საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი

p34136_p_v8_ag

 

 

 

 

 

 

 

ეს მოთხრობების ციკლი, რომელიც “ნაშუაღამევის ოთხ წუთშია” გაერთიანებული, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა სტივენ კინგის შემოქმედებაში. და ვერავინ დამაჯერებს, რომ თუნდაც რამით ფილმის ყურება და იმ ემოციების განცდა ჯობს, წიგნის კითხვისას მიღებულ სიამოვნებას და მასში მონაწილეობას, თითქოს შენც მისი ნაწილი ხარ, პერსონაჟი და თან შეგიძლია თავად აირჩიო რომელი და ისე დაიწყო კითხვა. სრული თავისუფლება გაქვს.

დღეს არ ვისაუბრებ, ჯონი დეპის უნაკლო შესრულებაზე ფილმში, მე ბევრად მესიამოვნა ამ მოთხრობის წაკითხვა, ვიდრე ფილმის ყურებისას მიღებული განცდები. შევადარე და ახლოსაც კი არ არის ერთმანეთთან. ბევრად ძლიერია წარმოსახვა, ვიდრე პირდაპირ გამზადებულად დადებული ფილმი. მე ამას ვემხრობი! რა შეიძლება ამ მინი რომანზე ვთქვა. მთავარ გმირად მწერალი გვევლინება, ჩემი კოლეგა, რომელსაც უცხო მამაკაცი აკითხავს სახლში და ეუბნება, რომ მან მისი რომანი მოიპარა. მისი სახელი სროლას ნიშნავს, ან ფსევდონიმი. ჯონ შუტერი, რომელიც მწერალს ედავება პლაგიატიზმში. დავის საგნად კი მოთხრობა “თესვის სეზონი” იქცევა, რომელიც ძალიან ჰგავს მეორე მწერლის ნამუშევარს “საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი”. მორტ რეინი ცდილობს დაამტკიცოს, რომ არაფერი მოუპარავს და ეძებს მტკიცებულებას, 1980 წლის ჟურნალს, სადაც მისი მოთხრობა დაიბეჭდა პირველად, მაგრამ თანდათან ერთ მოვლენას მეორე ემატება და ასე უჩინარდება ყველა მტკიცებულება, რაც კი ამას დაადასტურებდა, მაგრამ იმედი მაინც არსებობს. Continue reading