სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი. Continue reading

ემილი ბრონტე – ქარიშხლიანი უღელტეხილი

shop_product_image_121007ჩემს მრჩევლებს დავუჯერე, რომელიც თავის დროზე ამ წიგნის წაკითხვას მირჩევდნენ და ბიბლუსის გალერეაში წავაწყდი თუ არა ხელი ვტაცე, დავჯექი იქვე და კითხვა დავიწყე. სამი დღე ერთად დაუვიწყარი დრო ვატარეთ, არ გჯერათ?

მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. “ქარიშხლიანი უღელტეხილი” უბრალოდ საოცარი წიგნი იყო. სიძულვილის ამბავი, რომელიც გთრგუნავს, მაგრამ ამავე დროს მაინც არ ანებებ თავს კითხვას. გინდა, რომ ბოლომდე ჩახვიდე და წიგნს მოწყდე – ეს შეუძლებელია…

მიუხედავად შემაძრწუნებელი ისტორიისა, მე ეს წიგნი შემიყვარდა და მინდოდა, რომ არასდროს დამთვრებულიყო, თან მაინც თუ დამთავრდებოდა, ვნატრობდი კეთილად და კარგად დამთავრდეს-მეთქი, ყოველ წუთს ჩემი გულის გამალებული ძგერა მესმოდა, ვიჯექი მთელი დღის განმავლობაში, ამასობაში კი ხან ვინ შემოდიოდა და ათვალიერებდა წიგნებს ან ყიდულობდა, ხან ვინ… მე ხანდახან თვალსაც კი გავაყოლებდი (აბა ისე როგორ?!) და წამძლევდა ცდუნება იმის გაგების, თუ რა წიგნი აირჩია საყიდლად, ან რა წიგნს კითხულობს ჩემს გვერდზე მჯდომი ბიჭი ან გოგო. Continue reading

ერკეს ცხოვრების, ადამიანობისა და ერთგულების კოდექსი

5d6e92bdc542e

  1. სულ ცოტა რამ მჭირდება, რომ ვიყო ბედნიერი – კარგი გარემო (ბიბლიოთეკა), შესანიშნავი მეგობრები (ვინც კითხულობს) და სიყვარული. ჩემთვის კითხვა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა და ამქვეყნად არ არსებობს (ჯერ-ჯერობით) სხვა რამ, რითიც შეიძლება ჩემი თავი გავართო. კითხვა და წერა თანაბრად მიყვარს. მიყვარს მეგობრები, რომლებთანაც შემიძლია დაუსრულებლად ვარჩიო წიგნები და ამა თუ იმ წიგნის შინაარსზე ან არსზე ვეკამათო, მიყვარს და მაბედნიერებს, როცა სხვას ჩემს აზრს ვუზიარებ და ვაჩვენებ გზას, რომელზეც შეუძლია იაროს თამამად. ასევე სიყვარული, ბოლო რაც მაბედნიერებს. სიყვარული ყველას აბედნიერებს არ მეთანხმებით? ვამპირი ვარ, და თქვენგან ხარბად ვიწოვ ამ გრძნობას, მე სიყვარული მჭირდება, ბევრი ძალიან ბევრი. მომეციიიიიიით. Continue reading