სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი. Continue reading

ყველა დროის უდიდესი მაგი – მერლინი

The-Greatest-King-Wallpaper-arthur-and-gwen-24782719-1280-800

არასდროს… თუ სიმართლეს ვიტყვი… არასდროს არ მომწონდა ჩემი ძმის გემოვნება, ფილმებისა და სერიალების განხრით. მე ყოველთვის ჩემთვის “ვუბერამდი” და ჩემი გემოვნებით ვუყურებდი, ის კი თავისას ჩართავდა ხოლმე და ერთმანეთის რჩევით მიცემულ ფილმებს, არასდროს ვითვალისწინებდით. ზუსტად ასე იყო. მას მოსწონდა ჩინური და იაპონური ფილმები – ხშირად. ჩართავდა ხოლმე და ხანდახან იმითაც მაძულებდა ფილმს, ძალით რომ დამსვავდა (ხათრს ვერ ვუტეხდი) და რაღაც ნაწილს მაყურებინებდა ხოლმე, ჩხუბს, კარატის ილეთბს როგორ იყენებს მთავარი გმირი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს უინტერესოდ ვუყურებდი, ის კი არ უყურებდა ისეთ ფილმებს, რომლებსაც მე. სასიყვარულო, დრამას, ფანტასტიკის ჟანრში რაღაც გენიალური აზრის მატარებელ ფილმებს, რომელსაც ვერასდროს ხვდებოდა. არ უყურებდა თუნდაც მოდილიანის შესახებ გადაღებულ ფილმს, იმ სერიალებს, რასაც მე ვუყურებდი, სტივენ კინგის წიგნების მიხედვით გადაღებულს და არა მარტო.

მოკლედ, გემოვნებაში სრულიად განვსხვავდებოდით, სანამ….

სანამ არ მოხდა უნიკალური შემთხვევა. უბრალოდ შემომთავაზა ამ სერიალის ყურება, არ დამაძალა, რაც პირველად მოხდა. მხოლოდ მითხრა, ერთ სერიას უყურე და მერე გადაწყვიტე განაგრძობ, თუ არაო. ასე მოხდა. ვუყურეთ, თავიდან არც ისე საინტერესო იყო, მაგრამ მერე მოხდა… შოკი… ყოველთვის ასე მემართება ხოლმე. მერე გავაგრძელეთ, მეორეც ჩავრთე, აი მეორეს შემდეგ კი ყველაფერი თავისით წავიდა. Continue reading

გურამ დოჩანაშვილი – გივიზე

bb58658f3a1546d68a1dcfc92a6f7bd4ვერასდროს ვახერხებდი ჩემი მობილურით (რომელსაც უკვე ცალი ფეხი სამარეში უდგას და ისე ჭედავს, მგონია ყოველ წამს გულის შეტევა ემართება) ვყოფილიყავი სოციალურ ქსელში, ან საერთოდ რაიმე “ზედმეტი” პროგრამა გადმომეწერა, მაშინვე რომ იწყებდა საშინლად ბუხ-ბუხს და მერე მეც ცალკე გულს მიხეთქავდა რამე არ დაემართოს-მეთქი, თვითონაც წვალობდა ბევრი დატვირთვისგან და ძალიანაც არ ვტვირთავდი. თუმცა რამდენიმე დღის წინ ვცადე, “საბას” აპლიკაცია გადმოვწერე, რა თქმა უნდა, დარეგისტრირებული ოდითგანვე ვარ, და კიდეც დევს ჩემი ნაწარმოებები… აბა ისე როგორ?!

მაგრამ უნდა გიამბოთ, თუ რამ მიბიძგა აქამდე. წვიმიანი დღეები, უნივერსიტეტშიც უსაშველოდ გაწელილი დრო და დამღლელი გზა, მეტროში, თუნდაც ავტობუსში, რომელიც არა და არ წყდება. ამასთან, შევიტყვე რა, გამოდის თურმე გურამ დოჩანაშვილის, ამ ლეგენდარული ქართველი მწერლის და საამაყო პიროვნების (რომლის სამოსელი პირველის წაკითხვაც გეგმაში მაქვს და არ დამძრახოთ ჯერ რომ არ წამიკითხავს 😛 ) წიგნი, რომელიც მან თავის ამხანაგზე, გივიზე დაწერა, აი ჩვენი ახლანდელი ტრაგედიის 13 ივნისის წყალდიდობისას რომ დაიღუპა ზოოპარკში.

თავიდან გაფრთხილებასავითაც გვეუბნება, რომ ბევრს არ ილაპარაკებს, არ მიედ-მოედება არაფერ სხვას და ჩემეული ჩუქურთმების გარეშე გიამბობთ ნამდვილ ამბავსო, ნამდვილს და მისაღებსო…  Continue reading

მე და საქართველო

123132

მე ყოველთვის იმ საქართველოს ნაწილი ვიყავი, სადაც ხალხში თავისუფალი აზრი არ არსებობდა, სადაც ყველა ერთმანეთის დაჭმასა და დამცირებაზე იყო გადასული, და იმის ნაწილი თავისთავად ვხდებოდი, ჩემი სიჩუმის გამო. ცხოვრება რთულია, რადგანაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს და უამრავი ცხოვრება იკვეთება ერთმანეთთან. უამრავი გზა, ერთმანეთის და მათი სიმთვრალით და დაუფიქრებლობით გაჟღენთილი ცა, ჰაერი, მათი შურიანი და ანთებული თვალებით დაბინძურებული ქუჩები, ერთმანეთის განცდებით მცხოვრები ადამიანების გზებიც იკვეთება და მე ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნებ თვალს, ამ გულისტიკივლს, დამამძიმებელ მწუხარებას და ყოველმხრივ ფაქიზ გარემოს არ უხდება მოჩხუბართა გინება, ერთმანეთისთვის მუქარა და არც უხდება იქვე, გზის ნაპირას „ბარდიულზე“ ჩამომსხდარი უბნის ლოთები, რომ სვამენ ლუდს და თან ლაპარაკი უწმაწური სიტყვების გარეშე არ შეუძლიათ. Continue reading

ბექა ლოხიშვილი – სათაური

ddd

საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, რომ აღარ ამოვხევ აღარცერთ ფურცელს.

. . .

მოდიხარ ჩემთან და მეკითხები, რას კითხულობო ?

საღმრთო ისტორიას–მეთქი, – ვამბობ და თავს ისევ წიგნში ვრგავ. სადღაც მიდიხარ. ლამაზი ხარ. გკიდივარ, მკიდიხარ.

. . .

ხასიათი: ცუდი.

ამინდი: კარგი.

ზღვა: მღელვარე.

სიგარეტი: თექვსმეტი ღერი.

Continue reading

ერკე მიდასი – თავისუფლება არ იღუპება

თუკი სადმე შორს, თავისუფლების მოლოდინში გრძნობ რომ იღუპები ზეცას ხელებით მოეჭიდები, სიცოცხლის ძაფით დაიმუხტები, ჩემს ბოლო გზაზე, ადამიანნი გამაცილებენ ვიცი ფურთხებით არც მიმლანძღავენ, მაგრამ არც მლოცვენ, არც მზად არა ვარ ამას თუ ხვდები. ერთხელ თუ მოვკვდი ამ ქვეყანაზე სიცოცხლევ აღარ … Continue reading

Rate this:

იგავი, რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს – გვაქვს კი დრო?

10408065_658188647598839_8860829171225817729_n

გვაქვს კი დრო?
იგავი,რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს

სატანამ ეშმაკების საყოველთაო კრება მოიწვია. თავის შესავალ სიტყვაში მან თქვა: „ჩვენ ვერ დავუშლით ქრისტიანებს იარონ ეკლესიაში, იკითხონ ბიბლია და ღმერთან კავშირი დაამყარონ. როგორც კი ისინი უფალთან მივლენ, ჩვენ მათზე გავლენას ვკარგავთ. დაე, იარონ თავის ტაძრებში, მაგრამ ჩვენ მათ დრო მოვპაროთ-მათი დრო! ასე რომ ისინი სულ დაკავებულები იქნებიან, ვერ გამონახავენ დროს ლოცვისა და სინანულისათვის და შესაბამისად ვერც ქრისტეს მიეახლებიან”. Continue reading