სტრუგაცკები – მართლა “ძნელია ღმერთობა”

shop_product_image_138766“ადამიანის არსი ყველაფერთან შეგუების განსაცვიფრებელი უნარია. ამქვეყნად არაფერია ისეთი, რასაც ადამიანი ვერ შეეჩვევა. არც ცხენს, არც ძაღლს, არც თაგვს ამის უნარი არ გააჩნიათ. ღმერთი, როცა ადამიანს ქმნიდა, ალბათ ხვდებოდა, რა ტანჯვისთვისაც იმეტებდა და ძალისა და მოთმინების ულევი მარაგი მისცა. ძნელი სათქმელია, კარგია ეს თუ ცუდი. ადამიანი ასეთი მომთმენი და ამტანი რომ არ ყოფილიყო, კეთილი ხალხი დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა და ამქვეყნად მხოლოდ ბოროტები და უგულოები დარჩებოდნენ. მეორე მხრივ, მოთმინებისა და შეგუების ჩვევა ადამიანს პირუტყვად აქცევს, რომელიც, გარდა აგებულებისა, არაფრით განსხვავდება ცხოველებისგან და ამასთან, მათზე გაცილებით უმწეოა. და ყოველი დღე ბოროტებისა და ძალადობის ახალ-ახალ საშინელებას შობს.” – ექიმი ბუდახის სიტყვებით დავიწყებ, სხვაგვარად არ შემიძლია, რადგან ამ სიტყვებმა და კიდევ რამდენიმე დიალოგმა ისე მომხიბლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ გენიალურ შედევრს თუ წავაწყდებოდი, როგორიც “ძნელია ღმერთობა” იყო! Continue reading

დათო ტურაშვილი – იყო, და არა იყო რა

product_image_661

უმეტესობა ჩვენი ქვეყნისა მოესწრო იმ მოვლენებს, რასაც ამ წიგნში შეხვდებით. წლების მიხედვით უკვე მიხვდებოდით რომელ პერიოდზეა ლაპარაკი, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივად ვერ მივუდგებით. ამ წიგნში არა მარტო 1987-1991 წლის ამბებია გადმოცემული, ავტორი მთელ საბჭოთა კავშირს იხსენებს, იმ დროსაც სადაც არ უცხოვრია და უბრალოდ გადმოცემით იცის, ან წიგნებში წაკითხულიდან. მამა ნამდვილად არ დაისვამდა და ამ ამბავს პატარაობისას არ მოუყვებოდა, მაგრამ რთული პერიოდის გამოვლა მასაც მოუწია. დათო ტურაშვილი 1966 წელს დაიბადა და გამოიარა ურთულესი პერიოდი მართლაც. ამ წიგნში მისი ავტობიოგრაფიაც არის და ვინც ამას წაიკითხავს უთუოდ უკეთ გაიგებს რა ხდებოდა საბჭოთა საქართველოში.  Continue reading