პაოლო კოელიო – გამარჯვებული მარტოა

267430_161636317239341_112223335513973_335740_3526238_n-500x500

ცხოვრება ბედნიერი წუთებით არის აღსავსე, მთავარია ის დავინახოთ. ბევრი ვერ ხედავს და იქით მიისწრაფის, სადაც მხოლოდ ძალაუფლება და სისხლის სუნია. იქ სადაც ისე კარგავ ბედნიერებას ვერც იაზრებ რა ღრმად გაქვს შეტოპილი, საიდანაც ვეღარ გამოხვალ. ეს უკვე შეუძლებელია, შენ შეიგრძენი სიდიადე, ძალაუფლება, სიმდიდრე და ლოგიკურია არავის უნდა თავის დაღწევა, რომც მოინდომოთ ეს შეუძლებელია.

ეს არის წიგნი, სიმდიდრეზე და ძალაუფლებაზე, სიყვარულზე და ღალატზე, ადამიანურობაზე და სულით დაცემაზე. წიგნი საინტერესოა და არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, კარგად არის თითოეული პერსონაჟის წარმომავლობა აღწერილი მათი მიზნები და იმასაც კარგად წარმოაჩენს თუ როგორ სურთ გახდნენ დიდი პიროვნებები, მაგრამ ის კი არ იციან რა დიდი ტვირთია იყო  ხალხში და ყველა გიცნობდეს. შენ არ გაქვს ძალაუფლება, შენ მხოლოდ მარიონეტი ხარ მათ ხელში. Continue reading

Advertisements