რკონი

1412rkoni   ოცი აგვისტო, 2016 წელი სამუდამოდ აღებეჭდა ჩემი გონების ფირზე და იქიდან წაშლას მეხსიერების სრული ამოშლა მირჩევნია. ვისაც არასდროს უნახავს ეს ულამაზესი ადგილები და არ გაუვლია თამარის ხიდამდე ის ბილიკი, სჯობს ახლავე აისხათ გუდა-ნაბადი და რკონისკენ გზას დაადგეთ. ტურს ჩემი არანორმალური ძმაკაცი ხელმძღვანელობდა, დიდი ხანია საგიჟეთში რომ არის წასაყვანი ისეთი, მაგრამ რატომღაც აგვიანებენ მის დაჭერას, თეთრ ხელებშეკრულ ხალათში გამოწყობას და ოთხ კედელშუა გამოკეტვას. არადა რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ ამით. Continue reading

Advertisements

ლევან ინასარიძესა და ელის სიბოლდის ხანა – ლიბერთინსი!

download

ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვებით. და ვფიქრობ ვიცი საიდანაც უნდა დავიწყო.

ბიბლუსში ვარ, მაგრამ არა ბიბლუსის გალერეაში. რამდენიმე საათია დარჩენილი პრეზენტაციამდე და მე შემიძლია კვლავ სახლში მივიდე ცოტა ხნით, დავისვენო გრძელი დღით დაღლილი და დასვენებული წავიდე უკვე საპატიო ადგილას. ერთ-ერთ თაროსთან ვდგავარ და წიგნი ხელში მიჭირავს, ვკითხულობ, ვათვალიერებ. ამ დროს კი ორი გოგონა შემორბის ბიბლუსში დედასთან ერთად. მათ თვალს ვაყოლებ, ისინი თაროებისკენ გზას სწრაფად იკვლევენ და წიგნს ეძებენ. ერთი დაახლოებით 8-9 წლის თუ იქნება, მეორე კი მასზე ოდნავ დიდი, ალბათ 12-14 წლამდე. სიმაღლეში განსხვავება კი არც ისე დიდია, მართლა. დედა მათ უკან დგას და ისინი უნებურად ჩემს გასწვრივ, რომელ თაროსთანაც მე ვდგავარ იქ დგებიან, 8 წლის დაბალი გოგო იმუხლება შეუმჩნევლად, რადგან ჩამუხვლა საჭირო არც იყო წიგნს რომ დასწვდომოდა და თავის დას წიგნს აჩვენებს. ეს წიგნი კი “წყლის საიდუმლო” იყო, რომელიც ასევე ლიბერთინსმა გამოსცა და მისი ყიდვაც სულ რაღაც სამ ლარად შეგეძლოთ თავის დროზე, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. 12 წლის შავთმიანი გოგო კი თავის პატარა დას რაღაცას ეუბნება და თავზე ხელს უსვამს. მერე ეკითხება რომელი წიგნი გინდაო და ისევ “წყლის საიდუმლოს” ადებს ხელს. მეორე დის დაჟინებული მზერა კი ჰარუკი მურაკამის რომელიღაც წიგნზეა მიპყრობილი, მე კი სულ მავიწყდება წიგნი, რაც ხელში მიჭირავს და ჩემი საძიებო წიგნიც, სტივენ კინგის – მობილური, რომლის ყიდვაც მინდოდა და მთელი ყურადღებით ბავშვებისკენ ვიყავი. მერე ეს ბავშვი იძახის, პატარა, რომ ძალიან მიყვარს ლიბერთინსი ეს მიყიდეო, თითქოს დედა იქ არ იყოს და თავისი დის გადასაწყვეტი ყოფილიყოს. მეც უჩვეულო ღიმილს მგვრიდა და უფრო მახსენდებოდა პრეზენტაცია, სადაც მინდოდა ეს ყველაფერი ვინმესთვის მომეყოლა, მაგრამ ამის თქმა ვერავისთან ვერ მოვახერხე, კვლავ ვარჩიე აქედან მოვყვე და ყველამ გაიგოს ლიბერთინსის “ღვაწლიც” ბაშვებისადმი.  ისიც მინდოდა უცებ მივვარდნილიყავი და ორივესთვის მეთქვა “წყლის საიდუმლო” აეღოთ და 12 წლის გოგონასთვის მეთქვა, რომ თავისი დისთვის დაეჯერებინა. საბოლოოდ მაინც პატარა გოგონამ გაიმარჯვა, მაგრამ მანამდე მაინც მაღალმა დამ “თუ დავრჩებისაც” დაავლო ხელი, მათში მაინც ლიბერთინსის წიგნები მძლავრობდნენ, მაგრამ პატარა დამ ურჩია “რომელიც პატარაა ის იყიდეო” და მაინც ემი იტარანტას წიგნზე შეაჩერეს არჩევანი. 8 წლის გოგნას ნათქვამზე გაცინებისგან თავი შევიკავე, მაგრამ როცა სალაროსკენ კუნტრუშით მიარბენინებდა თავისი გამარჯვებით მოპოვებულ “წყლის საიდუმლოს” კვლავ თვალი ვერ მოვაცილე მათ. ასე რომ არ მომხდარიყო ვფიქრობდი ჩავრეულიყავი და მეთქვა, რომ ლიბერთინსის მიერ გამოცემული წიგნი ჯობდა ეყიდათ, ვიდრე მურაკამი, მაგრამ როგორც ვეჭვობდი ისე მოხდა და ჩემი ჩარევაც საჭირო არ აღმოჩნდა. თუმცა მე უფრო “თუ დავრჩების” ავურჩევდი გოგონებს, რადგან ვიცოდი რასაც ვურჩევდი, წყლის საიდუმლოზე კი ბრმად ვერაფერს ვეტყოდი. სალაროსთან პრეზენტაციაზეც წამოსცდათ ბავშვებს, იცოდნენ და ძალიან უნდოდათ ახალი წიგნის შეძენაც. დედას ისეთი თვალებით შეხედეს, რომ ის გოგოები მაშინვე შემიყვარდნენ. აი, ისეთი გოგოები იყვნენ თავისას ყოველთვის, რომ აღწევდნენ და უკან დახევა, რომ არ სჩვეოდათ გარდა გამონაკლის შემთხვევებისა ალბათ. მაგრამ მათ თვალებში წიგნის სიყვარული დავინახე, რაც ძალიან მესიამოვნა და ასეთი პატარა ბავშვები წიგნებს, რომ კითხულობენ და სიამოვნებთ წიგნებს შორის ბოდიალი ესეც სასიამოვნო ფაქტია და ყოველთვის როცა წარმოვიდგენ გულს მითბობს ხოლმე. ეს კი Liberteens-ის “ბრალია”. Continue reading