სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს

stephenkinginvite

ამ სურათს ზოგი არა, არამედ უმეტესობა სტივენ კინგთან დააკავშირებს, ზოგისთვის კი ეს მხოლოდ სურათია, უბრალო ოთახი, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული, პატარა ბავშვის ოთახი, რომელსაც უყვარს კლოუნები და ბუშტები, სათამაშო მანქანები და კიდევ უამრავი რამ…
რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ ჰაერი რომ არ იყოს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ეს ჰაერი, როგორი მნიშვნელოვანიცაა კაცობრიობისთვის, ისეა ჩემთვის კინგი და მასთან შეხება, ან მისი წიგნებით ტკბობა.
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია ამ ადამიანისკენ მიმართული, ჩემი გრძნობები დაკავშირებული კინგთან, მაგრამ მაინც მინდა ყველას გითხრათ, რასაც ვფიქრობ და არ შემეძლო უბრალოდ ამის მხოლოდ ჩემ კედელზე გაზიარება.
მაშ ასე, რეკლამა დასრულდა, ახლა ხელი მაგრად ჩამჭიდე და დავიწყოთ:
სტივენ კინგი, როგორც ყველამ იცით, ვიცი რომ ყველასთვის ეს სახელი ძალიან ნაცნობია, საშინელებათა ჟანრის მეფეა, ყველაზე წარმატებული მწერალი ამ კუთხით და ყველაზე საოცარი მჭერვმეტყველი, მხიარული პიროვნება, თუკი ახლოდანაც გაიცნობ, ეს ვიდეოებიდან და მისი გამოსვლებიდანაც კარგად ჩანს და მასთან ნამდვილად არ მოიწყენს არავინ… ალბათ გაკვირვებთ საშინელებათა მეფეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს და მხიარული ადამიანიცაა, გახსნილი ყველასთან და სასაუბროდაც ნამდვილად ყველაზე მაგარი, ბევრის მცოდნეა. რომ დაჯდები მასთან და საათობით შეგეძლება მოსმენა ამა თუ იმ ისტორიის, რაც გადახდა, ან რის გამო დაწერა ესა თუ ის წიგნი, რომელიც შენამდე ემოციურად მოიტანა თავისი სათქმელი და აღგაფრთოვანა. Continue reading

Advertisements

სტივენ კინგი – ბნელი კოშკი (სამის გამორჩევა)

11021069_736434483141564_8221958037086764512_n

და ვფიქრობ, ალბათ კითხვაში მინდა რეკორდის დამყარება, თუმც დარწმუნებული არ ვარ.

სტივენ კინგზე როგორ შემიძლია არ ვთქვა, ის რასაც კითხვის დროს განვიცდიდი. სულ ორი დღეა რაც გამოსულია წიგნი, რაც უკვე მაღაზიებშია (ჯერ მხოლოდ დიოგენეში იყო) და მე მაშინვე გავვარდი მის საყიდლად. გვიან ავდექი, თორე დილითვე გახსნის მომენტში ვაპირებდი იქ წასვლას და ეგრევე ბნელი კოშკის ყიდვას. მინდოდა პირველი მე მეყიდა, თუმცა ვერ მოვახერხე და გული დამწყდა ცოტათი.

როცა მივედი უკვე და წიგნის საფასურიც უნდა გადამეხადა ვიკითხე ბევრი გაიყიდა თუ არა მეთქი. პირველი ვარ-თქო? მაგრამ ჩემამდე რამდენიმე გაყიდულა მაინც. ბევრი არა, მაგრამ…

მოკლედ რაც შეეხება თვითონ წიგნს. მოგეხსენებათ ლოდინი მწარე არის, მაგრამ ხელში რომ ჩაიგდებ მერე გატკბილდებაო. ასე დამემართა მეც. ივლისში დავწერე პოსტი, რომელიც ამ წიგნის პირველ ნაწილს შეეხებოდა და იქაც ვთქვი, რომ წიგნი რამდენიმე თვის წინ დაიბეჭდა. ბნელი კოშკი (მსროლელი)  ერთ დღეში წავიკითხე ისე ჩამითრია. ასევე არ მსურდა დამერღვია ტრადიცია, თუ ამას ტრადიციის გამო ვაკეთებდი და სამის გამორჩევის საინტერესო, დაძაბულ, შემაძრწუნებელმა და ორიგინალურმა სიუჟეტმა ერთ დღეში ბოლომდე მიმაყვანინა წიგნი, რომელიც 510 გვერდიანია, არც მეტი არც ნაკლები. Continue reading