გიკი გოგო 2 – ის ცხელი აქცია

11822612_292687217568342_4632209010501485204_n

სიცხეში რიგში დგომა, როგორი საშინელებაა და როგორი გაუსაძლისი ხდება დგომა ეს ყველამ ვიცით, განსაკუთრებით თუ რიგი ძალიან შემჭიდროვებულია და სუნთქვაც კი არ შეგიძლია, იხუთები, ოფლად იღვრები და ძალიან გინდა, რომ თავი მალე დააღწიო. მაგრამ ასევე რიგიდან გასვლაც არ გინდა, რადგან რიგის ბოლოში ყველაზე სასიამოვნო რამ გელოდება, რაც შეიძლება ოდესმე სადმე მიიღო.

რიგში დგომის გაუსაძლისობა არ ეხება წიგნის რიგს, რა დროც არ უნდა იყოს, რომელი სეზონიც არ უნდა იყოს ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ წიგნის რიგში დგომა არასდროს არის მათთვის მოუხერხებელი და ისეთი, რომ ვერ გაუძლო. ყოველთვის შეგიპყრობს სასიამოვნო ფიქრები, ცოტაც და აი შევალ, ავიღებ წიგნს და შემეძლება წაკითხვა. ცოტაც და უკვე ფინიშში გავალ, ღმერთო რა ბენდიერებაა.

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ წიგნის სიყვარული მათთვის უბრალო ახირება კი არა ეს ნამდვილი სიყვარულია, რომლითაც სულის მშვნეიერ ნაწილს იმდიდრებენ და ეს ის სიყვარულია პირველივე დანახვისას, რომ ხვდები “ის ის არის, შენ კი შენ ხარ”. Continue reading

Advertisements

ლევან ინასარიძესა და ელის სიბოლდის ხანა – ლიბერთინსი!

download

ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვებით. და ვფიქრობ ვიცი საიდანაც უნდა დავიწყო.

ბიბლუსში ვარ, მაგრამ არა ბიბლუსის გალერეაში. რამდენიმე საათია დარჩენილი პრეზენტაციამდე და მე შემიძლია კვლავ სახლში მივიდე ცოტა ხნით, დავისვენო გრძელი დღით დაღლილი და დასვენებული წავიდე უკვე საპატიო ადგილას. ერთ-ერთ თაროსთან ვდგავარ და წიგნი ხელში მიჭირავს, ვკითხულობ, ვათვალიერებ. ამ დროს კი ორი გოგონა შემორბის ბიბლუსში დედასთან ერთად. მათ თვალს ვაყოლებ, ისინი თაროებისკენ გზას სწრაფად იკვლევენ და წიგნს ეძებენ. ერთი დაახლოებით 8-9 წლის თუ იქნება, მეორე კი მასზე ოდნავ დიდი, ალბათ 12-14 წლამდე. სიმაღლეში განსხვავება კი არც ისე დიდია, მართლა. დედა მათ უკან დგას და ისინი უნებურად ჩემს გასწვრივ, რომელ თაროსთანაც მე ვდგავარ იქ დგებიან, 8 წლის დაბალი გოგო იმუხლება შეუმჩნევლად, რადგან ჩამუხვლა საჭირო არც იყო წიგნს რომ დასწვდომოდა და თავის დას წიგნს აჩვენებს. ეს წიგნი კი “წყლის საიდუმლო” იყო, რომელიც ასევე ლიბერთინსმა გამოსცა და მისი ყიდვაც სულ რაღაც სამ ლარად შეგეძლოთ თავის დროზე, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. 12 წლის შავთმიანი გოგო კი თავის პატარა დას რაღაცას ეუბნება და თავზე ხელს უსვამს. მერე ეკითხება რომელი წიგნი გინდაო და ისევ “წყლის საიდუმლოს” ადებს ხელს. მეორე დის დაჟინებული მზერა კი ჰარუკი მურაკამის რომელიღაც წიგნზეა მიპყრობილი, მე კი სულ მავიწყდება წიგნი, რაც ხელში მიჭირავს და ჩემი საძიებო წიგნიც, სტივენ კინგის – მობილური, რომლის ყიდვაც მინდოდა და მთელი ყურადღებით ბავშვებისკენ ვიყავი. მერე ეს ბავშვი იძახის, პატარა, რომ ძალიან მიყვარს ლიბერთინსი ეს მიყიდეო, თითქოს დედა იქ არ იყოს და თავისი დის გადასაწყვეტი ყოფილიყოს. მეც უჩვეულო ღიმილს მგვრიდა და უფრო მახსენდებოდა პრეზენტაცია, სადაც მინდოდა ეს ყველაფერი ვინმესთვის მომეყოლა, მაგრამ ამის თქმა ვერავისთან ვერ მოვახერხე, კვლავ ვარჩიე აქედან მოვყვე და ყველამ გაიგოს ლიბერთინსის “ღვაწლიც” ბაშვებისადმი.  ისიც მინდოდა უცებ მივვარდნილიყავი და ორივესთვის მეთქვა “წყლის საიდუმლო” აეღოთ და 12 წლის გოგონასთვის მეთქვა, რომ თავისი დისთვის დაეჯერებინა. საბოლოოდ მაინც პატარა გოგონამ გაიმარჯვა, მაგრამ მანამდე მაინც მაღალმა დამ “თუ დავრჩებისაც” დაავლო ხელი, მათში მაინც ლიბერთინსის წიგნები მძლავრობდნენ, მაგრამ პატარა დამ ურჩია “რომელიც პატარაა ის იყიდეო” და მაინც ემი იტარანტას წიგნზე შეაჩერეს არჩევანი. 8 წლის გოგნას ნათქვამზე გაცინებისგან თავი შევიკავე, მაგრამ როცა სალაროსკენ კუნტრუშით მიარბენინებდა თავისი გამარჯვებით მოპოვებულ “წყლის საიდუმლოს” კვლავ თვალი ვერ მოვაცილე მათ. ასე რომ არ მომხდარიყო ვფიქრობდი ჩავრეულიყავი და მეთქვა, რომ ლიბერთინსის მიერ გამოცემული წიგნი ჯობდა ეყიდათ, ვიდრე მურაკამი, მაგრამ როგორც ვეჭვობდი ისე მოხდა და ჩემი ჩარევაც საჭირო არ აღმოჩნდა. თუმცა მე უფრო “თუ დავრჩების” ავურჩევდი გოგონებს, რადგან ვიცოდი რასაც ვურჩევდი, წყლის საიდუმლოზე კი ბრმად ვერაფერს ვეტყოდი. სალაროსთან პრეზენტაციაზეც წამოსცდათ ბავშვებს, იცოდნენ და ძალიან უნდოდათ ახალი წიგნის შეძენაც. დედას ისეთი თვალებით შეხედეს, რომ ის გოგოები მაშინვე შემიყვარდნენ. აი, ისეთი გოგოები იყვნენ თავისას ყოველთვის, რომ აღწევდნენ და უკან დახევა, რომ არ სჩვეოდათ გარდა გამონაკლის შემთხვევებისა ალბათ. მაგრამ მათ თვალებში წიგნის სიყვარული დავინახე, რაც ძალიან მესიამოვნა და ასეთი პატარა ბავშვები წიგნებს, რომ კითხულობენ და სიამოვნებთ წიგნებს შორის ბოდიალი ესეც სასიამოვნო ფაქტია და ყოველთვის როცა წარმოვიდგენ გულს მითბობს ხოლმე. ეს კი Liberteens-ის “ბრალია”. Continue reading

ჟამთააღმწერელი ერკე, რომელსაც ტორტი არ შეხვდა ანუ ლიბერთინსი 1 წლისაა

10462987_269889453181452_452319563025181094_n

ჰეეი!

აბა აქეთ მოგროვდით რაღაც უნდა გითხრათ, მოგიყვეთ.

ჰეეი!

მოიწით ახლოს, რომ დაგინახოთ და ჩემი ხმა ყველამ გაიგოს.

ჰეეი! ჰეეი! განა გაიგებენ ახლა. ასე დაბნეულად ნუ იყურებით, ცოტა აქეთაც მოიხედეთ, ვისთვის ვყბედობ აბა?

ჩემთვის კი არ ვამბობ ამ ყველაფერს, მინდა ყველამ კარგად გამიგოთ.

რაა? ჩემი გეშინიათ?

ჰაჰა. მოიხედეთ, როცა გელაპარაკებით ეგ ხომ იცით არაა სწორი საქციელი ხოდააა მისმინეთ ახლა, თორე მე ვიცი რასაც ვიზამ.

არა, არ გავბრუნდები და არ გავჩუმდები. უფრო ხმამაღლა ვიყვირებ…

გესმით? ხო, ყველანი აქ ხართ?

ძალიან კარგი. მაშინ მისმინეთ…

Continue reading

ლიბერთინსი, ლაბირინთში მორბენალი და ლაბირინთოლოგის ლექსი (Ercke Mydass)

141690027139444

ალბათ ყველას წაკითხული გექნებათ უკვე პირველი ნაწილი და აქ არამგონია რაიმე “სპოილერს” შეხვდეთ, ასე რომ თამამად შეგიძლიათ წაიკითხოთ და თქვენი აზრი გამიზიაროთ!

ვეცადე, რაღაც მინდოდა დამეწერა და ასეთი ინტერპრეტაცია მოვიფიქრე… პირველ რიგში მადლობა, რა თქმა უნდა მათ, ვინც სიტყვები მომწერეს პირადში. ჩანაფიქრი ასეთი იყო, რომ სიტყვების მიხედვით ამეგო და დამეწერა ლექსი, რაც ხალხს გაახსენდებოდა, რაც მკითხველს პირველი მოაფიქრდებოდა თავში და მომწერდა. რა თქმა უნდა, თავიდან ეს არ გავამხილე და ახლა მაინც ყველა გაიგებს, რომ ამ ლექსის შექმნაში დიდი წვლილი მიუძღვით. ბევრი არ გამომეხმაურა, მაგრამ მათი მართლა მადლობელი ვარ, ვინც მომწერა… ყველას დიდი მადლობა!

მგონი ამდენ ლაპარაკს ჯობს ჩემებურ ლაბირინთში გამოგზაუროთ არა?

მაშინ დავიწყოთ:

Continue reading

ლაბირინთში მორბენლებისა და მკითხველის ცეცხლით გამოცდა!

maze-runner-scorch-trials-james-dashner

კიდევ ერთი პოსტი Liberteens-ის ჟამთააღმწერლისგან, ისევ და ისევ Liberteens-ის და Palitra L-ის ერთობლივ წიგნზე “ცეცხლით გამოცდა”. ისინი, რომ არა დამიჯერეთ ეს წიგნები არ გამოიცემოდა, ასე, რომ დიდი მადლობა ლიბერთინსის წევრებს, უსაყვარლეს გოგოებს და ბიჭებსაც (უსაყვარლესის გარეშე). დიდი მადლობა პალიტრას ასეთი პროექტისთვის. ბევრი თინეიჯერი სიკვდილის ბოლომდე მათი მადლიერი იქნება, ეჭვიც არ შეგეპაროთ!

და დიდი მადლობა ისევ და ისევ მთარგმნელს, რომელიც, რომ არა ეს წიგნი ასეთი შედევრი არ გახდებოდა საქართველოშიც. ძალიან კარგი ადამიანი, შესანიშნავი პიროვნება, ინგლისურისა და თარგმნის ხელოვნების უნაკლო მცოდნე, და კიდევ ქართული ენის ცოდნაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ეს ადამიანი უბრალოდ მართლა, ძალიან, ძალიან მაგრად თარგმნის და არა, მარტო თარგმანების გამო, ისე პიროვნულადაც ძალიან შემიყვარდა. “ნინო შეყილაძე” მისი სახელი და გვარი გამოკვეთილად უნდა იყოს დაწერილი დიდად, წიგნზეც ხოლმე და არა იმ ადგილას, სადაც წესით. ისე კარგად თარგმნის, რომ უკვე ნამდვილად ვიცი, რომ მის ყველა თარგმნილ წიგნს სიამოვნებით წავიკითხავ. “განსხვავებულსაც” და ალბათ “ეშმაკს აცვია პრადა”-საც, რომელიც არ მაქვს ნაყიდი, მაგრამ რადგანაც მან თარგმნა მინდა, რომ წავიკითხო, თუმცა მოგვიანებით.

ლიბერთინსელებო მიყვარხართ!

რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევ მის გამოსვლას მოუთმენლად, რომ ველოდებოდი მეც და ჩემი თანამომამულე, თანაქალაქელი თუ ბათუმელი მკითხველი, მაშინ ერთი შედარებაც გავაკეთე და ვთქვი, რომ მორბენლების ცეცხლით გამოცდას წიგნში გავიგებთ, მაგრამ ჩვენი ცეცხლით გამოცდა კი რიგში იწყება მეთქი. ხუმრობით ისიც ვთქვი ყველას გადაწვას აპირებენ ალბათ და იქიდან თავი უნდა გადავირჩინოთ-თქო. მოკლედ, ჩემი წარმოსახვის და ფანტაზიის შესახებ თუ ბევრმა არ იცით, გეტყვით რა უსაზღვროდ მდიდარია და რომ შეუძლია დამაჯეროს არარსებული რამ, მეც კი და როცა თვალებს ვხუჭავ მთლიანად ჩემს წარმოდგენილ რაღაც საოცრებათა ქვეყნის მსგავს უცნაურ ქალაქში ვხვდები, ან რამე ნაცნობ ადგილას, მაგრამ დაუჯერებელ ამბავში ვეხვები. ამჯერად წარმოსახვა არ გამინებივრებია ძალიან.  Continue reading

კვლავ ბიბლუსის გალერეა! – Liberteens და პალიტრა L

11028001_225548037615594_8073056112719055842_n

ათასობით ადამიანის უშფოთველი და მშვიდი ცხოვრება მას შემდეგ დაირღვა, რაც  “პალიტრა L“-ის ახლად შექმნილმა ბავშვების ჯგუფმა Liberteens-მა ახალი წიგნების თარგმნა, გამოცემა დაიწყეს (განსაკუთრებით კი ის აქცია, ყველას 2 ლარად, რომ შეუძლია მისი შეძენა გამოსვლის დღეს რამდენიმე საათით მხოლოდ). გუშინაც, 26 თებერვალს, 18:00 საათზე პრეზენტაცია იყო აწ, უკვე გამოსული ორი წიგნისა – “ლაბირინთში მორბენლისა” (მთარგმნელი ნინო შეყილაძე) და “თუ დავრჩების” (მთარგმნელი ნათია ჩუბინიძე).  Continue reading

ჯეიმზ დაშნერი – ლაბირინთში მორბენალი (ერკე მიდასი)

book lm2

ჩემი ამ წიგნთან ურთიერთობა და მოკლე, მაგრამ ძალიან დამთრგუნველი, “საშინლად საინტერესო”, დაძაბული და ინტრიგებით სავსე რომანი ბარბარობა დღეს რვა საათზე, წიგნის აქციაზე რიგში დგომით დაიწყო. გულისფანცქალით ველოდებოდი ჩემს რიგს და საათნახევარიც ისე გავძელი, რომ ერთი არ დამიწუწუნია. მადლობა ამისთვის ჩემს მეგობრებს, ვინც წამომყვნენ და მათაც სიამოვნებით შეიძინეს წიგნი, კიდევ მათ ვინც რიგში გავიცანი და ვესაუბრე. სასიამოვნო ხალხი აღმოჩნდა გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით, რა თქმა უნდა. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მეტად წიგნის რიგში დგომა სასიამოვნო პროცესი იყო, თითქოს ციოდა მაგრამ მე კი არ მციოდა, რაღაც მათბობდა, , ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობდი და 5 საათიც კი ვიდგებოდი რიგში საჭირო რომ გამხდარიყო.

თუ ამ ბლოგზე იმისთვის შემოიჭყიტეთ, რომ წიგნის პროფესიულ განხილვას, ან მის მოკლე შინაარსს წაიკითხავთ რამდენიმე აბზაცში, ჯობს აქედანვე დატოვოთ ეს ბლოგი, თან ისე რომ სინდისმაც არ შეგაწუხოთ. არ მეწყინება დამიჯერეთ. მე ვარ ამჟამად რიგითი  მკითხველი, მწერლის ამბიციით, თუმცა მაინც მკითხველი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ჩემი პირადი ბლოგი და აქ ყოველთვის ვწერ წიგნზე, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ან რაიმე მოვლენაზე. იმაზე თუ რას ვგრძნობდი წიგნის კითხვის მომენტში, რამ მომხიბლა და რატომ მივიყვანე ბოლომდე. და ასევე რჩევაც, რომელიც ბოლოს აუცილებლად მოსდევს ხოლმე, ჩემს ნებისმიერ პოსტს. ასე, რომ თუ დაგეხმარებათ წიგნის არჩევაში ეს პოსტი და მის წაკითხვაში ნამდვილად შემისრულებია მისია, რის გამოც ახლა ეს იწერება. კიდევ იმიტომ ვწერ, რომ ჩემი შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ მკითხველნო, “სპოილერების” გარეშე, რა თქმა უნდა და შეგიძლიათ თამამად ჩახვიდეთ ბოლომდე, დარწმუნებული იმაში რომ არ გეტყვით შინაარსს და არ დაგიკარგავთ კითხვის სიამოვნებას. ნამდვილად ერთი დიდი სიამოვნებაა ამ წიგნის წაკითხვა და უკვე მშურს თქვენი, ვისაც ჯერ კიდევ წინ ელის ეს ბედნიერება. ყველა წიგნზე ამას ვერ ვიტყოდი, მაგრამ ეს არის წიგნი, რომელზეც თამამად შემიძლია ეს განვაცხადო.

მშურს!

Continue reading