მარკეტინგის ფსიქოლოგია, ანუ როგორ გავყიდოთ

2015-09-30 16.50.37

წარმატების გზა არც ისე ადვილი რამეა, აჩქარება არ უყვარს, არც მოთმინების დაკარგვა და მისი ზუსტი გათვლებიც კი შესაძლებელია, როგორ მიაღწიოთ წარმატებას და როგორ აქციოთ თქვენი ბიზნესი მომგებიანად.

ყველას აქვს ოცნებები, ცხოვრობდეს სახლში ტბის პირას, ჰქონდეს მაგარი მანქანა, დიდი სახლი ან იმდენი ფული რომ უზრუნველად გაატაროს თავისი დარჩენილი სიცოცხლე და აკეთოს სიკეთეც, ამისათვის მხოლოდ ცოდნაც არ დაგეხმარებათ, არც მთელი დღე კომპიუტერთან დაუღალავი გართობა და თამაში, კომპიუტერს ბევრი სხვა ფუნქციაც აქვს და ის ასევე შეგიძლიათ სხვაგვარად გამოიყენოთ და არა თამაშისთვის, რომელსაც ბევრი სარგებელი არც მოაქვს. უყუროთ ლექციებს სხვადასხვა თემაზე, წეროთ, იკითხოთ წიგნები კომპიუტერითაც კი უკვე და ეს სასიამოვნო პროცესად გექცევად ნელ-ნელა, თქვენში გაჯდება იმის მოთხოვნილება რომ სულ უფრო მეტი გაიგოთ, მეტად ისწავლოთ საკუთარი საქმე და უფრო წარმატებული გახდეთ. ის მიზნები, რასაც ახორციელებთ და მათი წარმატებით განხორციელება მოგცემთ ძალას შემდეგი საქმისთვის და ეს საოცარი შეგრძნება, ყოველთვის შენ გულშია… იქიდან ამოხეთქავს დიდი, უზადო ენერგია, რომელსაც ვერაფერი ვერ შეაჩერებს და ყველაფერს გადათელავს თუ მხოლოდ პირველი ნაბიჯი გადადგა და უბრალოდ დაიწყო!

წარმატების მისაღწევად ეს წიგნი, მისი რამდენჯერმე წაკითხვა ნამდვილად დაგეხმარებათ, თუმცა კარგად უნდა გაითავისოთ ასევე ის, რაც წერია. მართალია მხოლოდ ეს წიგნიც ვერ შეძლებს თქვენს დახმარებას, თუ თქვენ არ მოინდომეთ და მთელი ერთსაათიანი ჭიდილი წიგნთან არაფერს მოგცემთ, მაგრამ ამ წიგნით დაწყება ყველაზე კარგი ვარიანტია ალბათ. შემდეგ რომ უბრალოდ მეტის გაგებით დაიმუხტოთ და სხვა წიგნებსაც გადაავლოთ თვალი. ბიბლუსის გალერეაში სულ რაღაც ერთ საათში წავიკითხე, რადგან დიდი მოცულობის არ არის და საჭირო ფრაზები და ჩემთვის საჭირო მომენტები ჩავინიშნე, რომელიც ვიცი მარტო მე კი არა წარმატებისთვის ყველას გამოადგება.

ერთ-ერთს დავწერ, დანარჩენს კი სხვა პოსტში დავდებ, რათა აქ არ გაგვიგრძელდეს:

“სოციალურად და ფსიქოლოგიურად პერსპექტიულია მარკეტინგული მიდგომა, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით „წაწარმოოთ ის, რაც იყიდება და არა გავყიდოთ ის, რაც იწარმოება“.

ყველას წარმატებებს გისურვებთ, თქვენს წარმატებულ გზაზე. დაელოდეთ შემდეგ პოსტს. ^^

Advertisements

21 სექტემბერი – სტივენ კინგი და ერკე მიდასი

Stephen_King2-660x330ეს თითქოსდა უწყინარი, მაგრამ შეუცნობელი სახე, თითქოს მისტიურ და საშიშ ელფერს აფრქვევს. შენ მთელი არსებით გრძნობ მის უარყოფით ენერგიას და სიფრთხილეს თავი არ სტკივაო ამ სურათის დანახვაზე ცოტა არ იყოს თვალებსაც ხუჭავ, რადგანაც ისეთი გრძნობაც გეუფლება თითქოსდა ცოტაც და სურათიდან გამოხტება, მის დამალულ, მაიმუნივით ბანჯგვლიან და თუ უფრო კარგად ჩართავ წარმოსახვას, სისხლიან ხელებსაც კისერში მოგიჭერს, თვალებს მხეცივით მარადიული სიკვდილისთვის რომაა განწირული, დაგიბრიალებს და შიშისგან გაგაფითრებს. შენ უკვე შენ აღარ ხარ, რაც იყავი. შენ ახალი შეგრძნებებით და შიშებით, სულ სხვა ადამიანად ქცეული, ან შეიძლება ადამიანიც არა და სხვა არსება ხარ, რომელიც სამუდამოდ კარგავს უსაფრთხოების შეგრძნებას და ბნელ ღამეში, თუნდაც მთვარიან ღამეში, იმ ადგილიდან, სადაც სინათლე ვერაფრით აღწევს და უკუნი სიბნელეა გამეფებული, სადაც ყველაფერი თითქოს მოწყვეტილია და დროც არ მოძრაობს, სიშავის გაუდაბურებულ უდაბნოდან დიადი მონსტრის გამოჩენას მოულოდნელი და საშიში თვალების ბრიალით ელის, იმ თვალებით, რომელიც სიბნელეში ანათებს და მანქანების ფარების შუქს ჰგავს, თუმცა უფრო წითელი და ეს შუქი იმაზე ვიწროა ვიდრე ფარების ზომა. აი ასეთ ეფექტს ახდენს მკითხველისთვის, განსაკუთრებით არასაშიში ლიტერატურის მოყვარული მკითხველისთვის უეცრად კინგზე გადართვა და მისი გაცნობა.

ვინ არის სტივენ კინგი? – ვფიქრობ ამ კითხვის დასმა უკვე სირცხვილადაც უნდა ითვლებოდეს, ეგრეთ წოდებულ “გასატყდომ” კითხვათა სიაში უნდა შეიტანოთ, ანდაც მწვანე ან ოქროსფერ წიგნში, სადაც იშვიათად დასმული და წესით აკრძალული ან საერთოდ არდასასმელი კითხვები შევა მხოლოდ. ეს იგივეა, რომ არ იცოდე ვინ იყო მაიკლ ჯექსონი, ან ელვის პრესლი, თუნდაც ერთხელაც არ გქონდეთ გაგებული “ბიტლზის” სახელი და წარმოიდგინეთ ადამიანთა გაკვირვებული სახეები რომ მოგაშტერდებიან, მათი ძალზე გაოცებული სიფათები, რომ ჰგონიათ მოესმათ ან იხუმრე. მაგრამ თუ სულაც არ ხუმრობ ეს, ძმაო, ნამდვილად პრობლემა იქნება. რატომ? ამასაც არ უნდა კითხვა – სტივენ კინგი ხომ ლიტერატურაში საშინელებათა ჟანრის მეფეა და ლიტერატურაზე ლექციას ისე ვერ ჩაატარებ, მისი ხსენება მაინც რომ არ მოგიწიოს და მისი გავლენა რომ არ აღნიშნო მწერლობაზე და მწერლებზე.

მაგრამ ჩემთვის ვინ არის კინგი? – ის ყველაზე დიდი მწერალია, სიმაღლით არა, ნიჭიერებით და იმ დონით, რამაც მან მიაღწია და ასევე ადამიანობით, რომელიც დღემდე შენარჩუნებული, დიდი სულიერებით, გამორჩეული და ისევ ის ძველი კინგია, რომელიც მეგობრებთან ერთად გასართობად ლუდს სვამდა და ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა, როგორც ეს მაშინ შეეძლო. Continue reading

მე და საქართველო

123132

მე ყოველთვის იმ საქართველოს ნაწილი ვიყავი, სადაც ხალხში თავისუფალი აზრი არ არსებობდა, სადაც ყველა ერთმანეთის დაჭმასა და დამცირებაზე იყო გადასული, და იმის ნაწილი თავისთავად ვხდებოდი, ჩემი სიჩუმის გამო. ცხოვრება რთულია, რადგანაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს და უამრავი ცხოვრება იკვეთება ერთმანეთთან. უამრავი გზა, ერთმანეთის და მათი სიმთვრალით და დაუფიქრებლობით გაჟღენთილი ცა, ჰაერი, მათი შურიანი და ანთებული თვალებით დაბინძურებული ქუჩები, ერთმანეთის განცდებით მცხოვრები ადამიანების გზებიც იკვეთება და მე ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნებ თვალს, ამ გულისტიკივლს, დამამძიმებელ მწუხარებას და ყოველმხრივ ფაქიზ გარემოს არ უხდება მოჩხუბართა გინება, ერთმანეთისთვის მუქარა და არც უხდება იქვე, გზის ნაპირას „ბარდიულზე“ ჩამომსხდარი უბნის ლოთები, რომ სვამენ ლუდს და თან ლაპარაკი უწმაწური სიტყვების გარეშე არ შეუძლიათ. Continue reading

აქცია – მე აქ ვიყავი… და ვიყავი კიდეც

1

მე აქ ვიყავი და თქვენ?

ვფიქრობ ასეთი კარგი აქციები ხშირად უნდა ტარდებოდეს ხოლმე. მომხმარებელიც მეტია, ნაწყენი კი ნამდვილად არავინ რჩება, რადგან სწორედ აქ ჩნდება კარგად ვის უყვარს წიგნის კითხვა და ვის არა. დამიჯერეთ, როცა წიგნზეა ხოლმე საუბარი მაშინვე გავრბივარ, იქ სადაც წიგნს ახსენებენ, იქნება ეს აქცია ლიბერთინსის, სხვა წიგნის პრეზენტაცია თუ მწერალთან შეხვედრა მე აუცილებლად პირველი ვარ ყოველთვის ადგილზე. ორჰან ფამუქთან შეხვედრაზეც კი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მქონდა მისი წიგნი წაკითხული და არც ვაპირებდი ყიდვას. (ეს მხოლოდ მე და ფამუქს გვეხება და წიგნი აქ არაფერ შუაშია)… ეს არის წიგნის სიყვარული სწორედ. თან თუ პროფესიადაც მწერლობას ირჩევ ხო საუკეთესო ვარიანტია… Continue reading

ჟამთააღმწერელი ერკე, რომელსაც ტორტი არ შეხვდა ანუ ლიბერთინსი 1 წლისაა

10462987_269889453181452_452319563025181094_n

ჰეეი!

აბა აქეთ მოგროვდით რაღაც უნდა გითხრათ, მოგიყვეთ.

ჰეეი!

მოიწით ახლოს, რომ დაგინახოთ და ჩემი ხმა ყველამ გაიგოს.

ჰეეი! ჰეეი! განა გაიგებენ ახლა. ასე დაბნეულად ნუ იყურებით, ცოტა აქეთაც მოიხედეთ, ვისთვის ვყბედობ აბა?

ჩემთვის კი არ ვამბობ ამ ყველაფერს, მინდა ყველამ კარგად გამიგოთ.

რაა? ჩემი გეშინიათ?

ჰაჰა. მოიხედეთ, როცა გელაპარაკებით ეგ ხომ იცით არაა სწორი საქციელი ხოდააა მისმინეთ ახლა, თორე მე ვიცი რასაც ვიზამ.

არა, არ გავბრუნდები და არ გავჩუმდები. უფრო ხმამაღლა ვიყვირებ…

გესმით? ხო, ყველანი აქ ხართ?

ძალიან კარგი. მაშინ მისმინეთ…

Continue reading

კვლავ ბიბლუსის გალერეა! – Liberteens და პალიტრა L

11028001_225548037615594_8073056112719055842_n

ათასობით ადამიანის უშფოთველი და მშვიდი ცხოვრება მას შემდეგ დაირღვა, რაც  “პალიტრა L“-ის ახლად შექმნილმა ბავშვების ჯგუფმა Liberteens-მა ახალი წიგნების თარგმნა, გამოცემა დაიწყეს (განსაკუთრებით კი ის აქცია, ყველას 2 ლარად, რომ შეუძლია მისი შეძენა გამოსვლის დღეს რამდენიმე საათით მხოლოდ). გუშინაც, 26 თებერვალს, 18:00 საათზე პრეზენტაცია იყო აწ, უკვე გამოსული ორი წიგნისა – “ლაბირინთში მორბენლისა” (მთარგმნელი ნინო შეყილაძე) და “თუ დავრჩების” (მთარგმნელი ნათია ჩუბინიძე).  Continue reading

გეილ ფორმანი – თუ დავრჩები “იქნებ ღირს ბრძოლა”

10422426_211479139022484_3641642117995391854_n

ვთქვი, რომ როცა წავიკითხავდი პირველ რიგში ამ ბლოგზე ჩემს კითხველს გავაცნობდი იმას ნამდვილად ღირდა თუ არა იქ ასე დასამტვრევად წასვლა, რიგში დგომა და ამ წიგნის გამოტანა. რა თქმა უნდა ზუსტად იმ რიგში ვიდექი, როცა ის აქცია იყო და ზუსტად იმ ტალღის შუაში მოვექეცი სადაც არც მე დამინდეს და გამჭყლიტეს გამანადგურეს, გამაცამტვერეს. რაც გინდათ დაარქვით ერთი სიტყვით ნამდვილად არ ვიყავი კარგ დღეში იმ რიგში, მაგრამ წიგნის გარეშე რომ არ წამოვსულვარ იცით ეს…

ვფიქრობდი თავიდან კითხვა დამეწყო თუ ჩემი გმირობის სიმბოლოდ გამოსაჩენ ადგილას შემომედო და ყველასთვის მეთქვა ამის გამო რაც გამოვიარე, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც ხელში ავიღე! Continue reading

ბიბლუსის გალერეა და ლიბერთინსი ანუ დამტვრეულის იგავი

10450149_1024637724232329_5289143437929640876_n

გუშინ კიდევ ერთი აქცია იყო Liberteens-ის მიერ ჩატარებული რამაც ისე გამახარა რომ ჭკუაზე არ ვიყავი. არა მარტო მე არამედ სხვებიც გაახარა ამ ამბავმა და ჩემი მხრიდან მარტო 20 კაცი მაინც მოდიოდა. იქ ლაბირინთში მორბენალიო, აქ თუ დავრჩებიო და მოკლედ ეს წიგნიც მე ძალიან მინდოდა და გუშინდელი დღე რომ არა არ ვიცი როდის ვიყიდიდი. ფიქრი იმაზე უნდა წავსულიყავი თუ არა ამ აქციაზე საერთოდ არ დამიწყია. უყოყმანოდ ჩავდე ჩანთაში წიგნები ჯერ გამოცდაზე შემდეგ კი ჭავჭავაძეზე გავემართე მეგობრებთან ერთად. ყველაზე გადარეულებთან ერთად რადგან ხალხში მხოლოდ ჩვენი ყვირილი ისმოდა.

რამდენიმე საათით ადრე მივედი. ვფიქრობდით წინ აღმოვჩნდებოდით და ბევრი წვალების გარეშე შევიდოდით, თუმცა ასე არ მოხდა რაც გასაკვირი იყო. ხალხი ცოტა იყო, მაგრამ ნელ-ნელა ემატებოდნენ. ბოლოს იმდენი იყო რომ მთელი ფეხით სავალი გზა გადაკეტეს, მე კი თავს ვიიმედებდი რომ კიდევ კარგი ბოლოში არ მოვხვდი მეთქი. (ნეტავ ბოლოში ვყოფილიყავი). ყოველი ამოსუნთქვა ჩემთვის საკვირველი იყო. Continue reading