რკონი

1412rkoni   ოცი აგვისტო, 2016 წელი სამუდამოდ აღებეჭდა ჩემი გონების ფირზე და იქიდან წაშლას მეხსიერების სრული ამოშლა მირჩევნია. ვისაც არასდროს უნახავს ეს ულამაზესი ადგილები და არ გაუვლია თამარის ხიდამდე ის ბილიკი, სჯობს ახლავე აისხათ გუდა-ნაბადი და რკონისკენ გზას დაადგეთ. ტურს ჩემი არანორმალური ძმაკაცი ხელმძღვანელობდა, დიდი ხანია საგიჟეთში რომ არის წასაყვანი ისეთი, მაგრამ რატომღაც აგვიანებენ მის დაჭერას, თეთრ ხელებშეკრულ ხალათში გამოწყობას და ოთხ კედელშუა გამოკეტვას. არადა რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ ამით. Continue reading

28 სექტემბრის დაგვიანებული პოსტი ემა რაფავას და სხვებს

ჩემი ლამაზი, ჩემი ჭკვიანი, საოცარი, სიყვარულის შესანიშნავი იარაღი და My Sister ემა <3

ჩემი ლამაზი, ჩემი ჭკვიანი, საოცარი, სიყვარულის შესანიშნავი იარაღი და My Sister ემა ❤

ეს პოსტი, დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ სიზარმაცემ, სხვა საქმეებზე უფრო გადამეტებულ ყურადღებამ მაინც თავისი გააკეთა და ვერ მივუჯექი ჩემ სანუკვარ ბლოგს, რომ ეს დაახლოებით ორი კვირის წინანდელი ამბავი აქვე თქვენს თვალწინ გამეცოცხლებინა და ელფერი შემემატებინა, მეტი ემოცია და მეტი სიხალისე შეგეგრძნოთ პოსტით და ჩემთან ერთად თქვენც შესანიშნავად გაგეტარებინათ გონების თვალით და გაგევლოთ ყველაფერი, რაც იმ დღეს მოხდა 28 სექტემბერს.

წინა წელს მოთხრობა დავწერე მასზე და მის მეგობრებზე, რომლებიც ემას დაბადების დღეზე (ჩემი ემას) კარგად გაერთნენ და იხალისეს, ხუთმა საუკეთესო მეგობარმა, რომელთაგან ზოგს არც კი ვიცნობდი ისე აღვწერე მათი ისტორია.

“ერთი დაუვიწყარი დღე”

თუმცა ახლა ამ ფრიად გასახარებელ, ძალიან მაგარ წვეულებას, თავი რომ პრინცის ან პრინცესას დაბადების დღეზე მეგონა, ასეთ დღესასწაულს არც მე დავაკლდი და პირადად დავესწარი, პირადად გავიხარე ამ გოგონასთან, ძალიან საყვარელ ადამიანთან ერთად და მისი აღტაცებული სილამაზისგანაც ისე ვიყავი მოხიბლული, რომ თავი ვერ შევიკავე და ეს ხმამაღლა განვაცხადე… Continue reading

ერკე მიდასი – ერთი დაუვიწყარი დღე (ემა რაფავას)

მეგობრებთან გატარებული დღე

ეს მოთხრობა დაიწერა იმიტომ, რომ გვახსოვდეს, ცხოვრებაში კარგი დღეებიც არსებობს და მარტო ცუდზე არ უნდა ვიფიქროთ. უნდა ვიცოდეთ რომ ბედნიერება თითოეულ წვრილმანშია და ამით უნდა ვიყოთ ბედნიერები, ერთმანეთით გავიხალისოთ ცხოვრება. დავფიქრდეთ იმ მძიმე წუთებზეც და უბრალოდ მივხვდებით, რომ არ ღირს ცხოვრება მხოლოდ იმიტომ გაირთულო, რომ ვიღაცამ რაღაც გაწყენინა ან უხეშად მოგექცა, ან გული გატკინა. ეძიე ბედნიერება ყველაფერში და არასდროს გექნება მძიმე წუთები შენ!

ცხოვრებას მუდამ გვიხალისებენ გარშემომყოფი ადამიანები, ვისაც მართლა ვუყვარვართ. მათი დანახვა და მათით ტკბობა უნდა შეგვეძლოს…

Continue reading