სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი. Continue reading

Advertisements

ლაბირინთში მორბენლებისა და მკითხველის ცეცხლით გამოცდა!

maze-runner-scorch-trials-james-dashner

კიდევ ერთი პოსტი Liberteens-ის ჟამთააღმწერლისგან, ისევ და ისევ Liberteens-ის და Palitra L-ის ერთობლივ წიგნზე “ცეცხლით გამოცდა”. ისინი, რომ არა დამიჯერეთ ეს წიგნები არ გამოიცემოდა, ასე, რომ დიდი მადლობა ლიბერთინსის წევრებს, უსაყვარლეს გოგოებს და ბიჭებსაც (უსაყვარლესის გარეშე). დიდი მადლობა პალიტრას ასეთი პროექტისთვის. ბევრი თინეიჯერი სიკვდილის ბოლომდე მათი მადლიერი იქნება, ეჭვიც არ შეგეპაროთ!

და დიდი მადლობა ისევ და ისევ მთარგმნელს, რომელიც, რომ არა ეს წიგნი ასეთი შედევრი არ გახდებოდა საქართველოშიც. ძალიან კარგი ადამიანი, შესანიშნავი პიროვნება, ინგლისურისა და თარგმნის ხელოვნების უნაკლო მცოდნე, და კიდევ ქართული ენის ცოდნაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ეს ადამიანი უბრალოდ მართლა, ძალიან, ძალიან მაგრად თარგმნის და არა, მარტო თარგმანების გამო, ისე პიროვნულადაც ძალიან შემიყვარდა. “ნინო შეყილაძე” მისი სახელი და გვარი გამოკვეთილად უნდა იყოს დაწერილი დიდად, წიგნზეც ხოლმე და არა იმ ადგილას, სადაც წესით. ისე კარგად თარგმნის, რომ უკვე ნამდვილად ვიცი, რომ მის ყველა თარგმნილ წიგნს სიამოვნებით წავიკითხავ. “განსხვავებულსაც” და ალბათ “ეშმაკს აცვია პრადა”-საც, რომელიც არ მაქვს ნაყიდი, მაგრამ რადგანაც მან თარგმნა მინდა, რომ წავიკითხო, თუმცა მოგვიანებით.

ლიბერთინსელებო მიყვარხართ!

რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ მის გამოსვლას მოუთმენლად, რომ ველოდებოდი მეც და ჩემი თანამომამულე, თანაქალაქელი თუ ბათუმელი მკითხველი, მაშინ ერთი შედარებაც გავაკეთე და ვთქვი, რომ მორბენლების ცეცხლით გამოცდას წიგნში გავიგებთ, მაგრამ ჩვენი ცეცხლით გამოცდა კი რიგში იწყება მეთქი. ხუმრობით ისიც ვთქვი ყველას გადაწვას აპირებენ ალბათ და იქიდან თავი უნდა გადავირჩინოთ-თქო. მოკლედ, ჩემი წარმოსახვის და ფანტაზიის შესახებ თუ ბევრმა არ იცით, გეტყვით რა უსაზღვროდ მდიდარია და რომ შეუძლია დამაჯეროს არარსებული რამ, მეც კი და როცა თვალებს ვხუჭავ მთლიანად ჩემს წარმოდგენილ რაღაც საოცრებათა ქვეყნის მსგავს უცნაურ ქალაქში ვხვდები, ან რამე ნაცნობ ადგილას, მაგრამ დაუჯერებელ ამბავში ვეხვები. ამჯერად წარმოსახვა არ გამინებივრებია ძალიან.  Continue reading