სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი. Continue reading

21 სექტემბერი – სტივენ კინგი და ერკე მიდასი

Stephen_King2-660x330ეს თითქოსდა უწყინარი, მაგრამ შეუცნობელი სახე, თითქოს მისტიურ და საშიშ ელფერს აფრქვევს. შენ მთელი არსებით გრძნობ მის უარყოფით ენერგიას და სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ამ სურათის დანახვაზე ცოტა არ იყოს თვალებსაც ხუჭავ, რადგანაც ისეთი გრძნობაც გეუფლება თითქოსდა ცოტაც და სურათიდან გამოხტება, მის დამალულ, მაიმუნივით ბანჯგვლიან და თუ უფრო კარგად ჩართავ წარმოსახვას, სისხლიან ხელებსაც კისერში მოგიჭერს, თვალებს მხეცივით მარადიული სიკვდილისთვის რომაა განწირული, დაგიბრიალებს და შიშისგან გაგაფითრებს. შენ უკვე შენ აღარ ხარ, რაც იყავი. შენ ახალი შეგრძნებებით და შიშებით, სულ სხვა ადამიანად ქცეული, ან შეიძლება ადამიანიც არა და სხვა არსება ხარ, რომელიც სამუდამოდ კარგავს უსაფრთხოების შეგრძნებას და ბნელ ღამეში, თუნდაც მთვარიან ღამეში, იმ ადგილიდან, სადაც სინათლე ვერაფრით აღწევს და უკუნი სიბნელეა გამეფებული, სადაც ყველაფერი თითქოს მოწყვეტილია და დროც არ მოძრაობს, სიშავის გაუდაბურებულ უდაბნოდან დიადი მონსტრის გამოჩენას მოულოდნელი და საშიში თვალების ბრიალით ელის, იმ თვალებით, რომელიც სიბნელეში ანათებს და მანქანების ფარების შუქს ჰგავს, თუმცა უფრო წითელი და ეს შუქი იმაზე ვიწროა ვიდრე ფარების ზომა. აი ასეთ ეფექტს ახდენს მკითხველისთვის, განსაკუთრებით არასაშიში ლიტერატურის მოყვარული მკითხველისთვის უეცრად კინგზე გადართვა და მისი გაცნობა.

ვინ არის სტივენ კინგი? – ვფიქრობ ამ კითხვის დასმა უკვე სირცხვილადაც უნდა ითვლებოდეს, ეგრეთ წოდებულ “გასატყდომ” კითხვათა სიაში უნდა შეიტანოთ, ანდაც მწვანე ან ოქროსფერ წიგნში, სადაც იშვიათად დასმული და წესით აკრძალული ან საერთოდ არდასასმელი კითხვები შევა მხოლოდ. ეს იგივეა, რომ არ იცოდე ვინ იყო მაიკლ ჯექსონი, ან ელვის პრესლი, თუნდაც ერთხელაც არ გქონდეთ გაგებული “ბიტლზის” სახელი და წარმოიდგინეთ ადამიანთა გაკვირვებული სახეები რომ მოგაშტერდებიან, მათი ძალზე გაოცებული სიფათები, რომ ჰგონიათ მოესმათ ან იხუმრე. მაგრამ თუ სულაც არ ხუმრობ ეს, ძმაო, ნამდვილად პრობლემა იქნება. რატომ? ამასაც არ უნდა კითხვა – სტივენ კინგი ხომ ლიტერატურაში საშინელებათა ჟანრის მეფეა და ლიტერატურაზე ლექციას ისე ვერ ჩაატარებ, მისი ხსენება მაინც რომ არ მოგიწიოს და მისი გავლენა რომ არ აღნიშნო მწერლობაზე და მწერლებზე.

მაგრამ ჩემთვის ვინ არის კინგი? – ის ყველაზე დიდი მწერალია, სიმაღლით არა, ნიჭიერებით და იმ დონით, რამაც მან მიაღწია და ასევე ადამიანობით, რომელიც დღემდე შენარჩუნებული, დიდი სულიერებით, გამორჩეული და ისევ ის ძველი კინგია, რომელიც მეგობრებთან ერთად გასართობად ლუდს სვამდა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც ეს მაშინ შეეძლო. Continue reading

სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს

stephenkinginvite

ამ სურათს ზოგი არა, არამედ უმეტესობა სტივენ კინგთან დააკავშირებს, ზოგისთვის კი ეს მხოლოდ სურათია, უბრალო ოთახი, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული, პატარა ბავშვის ოთახი, რომელსაც უყვარს კლოუნები და ბუშტები, სათამაშო მანქანები და კიდევ უამრავი რამ…
რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ ჰაერი რომ არ იყოს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ეს ჰაერი, როგორი მნიშვნელოვანიცაა კაცობრიობისთვის, ისეა ჩემთვის კინგი და მასთან შეხება, ან მისი წიგნებით ტკბობა.
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია ამ ადამიანისკენ მიმართული, ჩემი გრძნობები დაკავშირებული კინგთან, მაგრამ მაინც მინდა ყველას გითხრათ, რასაც ვფიქრობ და არ შემეძლო უბრალოდ ამის მხოლოდ ჩემ კედელზე გაზიარება.
მაშ ასე, რეკლამა დასრულდა, ახლა ხელი მაგრად ჩამჭიდე და დავიწყოთ:
სტივენ კინგი, როგორც ყველამ იცით, ვიცი რომ ყველასთვის ეს სახელი ძალიან ნაცნობია, საშინელებათა ჟანრის მეფეა, ყველაზე წარმატებული მწერალი ამ კუთხით და ყველაზე საოცარი მჭერვმეტყველი, მხიარული პიროვნება, თუკი ახლოდანაც გაიცნობ, ეს ვიდეოებიდან და მისი გამოსვლებიდანაც კარგად ჩანს და მასთან ნამდვილად არ მოიწყენს არავინ… ალბათ გაკვირვებთ საშინელებათა მეფეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს და მხიარული ადამიანიცაა, გახსნილი ყველასთან და სასაუბროდაც ნამდვილად ყველაზე მაგარი, ბევრის მცოდნეა. რომ დაჯდები მასთან და საათობით შეგეძლება მოსმენა ამა თუ იმ ისტორიის, რაც გადახდა, ან რის გამო დაწერა ესა თუ ის წიგნი, რომელიც შენამდე ემოციურად მოიტანა თავისი სათქმელი და აღგაფრთოვანა. Continue reading

სტივენ კინგი – წელიწადის დრონი

book_51d6c364ab2b5

ვინც ახლა შემომიერთდით და ეხლა მოაგენით ბლოგს მინდა მადლობა გადაგიხადოთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე. მცირე რამ ჩემი ბლოგის შესახებ.

მოხარული ვარ, მეტიც ძალიან ბედნიერი ვარ კიდევ ერთი საღამო, რომ უნდა დავუთმო სტივენ კინგზე წერას. ასევე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბოლო რამდენიმე დღე ამ წიგნის კითხვაში გავატარე. “წელიწადის დრონი”- ჰქვია ოთხი პატარა მოთხრობის კრებულს. თქვენ მკითხავთ უსათუოდ, ვისაც ერთხელ მაინც გჭერიათ ხელში ეს წიგნი, ან მაღაზიებში გინახავთ: -რა არის პატარა მთელი შვიდასი გვერდიაო, თუმცა მე გეტყვით, აქ მისი არცერთი მოთხრობა არ აღემატება სამას გვერდს და ეს სამასი გვერდი სტივენ კინგისთვის მართლაც ცოტაა. არც “მიზერი”, “მწვანე გზა”, “უიმედოთა ქალაქი”, “უძილობა”, “ნისლი”, არ არის მცირე ნაწარმოები, ბნელი კოშკი კი მხოლოდ მისი პირველი ნაწილით არ უნდა განვსაჯოთ, ის ოთხიათას ხუთას გვერდზე მეტია, მაგრამ კინგის რომანები ძალიან საინტერესოა და ჩამთრევი. სულმოუთქმელად იკითხება და სიამოვნებასაც განიჭებს მისი კითხვა, მერე რა რომ შემზარავია და იმის შიშით ქუჩაში ვერ გაივლი ღამე, ისე რომ უკან არ მიიხედო, ან მანქანებს შეხედავ სხვა თვალით, რადგან შესაძლოა რომელიმე მოჯადოებული იყოს, ან ბნელი კუნჭულებიდან ვიღაცამ ხელი გტაცოს და შეგათრიოს, დანით ოცდაჩვიდმეტი ჭრილობა მოგაყენოს, იქნებ დიდი ჩაქუჩით გაგიხეთოს თავი. შეიძლება საიდანღაც ვამპირი გამოგედევნოს, ან ნისლის შეგეშინდეს და ეს შიში სიკვდილამდე გაგყვეს. თუმცა მის ნაწარმოებებს თავისი ხიბლი აქვს. სტივენ კინგის რომანები მომწონს, როგორც გარეგნულად ისევე მისი შიგთავსიც. მისი ყდა და ყდაზე დაწერილი მისი სახელი თავიდანვე გეცემა თვალში. “Stephen king” – მისი გვარი ხომ მეფეს ნიშნავს და მართლაც მას ამ ჟანრში ბადალი არ ჰყავს. ის საშინელებათა ჟანრის მწერალია, როგორც ბლოჰი. Continue reading

სტივენ კინგი – ბნელი კოშკი (მსროლელი)

book_5326edb75745c

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გამომცემლობა “დიოგენეს”,  იმისთვის რომ ასე გვანებივრებს სტივენ კინგის წიგნებით. დიდი მადლობა მას ასეთი მრავალფეროვანი არჩევანისთვის, მაგრამ მე სტივენ კინგი ძალიან შემიყვარდა. ეს კი მათი დამსახურებაა. დიდი მადლობა ამ წიგნებისთვის ❤ ❤

სტივენ კინგთან ძალიან ბევრი კარგი მოგონება და წიგნი მაკავშირებს. ძალიან ბევრი საერთო აღმოვაჩინე ჩვენს შორის და ძალიან მიყვარს მისი წიგნები. ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრებისეულია და გასწავლის, როგორ მოიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში ან ჭკუას გარიგებს. არა, ასე არაა მაგრამ მისი წიგნები სულ სხვა სამყაროში გამოგზაურებს, ცოტახნით გწყვეტს რეალობას და იჯერებ, რომ რასაც ჰყვება მართლა არსებობს.  წიგნები არ გარიგებენ, მაგრამ შესავალში თავად ავტორი ჰყვება თავის ავტობიოგრაფიას და ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს შენ გელაპარაკება, არა როგორც მკითხველს, არამედ კაი ხნის ნაცნობს და საუკეთესო მეგობარს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება თითქოს პირისპირ გიდგას და კი არ გტუქსავს რაღაცის გამო, პირიქით გარიგებს და გეუბნება როგორ მოიქცე. წიგნის კითხვისას კი სრულიად არარეალურ სამყაროში ხვდები.

სტივენ კინგის “ბნელი კოშკი” რამდენიმე თვის წინ დაბეჭდა დიოგენემ, მაშინვე ვიყიდე მისი წიგნების მოყვარულმა და ყველა წიგნი გვერდზე გადავდე, რომ ბნელი კოშკი წამეკითხა. ჯერ სახლში, რომ მომქონდა მეტროში ვიყავი, მუსიკებს ვუსმენდი და გზაში ვკითხულობდი მის ავტობიოგრაფიას, რამაც ჩამითრია და გადამაწყვეტინა სახლში მისვლისთანავე წამეკითხა. მის ავტობიოგრაფიაში, რამდენიმე კარგი რჩევა საჩემოდ გამოვიყენე და დღესაც მათით ვხელმძღვანელობ. Continue reading

სტივენ კინგი – და ბუა მოვიდა

img_book_full

და ბუა მოვიდა…..                                           

          ავტორი: სტივენ კინგი

               თარგმნა: პაატა გეგელაშვილი

ლესტერ ბილინგსლი ტახტზე იწვა. იგი უოტერბერიდან იყო, კონექტიკუტის შტატიდან. ნამსახურობის ნუსხაში მედდა ეიკერსის ჩანაწერის მიხედვით: ოცდარვა წლისაა, მუშაობს ინდუსტრიულ ფირმაში, ნიუ-იორკში, განქორწინებულია, სამი შვილის მამა. ყველა ბავშვი მოუკვდა. „მღვდელს ვერ მივმართავ, რადგან მორწმუნე არ ვარ. ვერც ადვოკატს, იმიტომ, რომ ასეთ საქმეს ხელს არ მოჰკიდებს. მე მოვკალი ჩემი შვილები, ერთმანეთის მიყოლებით. პირველი, მეორე, მესამე“. ექიმმა ჰარპერმა მაგნიტოფონი ჩართო. ბილინგსლი უძრავად გაშოტილიყო – თითოეული კუნთი დაძაბვოდა, მიცვალებულივით ხელები გულზე დაეკრიფა, ფეხები ტახტიდან ჰქონდა გადმოკიდებული – დამცირების ასატანად მზად მყოფი ადამიანის პორტრეტი. Continue reading