BLACK

39217

ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. ყოველ დღე ვრწმუნდები, სამყაროს სიდიადეში, მასში ჩადებულ საიდუმლოებების არსებობაში და ვრწმუნდები, რომ იმაზე მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სიტყვები შეიძლება ქარში დაიკარგოს, ფიქრები შესაძლოა გონებაში ჩაიხვეს და გაიფანტოს, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობის ზღვარს ვერც ერთი მოვლენა ვერ დაწევს. სწორედ, ამ შესაძლებლობების საზღვრის წარმოჩენაზეა ფილმი, რომელიც ახლა თვალწინ გაქვთ. იმ შესაძლებლობების, რაც კი სიტყვებით აუღწერელი, ფიქრებით დაუნახველი და გრძნობებით გამოუხატველია. ასეთი განსაკუთრებული გოგონა იყო მიშელი, მიზანდასახული, მონდომებული და დაუზარელი. მას სურდა, ეწადა შეეცნო საიდუმლოება და შეიცნო კი ის?

უბრალოდ ერთი საშინელი თვისება გვაქვს. რაც არ გვესმის, რაც უცხოა და განსხვავებულია ჩვენგან, მას დავცინით, აბუჩად ვიგდებთ და გულის სიღრმეში არც კი გვაწუხებს ამის შესახებ. ავს ვთესავთ და კარგის მომკას ველით, თუმცა ეს ავი კიდევ უფრო მეტ საშინელებაში გადაიზრდება და ბოლოს კართან მისულებს გვიკვირს – საიდან? საიდან და ჩვენი სულიდან. ყოველთვის მჯეროდა, რომ ბედისწერა, – ეს ჩვენი ქმედებების, ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვების, გულში გავლებულ იდეების ანარეკლია. ისინი, რომ არა ჩვენი ცხოვრება ისეთი არ იქნებოდა, როგორც ახლა. ბრძოლა გადარჩენისთვის ისეთ რამეებს გვაკეთებინებს, რომ ჩვენი თავისაც გვიკვირს, ან არ გვიკვირს, მაგრამ აშკარად ვგრძნობთ განსხვავებას. დიახ, ბრძოლა ყოველ ჩვენგანს იმ ბნელ გულის კუთხეში გვახედებს, სადაც სიცივე, სიცარიელე და სიველურე დევს, საითაც საკუთარი ნებით თითი არ გაგვიწვდებოდა. ვერ ვუმკლავდებით საკუთარ სურვილებს და მთლიანად სიბნელე გვშთანთქავს, მაგრამ ჩვენ უფალმა თვალები გვიბოძა სინათლის დასანახად, უბრალოდ ჩვენ არ მივიწევთ სინათლისკენ. ხოლო ერთი პატარა, რვა წლის გოგონა, რომელიც ავადმყოფობის გამო დაბრმავდა და დაყრუვდა, ვინც უკუნ სიბნელეში დარჩა, მთელი ცხოვრება ეძებდა გზას სინათლისკენ…

ეს ფილმი, არა მარტო თვითგადარჩენაზეა, არა მარტო ბრძოლაზეა საკუთარ თავთან, არამედ თავად ცხოვრებაზეა. ბნელში დარჩენილი გოგონა თავის მასწავლებელთან ერთად ცდილობს, მთელი არსით ცდილობს ისწავლოს და მის არსებას ნათელი დაეპატრონოს. თავიდანვე მომიცვა ელდამ, დასაწყისშივე შევშინდი და გული ამიფორიაქდა. ვერ ვიტყვი, რომ სიბრალულს ვგრძნობდი მის მიმართ, რადგან არ შეიძლება სიბრალული იგრძნო ადამიანის მიმართ, ვინც ცდილობს, იღწვის, სწავლობს, ნათლდება. მე პირიქით, ის თავიდანვე შემიყვარდა, გულის ყურით ვუყურებდი და ყოველ სიტყვას დაკვირვებით ვისმენდი. სრულ სიჩუმესა და სიბნელეში მან შეძლო საუბარი, შეძლო ეთქვა ჩვენთვის მთავარი სათქმელი და დაენახებინა, რომ ისიც ჩვენნაირია, რომ არაფრით განსხვავდება მათგან, ვისაც საშუალება აქვს დაინახოს, საშუალება აქვს მოისმინოს და მაშასადამე იმეტყველოს დაბადებიდან.

მიშელი განსაკუთრებული გოგონა იყო ჩემთვის და ამად დარჩება. იგი სიმბოლოა დაუღალავი მცდელობებისა და სიმბოლოა შიშის დაძლევის, რასაც წარმატებამდე და ბოლო ეტაპამდე მივყავართ ცხოვრების, სინათლე.

 

უკანასკნელი იმედი / BLACK

გადადით ლინკზე, და აუცილებლად უყურეთ ამ სევდიან, მაგრამ უსასრულო შესაძლებლობებით სავსე ადამიანის ცხოვრებას და მისი სასწაულმოქმედი მასწავლებლის მცდელობებს, რომ ყველაფერმა შედეგი გამოიღოს. უყურეთ, და თავად მიხვდებით თუ რატომ არ უნდა ავიგდოთ აბუჩად ადამიანი, ვისაც რაიმე არ ძალუძს. ის მაინც ყოველ ძალსა თუ ღონეს დახარჯავს და შეძლებს, დაჩრდილავს ყველასა და ყველაფერს და თქვენ გაოცებულს, განცვიფრებულს დაგტოვებთ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანი მისი გარეგნული მახასიათებლებით არ ფასდება. ფასდება შინაგანი ღირებულებებით, მისი სულით, შემართებითა და შინაგანი ძალით!

ერკე წარმატებებს გისურვებთ.

Advertisements

ერკე მიდასი – ერკემიდასი

unknown-planet-1438793525kci 1მიზეზი თუ რატომ დავირქვი ფსევდონიმად ერკე მიდასი შეიძლება აქ ბოლომდე არ პასუხობს კითხვებს, მაგრამ გეტყვით. ჯერ გაჩნდა პლანეტა ერკემიდასი, რომელიც პირველად ამ მოთხრობაში იქნა გამოყენებული, შემდეგ კი იმავე სახელწოდების ფსევდონიმი ავიღე. რატომ ერკემიდასი? ამას თავად გაეცით პასუხი, ის ხო ასეთი ლამაზი და მაცდურია.

დაიწერა კონკურსი ჩრდილისთვის, სადაც მესამე ადგილი მივიღე და საჩუქრები ამ კონკურსის დამაარსებლებისგან. მადლობა მათ, რადგან ისინი რომ არა, საერთოდ არ გაჩნდებოდა პლანეტა ერკემიდასი.

 

პლანეტა ერკემიდასი.

2999 წელი.

Continue reading

ერკე მიდასი – ვნებების ვულკანი

636113893889315663181955301_Dream--Cover

 

 

ჩემი ვნებების ვულკანი ხარ, ამოფრქვეული ლავად

შენ ჩემ სიგიჟედ ისევ მგოსნობ, უკუქცეული მარად,

თავად დრო ხარ და დროში იწვი, წუთში, საათში წამად

უსასრულობის საზომი და თავად იწონი გრამად.

 

საგიჟეთიდან გამოქცეული, ყოველთვის საღ აზრზე

ჩვენ განვსხვავდებით, ეს განსხვავება ფურცელზე გახაზე,

სულით კი ერთურთს სამუდამოდ ზღაპარში დავემსგავსეთ

და ამ ზღაპარში, ჯერ სიყვარული ვერ დავაბინავე.

 

ჩემი ტკივილის მკურნალი ხარ, გამოქცეული ბარად,

ეს წინაღობა, რაც ჩვენ გვიდგას, ჩასაგდებია არად!

ხალხშიც ერთად ვართ, მარტო სახლშიც ჩამოქცეული მარად

შენი სიგიჟე მე გადმომდე, თუმც ვერვინ დამაბრალა.

 

ვნებიანი პანტერა ჩემი ბედის სხივს ეფარები

კვლავ სიგიჟით აწრიალებულს გულამდე მეფერები,

უშენოდ მკვდარი, რომ გიყურებ მიწას ვერ ვებარები,

გაგიჟებულს ზურგიდან ჩუმად, ხელებს მხვევ, მეპარები.

თქვენ, ქალბატონო!

woman-2

თქვენ ქალბატონო, მგონი ვერ მიტანთ

ჩემს გულს – არასწორს უმიზნებთ მიზანს,

თუკი გულიდან ძალით გამრიყავთ,

მეც სხვა რა გზა მაქვს, ვეშვები ფრენით. Continue reading

შენ, ჩემო დღიურო – ერკე მიდასი

k078f

გრძნობათა ბიურო

შენ, ჩემო დღიურო

რამდენი რამეა,

შენთვის ასატანი

გრძნობათა ბიურო,

შენ, ჩემო დღიურო

მუდამდღე ითვლები

ჩემთვისვე ფარულად. Continue reading

მაწვება სიკვდილი

1D212D8A00000578-0-image-a-18_1461321691058

სიკვდილი, ბოლომდე აწვება ჩემი გონების კუნჭულებს

სიცოცხლე – უგულოდ ებრძვის თითქოსდა ამღვრეულ სურვილებს,

ცოდვილი სამყაროს შვილი ვარ, რად გიკვირს ეს ურჯულობა

ან თავის მოკვლის წადილი სრული, თავის სრულებით ფლობა.

 

მინდა ჩემს არსებას მიზნად ქონდეს, თქვენი გულების ფეთქვა,

თუ ეს მისია შევასრულე რა ჯანდაბად მინდა ქება

წამართვეს ქონება, გულში მეგონება, რომ ცეცხლი ქრება

და სუნთქვა მიჭირს, ამ პლანეტაზე, ხალხმრავლობას რომ ვხედავ. Continue reading

ორიფლეიმი, როგორც ევროპული ცხოვრების მყარი გარანტი

6785_foto_large

ამ პოსტის წერა, დღევანდელ საქართველოში მიღებული სტერეოტიპებისა და ცუდი დამოკიდებულების პროტესტის გამო გადავწყვიტე. ბევრგან მხვდება დაბრკოლება, კერძოდ რას მოიცავს ეს დაბრკოლება, ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ მე არასწორ ადგილას მოვხვდი, რომ ჩემი შველაა საჭირო და მე უნდა წამოვიდე ამ კომპანიიდან.

დიახ, თქვენ არ მოგესმათ… მე, ერკე მიდასი, დიდი სიყვარულის ჯადოქარი და მეფე  ერკემიდასისა, ვმუშაობ ორიფლეიმში მენეჯერად, ბევრი უარყოფითი დამოკიდებულება კი არის ჩემი პროტესტის მიზეზი, უამრავის შიში, რომ ეს კომპანია არაფერს მოგცემს, მხოლოდდამხოლოდ ვალებში ჩაგაგდებს და ა.შ. ხშირად მომისმენია ამდაგვარი რამ, როცა მითქვამს რომ ორიფლეიმში ვმუშაობ: “გაყიდვებზე?” “გაყიდვების მენეჯერად ალბათ ჰო?” “ჰმ, რა გინდა ბიჯო მანდ… ტრუხა ბაზარია” და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა მე ვხედავ რა “ტრუხა ბაზარიცაა” ორიფლეიმი.

მინდა, ჩემი თვალით დანახულ ორიფლეიმზე მოგითხროთ და არა თქვენი თვალით არდანახულ, მაგრამ სტერეოტიპებით გატენილ და ერთ აზრ ჩამოყალიბებულ ორიფლეიმზე, რომელზეც ერთხმად აცხადებთ, რომ ცუდია. ამ შემთხვევაში კი დამერწმუნეთ, წარმატების უსაზღვროდ დიდ შანსს უშვებთ ხელიდან, ერთი სირთულიდან მეორე სირთულემდე დაძლევის გზას და თქვენ თავებში იმის აღმოჩენას, რომ ძლიერნი ხართ. ამ ძალის აღმოჩენას უშლით ხელს, რადგანაც საკუთარი ნებით ეს არ წარმოჩინდება. გამოწვევა უნდა მიიღოთ, რათა დაინახოთ, აღმოაჩინოთ ძალა თქვენში, რომელიც უსაზღვროა და წახვიდეთ წინ, დაუბრკოლებლად. Continue reading

მიხაილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა

300x430_1414155439_-_1139a25c914f5f18872f8f03e72df79eარასდროს იცი, საითკენ მიგაქანებს ცხოვრების კვალი, ის მთვარის ბილიკი, რომელიც უეცრად შენი საძინებლის ფანჯარასთან გაჩნდება და მისკენ ატოტება მოგინდება, ფეხის შედგომა. ვერსაიდან იგებ, რამდენი ტკივილი და ტანჯვა უნდა გამოიარო, ამ ისედაც ნაწამებ ქალმა და ცხოვრების მანძილზე, რამდენი გერგება ბედნიერების წილი მთელ სატანჯვეთში. Continue reading

სტრუგაცკები – მართლა “ძნელია ღმერთობა”

shop_product_image_138766“ადამიანის არსი ყველაფერთან შეგუების განსაცვიფრებელი უნარია. ამქვეყნად არაფერია ისეთი, რასაც ადამიანი ვერ შეეჩვევა. არც ცხენს, არც ძაღლს, არც თაგვს ამის უნარი არ გააჩნიათ. ღმერთი, როცა ადამიანს ქმნიდა, ალბათ ხვდებოდა, რა ტანჯვისთვისაც იმეტებდა და ძალისა და მოთმინების ულევი მარაგი მისცა. ძნელი სათქმელია, კარგია ეს თუ ცუდი. ადამიანი ასეთი მომთმენი და ამტანი რომ არ ყოფილიყო, კეთილი ხალხი დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა და ამქვეყნად მხოლოდ ბოროტები და უგულოები დარჩებოდნენ. მეორე მხრივ, მოთმინებისა და შეგუების ჩვევა ადამიანს პირუტყვად აქცევს, რომელიც, გარდა აგებულებისა, არაფრით განსხვავდება ცხოველებისგან და ამასთან, მათზე გაცილებით უმწეოა. და ყოველი დღე ბოროტებისა და ძალადობის ახალ-ახალ საშინელებას შობს.” – ექიმი ბუდახის სიტყვებით დავიწყებ, სხვაგვარად არ შემიძლია, რადგან ამ სიტყვებმა და კიდევ რამდენიმე დიალოგმა ისე მომხიბლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ გენიალურ შედევრს თუ წავაწყდებოდი, როგორიც “ძნელია ღმერთობა” იყო! Continue reading

სიკვდილშიც არის რაღაც კარგი!

1

ქარი დაუღალავად ღრიალებდა, როცა ქუჩაში გამოვედი. საშინლად ციოდა. მხრებზე შემოგდებული შავი ქურთუკი, რომელიც სახელურებით მქონდა შემოკრული და მჭიდროდ მოჭერილი, ძლიერად ფრიალებდა. სიცივის მიუხედავად ჩაცმას არც კი ვფიქრობდი. ფანჯრის წინ, ასეთ ამინდში, ყოველთვის პლედშემოხვეული მოვკალათდები, წიგნით ხელში, გვერდით კი ორთქლმდინარი ცხელი ჩაი ფინჯანში, რომლის ორთქლით გამთბარ ოთახში, სრულ ტრანსში მყოფი წიგნს ჩავჩერებივარ. პერიოდულად შუშაზე ჩამოღვენთილ წვეთებს ვაყოლებ თვალს და მის მიღმა გრიგალში არეულ წვიმას ვუწყებ ყურებას, თან ჭიქას ვტაცებ ხოლმე ხელს. თუმცა გარეთ მართლა ცივა, საშინლად, გულის გამაწვრილებლად, ტანში ჟრუანტელს მგვრის, მინდება ახლა სახლში თბილად წიგნს შევექცეოდე, მაგრამ შეუძლებელია, თუმცა ღიმილით ვუთვალთვალებ შენობებს და ფანჯრებიდან მაცქერალ მოხუცებს. ისეთი თბილი სახეები აქვთ, მეც უნებურად ვთბები, მაგრამ საკმარისი არ არის. მივექანები სიკვდილისკენ, რომელიც დროდადრო უფრო ახლოვდება და სიამოვნებას მგვრის. Continue reading