დავით დეფი – სამყაროს ყველა საიდუმლო

547896_678918952150729_1442748797_n

ყველაფერი შეუდარებელი იყო, გასაოცარი, სულის გამაშიშვლებელი და ძალიან შთამბეჭდავი ამბავი, თხრობა, ავტორი და შინაარსიც.

დეფის სიტყვებით, უფრო სწორედ მწერალი ლეგა გარსევანიძის სიტყვებით დავიწყებ: “ადამიანს არა ხუთი და ექვსი გრძნობა აქვს და არც შვიდი, რვა ან ცხრა, არამედ უთვალავი, უსასრულოდ ბევრი… და ყველა ეს გრძნობა, მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა შენში სიყვარულია და შენ ხარ სიყვარულში… და ხარ როგორც ღმერთი, რადგან ღმერთი ნებისმიერი ადამიანისნაირია. სამყაროს ყველა საიდუმლოზე პასუხს მაშინ ღებულობ.” – ესეც ამ რომანის მთელი არსი, რასაც თავისთავად თვითონ სამყაროც მოიცავს.

დავით დეფის შემოქმედებაში რაც “დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოებას” გავეცანი ეჭვი არ შემპარვია, ვიცოდი რომ ეს წიგნიც ასევე გენიალური იქნებოდა და ვაი რომ მართალი აღმოვჩნდი, თან არა მარტო გენიალური, ამ წიგნს თვითონ “დასასრულისა და დასაწყისის საზოგადოებაზე” გენიალურიც შეიძლება ეწოდოს. ვიცოდი იმედს არ გამიცრუებდა და მართალიც აღმოვჩნდი.

იცით რა? დეფის შეუძლია სამყარო ისეთი დაგანახოთ, როგორიც ის სინამდვილეში არის და გიბიძგოთ გახდეთ უკეთესი ვიდრე ხართ, დაფიქრდეთ შემოქმედის ნებაზე, მის ყოვლისმძლეობაზე და დაფიქრდეთ ყველაფერზე, რაც კი აქამდე გონებაში არ გაგივლიათ, რასაც კი შეეხება ჩემი წინა პოსტი სწორედ ——-> დაბადებისა და სიკვდილის, სიცოცხლის საიდუმლო. ყველაფერს გონებაში თავდაყირა გიყენებს და გარწმუნებს შენს გამოსადეგობაში, იმაში რომ საჭირო ხარ სამყაროსთვის და შენც რაღაც მისიას ასრულებ ამ სამყაროში, ამოუცნობია გზები უფლისანი. Continue reading

Advertisements

ყველა ადამიანი “განსხვავებული” და ინდივიდუალურია

screenshot_492

„ერთი არჩევანიც საკმარისია, რომ სამუდამოდ გარდაიქმნა.“

ვფიქრობ, ზემოთხსენებული ფრაზაა ყველაფრის თავი და თავი ამ წიგნში. ის აქცევს ადამიანებს ისეთებად, რომლებიც არ არიან და წარმოუდგენლადაც კი გეჩვენება, ის ახდენს ზეგავლენას ყველა იმ პერსონაჟზე, რომლებსაც შევხვდებით იმ მოულოდნელ სიტუაციებში, რომ მოუწევთ თავიანთი თავის შეცნობა და გამკლავებაც.

სიუჟეტი ვითარდება მომავლის ჩიკაგოში, სადაც ადამიანები ფრაქციებად არიან დაყოფილნი. ხუთი შესაბამისი ფრაქცია და მათ კი ადამიანების უმეტესობა შეესაბამება. Continue reading