სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი. Continue reading

Advertisements

დაშნეროლოგები და ლიბერთინსოლოგები ანუ სიკვდილით განკურნების პრეზენტაცია

james-dashner-4მიმართვა, მწერალ ჯეიმს დაშნერს: ძვირფასო ჯეიმს, ალბათ დიდი ბოდიში უნდა მოგიხადო, იმისთვის, რაც გუშინ მოხდა, ხო, ხო, სწორედ იმ რვა ოქტომბრის, საღამოს ექვს საათზე, ბიბლუსის გალერეაში რომ მოხდა. არა, კი გაგიხარდებოდა, ასეთი სიყვარული რომ დაიმსახურა შენმა წიგნმა საქართველოშიც და ამდენადაც ასე აღინიშნა შენი ტრილოგიის ბოლო წიგნის გამოსვლა, მაგრამ… მაგრამ ისიც არ უნდა დამავიწყდეს, რა მოხდა ამ დღეს და რატომ გიხდი ბოდიშს.

თუმცა რატომ ვიხდი ბოდიშს, ყოველთვის მე რატომ უნდა ვიხდიდე ბოდიშებს და იმის მოლოდინში გული მიფეთქავდეს მაპატიებენ თუ არა. რატომ ვიხდიდე ბოდიშს, თუ არც რაიმე დავაშავე ან თუ ეს ყველაფერი მოხდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ იყავი საქართველოში ჩამობრძანებული ვაჟბატონო და შენი ბრალია. თან პირიქით, ალბათ უნდა გეამაყებოდეს კიდეც ასე რომ მოვიქეცი, შენ მაგივრად რომ ვაწერდი წიგნებს ხელს და “დიდი სიყვარულით ერკესგან” – მეთქი, რომ ვაწერდი. განა ჯეიმს დაშნერისგან მეთქი, ერკესგან-თქო ბიჭო და გეუბნები რა, რომ ამ საღამოს შენი როლი ვიკისრე, ზარმაცო, არ უნდოდა ფანებისთვის ავტოგრაფების დარიგება, არ ჩამოსულა საქართველოში, არ შეხვდა თავის მკითხველს და მერე კიდევ მე უნდა ვიხადო ბოდიშები ხომ?  Continue reading

აქცია – მე აქ ვიყავი… და ვიყავი კიდეც

1

მე აქ ვიყავი და თქვენ?

ვფიქრობ ასეთი კარგი აქციები ხშირად უნდა ტარდებოდეს ხოლმე. მომხმარებელიც მეტია, ნაწყენი კი ნამდვილად არავინ რჩება, რადგან სწორედ აქ ჩნდება კარგად ვის უყვარს წიგნის კითხვა და ვის არა. დამიჯერეთ, როცა წიგნზეა ხოლმე საუბარი მაშინვე გავრბივარ, იქ სადაც წიგნს ახსენებენ, იქნება ეს აქცია ლიბერთინსის, სხვა წიგნის პრეზენტაცია თუ მწერალთან შეხვედრა მე აუცილებლად პირველი ვარ ყოველთვის ადგილზე. ორჰან ფამუქთან შეხვედრაზეც კი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მქონდა მისი წიგნი წაკითხული და არც ვაპირებდი ყიდვას. (ეს მხოლოდ მე და ფამუქს გვეხება და წიგნი აქ არაფერ შუაშია)… ეს არის წიგნის სიყვარული სწორედ. თან თუ პროფესიადაც მწერლობას ირჩევ ხო საუკეთესო ვარიანტია… Continue reading

ლორენ ოლივერი – დელირიუმი (ამორ დელირია ნევროზა)

14041127502სულ ვფიქრობდი და ვამბობდი, რომ ადამიანმა უნდა ნახოს, განიცადოს უსიყვარულობა, რომ არასდროს მოუნდეს ასე ცხოვრება, რომ უფრო მეტად დააფასოს სიყვარული და მისი არსებობა-მეთქი. ამას იმიტომ ვამბობდი, რომ მინდოდა დამეწერა (და ახლაც მინდა), წიგნი რომელიც იქნებოდა ადამიანთა ბოროტებაზე, მათ შეცდომებზე, ქცევებზე, ხშირად ყველასგან გასაკვირ გულგრილობაზე და მათ გრძნობებზე, ოღონდ სიყვარულის გარეშე და როცა ამ წიგნის შესახებ გავიგე, ცოტა შევშინდი კიდეც.

“ვაითუ დამასწრო?” – გავიფიქრე მაშინ და ახლაც მახსოვს ის გრძნობა, როგორ მომწყდა და ყველაფერი ქვესკნელში დაინთქა. თითქოს ჩემს ფეხქვეშ მიწა გამომეცალა და ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ამოცანა, ანუ ის რის გამოც ამდენს ვმუშაობდი, ამდენს ვწერდი (ამას კი სწორედ ამ წიგნის გამო ვაკეთებდი, რომლითაც ხალხს დავანახებდი რა საშინელებაა ცხოვრობდე სიყვარულის გარეშე) უკვე დაწერილი აღმოჩნდა. სიმართლეს გეტყვით, რომ ამ წიგნის ქართულად გამოსვლას სწორედ ამიტომაც ველოდი ასე მოუთმენლად და ხელში როცა ჩავიგდე მაშინვე მისი სულმოუთქმელად კითხვა დავიწყე.

არ მახსოვდა მეგობრები, არც სოციალური ქსელი, არც ტელეფონი და სხვა რაიმე ცივილიზაციასთან დამაკავშირებელი ნივთი თუ მოწყობილობა. მთელი დღეები მის კითხვაში ვეფლობოდი და ერთი სული მქონდა როდის დავამთავრებდი. განა იმიტომ რომ მასზე დამეწერა ან უბრალოდ გული დამემშვიდებინა ეს წიგნი, ჩემს დაუწერელ წიგნს არაფრით ჰგავს-მეთქი, ან იმის გამო, რომ სხვა წიგნის კითხვა დამეწყო. მეტიც, ამ წიგნს შიშით ველოდი და მართალია მაშინვე დავიწყე და მართლა ჩამითრია და თავი სწრაფად ჩამაკითხვინა, მაგრამ კითხვისას სხვა მოტივიც მამოძრავებდა, რაც ზევითაც ვთქვი, ამიტომ მე მორიგი მკითხველის თვალით არ ვკითხულობდი ამ წიგნს და “დელირიუმი” ჩემთვის უმნიშვნელოვანესი წიგნი იყო, არის და იქნება, რადგან მას შეეძლო ჩემი მომავალი ბედის გადაწყვეტა, ჩემი მომავლის აშენება ან დანგრევა და სწორედაც ასე მოხდა.  Continue reading

გიკი გოგო 2 – ის ცხელი აქცია

11822612_292687217568342_4632209010501485204_n

სიცხეში რიგში დგომა, როგორი საშინელებაა და როგორი გაუსაძლისი ხდება დგომა ეს ყველამ ვიცით, განსაკუთრებით თუ რიგი ძალიან შემჭიდროვებულია და სუნთქვაც კი არ შეგიძლია, იხუთები, ოფლად იღვრები და ძალიან გინდა, რომ თავი მალე დააღწიო. მაგრამ ასევე რიგიდან გასვლაც არ გინდა, რადგან რიგის ბოლოში ყველაზე სასიამოვნო რამ გელოდება, რაც შეიძლება ოდესმე სადმე მიიღო.

რიგში დგომის გაუსაძლისობა არ ეხება წიგნის რიგს, რა დროც არ უნდა იყოს, რომელი სეზონიც არ უნდა იყოს ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ წიგნის რიგში დგომა არასდროს არის მათთვის მოუხერხებელი და ისეთი, რომ ვერ გაუძლო. ყოველთვის შეგიპყრობს სასიამოვნო ფიქრები, ცოტაც და აი შევალ, ავიღებ წიგნს და შემეძლება წაკითხვა. ცოტაც და უკვე ფინიშში გავალ, ღმერთო რა ბენდიერებაა.

ბავშვებმა დაამტკიცეს, რომ წიგნის სიყვარული მათთვის უბრალო ახირება კი არა ეს ნამდვილი სიყვარულია, რომლითაც სულის მშვნეიერ ნაწილს იმდიდრებენ და ეს ის სიყვარულია პირველივე დანახვისას, რომ ხვდები “ის ის არის, შენ კი შენ ხარ”. Continue reading

ლევან ინასარიძესა და ელის სიბოლდის ხანა – ლიბერთინსი!

download

ყველაფერს თანმიმდევრობით მოგიყვებით. და ვფიქრობ ვიცი საიდანაც უნდა დავიწყო.

ბიბლუსში ვარ, მაგრამ არა ბიბლუსის გალერეაში. რამდენიმე საათია დარჩენილი პრეზენტაციამდე და მე შემიძლია კვლავ სახლში მივიდე ცოტა ხნით, დავისვენო გრძელი დღით დაღლილი და დასვენებული წავიდე უკვე საპატიო ადგილას. ერთ-ერთ თაროსთან ვდგავარ და წიგნი ხელში მიჭირავს, ვკითხულობ, ვათვალიერებ. ამ დროს კი ორი გოგონა შემორბის ბიბლუსში დედასთან ერთად. მათ თვალს ვაყოლებ, ისინი თაროებისკენ გზას სწრაფად იკვლევენ და წიგნს ეძებენ. ერთი დაახლოებით 8-9 წლის თუ იქნება, მეორე კი მასზე ოდნავ დიდი, ალბათ 12-14 წლამდე. სიმაღლეში განსხვავება კი არც ისე დიდია, მართლა. დედა მათ უკან დგას და ისინი უნებურად ჩემს გასწვრივ, რომელ თაროსთანაც მე ვდგავარ იქ დგებიან, 8 წლის დაბალი გოგო იმუხლება შეუმჩნევლად, რადგან ჩამუხვლა საჭირო არც იყო წიგნს რომ დასწვდომოდა და თავის დას წიგნს აჩვენებს. ეს წიგნი კი “წყლის საიდუმლო” იყო, რომელიც ასევე ლიბერთინსმა გამოსცა და მისი ყიდვაც სულ რაღაც სამ ლარად შეგეძლოთ თავის დროზე, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელია. 12 წლის შავთმიანი გოგო კი თავის პატარა დას რაღაცას ეუბნება და თავზე ხელს უსვამს. მერე ეკითხება რომელი წიგნი გინდაო და ისევ “წყლის საიდუმლოს” ადებს ხელს. მეორე დის დაჟინებული მზერა კი ჰარუკი მურაკამის რომელიღაც წიგნზეა მიპყრობილი, მე კი სულ მავიწყდება წიგნი, რაც ხელში მიჭირავს და ჩემი საძიებო წიგნიც, სტივენ კინგის – მობილური, რომლის ყიდვაც მინდოდა და მთელი ყურადღებით ბავშვებისკენ ვიყავი. მერე ეს ბავშვი იძახის, პატარა, რომ ძალიან მიყვარს ლიბერთინსი ეს მიყიდეო, თითქოს დედა იქ არ იყოს და თავისი დის გადასაწყვეტი ყოფილიყოს. მეც უჩვეულო ღიმილს მგვრიდა და უფრო მახსენდებოდა პრეზენტაცია, სადაც მინდოდა ეს ყველაფერი ვინმესთვის მომეყოლა, მაგრამ ამის თქმა ვერავისთან ვერ მოვახერხე, კვლავ ვარჩიე აქედან მოვყვე და ყველამ გაიგოს ლიბერთინსის “ღვაწლიც” ბაშვებისადმი.  ისიც მინდოდა უცებ მივვარდნილიყავი და ორივესთვის მეთქვა “წყლის საიდუმლო” აეღოთ და 12 წლის გოგონასთვის მეთქვა, რომ თავისი დისთვის დაეჯერებინა. საბოლოოდ მაინც პატარა გოგონამ გაიმარჯვა, მაგრამ მანამდე მაინც მაღალმა დამ “თუ დავრჩებისაც” დაავლო ხელი, მათში მაინც ლიბერთინსის წიგნები მძლავრობდნენ, მაგრამ პატარა დამ ურჩია “რომელიც პატარაა ის იყიდეო” და მაინც ემი იტარანტას წიგნზე შეაჩერეს არჩევანი. 8 წლის გოგნას ნათქვამზე გაცინებისგან თავი შევიკავე, მაგრამ როცა სალაროსკენ კუნტრუშით მიარბენინებდა თავისი გამარჯვებით მოპოვებულ “წყლის საიდუმლოს” კვლავ თვალი ვერ მოვაცილე მათ. ასე რომ არ მომხდარიყო ვფიქრობდი ჩავრეულიყავი და მეთქვა, რომ ლიბერთინსის მიერ გამოცემული წიგნი ჯობდა ეყიდათ, ვიდრე მურაკამი, მაგრამ როგორც ვეჭვობდი ისე მოხდა და ჩემი ჩარევაც საჭირო არ აღმოჩნდა. თუმცა მე უფრო “თუ დავრჩების” ავურჩევდი გოგონებს, რადგან ვიცოდი რასაც ვურჩევდი, წყლის საიდუმლოზე კი ბრმად ვერაფერს ვეტყოდი. სალაროსთან პრეზენტაციაზეც წამოსცდათ ბავშვებს, იცოდნენ და ძალიან უნდოდათ ახალი წიგნის შეძენაც. დედას ისეთი თვალებით შეხედეს, რომ ის გოგოები მაშინვე შემიყვარდნენ. აი, ისეთი გოგოები იყვნენ თავისას ყოველთვის, რომ აღწევდნენ და უკან დახევა, რომ არ სჩვეოდათ გარდა გამონაკლის შემთხვევებისა ალბათ. მაგრამ მათ თვალებში წიგნის სიყვარული დავინახე, რაც ძალიან მესიამოვნა და ასეთი პატარა ბავშვები წიგნებს, რომ კითხულობენ და სიამოვნებთ წიგნებს შორის ბოდიალი ესეც სასიამოვნო ფაქტია და ყოველთვის როცა წარმოვიდგენ გულს მითბობს ხოლმე. ეს კი Liberteens-ის “ბრალია”. Continue reading

მარკუს ზუზაკი – წიგნის ქურდი – ქურდი არ არის!

20150707_155341

წიგნის ქურდი, ქურდი არ არის!

არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, როგორ მიიჩნევს საქართველოს და სხვადასხვა ქვეყნების კანონმდებლობა, ან სისხლის სამართლის კოდექსი.

წიგნის ქურდი, ქურდი არ არის – კვლავ ვიმეორებ! Continue reading

ვეფხვსა და წვიმას გარიგებული ლიბერთინსელები – კვლავ ატირებული ზეცა!

11540893_278466085657122_2371159907566892049_n

ამ პოსტს ვუძღვნი მათ, ვინც რამდენიმე საათით ჰაერში ფრენა მასწავლა. იცოდეთ, რომ თქვენ გარეშე მე არავინ ვარ, თქვენით ვცოცხლობ მხოლოდ. ❤

ლიბერთინსი კი ამის განხორციელებას ხელს უწყობდა!

ლიბერთინსის აქციები ჩემთვის არა მარტო წიგნის ყიდვის ტრადიციაა, არამედ ბევრი ემოციების და ჩახუტებების მიღების დღე. როცა აქციები იწყება, უკვე ვიცი ხოლმე, რომ უნდა მოვემზადო შოკისთვის, ყველაზე დიდი სიამოვნებისთვის, რომელიც წიგნის ყიდვაზე დიდიც კია. ეს არის იმ გოგოების ნახვის სიხარული, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, მეც ძალიან მიყვარს და ასე ვართ ტკბილად ერთად.

ჩემ გოგოებს და ჩემ ცოლს ხელი! Continue reading

ჟამთააღმწერელი ერკე, რომელსაც ტორტი არ შეხვდა ანუ ლიბერთინსი 1 წლისაა

10462987_269889453181452_452319563025181094_n

ჰეეი!

აბა აქეთ მოგროვდით რაღაც უნდა გითხრათ, მოგიყვეთ.

ჰეეი!

მოიწით ახლოს, რომ დაგინახოთ და ჩემი ხმა ყველამ გაიგოს.

ჰეეი! ჰეეი! განა გაიგებენ ახლა. ასე დაბნეულად ნუ იყურებით, ცოტა აქეთაც მოიხედეთ, ვისთვის ვყბედობ აბა?

ჩემთვის კი არ ვამბობ ამ ყველაფერს, მინდა ყველამ კარგად გამიგოთ.

რაა? ჩემი გეშინიათ?

ჰაჰა. მოიხედეთ, როცა გელაპარაკებით ეგ ხომ იცით არაა სწორი საქციელი ხოდააა მისმინეთ ახლა, თორე მე ვიცი რასაც ვიზამ.

არა, არ გავბრუნდები და არ გავჩუმდები. უფრო ხმამაღლა ვიყვირებ…

გესმით? ხო, ყველანი აქ ხართ?

ძალიან კარგი. მაშინ მისმინეთ…

Continue reading

ლიბერთინსის კიდევ ერთი – მეხუთე აქცია – წიგნის ქურდი

11063895_255791607924570_4268767664608657668_n

ყოველ ჯერზე, როცა ამაზე წერას ვიწყებ, გულში თბილი სიო და ჟრუანტელი მივლის ხოლმე, მიუხედავად იმისა, თუ რა გადავიტანე კიდევ ერთხელ ამ აქციაზე, ისინი ჩემთვის უკვე ოჯახივით არიან, რა თქმა უნდა ვერ ვიცნობ ყველას კარგად, მაგრამ წინა ცხოვრებაში მათ ნამდვილად ვიცნობდი, თან ისე, რომ მათი ყველაფერი ვიცოდი და ძალიან ვენდობოდი, ისინი კი მე. (ახლა სანდო არ ვარ)…

Liberteens – ჩემთვის თავისუფლების, სიხარულის, ბედნიერების, წიგნის კითხვისას განცდილი სიამოვნების და რიგში დგომის, უამრავი ბავშვის სიხარულის სიმბოლოა. ის ადგილი, სადაც თავი თავისუფლად შეიძლება ვიგრძნო, ბედნიერად. ძალიან მიხარია, რომ ეს ჯგუფი შეიქმნა, რომ ჩამოყალიბდა და მათი არჩეული წიგნები კი ყველას გვიხარებს გულს. და როგორ მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში მე, მაგრამ ვიცი ასე არ იქნება, რა თქმა უნდა ესეც ფარდობითია და ჩემზე მეტად თუ სხვას უხარია, ღმერთმა გაგიმარჯოთ, მეც მიხარიხართ, რომ არსებობთ. წიგნის სიყვარული ერთადერთი ბედნიერებაა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე გადავყრივარ და ეს ბედნიერება, სიცოცხლის ბოლომდე გაყვება თითოეულ ადამიანს. Continue reading