მიხაილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა

300x430_1414155439_-_1139a25c914f5f18872f8f03e72df79eარასდროს იცი, საითკენ მიგაქანებს ცხოვრების კვალი, ის მთვარის ბილიკი, რომელიც უეცრად შენი საძინებლის ფანჯარასთან გაჩნდება და მისკენ ატოტება მოგინდება, ფეხის შედგომა. ვერსაიდან იგებ, რამდენი ტკივილი და ტანჯვა უნდა გამოიარო, ამ ისედაც ნაწამებ ქალმა და ცხოვრების მანძილზე, რამდენი გერგება ბედნიერების წილი მთელ სატანჯვეთში. Continue reading

Advertisements

დაშნეროლოგები და ლიბერთინსოლოგები ანუ სიკვდილით განკურნების პრეზენტაცია

james-dashner-4მიმართვა, მწერალ ჯეიმს დაშნერს: ძვირფასო ჯეიმს, ალბათ დიდი ბოდიში უნდა მოგიხადო, იმისთვის, რაც გუშინ მოხდა, ხო, ხო, სწორედ იმ რვა ოქტომბრის, საღამოს ექვს საათზე, ბიბლუსის გალერეაში რომ მოხდა. არა, კი გაგიხარდებოდა, ასეთი სიყვარული რომ დაიმსახურა შენმა წიგნმა საქართველოშიც და ამდენადაც ასე აღინიშნა შენი ტრილოგიის ბოლო წიგნის გამოსვლა, მაგრამ… მაგრამ ისიც არ უნდა დამავიწყდეს, რა მოხდა ამ დღეს და რატომ გიხდი ბოდიშს.

თუმცა რატომ ვიხდი ბოდიშს, ყოველთვის მე რატომ უნდა ვიხდიდე ბოდიშებს და იმის მოლოდინში გული მიფეთქავდეს მაპატიებენ თუ არა. რატომ ვიხდიდე ბოდიშს, თუ არც რაიმე დავაშავე ან თუ ეს ყველაფერი მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ იყავი საქართველოში ჩამობრძანებული ვაჟბატონო და შენი ბრალია. თან პირიქით, ალბათ უნდა გეამაყებოდეს კიდეც ასე რომ მოვიქეცი, შენ მაგივრად რომ ვაწერდი წიგნებს ხელს და “დიდი სიყვარულით ერკესგან” – მეთქი, რომ ვაწერდი. განა ჯეიმს დაშნერისგან მეთქი, ერკესგან-თქო ბიჭო და გეუბნები რა, რომ ამ საღამოს შენი როლი ვიკისრე, ზარმაცო, არ უნდოდა ფანებისთვის ავტოგრაფების დარიგება, არ ჩამოსულა საქართველოში, არ შეხვდა თავის მკითხველს და მერე კიდევ მე უნდა ვიხადო ბოდიშები ხომ?  Continue reading

მესი

20150815_234858სიმართლე გითხრათ, დიდად არ მიტაცებს ფეხბურთი, მითუმეტეს მისი ყურება. ადრინდელი უთანხმოებები ბევრი მახსოვს მასთან დაკავშირებით და ვფიქრობ ეს არის მიზეზი, იმათი ჩამოთვლით კი თავს ნამდვილად არ შეგაწყენთ.

მოკლედ – მე არ მიყვარს ფეხბურთის ყურება…

ყოველშემთხვევაში არ მიყვარდა მაინც, მანამ ამ წიგნს გადავშლიდი და კითხვას შევუდგებოდი. ის მე არ ამირჩევია, არ მიყიდია ჩემთვის და არც იმის გამო, რომ წამეკითხა, მაგრამ უბრალოდ ასე მოხდა, მაინც ცნობის წადილმა მძლია და თავი ვერ შევიკავე, რომ არ გადამეშალა.

იმიტომ რომ, შეიძლება ფეხბურთზეა წიგნი, და ფეხბურთელ “ლეონელ ანდრეს მესიზე” წერია, მაგრამ წიგნი დამეთანხმებით ულამაზესია და ნებისმიერს აღუძრავს სურვილს გადაშალოს და დაეწაფოს, ჯერ მისი სურნელით, შემდეგ კი მიმზიდველად მომზირალი სიტყვებით, რათა ყველაფერი უკეთ შეიცნო, რათა ჩაწვდე იმ საიდუმლოს, რასაც იტევს თვითონ სრულყოფილება და ეს წიგნიც. არც კი დამიჯერებთ, რომ გითხრათ ბარსელონა vs სევილია – ს თამაშისთვის არც კი მიყურებია-მეთქი, მაგრამ ასეა. ამ ხნის განმავლობაში ჩემთვის უფრო სასარგებლო საქმეს ვაკეთებდი, უფრო ღირებულს ჩემი მიზნებისთვის და სულ არ მაინტერესებდა ის, თუ ვინ ვის გაუტანდა გოლს…

ბაბუაჩემი კი გვერდითა ოთახიდან ყოველ გოლზე ყვირილით გამოვარდებოდა ხოლმე! – რა თქმა უნდა, ახალგაზრდა არ არის და ისე ვერ ირბენს, როგორც მესი დარბის, ან ბავშვივით ლოყებაწითლებული ვერ გამოვარდებოდა სიხარულისგან მთელი ხმით, რომ ყვირის “GoooooooooooooooooooooooLLLL!”. თუმცა მის ოთახიდან გამოსვლასაც გამოვარდნას ვარქმევ, რადგან ის ჩვეულებრივზე სწრაფად მოძრაობდა და გვამცნობდა ანგარიშს. Continue reading

იუ ნესბო – თავებზე მონადირეები

20630742

როჯერ ბრაუნი, ძალიან პატივსაცემი პიროვნებაა და მას ყველა იცნობს. ის ასევე ცნობილია, როგორც “თავებზე მონადირე”, მაგრამ რას გულისხმობს ეს წოდება. ის კომპანიებისთვის არჩევს შესაფერის კანდიდატურას, მისი რეკომენდაციის მქონე პირი კი ყოველთვის იწყებს სამუშაოს, იქ სადაც ის გამიზნულია და ყოველთვის აჰყავთ კომპანიებს. მოკლედ მისი სამუშაოს წარმატების საიდუმლო ასო “რ”-ზე იწყება – რეპუტაცია, რომელსაც ის მეფედ აქცევს ამ სფეროში და მას ყველა ენდობა.

ცხოვრება ცოლთან, საყვარელ ცოლთან, რომელსაც ასევე ძალიან უყვარს, თუმცა არსებობს მათში განხეთქილება, რომელიც ორმოსავით ყოველ წამს იხლიჩება, მათი წარსული, როცა როჯერმა გადაწყვიტა ბავშვის ყოლის დრო არ იყო და დიანას აბორტი გააკეთებინა. აქედან დაიწყო მათი ურთიერთობის ნგრევა, ისე რომ ამას ვერც კი ხვდებოდნენ და ვერც იაზრებდნენ. სამაგიეროდ როჯერს ჰქონდა სამუშაო, ცოლს კი ბავშვების ნაცვლად გალერეა, რის შესანახადაც როჯერს დროდადრო კლიენტებისგან ნახატების მოპარვა და მათი გაყიდვა უწევდა. Continue reading

სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს

stephenkinginvite

ამ სურათს ზოგი არა, არამედ უმეტესობა სტივენ კინგთან დააკავშირებს, ზოგისთვის კი ეს მხოლოდ სურათია, უბრალო ოთახი, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული, პატარა ბავშვის ოთახი, რომელსაც უყვარს კლოუნები და ბუშტები, სათამაშო მანქანები და კიდევ უამრავი რამ…
რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ ჰაერი რომ არ იყოს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ეს ჰაერი, როგორი მნიშვნელოვანიცაა კაცობრიობისთვის, ისეა ჩემთვის კინგი და მასთან შეხება, ან მისი წიგნებით ტკბობა.
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია ამ ადამიანისკენ მიმართული, ჩემი გრძნობები დაკავშირებული კინგთან, მაგრამ მაინც მინდა ყველას გითხრათ, რასაც ვფიქრობ და არ შემეძლო უბრალოდ ამის მხოლოდ ჩემ კედელზე გაზიარება.
მაშ ასე, რეკლამა დასრულდა, ახლა ხელი მაგრად ჩამჭიდე და დავიწყოთ:
სტივენ კინგი, როგორც ყველამ იცით, ვიცი რომ ყველასთვის ეს სახელი ძალიან ნაცნობია, საშინელებათა ჟანრის მეფეა, ყველაზე წარმატებული მწერალი ამ კუთხით და ყველაზე საოცარი მჭერვმეტყველი, მხიარული პიროვნება, თუკი ახლოდანაც გაიცნობ, ეს ვიდეოებიდან და მისი გამოსვლებიდანაც კარგად ჩანს და მასთან ნამდვილად არ მოიწყენს არავინ… ალბათ გაკვირვებთ საშინელებათა მეფეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს და მხიარული ადამიანიცაა, გახსნილი ყველასთან და სასაუბროდაც ნამდვილად ყველაზე მაგარი, ბევრის მცოდნეა. რომ დაჯდები მასთან და საათობით შეგეძლება მოსმენა ამა თუ იმ ისტორიის, რაც გადახდა, ან რის გამო დაწერა ესა თუ ის წიგნი, რომელიც შენამდე ემოციურად მოიტანა თავისი სათქმელი და აღგაფრთოვანა. Continue reading

აქცია – მე აქ ვიყავი… და ვიყავი კიდეც

1

მე აქ ვიყავი და თქვენ?

ვფიქრობ ასეთი კარგი აქციები ხშირად უნდა ტარდებოდეს ხოლმე. მომხმარებელიც მეტია, ნაწყენი კი ნამდვილად არავინ რჩება, რადგან სწორედ აქ ჩნდება კარგად ვის უყვარს წიგნის კითხვა და ვის არა. დამიჯერეთ, როცა წიგნზეა ხოლმე საუბარი მაშინვე გავრბივარ, იქ სადაც წიგნს ახსენებენ, იქნება ეს აქცია ლიბერთინსის, სხვა წიგნის პრეზენტაცია თუ მწერალთან შეხვედრა მე აუცილებლად პირველი ვარ ყოველთვის ადგილზე. ორჰან ფამუქთან შეხვედრაზეც კი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მქონდა მისი წიგნი წაკითხული და არც ვაპირებდი ყიდვას. (ეს მხოლოდ მე და ფამუქს გვეხება და წიგნი აქ არაფერ შუაშია)… ეს არის წიგნის სიყვარული სწორედ. თან თუ პროფესიადაც მწერლობას ირჩევ ხო საუკეთესო ვარიანტია… Continue reading

ქარიშხლიანი უღელტეხილი (1992 წლის ეკრანიზაცია)

13270924251774

“ქარიშხლიანი უღელტეხილის” ამ ეკრანიზაციას განცვიფრებულ-აღფრთოვანებული შევცქეროდი და მიჭირდა ემოციების დამალვა. ისე გადადის კადრიდან კადრში, როგორ მისდევს მოვლენები ერთმანეთს და რა განცდებსაც გიტოვებს, მთლიანად გნუსხავს, გიმძაფრებს გრძნობებს და არ ძალგიძს შეეწინააღმდეგო იმ ბოროტ ძალას, რომელიც შენში იღვიძებს ამ ფილმს ყურების შემდეგ, ან მომენტში.
როგორ მსიამოვნებდა ჰიტკლიფის შურისძიებანი, როგორ მინდოდა ისე მოქცეულიყო როგორც იქცეოდა (მიუხედავად იმისა, რომ წიგნში საერთოდ მძულდა, უფრო სწორედ თავიდან მიყვარდა, როცა ყველამ გარიყა, მაგრამ შურისძიებისას აღარ) და ვფიქრობდი რომ ის ორი ოჯახი ამ ყველაფრის ღირსი იყო, იმის გამო რაც მას გაუკეთეს, როგორც მოექცნენ, როცა წაართვეს ყველაფერი, წაართვეს ცხოვრება.
წიგნშიც თანავუგრძნობდი მას, მაგრამ ასე ძლიერ ეს გრძნობა მაშინ არ გამჩენია. მეცოდებოდა ჰინდლი, მეცოდებოდა კეტი და დანარჩენი პერსონაჟები, თუმცა კი ვიცოდი რომ ისინი ამის ღირსნი არ იყვნენ და მათშიც ისევე ბუდობდა ეშმაკი, როგორც ჰიტკლიპში და ისინი მისგან არაფრით იყვნენ განსხვავებულნი.
განსხვავება მხოლოდ ძალაუფლებაში იყო. ადამიანს ძალაუფლება მიეცი და მის არმქონეს ყველაფერს წაართმევს, ძირს გამოუთხრის და სიცოცხლეს მოუწამლავს, ცხოვრების სურვილსაც კი დაუკარგავს, მაგრამ ის იცხოვრებს მხოლოდ შურისძიებისთვის, მისი ყოველი ამოსუნთქვა შურისძიებაზე ფიქრით დაიწყება და დამთვრდება. მისი ყოველი დღე…
ადამიანს არ გააჩნია დანდობის გრძნობა, არც სხვაზე მზრუნველობა უბოძებია უფალს, ის ამას მხოლოდ იმ აუწერელი გრძნობით აკეთებს, რომლის ხილვაც ადამიანთა გვერდით შეუძლებელია, ის უხილავია და თავად ეწვევა კაცსა თუ ქალს.
ამას გარდა, ჰიტკლიფს შეეძლო სიყვარული, მას შეეძლო უდიდესი სიყვარულიც, მაგრამ ასევე უდიდესი სიძულვილიც ამოძრავებდა და აცოცხლებდა მას.
ჰიტკლიფი იყო ადამიანი, ვისაც სიყვარულიც კი წაართვეს და როცა ადამიანს სიყვარული აღარ გააჩნია, მისგან რას ელი კარგს?! Continue reading

ემილი ბრონტე – ქარიშხლიანი უღელტეხილი

shop_product_image_121007ჩემს მრჩევლებს დავუჯერე, რომელიც თავის დროზე ამ წიგნის წაკითხვას მირჩევდნენ და ბიბლუსის გალერეაში წავაწყდი თუ არა ხელი ვტაცე, დავჯექი იქვე და კითხვა დავიწყე. სამი დღე ერთად დაუვიწყარი დრო ვატარეთ, არ გჯერათ?

მიმაჩნია, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. “ქარიშხლიანი უღელტეხილი” უბრალოდ საოცარი წიგნი იყო. სიძულვილის ამბავი, რომელიც გთრგუნავს, მაგრამ ამავე დროს მაინც არ ანებებ თავს კითხვას. გინდა, რომ ბოლომდე ჩახვიდე და წიგნს მოწყდე – ეს შეუძლებელია…

მიუხედავად შემაძრწუნებელი ისტორიისა, მე ეს წიგნი შემიყვარდა და მინდოდა, რომ არასდროს დამთვრებულიყო, თან მაინც თუ დამთავრდებოდა, ვნატრობდი კეთილად და კარგად დამთავრდეს-მეთქი, ყოველ წუთს ჩემი გულის გამალებული ძგერა მესმოდა, ვიჯექი მთელი დღის განმავლობაში, ამასობაში კი ხან ვინ შემოდიოდა და ათვალიერებდა წიგნებს ან ყიდულობდა, ხან ვინ… მე ხანდახან თვალსაც კი გავაყოლებდი (აბა ისე როგორ?!) და წამძლევდა ცდუნება იმის გაგების, თუ რა წიგნი აირჩია საყიდლად, ან რა წიგნს კითხულობს ჩემს გვერდზე მჯდომი ბიჭი ან გოგო. Continue reading

გიორგი კეკელიძე – სიკვდილი პიცერიაში

20150812_20505311111

როგორ გითხრათ.

არის რაღაც მასში მისტიური, ამოუცნობი, დამცინავ-ირონიულ-სარკასტული და სარკაზმით სავსე და საინტერესოც კი. აი, აქა-იქ ძველი დროების ქილიკი რომ გამოერევა და გვახსენებს რა იყო, როგორ იყო. ყველაფერი თავზე, რომ გვენგრევა, თბილისი რომ დუღს ამ ადამიანთა სირცხვილის ნაცვლად და ასეთი რამეები.

კეკელიძე დღევანდელ პრობლემებსაც ისევე თამამად ეხება, როგორც წარსულს და ყველაფერს გურულად იფერ აკეთებს, რომ მოგხიბლავს კიდეც. ა, კიდო რაცხას, რომ ბჟუტურებენ ხოლმე და ქალი ქალს, რომ არ გავს, კაცი კაცს და ქვეყანა და მსოფლიო, რომ გედეირია კიდო.

ცოტა წაუგურულებს კიდეც, როგორც გურულს შეშვენის, იუმორიც არანაკლებ არის ამ მინირომანში და თან ყველაფერი ისე კარგად ერწყმის და ერთმანეთს ზედ აკვტება, რომ გაგიჟდებით და გადაირევით პირდაპირ.

სიკვდილი პიცერიაში მისი პირველი წიგნია “სხვა დეტექტივების” სერიიდან. ყველაფერი კარგი, ნაღდი და სიტყვებით გაცრეცილი ჩანს. ან უბრალოდ რუხი ფერი დაუდვიათ წიგნის ფურცლებზე და მიმკვდარებულად ძლივს სუნთქავენ, იქვე ღაფავენ სულს. თუმცა ამ წიგნში სიტყვები ისეთი ცოცხალიც გეჩვენება კიდეც, რომ გგონია ამოგიხტება და ზედ მხარზე შეგასკუპდება, როგორც ნამდვილი რაინდი თავისი შპაგით ხელში. მაგრამ სიტყვებს პიცერიამდე მივყავართ, სადაც შესაძლოა კრახიც განიცადონ ოქროსფრად ამოჩუქურთმულ და მოძრავმა სტრიქონებმა და მის საინტერესო სიუჟეტში სამუდამოდ გაქრეს, ჩაინთქას და ზღვამ ჩაიტანოს. ყველაფერი ერთს მიუთითებს, ოდესღაც ყველა ამბავი, წიგნი თუ ყველა ზღაპარი სრულდება.

გიორგი კეკელიძის ეს წიგნი თუ ჩაგივარდებათ ხელში, გადაშალეთ და მცირე დრო მაინც დაუთმეთ, იქნება და მოგწონდ კიდეც, რაფერ? აი ამფერ. სულ რაღაც 50 წუთში წასაკითხი წიგნი, რომელიც ნამდვილი სიტყვებით არის დაწერილი, ხელებში გიხტუნავენ და გავარვარებული ტაფასავით ერთ ადგილზე ვერ აჩერებ მათ.

მოკლედ, როგორც იტყვიან, სადაც წახვალ, იქაური ქუდი დეიხურეო და მეც ცოტა მაინც რაფერ არ უნდა წამეგურულა?

რატომ სხვა დეტექტივი? უბრალოდ. იმიტომ, რომ “სხვააა”….

მისი მეორე წიგნიც აგერაა — მურმანის სევდა

სტივენ კინგი – მობილური (Top თრილერი)

mobiluri copy

პალიტრა მაოცებს, მაკვირვებს, მახარებს და ყველაფერს ერთად მგვრის. ჩემში ემოციების და გრძნობების ტალღა იწყებს ხოლმე ჩანჩქერივით ამოხეთქვას და ვეღარ ვაკავებ. მსიამოვნებს, მაგიჟებს, მაცვიფრებს და სიგიჟის ზღვარამდე მივყავარ.

და წარმოიდგინეთ რა დამემართებოდა, როცა გავიგე პალიტრა კიდევ ერთ წიგნს უშვებდა სტივენ კინგის ავტორობით, ახალ სერიაში “Top თრილერი” რამაც მეთვრამეტე ცამდეც კი ამიყვანა სიხარულისგან და წინასწარ განმაცდევინა თითქოს წაკითხვით განცდილი, ან წიგნის ქონით განცდილი ბედნიერება. როცა უყურებ შენს თაროზე ლამაზად როგორ დევს და უფრო ელე-განტურად მაშინ, რომ გამოიყურება როცა უკვე წაკითხული გაქვს და მხოლოდ თვალს შეავლებ კიდევ, რომ აიღო ხელში და ალალბედზე გადაშალო, ან უბრალოდ დატკბე მისი ცქერით.

წიგნის ყიდვის დღესვე, სახლში მოტანაც კი არ დავაცადე მეტროში ჯერ თვალებდახუჭულმა მისი სურნელი, რომ შევიყნოსე, გადაშლილი, ახალი წიგნის ფურცლების სუნი, გემო, ძალიან ტკბილი იყო. გადავშალე კბილებაკაწკაწებულმა და მაშინვე კითხვა დავიწყე. განცვიფრება – ეს ჯერ კიდევ არ არის ის გრძნობა, რაც მე ამ წიგნის კითხვის დროს დამეუფლა და უბრალოდ “გახარებული” ვიყავი, როცა ვიყიდე?

არა, არა, არა და არა! Continue reading