მიხაილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა

300x430_1414155439_-_1139a25c914f5f18872f8f03e72df79eარასდროს იცი, საითკენ მიგაქანებს ცხოვრების კვალი, ის მთვარის ბილიკი, რომელიც უეცრად შენი საძინებლის ფანჯარასთან გაჩნდება და მისკენ ატოტება მოგინდება, ფეხის შედგომა. ვერსაიდან იგებ, რამდენი ტკივილი და ტანჯვა უნდა გამოიარო, ამ ისედაც ნაწამებ ქალმა და ცხოვრების მანძილზე, რამდენი გერგება ბედნიერების წილი მთელ სატანჯვეთში. Continue reading

ცხელ-ცხელი “ანასტასიას ზარი” და კვლავ ცხელებაშენარჩუნებული “ოსტატი და მარგარიტა”

20150831_163029

დღევანდელი ჩემი ტკბილეული… ძალიან მსუყე ტკბილეულიც კი გამოვიდა. არადა ვფიქრობ, რომ დიეტა უნდა დავიწყო-მეთქი.
მოვიტანე სახლში დიდის ამბით, თან გზაში გულმოდგინედ ვფურცლავდი.
ნამდვილად მიყვარს ახალი წიგნის ყიდვა, იმის შეგრძნება, რომ ისიც ცოცხალია და ხელის გულებში რომ გიფეთქავს სიტყვათა გულის ძგერა და მათი არეული მოძრაობა. მიყვარს, როცა ყურში ჩაგჩურჩულებენ მე წამიკითხეო, შემდეგ მეორე გადმოგძახებს, არა მე წამიკითხე რით მჯობია ის ცინგლიანიო, მოკლედ მთელი ომი მიდის ხოლმე და მე მიყვარს ეს პროცესი. მიყვარს წიგნის არჩევით დაკავებული, რომ ვარ და ვფიქრობ რომელს ვტაცო ხელი და შევახრამუნო ხოლმე უცებ.
კეკელიძის წიგნი დღეს გამოვიდა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ერთად და გადავწყვიტე მეყიდა კიდეც. ეს წიგნი “სხვა დეტექტივებიდან” უკვე მესამე წიგნია და დანარჩენებიც იმედია მალე იქნება…
ოსტატი და მარგარიტამაც მომჭრა თვალი ჯიხურიდან როგორ მადიანად მიყურებდა. მიყიდეო მაშინვე მითხრა. მითხრა, რომ არ გაწყენინებ და თავსაც შეგაყვარებო. ერთი შანსი მომეციო და მეც სხვა რა გზა მქონდა დარჩენილი. ორივეს დავავლე ხელი და წამოვიღე სახლში, რომ მათი ფურცვლისგან ამ ახალ ფურცლებს, ჯერ რომ არ დასტყობიათ არანაირი კვალი კითხვის, გულმოდგინედ და ძალიან დიდი სიხარულით, რომ გადავათვალიერო და ჩავატკბარუნო მათი თითოეული სიტყვა, თითოეული ასო ბგერა, ხელი გადავუსვა და შევიგრძნო კითხვისას მათი საოცარი სურნელიც და მონდომება იმისა, რომ თავი მომაწონონ.
მოკლედ, მე ვირჩევ “პალიტრა L”-ს… აირჩიე შენც!