სტივენ კინგი – მობილური (Top თრილერი)

mobiluri copy

პალიტრა მაოცებს, მაკვირვებს, მახარებს და ყველაფერს ერთად მგვრის. ჩემში ემოციების და გრძნობების ტალღა იწყებს ხოლმე ჩანჩქერივით ამოხეთქვას და ვეღარ ვაკავებ. მსიამოვნებს, მაგიჟებს, მაცვიფრებს და სიგიჟის ზღვარამდე მივყავარ.

და წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა, როცა გავიგე პალიტრა კიდევ ერთ წიგნს უშვებდა სტივენ კინგის ავტორობით, ახალ სერიაში “Top თრილერი” რამაც მეთვრამეტე ცამდეც კი ამიყვანა სიხარულისგან და წინასწარ განმაცდევინა თითქოს წაკითხვით განცდილი, ან წიგნის ქონით განცდილი ბედნიერება. როცა უყურებ შენს თაროზე ლამაზად როგორ დევს და უფრო ელე-განტურად მაშინ, რომ გამოიყურება როცა უკვე წაკითხული გაქვს და მხოლოდ თვალს შეავლებ კიდევ, რომ აიღო ხელში და ალალბედზე გადაშალო, ან უბრალოდ დატკბე მისი ცქერით.

წიგნის ყიდვის დღესვე, სახლში მოტანაც კი არ დავაცადე მეტროში ჯერ თვალებდახუჭულმა მისი სურნელი, რომ შევიყნოსე, გადაშლილი, ახალი წიგნის ფურცლების სუნი, გემო, ძალიან ტკბილი იყო. გადავშალე კბილებაკაწკაწებულმა და მაშინვე კითხვა დავიწყე. განცვიფრება – ეს ჯერ კიდევ არ არის ის გრძნობა, რაც მე ამ წიგნის კითხვის დროს დამეუფლა და უბრალოდ “გახარებული” ვიყავი, როცა ვიყიდე?

არა, არა, არა და არა! Continue reading

Advertisements

დანიელ პენაკი – რომანივით საკითხავი ანუ ერკეს სამაგიდო წიგნი

1ec92e18350747c2a691eae43648b92b

მკითხველის ხელშეუვალი უფლებები:

  1. უფლება – არ წავიკითხოთ.
  2. უფლება – გამოვტოვოთ გვერდები.
  3. უფლება – ბოლომდე არ წავიკითხოთ.
  4. უფლება – ხელახლა წავიკითხოთ.
  5. უფლება – რაც გვინდა ის წავიკითხოთ.
  6. უფლება ბოვარიზმისა (ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება).
  7. უფლება – სადაც გვინდა, იქ ვიკითხოთ.
  8. უფლება – საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა.
  9. უფლება – ხმამაღლა ვიკითხოთ.
  10. უფლება – არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე.

ჩვენი უფლებების სრული ჩამონათვალი, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვიკითხოთ წიგნები. ეს მცნებასავითაა, როგორც ამას თავად პენაკი უწოდებს და ამიტომ შეაჩერა ჩამონათვალი ათ უფლებაზე.

დიოგენე, როგორც ყოველთვის საუკეთესოა, დიოგენე ყოვლისშემძლეა, დიოგენემ იცის რას აკეთებს, დიოგენე ლიტერატურის სიყვარულით გაჯერებულ წიგნებს თარგმნის, დიოგენე შეუდარებელია, დიოგენე ყველაფერია… Continue reading

სტივენ კინგი – მიზერი

მიზერი - სტივენ კინგი

“მიზერი” რამდენიმე თვის წინ წავიკითხე, მაგრამ მხოლოდ ახლა ვახერხებ, რომ მასზე ვისაუბრო. მიუხედავად ამდენი დროის გასვლისა მაინც მის შთაბეჭდილების ქვეშ ვარ და არა მარტო მის, არამედ სტივენ კინგის ყოველი წიგნის წაკითხვისას შთაბეჭდილების ქვეშ ვექცევი და იმაზე მეფიქრება თუ საიდან მოსდის ასეთი საშინელებები თავში. სტივენ კინგის ფენომენი ამოუცნობია და ამის დადგენას ვერავინ ვერ შეძლებს, როგორ ახერხებს ამას. რა დამაჯერებლად გამოსდის და რა საშინლად აღწერს თითოეულ დეტალს. პირდაპირ ფილმის სცენარივით წერს, ამიტომ არის თითქმის ყველა მის წიგნზე ფილმს იღებენ, გადაიღეს ან მალე გადაიღებენ. ამავე სახელწოდების ფილმიც არის ქართულად ნათარგმნი და ყველას შეგიძლიათ ნახოთ, მაგრამ წიგნი ბევრად ჯობია წასაკითხად. ვისაც წაკითხული აქვს ალბათ დამეთანხმებით კიდეც. Continue reading

სტივენ კინგი – და ბუა მოვიდა

img_book_full

და ბუა მოვიდა…..                                           

          ავტორი: სტივენ კინგი

               თარგმნა: პაატა გეგელაშვილი

ლესტერ ბილინგსლი ტახტზე იწვა. იგი უოტერბერიდან იყო, კონექტიკუტის შტატიდან. ნამსახურობის ნუსხაში მედდა ეიკერსის ჩანაწერის მიხედვით: ოცდარვა წლისაა, მუშაობს ინდუსტრიულ ფირმაში, ნიუ-იორკში, განქორწინებულია, სამი შვილის მამა. ყველა ბავშვი მოუკვდა. „მღვდელს ვერ მივმართავ, რადგან მორწმუნე არ ვარ. ვერც ადვოკატს, იმიტომ, რომ ასეთ საქმეს ხელს არ მოჰკიდებს. მე მოვკალი ჩემი შვილები, ერთმანეთის მიყოლებით. პირველი, მეორე, მესამე“. ექიმმა ჰარპერმა მაგნიტოფონი ჩართო. ბილინგსლი უძრავად გაშოტილიყო – თითოეული კუნთი დაძაბვოდა, მიცვალებულივით ხელები გულზე დაეკრიფა, ფეხები ტახტიდან ჰქონდა გადმოკიდებული – დამცირების ასატანად მზად მყოფი ადამიანის პორტრეტი. Continue reading

სტივენ კინგი – მწვანე გზა

book_519b51e33edad

უფალი ჩვენი შეუცნობელია და ყოველთვის გვანებივრებდა ისეთი ამოუცნობიფაქტებისა და მოვლენებისგან, რომელსაც ადამიანის გონება ბოლომდე ვერ სწვდება და მიუხედავად მეცნიერების განვითარებისა მაინც ვერ ჩასწვდება. სწორედ ასეთი მოვლენა იყო ადამიანებში  ჯონ კოფი  (John Coffey) , მისი გვარი გამოითქმის, როგორც ყავა, მაგრამ სხვანაირად იწერება.

ჯონ კოფი ის “არსება” იყო, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა ხალხს, როდესაც მათ ღვთის რწმენა დაკარგეს. მათ მხოლოდ ღვთისგან დაშვებული სასწაული თუ გადაარჩენდათ, მათ სულს იხსნიდა. ჯონ კოფი ის ადამიანი იყო, რომელმაც მხოლოდ თავისი სახელის წერა-კითხვა იცოდა,რომელსაც ღამე სიბნელის ეშინოდა, არაფერი ახსოვდა მისი ბავშვობის შესახებ და არ იცოდა თუ ვინ იყო ის, საიდან მოვიდა. იგი ყველასგან განსხვავებული, შავი გოლიათი იყო, რომელიც სულ მარტოდმარტო დაეხეტებოდა შეუმჩნევლად. თქვენ ალბათ გაგიკვირდებათ გოლიათი და შეუმჩნეველი ერთმანეთთან შეუსაბამობასია და ამის წარმოდგენა გაგიჭირდებათ, მაგრამ ასეა. ის მართლაც იმხელა იყო, რომ მისთვის ნებისმიერ კარში შესასვლელად მოხრა იყო საჭირო. უწყინარი, მშვიდი და წმინდა სულის პატრონი ორი პატარა გოგონას გაუპატიურებისა და შემდეგ მოკვლის ბრალდებით დააპატიმრეს და მას არც მეტი არც ნაკლები სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს ელექტროსკამზე, რომელიც იმ დროს “ქოულდ-მაუნთინში” იდგა. Continue reading