეტალს. პირდაპირ ფილმის სცენარივით წერს, ამიტომ არის თითქმის ყველა მის წიგნზე ფილმს იღებენ, გადაიღეს ან მალე გადაიღებენ. ამავე სახელწოდების ფილმიც არის ქართულად ნათარგმნი და ყველას შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ წიგნი ბევრად ჯობია წასაკითხად. ვისაც წაკითხული აქვს ალბათ დამეთანხმებით კიდეც. Continue reading