“ფანტასტი” და ფანტასტომანია!

20150615_170718

გეფიცებით ასმეერთედ მაინც გავზომეთ, სანამ გავჭრიდით.

ჯერ მინდა, იმით დავიწყო, რაც უფრო ხშირად ხდება ჩვენს კლუბში ხოლმე და შემდეგ კი არაჩვეულებრივ და ყველაზე მაგარ რამეზე გადავალ.

აღვნიშნავ, რომ კლუბი “ფანტასტი” უკვე ჩემი მეორე სახლივით, ჩემი მეორე ოჯახივით გახდა, რადგანაც ყველაფერი საუკეთესოდ მიდის, ყველაფერი დაუჯერებელია, ფანტასტიკურია… Continue reading

Advertisements

დანიელ კიზი, რეი ბრედბერი, ფრედერიკ ბრაუნი, რობერტ ჰაინლაინი

ბლოგი

მოგესალმებით. პირველ რიგში კი ბოდიშს მოგიხდით დიდი ხანია რომ არ დამიპოსტავს, თუმცა არამგონია ვინმეს რამე დაკლებოდეს ან მომატებოდეს ამით. ბევრი მომხმარებელი მაინც არ მყავს, მაგრამ აქ წერას არ შევწყვეტ. ეს ბლოგი ჩემთვის დღიურივითაა, სადაც ვწერ ჩემს ლექსებს ან განხილვას წიგნების შესახებ, იმ წიგნების რასაც ვკითხულობ. ასე რომ ეს ბლოგი ჩემზე ბევრ რამეს ინახავს და ჩემთვის ძალიან ძვირფასია. რა თქმა უნდა მკითხველის რაოდენობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ვინც კითხულობთ და ერთი რომელიმე პოსტი მაინც წაგიკითხავთ ყველას მადლობას მოგახსენებთ. ამ დროში სანამ არ ვწერდი არაფერს ბევრს ვკითხულობდი და ვწერდი ამავდროულად. ახალ ფანტასტიკურ რომანზე ვმუშაობ და შემდეგ ამასაც გაცნობებთ ძალიან მალე. ბევრი მასალა დამიგროვდა და ნელ-ნელა ყველას იხილავთ რა თქმა უნდა და მიხვდებით რატომაც ვიკავებდი აქ დაწერისგან თავს და რატომ არ მქონდა დრო. Continue reading