სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი. Continue reading

სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს

stephenkinginvite

ამ სურათს ზოგი არა, არამედ უმეტესობა სტივენ კინგთან დააკავშირებს, ზოგისთვის კი ეს მხოლოდ სურათია, უბრალო ოთახი, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული, პატარა ბავშვის ოთახი, რომელსაც უყვარს კლოუნები და ბუშტები, სათამაშო მანქანები და კიდევ უამრავი რამ…
რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ ჰაერი რომ არ იყოს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ეს ჰაერი, როგორი მნიშვნელოვანიცაა კაცობრიობისთვის, ისეა ჩემთვის კინგი და მასთან შეხება, ან მისი წიგნებით ტკბობა.
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია ამ ადამიანისკენ მიმართული, ჩემი გრძნობები დაკავშირებული კინგთან, მაგრამ მაინც მინდა ყველას გითხრათ, რასაც ვფიქრობ და არ შემეძლო უბრალოდ ამის მხოლოდ ჩემ კედელზე გაზიარება.
მაშ ასე, რეკლამა დასრულდა, ახლა ხელი მაგრად ჩამჭიდე და დავიწყოთ:
სტივენ კინგი, როგორც ყველამ იცით, ვიცი რომ ყველასთვის ეს სახელი ძალიან ნაცნობია, საშინელებათა ჟანრის მეფეა, ყველაზე წარმატებული მწერალი ამ კუთხით და ყველაზე საოცარი მჭერვმეტყველი, მხიარული პიროვნება, თუკი ახლოდანაც გაიცნობ, ეს ვიდეოებიდან და მისი გამოსვლებიდანაც კარგად ჩანს და მასთან ნამდვილად არ მოიწყენს არავინ… ალბათ გაკვირვებთ საშინელებათა მეფეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს და მხიარული ადამიანიცაა, გახსნილი ყველასთან და სასაუბროდაც ნამდვილად ყველაზე მაგარი, ბევრის მცოდნეა. რომ დაჯდები მასთან და საათობით შეგეძლება მოსმენა ამა თუ იმ ისტორიის, რაც გადახდა, ან რის გამო დაწერა ესა თუ ის წიგნი, რომელიც შენამდე ემოციურად მოიტანა თავისი სათქმელი და აღგაფრთოვანა. Continue reading

მე და საქართველო

123132

მე ყოველთვის იმ საქართველოს ნაწილი ვიყავი, სადაც ხალხში თავისუფალი აზრი არ არსებობდა, სადაც ყველა ერთმანეთის დაჭმასა და დამცირებაზე იყო გადასული, და იმის ნაწილი თავისთავად ვხდებოდი, ჩემი სიჩუმის გამო. ცხოვრება რთულია, რადგანაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს და უამრავი ცხოვრება იკვეთება ერთმანეთთან. უამრავი გზა, ერთმანეთის და მათი სიმთვრალით და დაუფიქრებლობით გაჟღენთილი ცა, ჰაერი, მათი შურიანი და ანთებული თვალებით დაბინძურებული ქუჩები, ერთმანეთის განცდებით მცხოვრები ადამიანების გზებიც იკვეთება და მე ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნებ თვალს, ამ გულისტიკივლს, დამამძიმებელ მწუხარებას და ყოველმხრივ ფაქიზ გარემოს არ უხდება მოჩხუბართა გინება, ერთმანეთისთვის მუქარა და არც უხდება იქვე, გზის ნაპირას „ბარდიულზე“ ჩამომსხდარი უბნის ლოთები, რომ სვამენ ლუდს და თან ლაპარაკი უწმაწური სიტყვების გარეშე არ შეუძლიათ. Continue reading

ერკე მიდასი – ორთაბრძოლა (გთხოვთ გააზიაროთ)

falls_stream_cave_gorge_water_wood_green_brightly_behind_a_wall_62284_1920x1080

NEW!

ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო ლექსი, რაც დამიწერია ოდესმე!
თავიდან ყველას მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ ახლა ამას კითხულობთ და ლინკზეც სავარაუდოდ გადახვედით (ან გაწყვიტეთ კითხვა, ლინკზეც არ გადახვედით და გართობა ან მეგობრებთან მიმოწერა განაგრძეთ – მაინც მადლობა), მადლობა ყველაფრისთვის რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში და თქვენზე ძვირფასი რომ არავინ მყავს.
სანამ ვიდეოს ნახავდეთ, სანამ გადაწყვეტდეთ მის მოსმენას და ჩართავდეთ, თქვენთან სათხოვარი მაქვს. ოღონდ ეს მოსმენის მერე უნდა გააკეთოთ, რა თქმა უნდა, ისე ვერ მივიღებ ამ საჩუქარს თქვენგან.
მე, მიმაჩნია რომ ყველაფერი, რაც დამიწერია, ყველაფერი რაც გონებაში გამივლია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება შევცვალო სამყარო – ამაზე პასუხი არ არსებობს. პასუხი აი ეს არის, სამყარო უკეთესი მაშინ გახდება თუ ამას ჩვენ მოვინდომებთ. მიმაჩნია და ვისაც წავაკითხე ისინიც ასე ფიქრობენ, რომ ეს ლექსი ჩემს შემოქმედებაში (ვიმეორებ ჩემს შემოქმედებაში და სხვას არავისას არ ვადარებ, ასე რომ ნუ მოიგონებთ რაღაცებს) საუკეთესოა. ყველაზე დიდი და ასევე ყველაზე აზრიანი, რაც კი დამიწერია. Continue reading

ერკე მიდასი – ქალებს! (საყვარლებს)

ვერცერთ ქალს, ვერ გაგიმეტებთ სხვისთვის დედოფლად ყველა გოგონას ვაქცევ, მე მეყვარებით სიყვარულისთვის და დიდ ფიალა ღვინოსაც დავლევ. – ქალბატონებო, შანსი მიბოძეთ, გადაგატარებთ მთელს არემარეს, ნება მომეცით თქვენთვის ვიბრძოდე გიცავდეთ თქვენც და ჩემსავე მხარეს. – რაინდი არ ვარ, უფრო რეგვენი მაგრამ … Continue reading

Rate this:

ერკე მიდასი – მომწყურდი (Ercke Mydass)

მომწყურდი, როგორ აღგიქვა არ ვიცი, როგორ შეგეხო არ ვიცი, მაგრამ მომწყურდი წყალივით არა, მე შენ წყალზე მეტად მომწყურდი. სიყვარულზე ვარ შეყვარებული, მაგრამ მაინც შენ მომწყურდი მარტო როგორც ყაზბეგის ზეგანზე ცივ წყალს, დავეწაფები და გადამადნობს. უდაბნოს სიცხე მაჭერს მაგრამ არ მინდა, … Continue reading

Rate this:

ერკე მიდასი – მიზანი

Rate this:

ვეფხვსა და წვიმას გარიგებული ლიბერთინსელები – კვლავ ატირებული ზეცა!

11540893_278466085657122_2371159907566892049_n

ამ პოსტს ვუძღვნი მათ, ვინც რამდენიმე საათით ჰაერში ფრენა მასწავლა. იცოდეთ, რომ თქვენ გარეშე მე არავინ ვარ, თქვენით ვცოცხლობ მხოლოდ. ❤

ლიბერთინსი კი ამის განხორციელებას ხელს უწყობდა!

ლიბერთინსის აქციები ჩემთვის არა მარტო წიგნის ყიდვის ტრადიციაა, არამედ ბევრი ემოციების და ჩახუტებების მიღების დღე. როცა აქციები იწყება, უკვე ვიცი ხოლმე, რომ უნდა მოვემზადო შოკისთვის, ყველაზე დიდი სიამოვნებისთვის, რომელიც წიგნის ყიდვაზე დიდიც კია. ეს არის იმ გოგოების ნახვის სიხარული, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, მეც ძალიან მიყვარს და ასე ვართ ტკბილად ერთად.

ჩემ გოგოებს და ჩემ ცოლს ხელი! Continue reading

ჟამთააღმწერელი ერკე, რომელსაც ტორტი არ შეხვდა ანუ ლიბერთინსი 1 წლისაა

10462987_269889453181452_452319563025181094_n

ჰეეი!

აბა აქეთ მოგროვდით რაღაც უნდა გითხრათ, მოგიყვეთ.

ჰეეი!

მოიწით ახლოს, რომ დაგინახოთ და ჩემი ხმა ყველამ გაიგოს.

ჰეეი! ჰეეი! განა გაიგებენ ახლა. ასე დაბნეულად ნუ იყურებით, ცოტა აქეთაც მოიხედეთ, ვისთვის ვყბედობ აბა?

ჩემთვის კი არ ვამბობ ამ ყველაფერს, მინდა ყველამ კარგად გამიგოთ.

რაა? ჩემი გეშინიათ?

ჰაჰა. მოიხედეთ, როცა გელაპარაკებით ეგ ხომ იცით არაა სწორი საქციელი ხოდააა მისმინეთ ახლა, თორე მე ვიცი რასაც ვიზამ.

არა, არ გავბრუნდები და არ გავჩუმდები. უფრო ხმამაღლა ვიყვირებ…

გესმით? ხო, ყველანი აქ ხართ?

ძალიან კარგი. მაშინ მისმინეთ…

Continue reading

Timens group & მე – ახალი საშინელებათა ფილმი

Timens Group

ჩემი და Timens group-ის ისტორია კვლავ გრძელდება, მაგრამ ოდნავ სხვაგვარად. მინდა ჩვენი სამომავლო გეგმები გაგიმხილოთ და ის, რაც გუშინ მოხდა. ახლა უკვე ახალ ამპლუაში წარვსდგები თქვენს წინაშე – სცენარისტის ამპლუაში.

ჯერ კიდევ სამი დღის წინ გავიგე, რომ ირაკლი დონაძე (რეჟისორი) აპირებდა საშინელებათა ფილმის გადაღებას და მე მინდოდა დავხმარებოდი, რომელიც სიამოვნებით მიიღო. ერთი იდეა შევთავაზე, რომელზეც ბევრი არც მიფიქრია მაშინვე მომივიდა თავში, უბრალოდ ცოტა არეულად მივწერე, რაც გასაკვირი არცაა კარგად ვერ გაიგო. მთავარი კი მოეწონა და მთხოვა, რომ სცენარი დამეწერა თუ შევძლებდი. დავჯექი და დავწერე, 1 საათი დამჭირდა მხოლოდ, მეტი არა და შემდეგ ირაკლის გავუგზავნე, დაველოდე რა განაჩენს გამოუტანდა სცენარს. მითხრა, რომ ეს ძალიან კარგი მოთხრობა იყო და შემეძლო აქ დამედო, ან სხვა მიზნით გამომეყენებინა, გამაფრთხილა, რომ ბევრი რამ ჩაემატება შეიცვლება მაგრამ აზრი მაინც იგივე დარჩებაო. ამის მიუხედავად მე დავთანხმდი, რადგან უკვე წარმოდგენილი მქონდა რა მაგარი ფილმი გამოვიდოდა თუ ამას ირაკლი დონაძე გადაიღებდა. შეიძლება ჯერ დამწყები რეჟისორია, მაგრამ საკმაოდ კარგად იღებს, პროფესიონალური კადრებია და ამაში გუშინ კიდევ უფრო დავრწმუნდი, როცა უფრო ახლოს გავიცანი თავად ის და ვაკვირდებოდი ფილმის გადაღებას.  Continue reading