სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი. Continue reading

Advertisements

ყველა დროის უდიდესი მაგი – მერლინი

The-Greatest-King-Wallpaper-arthur-and-gwen-24782719-1280-800

არასდროს… თუ სიმართლეს ვიტყვი… არასდროს არ მომწონდა ჩემი ძმის გემოვნება, ფილმებისა და სერიალების განხრით. მე ყოველთვის ჩემთვის “ვუბერამდი” და ჩემი გემოვნებით ვუყურებდი, ის კი თავისას ჩართავდა ხოლმე და ერთმანეთის რჩევით მიცემულ ფილმებს, არასდროს ვითვალისწინებდით. ზუსტად ასე იყო. მას მოსწონდა ჩინური და იაპონური ფილმები – ხშირად. ჩართავდა ხოლმე და ხანდახან იმითაც მაძულებდა ფილმს, ძალით რომ დამსვავდა (ხათრს ვერ ვუტეხდი) და რაღაც ნაწილს მაყურებინებდა ხოლმე, ჩხუბს, კარატის ილეთბს როგორ იყენებს მთავარი გმირი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს უინტერესოდ ვუყურებდი, ის კი არ უყურებდა ისეთ ფილმებს, რომლებსაც მე. სასიყვარულო, დრამას, ფანტასტიკის ჟანრში რაღაც გენიალური აზრის მატარებელ ფილმებს, რომელსაც ვერასდროს ხვდებოდა. არ უყურებდა თუნდაც მოდილიანის შესახებ გადაღებულ ფილმს, იმ სერიალებს, რასაც მე ვუყურებდი, სტივენ კინგის წიგნების მიხედვით გადაღებულს და არა მარტო.

მოკლედ, გემოვნებაში სრულიად განვსხვავდებოდით, სანამ….

სანამ არ მოხდა უნიკალური შემთხვევა. უბრალოდ შემომთავაზა ამ სერიალის ყურება, არ დამაძალა, რაც პირველად მოხდა. მხოლოდ მითხრა, ერთ სერიას უყურე და მერე გადაწყვიტე განაგრძობ, თუ არაო. ასე მოხდა. ვუყურეთ, თავიდან არც ისე საინტერესო იყო, მაგრამ მერე მოხდა… შოკი… ყოველთვის ასე მემართება ხოლმე. მერე გავაგრძელეთ, მეორეც ჩავრთე, აი მეორეს შემდეგ კი ყველაფერი თავისით წავიდა. Continue reading

სიკვდილშიც არის რაღაც კარგი!

1

ქარი დაუღალავად ღრიალებდა, როცა ქუჩაში გამოვედი. საშინლად ციოდა. მხრებზე შემოგდებული შავი ქურთუკი, რომელიც სახელურებით მქონდა შემოკრული და მჭიდროდ მოჭერილი, ძლიერად ფრიალებდა. სიცივის მიუხედავად ჩაცმას არც კი ვფიქრობდი. ფანჯრის წინ, ასეთ ამინდში, ყოველთვის პლედშემოხვეული მოვკალათდები, წიგნით ხელში, გვერდით კი ორთქლმდინარი ცხელი ჩაი ფინჯანში, რომლის ორთქლით გამთბარ ოთახში, სრულ ტრანსში მყოფი წიგნს ჩავჩერებივარ. პერიოდულად შუშაზე ჩამოღვენთილ წვეთებს ვაყოლებ თვალს და მის მიღმა გრიგალში არეულ წვიმას ვუწყებ ყურებას, თან ჭიქას ვტაცებ ხოლმე ხელს. თუმცა გარეთ მართლა ცივა, საშინლად, გულის გამაწვრილებლად, ტანში ჟრუანტელს მგვრის, მინდება ახლა სახლში თბილად წიგნს შევექცეოდე, მაგრამ შეუძლებელია, თუმცა ღიმილით ვუთვალთვალებ შენობებს და ფანჯრებიდან მაცქერალ მოხუცებს. ისეთი თბილი სახეები აქვთ, მეც უნებურად ვთბები, მაგრამ საკმარისი არ არის. მივექანები სიკვდილისკენ, რომელიც დროდადრო უფრო ახლოვდება და სიამოვნებას მგვრის. Continue reading

David Dephy & The Sanda

screenshot_1516

სასწაული… ნამდვილი სასწაული იყო იქ ყოფნა, იმ დღეს, 23 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე, დავით დეფის ლექციაზე, სადაც უამრავი კარგი შთაბეჭდილებით დავიტვირთე და ემოციებით სავსემ დავტოვე შემთხვევის ადგილი.

დეფიზე, ხომ არაერთხელ მისაუბრია, მისი რომანები რომ უთუოდ მოგხიბლავთ, მისი პოეზია სულში ჩაგწვდებათ და მისი საუბარი კი მაინც ჰიპნოზივით შემოგეხვევა გარს და სხვას ვერაფერს გაიგებ მის გარდა.

მაგრამ… იმ საღამოს, სხვა რამეც დამამახსოვრდა, რომელიც მხოლოდ ჩემში რჩება, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ისეთი კარგი, აღმაფრთოვანებელი და სულის სამყაროდან გამოღწეული ჯადოსნური ჰანგები მესმოდა… არა, ის მუსიკა რომ აღვწერო, სიტყვებით უნდა შემეძლოს დაკვრა, პოეტურად უნდა ვსაუბრობდე კიდევ უფრო, ვიდრე ახლა და ჩემს ნაწერში მართლაც მთელი მუსიკა, თავისი წინამძღოლი დირიჟორით, უნდა ისმოდეს და მერე როგორ, მთელ ხმაზე, გამეტებით, მძლავრად რომ ყურთასმენა მთლიანად წაიღოს და გაგაგიჟოთ, მაგრამ ვფიქრობ ეს მე არ ძალმიძს, ამიტომ ვიტყვი ასე – ენით აღუწერლად გასაოცარი იყო ჯგუფი SANDA-ს გამოსვლა კაფე ნოველლაში. Continue reading

გურამ დოჩანაშვილი – გივიზე

bb58658f3a1546d68a1dcfc92a6f7bd4ვერასდროს ვახერხებდი ჩემი მობილურით (რომელსაც უკვე ცალი ფეხი სამარეში უდგას და ისე ჭედავს, მგონია ყოველ წამს გულის შეტევა ემართება) ვყოფილიყავი სოციალურ ქსელში, ან საერთოდ რაიმე “ზედმეტი” პროგრამა გადმომეწერა, მაშინვე რომ იწყებდა საშინლად ბუხ-ბუხს და მერე მეც ცალკე გულს მიხეთქავდა რამე არ დაემართოს-მეთქი, თვითონაც წვალობდა ბევრი დატვირთვისგან და ძალიანაც არ ვტვირთავდი. თუმცა რამდენიმე დღის წინ ვცადე, “საბას” აპლიკაცია გადმოვწერე, რა თქმა უნდა, დარეგისტრირებული ოდითგანვე ვარ, და კიდეც დევს ჩემი ნაწარმოებები… აბა ისე როგორ?!

მაგრამ უნდა გიამბოთ, თუ რამ მიბიძგა აქამდე. წვიმიანი დღეები, უნივერსიტეტშიც უსაშველოდ გაწელილი დრო და დამღლელი გზა, მეტროში, თუნდაც ავტობუსში, რომელიც არა და არ წყდება. ამასთან, შევიტყვე რა, გამოდის თურმე გურამ დოჩანაშვილის, ამ ლეგენდარული ქართველი მწერლის და საამაყო პიროვნების (რომლის სამოსელი პირველის წაკითხვაც გეგმაში მაქვს და არ დამძრახოთ ჯერ რომ არ წამიკითხავს 😛 ) წიგნი, რომელიც მან თავის ამხანაგზე, გივიზე დაწერა, აი ჩვენი ახლანდელი ტრაგედიის 13 ივნისის წყალდიდობისას რომ დაიღუპა ზოოპარკში.

თავიდან გაფრთხილებასავითაც გვეუბნება, რომ ბევრს არ ილაპარაკებს, არ მიედ-მოედება არაფერ სხვას და ჩემეული ჩუქურთმების გარეშე გიამბობთ ნამდვილ ამბავსო, ნამდვილს და მისაღებსო…  Continue reading

ნარნიაში ჩაკარგული ჩემი ფიქრები – ჯადოქრის დისწული

20151009_195528

ერთხელ ერთ საშინლად ბნელ ადგილას მოვხვდი, ჩემ მეგობრებთან ერთად, ისეთი სიბნელე იყო და სიცივე, რომ ტანში ჟრუანტელი მივლიდა და საოცრად მეშინოდა. მეგონა ვეღარასდროს ვნახავდი სინათლეს და ამან უფრო შემაშინა ვგონებ და ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც სიმღერის ხმა გავიგონე. ცოტა ხნის შემდეგ ჯერ ვარსკვლავები გამოჩნდა ცაზე, მერე მზე, კიდევ რაღაც დროის შემდეგ ცა გამოიკვეთა და ირგვლივ გამოჩნდა ყველაფერი. მალევე მომღერალიც დავინახე. ის თქვენ წარმოიდგინეთ და ერთი ჩვეულებრივი, თითქოს არაფრით განსაკუთრებული ლომი იყო, მაგრამ აი აქ შევცდი.

ის მეფე ასლანი იყო…  და ნარნიის შექმნის მომსწრე გავხდი. თვალები ვჭყიტე, განვცვიფრდი, და ბნელი ჩემთან ერთად განათდა, როგორი ლამაზი იყო.

ჯერ კიდევ მაშინ უნდა შემეძინა, როცა ახალი გამოსული იყო და არც ყველა მაღაზიაში არ იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე დავლოდებოდი პრეზენტაციას. მეორე დღესვე იყო, გავვარდი სასწრაფოდ და წიგნის გარეშე არც წამოვსულვარ. აბა რის ერკე ვარ, ასეთი წიგნის ყიდვის შესაძლებლობა, რომ გამეშვა ხელიდან, თან ნინო შეყილაძის თარგმანი, თან წიგნები ბათუმშის გამოცემა. ეს ორი ერთად, რაღაც ხარისხობრივად იმდენად კარგად ჯდება ერთმანეთში, რომ სანდოობის და ნამდვილად ხარისხიანობის ეფექტს და მოლოდინს ქმნის. არა მარტო მოლოდინს, არამედ ნამდვილად ხარისხიანია, რომელსაც ამ ხარისხთან შედარებით ნამდვილად საუკეთესო ფასი ადევს. ყველაზე მეტად კი წიგნის ორიგინალურობას თვითონ მასში მოცემული ილუსტრაციებიც ახდენს და სხვაგვარ ელფერს აძლევს წიგნს, მართლაც რომ ნარნიას დაგანახებთ და საოცარ ემოციას დაგიტოვებთ თითოეული ილუსტრაცია.

20151010_204723თარგმანი არაჩვეულებრივი, გამოცემა არაჩვეულებრივი… შინაარსი არაჩვეულებრივი. პრეზენტაციიდან სწორედ ამ დუეტის ავტოგრაფით დამშვენებული წიგნი წამოვაცუნცულე სახლში. ჯერ ირაკლი ბაკურიძეს მოვაწერინე ხელი (რომელსაც ასლანს თუ შევადარებ მხოლოდ), შემდეგ ნინოს ძებნა დავიწყე, მაგრამ უკვე წასული დამხვდა. მეც რომ სახლში ვბრუნდებოდი დამწუხრებული, ავტობუსის გაჩერებასთან შემხვდა, იქ იდგა, ნამდვილად იდგა და აქაც შემთხვევით ვისარგებლე. ბედი არ გინდა?! როგორი საოცარია, თვითონ ცხოვრებაა ფანტასტიკა, ამას ყოველთვის ვამბობ და კიდევ გავიმეორებ ახლა. ცხოვრება იმდენად არის მოულოდნელობებით სავსე, რომ რასაც არ ელოდები ის ხდება, თან ეს დამთხვევები, რომლებიც სულაც არ არის დამთხვევები… მართლაც ძალიან კმაყოფილი წამოვედი პრეზენტაციიდან, უფრო მიახლოებული სიტყვებით, რომ ვთქვა მეც ფრთოსანი რაშივით გამოვქროლდი, სასწრაფოდ წაკითხვის სურვილით განმსჭვალული, რადგან ნარნია ფილმი ძალიან მომწონს, ისტორიაც უნიკალურია, ახალი სამყარო, ჩვენსავე სამყაროში, მაგრამ სრულიად სხვა სამყარო, სადაც ყველაფერი ცოცხალია, ღვიძავთ ცხოველებს და მეტყველებაც კი შეუძლიათ მათ.

ნარნია… წიგნი, სადაც თქვენ იმდენად ცოცხალი ხართ, მთელი ძალით გსურთ ყვირილი, რომ გააგებინოთ ყველას. წიგნი, რომელშიც ბევრი ბიბლიური მონაკვეთებია აღწერილი, მაგრამ რა თქმა უნდა ალეგორიულად და წიგნი, სადაც თქვენ თავს აუცილებლად იპოვით.

მე ვიგრძენი და დავინახე ჩემი ნაწილის ცუდი და კარგი თვისებები. განვიცადე იმედგაცრუება და შიში, ცდუნებამაც კი მძლია, მაგრამ ესეც გადავლახე და ბოლომდე რაღაც სასწაულად მივედი. სასწაული ყოველ ჩვენგანშია, სასწაული გვამოძრავებს და ის გვიხსნის ხოლმე ცუდი კლანჭებიდან. მთელი ცხოვრების არსი ის არის, რომ იცხოვრო როგორც შეგიძლია, იცხოვრო სიყვარულით და იყო ბედნიერი!

ამას გვასწავლის სწორედ ეს წიგნიც. იყავით ბედნიერები… ❤

დიდი მადლობა მთარგმნელს ნინო შეყილაძეს (პოლის) და ირაკლი ბაკურიძეს (ასლანს) ამ შესანიშნავი წიგნისთვის, დიდი მადლობა რედაქტორებსა თუ დიზაინრებსაც, კიდევ უამრავთ, ვისაც ამ წიგნთან ჰქონდა შეხება და დარჩნენ ინკოგნიტოდ, სცენის მიღმა. დიდი მადლობა ამ წიგნის ასე კარგად მოტანისთვის ჩვენამდე, ასე ხარისხიანად. ხოდა ჩვენც რა დაგვრჩენია? წავიკითხოთ პირველი, დაველოდოთ მეორე ნაწილს.. პირადად მე ძალიან მინდა გავაგრძელო კითხვა და აუცილებლად პირველი ვიქნები, როცა პრეზენტაცია დაიგეგმება კვლავ…

მილან კუნდერა – შეუცნობელი

7417

ემიგრაცია ოდითგანვე იყო და ყოველთვის იქნება. ის საშინელ მელანქოლიას და ნოსტალგიური ტანჯვისკენ სწრაფვას გულისხმობს, როცა შენი სამშობლო, შენსავე ცნობიერებაში იკარგება და აღარც გახსოვს მისით ბოლოს როდის დატკბი. შენი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა, ორჯერ ცხოვრობ თუ ასე შეიძლება ითქვას, წინა ცხოვრება კი ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, როგორც დიდხანს გამოუყენებელი რაიმე ნივთი ან დიდი ხნის წინ წაკითხული წიგნის სახელი და რჩება მხოლოდ დიდი ტკივილი მარცხენა მხარეს, რჩება სევდა, ხოლო თვალწიინ დამდგარი შენი მონატრებული ქვეყანა, მისი პეიზაჟები და ცხოვრების კვალი, უკვალოდ ქრება.

პრაღადან პარიზში იძულებით, ომის გამო გადასახლებული ირენა, რომელიც ფიქრობს რომ გაურბის ტანჯვას და ომს, მაგრამ ომი ქვეყნიდან წასულს საკუთარ თავში, მის შიგნით ეწყება, როცა ის ტკბება პარიზის ხედებით, მაგრამ მას ნოსტალგია სტანჯავს. nostos ბერძნულად დაბრუნებას ნიშნავს, algos – ტანჯვას. მისი ფიქრები მისი ოცნებები გაჯერებულია ტანჯვის ელემენტებით, ჰყავს ქმარი, ვეცნობით მის წარსულს და გვხვდება ბევრი დამაფიქრებელი და საინტერესო ფაქტებიც, რის ამოხსნასაც ვერა და ვერ ვახერხებთ. მისი არსი გარკვეულწილად შეუცნობელიცაა და ყოველი პერსონაჟი სხვადასხვაგვარი, ბედით ისე დაკავშირებული, რომ თქვენც კი გაგაოცებთ.

ერთი სიტყვით, ეს არის წიგნი თვითონ შეუცნობელი და არა მხოლოდ პერსონაჟები. წიგნი, რომელსაც კითხულობ და ბედით გადაჯაჭვულ პერსონაჟებს ირონიით უყურებ, თითქოს გიგრძვნია, შენც განგიცდია და გინახავს, თითქოს კი ყველაფერი შენს ცნობიერში ბუნდოვანია. Continue reading

მარკეტინგის ფსიქოლოგია (მნიშვნელოვანი ნაწყვეტები)

2015-09-30 16.50.37

მათ ვისაც ნამდვილად სურთ წარმატების მიღწევა და სულ წინსვლა. უფრო მეტის გაგება, მაშინ ეს ამ წიგნიდან ამოწერილი მონაკვეთები, ნამდვილად გამოგადგებათ.

  1. სოციალურად და ფსიქოლოგიურად პერსპექტიულია მარკეტინგული მიდგომა, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით „წაწარმოოთ ის, რაც იყიდება და არა გავყიდოთ ის, რაც იწარმოება“.
  2. ეფექტურად მართო დღეს – ნიშნავს არ მისდიო კუდში მოვლენებს და რეაგირება მოახდინო არა მხოლოდ მომხდარზე, არამედ მართო გამჭრიახად, აქტიურად, შეიძლება ითქვას შეტევით.
  3. მენეჯმენტის მიღწევათა ძლიერი მოტივაცია – მიზანდასახულობა, სწრაფვა იქითკენ, რომ იყოს წინ, შეიძინოს სრულყოფილება, მიაღწიოს ბევრს ცხოვრებაში, საქმის ვითარებით ჯანმრთელი დაუკმაყოფილებლობა, თვითკრიტიკულობა, დაუშრეტელი ენერგიულობა; შემოქმედებითი თვისებები – განვითარებული ინტელექტი, წინდახედულობა, მომავლის განჭვრეტის უნარი, სიახლის განცდა, ინიციატივურობა, დამოუკიდებლობა, მომავალში გზის გათვლის უნარი; ნებისყოფა, სიმამაცე, ვაჟკაცობა, მდგრადობა.
  4. წარმოების სრულყოფის აუცილებლობა დაკავშირებულია ობიექტურ-სუბიექტურ კანონზომიერებასთან, რასაც ეწოდება საქონლის სასიცოცხლო ციკლი და ხასიათდება დროში ცვალებადობით, ერთსა და იმავე პროდუქტზე მოთხოვნილებებისა და მისგან მიღებული მოგების ევოლუციით. იგი შედგება ოთხი ეტაპისგან:
  • ბაზარზე შეტანა (დანერგვა) – ბაზარზე საქონლის გამოჩენა და გაყიდვის მოცულობის თანდათანობით გაზრდა. საწარმო ამ დროს პრაქტიკულად არ ღებულობს მოგებას დიდი შეფერხების შედეგად, რაც დაკავშირებულია ბაზარზე საქონლის დანერგვასთან.
  • ზრდა – ბაზარზე საქონლის სწრაფი აღიარებისა და მისი რეალიზაციისგან მოგების შესამჩნევი ზრდის ეტაპი.
  • მომწიფება – გაყიდვების მოცულობის ტემპების თანდათანობით შემცირების ეტაპი, რამდენადაც საქონელმა მიიღო მყიდველთა უმეტესობის აღიარება.
  • დაქვეითება – გაყიდვისა და მოგების მოცულობის აჩქარებული დაქვეითების ეტაპი.

Continue reading

დაშნეროლოგები და ლიბერთინსოლოგები ანუ სიკვდილით განკურნების პრეზენტაცია

james-dashner-4მიმართვა, მწერალ ჯეიმს დაშნერს: ძვირფასო ჯეიმს, ალბათ დიდი ბოდიში უნდა მოგიხადო, იმისთვის, რაც გუშინ მოხდა, ხო, ხო, სწორედ იმ რვა ოქტომბრის, საღამოს ექვს საათზე, ბიბლუსის გალერეაში რომ მოხდა. არა, კი გაგიხარდებოდა, ასეთი სიყვარული რომ დაიმსახურა შენმა წიგნმა საქართველოშიც და ამდენადაც ასე აღინიშნა შენი ტრილოგიის ბოლო წიგნის გამოსვლა, მაგრამ… მაგრამ ისიც არ უნდა დამავიწყდეს, რა მოხდა ამ დღეს და რატომ გიხდი ბოდიშს.

თუმცა რატომ ვიხდი ბოდიშს, ყოველთვის მე რატომ უნდა ვიხდიდე ბოდიშებს და იმის მოლოდინში გული მიფეთქავდეს მაპატიებენ თუ არა. რატომ ვიხდიდე ბოდიშს, თუ არც რაიმე დავაშავე ან თუ ეს ყველაფერი მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ იყავი საქართველოში ჩამობრძანებული ვაჟბატონო და შენი ბრალია. თან პირიქით, ალბათ უნდა გეამაყებოდეს კიდეც ასე რომ მოვიქეცი, შენ მაგივრად რომ ვაწერდი წიგნებს ხელს და “დიდი სიყვარულით ერკესგან” – მეთქი, რომ ვაწერდი. განა ჯეიმს დაშნერისგან მეთქი, ერკესგან-თქო ბიჭო და გეუბნები რა, რომ ამ საღამოს შენი როლი ვიკისრე, ზარმაცო, არ უნდოდა ფანებისთვის ავტოგრაფების დარიგება, არ ჩამოსულა საქართველოში, არ შეხვდა თავის მკითხველს და მერე კიდევ მე უნდა ვიხადო ბოდიშები ხომ?  Continue reading

ემა რაფავას

ჩემი ლამაზი, ჩემი ჭკვიანი, საოცარი, სიყვარულის შესანიშნავი იარაღი და My Sister ემა <3

ჩემი ლამაზი, ჩემი ჭკვიანი, საოცარი, სიყვარულის შესანიშნავი იარაღი და My Sister ემა ❤

ლექსი, რომელიც 28 სექტემბერს დიდის ამბით, ფეხზე მდგარმა წავიკითხე, პირველად…

მე, როდესაც შენ გიყურებ, გულს მინათებს მზე და მთვარე,

სიყვარული ანგრევს კედლებს, შეიყვარებთ, შეიყვარებთ,

სიო ყურში ჩამჩურჩულებს, მე შენ ზღაპარს მეუბნება

როგორ ცხოვრობ და ცხოვრობდი, ან იცხოვრებ შეუცვლელად.

ფოთოლთ შრიალს, მინდვრის კისკისს, შენ ღიმილსაც მე ვადარებ

იმ წამებს და იმ სურვილებს, რაც ცხოვრებას შეგაყვარებთ,

ყველა თითქოს შენში ჩანს და შენ გევლება საუკუნოდ,

ვარდსაც სითბო, სილამაზე, შეგიძლია დაუწუნო.

რაღაც გრძნობა არ მაკავებს, გულს მიტოკებს ნაზი გრძნება

ვგრძნობ რომ შენი ნახვით მასში, დანაკლისი შეივსება,

გულს უხარებ, მათ ვინც გიცნობს, შენ ერთი ხარ მუდამ ქვეყნად,

შენ მსგავს ყვავილსაც ვერ ვნახავ, არსად არ მოიძებნება.

ვერ წამართმევს მე შენ მზერას, ვერცა კაცი ზიზღით სავსე

ვერ მომპარავს გრძნობას ქარი, ის ჩემ გულში მოვათავსე,

ნიავს მიაქვს წრფელი ვნება, სიცოცხლე და დროთ მშვენება

თუ ხარ ნაზი და ფრთიანი, შენი სახე მეზმანება.

საიდუმლოს, ჩემს გულის ფიქრს, კვლავ სულ ჩემში ვიმახსოვრებ

არ ვუმჟღავნებ არც არავის, მე გრძნობით არ ვიმათხოვრებ,

გალაქტიკებს მივანათებ, იქ წერია ჩემი ბედი

კვლავ ლამაზო, მშვენიერო, შეგაბერდი, შეგაბერდი.

დრო გადის და სილამაზე არ იცვლება, არცა ჭკნება

შენ სიყვარულს ვერ ვიფიცებ, სამყაროში იკარგება,

სურნელებას, ქარში აფრქვევ, ფანტელებად მე მედება,

ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ემა! მე და ემა!

ე.მ.

2 სექტემბერი 2015   14:00