უმბერტო ეკო – პრაღის სასაფლაო

უმბერტო ეკო, გენიოსი და ნამდვილად დიდი ადამიანი და მწერალია, რომლის სახელსაც არაერთი გენიალური ნაწარმოები ეკუთვნის. ერთ-ერთია გენიალური ნაწარმოებია პრაღის სასაფლაო, რომელიც საოცარი დამაჯერებლობით და უნიკალური ასპექტებითაა დაწერილი, თითქოს შენში შემოდის, აღწევს ბოლომდე შენს ქვეცნობიერში და რასაც კითხულობ მჟღავნდება, ყველაფერი სახეზე გაწერია და გფლობს სავსებით.

აქ შეხვდებით ნამდვილ არეულობას, ნამდვილ სამყაროში, ყველა დროის უდიდეს დიქტატორებს, ოკულტისტებს, სატანისტებს, მასონებს, იეზუიტებს, რევოლუციონერებს, საფრანგეთის, იტალიის, პრუსიისა და რუსეთის საიდუმლო სამსახურებს, ებრაელებისა და ქრისტიანთა დაპირისპირებებს და სხვა უამრავი სექტის წარმომადგენლებს და რა აკავშირებს მათ ერთმანეთთან? რას ცდილობენ გაექცნენ პერსონაჟები, რისთვის იბრძვიან და რა ძღვენის მიღება სურთ ამ დაუსრულებელი ომისგან? რა აქვთ ჩაფიქრებული და როგორ მიყვება დროის მსვლელობას ეს დაუოკებელი შიში, რომელიც ყველას ამ წიგნში კვალად გასდევს და სიცოცხლეს უმწარებს.

მთავარი პერსონაჟი, სიმონინო სიმინინი, რომელიც ერთადერთი პერსონაჟია გამოგონილი, თუმცა ის და მისი მსგავსი ადამიანები, ყველა ეპოქაში, დროში და ყველა საუკუნეში ჩვენთან არიან, სწორედ ამაში გვახედებს ავტორი, ყვება ამბავს, დაუჯერებელ და ომის მოყვარულ ადამიანთა ამბავს, რომელიც ყველა ეპოქაში იწყება და სრულდება, არ აქვს მნიშვნელობა ეს მეოცე საუკუნე იქნება, ოცდამეორე თუ ოთხმოცდა მეორე. ის ყოველთვის ჩვენთან არს და სწორედ ეს არის ჩვენი დაუსრულებელი პირობითობა. 

რაც ყველაზე სასაცილოა, ის არის, რომ სიმონინო სიმონინი ერთ დღეს იღვიძებს და არ ახსოვს ვინ არის. არც თავისი ოთახი ეცნობა და არც ნივთები, რომლებიც იმაზე მიუთითებს რომ ძალიან ბევრი უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია და მოვლენა დავიწყნია და მათ გახსენებას ვერ ახერხებს. ის კარებს აღმოაჩენს ბინაში, გაღებისთანავე წააწყდება უამრავ ტანსაცმელს, მისაკრობ წვერს, წარბებს და პარიკებს და გრძელ დერეფანს, რომელიც სხვა ბინისკენ გადის, ბინისკენ სადაც აბატი დალა პიკოლა ცხოვრობს. რატომაა ასე? თითქოს რაღაც საერთო საიდუმლო აქვთ, თითქოს აბატს მალავს ვიღაცისგან ან პირიქით ის იმალება აბატთან, რადგან დამნაშავეა. უამრავი კითხვა ებადება, სად არის, ვინ არის, რას წარმოადგენს საერთოდ და მკითხველსაც თავგზას ურევს. ინტერესდები მისი ცხოვრებით, ინტერესდები მისი იდუმალებით და ასე უეცრად მეხსიერების დაკარგვით. დიდ ეჭვებში გაგდებს და თავადაც უამრავ კითხვას ატარებ პასუხ გაუცემელს, თითქოს შენ ხარ სიმონინი და გრძნობ ხიფათებს, რაც მალე თავს გადაგხდება და გეშინია. ეჭვი გებადება, იქნებ აბატი დალა პიკოლა და სიმონინი ერთი და იგივე ადამიანია? მაგრამ როგორ? გრძნობ დაფარულ საიდუმლოს ეცნობი, გრძნობ რომ ამის თქმა არ შეიძლება არავისთვის და გრძნობ, რომ მნიშვნელოვანი ხარ ყველასთვის.

ეცნობი ამ ადამიანის ცხოვრებას, მოღვაწეობას სხვადასხვა ორგანოებში და იძირები მის სიმარტოვეში. გაიცანით, ეს ადამიანი ყველაფერია და არაფერი, მისი ცხოვრება არეულია და დალაგებული და ეს ურთიერთგამომრიცხავი მოგონებები ერთმანეთს ავსებს, და შენ ხვდები მთავარს, დაფარულს და ხვდები ამ ყველაფრის მთავარ აზრს.

შეგიძლიათ იკითხოთ წიგნი ბიბლუსის, პარნასის ან ლიბრას ქსელებში, დიოგენეს გამოცემა უმტერტო ეკოს პრაღის სასაფლაო, რომელიც არაერთ ადამიანს აუხელს თვალს ჩვენი წარსულის და შესაძლო მომავალის, ადამიანის ბუნების გაგებაში. ეს საოცარი რომანი არის ყველაფერი ის, რაც ქმნა, რასაც იქმს და რასაც მომავალში გააკეთებს ადამიანი.

Advertisements

სტივენ კინგი – კერი

book_55544ee554b61ეს ნაწარმოები დაახლოებით ორი თვის წინ წავიკითხე, დღემდე ვეძებდი უბრალოდ შესაფერის სიტყვებს მასზე დასაწერად. წიგნი, რომელიც ასე ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ ვიკავებდი თავს წაკითხვისგან, რატომ? არც მე ვიცი. უბრალოდ დიდი მოკრძალებით ვეკიდებოდი, ეს ხომ მისი პირველი რომანი იყო, არა?

ცალკე ისტორია აქვს ამ რომანს და ძალიან საინტერესო. შეიძლება იცით კიდეც, არ გამოვრიცხავ იცოდეთ, მაგრამ მაინც მოვყვები. შესაძლოა ეს რომანი არც გამოქვეყნებულიყო და არც მოეღწია მკითხველის გულამდე და საერთოდ, არც სტივენ კინგი გაგვეცნო, როგორც მწერალი. როცა კინგი მის პირველ რომანს წერდა, საკუთარი ნაწერით უკმაყოფილომ “კერის” ხელნაწერი ურნაში მოისროლა, რადგან არ ფიქრობდა, მისგან რაიმე კარგი თუ გამოვიდოდა. ტაბიტა პრუსმა, მისმა მეუღლემ (იმედია სახელი არ მეშლება) სრულიად შემთხვევით იპოვა ეს ხელნაწერი სანაგვეში, წაიკითხა, მოეწონა და სტივენ კინგს მან დააძალა, რომ დაესრულებინა რომანი. რის შედეგადაც ეს წიგნი ბესტსელერად იქცა და ამის წყალობით სულ მალე კიდევ რამდენიმე რომანი შეიქმნა მისი ავტორობით. და რა თქმა უნდა, მისი მუზა და თითები აღარ ჩერდება, დღესაც კი აქტიურად აქვეყნებს და აქტიურად მუშაობს მისი გონება!

რომანი საყვარელ გოგო, კერი უაიტზეა, რომელსაც ყველა დასცინის და ყველა აბუჩად იგდებს სკოლაში. ამ აბდაუბდა ხალხის გარემოცვაში კერი გაუმაძღარი ნეხვის გროვებს ცდილობს გაუმკლავდეს, არანაირად ყურადღება არ მიაქციოს და ყველა ის გარემოება უარყოს, რაც მის თავს ხდება. თავისი ზედმეტად ქრისტესმოყვარე და ხალხთმოძულე დედის დამატებით კერი ხდება მანქანა, რომელიც ყველაფრის განადგურებისთვის არის მზად.

კერის ასევე ტელეკინეზის, საგნების გონებით გადაადგილების უნარი აქვს. მისი ამდენი დამცირების, ტკივილისა და სისაძაგლეების მოთმენის უნარი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, თუმცა არც ის იყო რკინასავით გამძლე, ყველაფერი ეთმინა და გულში ჩაემარხა. რა თქმა უნდა, ჰქონდა რეაქციაც, განიცდიდა კიდეც, თუმცა განსაკუთრებულ შურისძიებას არ გეგმავდა, მიუხედავად გარშემომყოფების საქციელისა, ის კეთილი გოგო იყო. უბრალოდ რაც ძალიან უნდოდა, ეს იყო სკოლის დამთავრების ლამაზად დაგვირგვინება, იმ ადამიანთან, რომელიც ცალმხრივად უყვარდა და გამოსაშვებ საღამოზე მოხვედრა მხოლოდ მას შემდეგ მოუნდა, რაც ტომმა ის დაპატიჟა. სხვა გოგონები კერის საშინელ “სიურპრიზს” უმზადებენ მაინც, პირდაპირ სახალხოდ დამცირებისკენ, რაც საბოლოოდ მათვე შემოუტრიალდებათ და ერთი შეხედვით, წესით სასიამოვნო საღამო, რომელსაც სასიამოვნო დასასრული უნდა ჰქონოდა, ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. თუ ეს წიგნი მოგხვდათ თვალში, ისე რომ არ იყიდოთ არ შეიძლება. ყველას ერთი ეგზემპლარი სახლში უნდა გედოთ და ერთი სული გქონდეთ, რომ წაიკითხოთ.

მილან კუნდერა – შეუცნობელი

7417

ემიგრაცია ოდითგანვე იყო და ყოველთვის იქნება. ის საშინელ მელანქოლიას და ნოსტალგიური ტანჯვისკენ სწრაფვას გულისხმობს, როცა შენი სამშობლო, შენსავე ცნობიერებაში იკარგება და აღარც გახსოვს მისით ბოლოს როდის დატკბი. შენი ცხოვრება ორ ეტაპად იყოფა, ორჯერ ცხოვრობ თუ ასე შეიძლება ითქვას, წინა ცხოვრება კი ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა, როგორც დიდხანს გამოუყენებელი რაიმე ნივთი ან დიდი ხნის წინ წაკითხული წიგნის სახელი და რჩება მხოლოდ დიდი ტკივილი მარცხენა მხარეს, რჩება სევდა, ხოლო თვალწიინ დამდგარი შენი მონატრებული ქვეყანა, მისი პეიზაჟები და ცხოვრების კვალი, უკვალოდ ქრება.

პრაღადან პარიზში იძულებით, ომის გამო გადასახლებული ირენა, რომელიც ფიქრობს რომ გაურბის ტანჯვას და ომს, მაგრამ ომი ქვეყნიდან წასულს საკუთარ თავში, მის შიგნით ეწყება, როცა ის ტკბება პარიზის ხედებით, მაგრამ მას ნოსტალგია სტანჯავს. nostos ბერძნულად დაბრუნებას ნიშნავს, algos – ტანჯვას. მისი ფიქრები მისი ოცნებები გაჯერებულია ტანჯვის ელემენტებით, ჰყავს ქმარი, ვეცნობით მის წარსულს და გვხვდება ბევრი დამაფიქრებელი და საინტერესო ფაქტებიც, რის ამოხსნასაც ვერა და ვერ ვახერხებთ. მისი არსი გარკვეულწილად შეუცნობელიცაა და ყოველი პერსონაჟი სხვადასხვაგვარი, ბედით ისე დაკავშირებული, რომ თქვენც კი გაგაოცებთ.

ერთი სიტყვით, ეს არის წიგნი თვითონ შეუცნობელი და არა მხოლოდ პერსონაჟები. წიგნი, რომელსაც კითხულობ და ბედით გადაჯაჭვულ პერსონაჟებს ირონიით უყურებ, თითქოს გიგრძვნია, შენც განგიცდია და გინახავს, თითქოს კი ყველაფერი შენს ცნობიერში ბუნდოვანია. Continue reading

სტივენ კინგი – კაცი რომლის გულშიც შიში ცხოვრობს

stephenkinginvite

ამ სურათს ზოგი არა, არამედ უმეტესობა სტივენ კინგთან დააკავშირებს, ზოგისთვის კი ეს მხოლოდ სურათია, უბრალო ოთახი, ჩვეულებრივი, არაფრით განსხვავებული, პატარა ბავშვის ოთახი, რომელსაც უყვარს კლოუნები და ბუშტები, სათამაშო მანქანები და კიდევ უამრავი რამ…
რასაც ახლა ვამბობ, ეს ჩემთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რომ ჰაერი რომ არ იყოს ცოცხალი არ ვიქნებოდი და ეს ჰაერი, როგორი მნიშვნელოვანიცაა კაცობრიობისთვის, ისეა ჩემთვის კინგი და მასთან შეხება, ან მისი წიგნებით ტკბობა.
პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრია ამ ადამიანისკენ მიმართული, ჩემი გრძნობები დაკავშირებული კინგთან, მაგრამ მაინც მინდა ყველას გითხრათ, რასაც ვფიქრობ და არ შემეძლო უბრალოდ ამის მხოლოდ ჩემ კედელზე გაზიარება.
მაშ ასე, რეკლამა დასრულდა, ახლა ხელი მაგრად ჩამჭიდე და დავიწყოთ:
სტივენ კინგი, როგორც ყველამ იცით, ვიცი რომ ყველასთვის ეს სახელი ძალიან ნაცნობია, საშინელებათა ჟანრის მეფეა, ყველაზე წარმატებული მწერალი ამ კუთხით და ყველაზე საოცარი მჭერვმეტყველი, მხიარული პიროვნება, თუკი ახლოდანაც გაიცნობ, ეს ვიდეოებიდან და მისი გამოსვლებიდანაც კარგად ჩანს და მასთან ნამდვილად არ მოიწყენს არავინ… ალბათ გაკვირვებთ საშინელებათა მეფეს, რომ იუმორის გრძნობა აქვს და მხიარული ადამიანიცაა, გახსნილი ყველასთან და სასაუბროდაც ნამდვილად ყველაზე მაგარი, ბევრის მცოდნეა. რომ დაჯდები მასთან და საათობით შეგეძლება მოსმენა ამა თუ იმ ისტორიის, რაც გადახდა, ან რის გამო დაწერა ესა თუ ის წიგნი, რომელიც შენამდე ემოციურად მოიტანა თავისი სათქმელი და აღგაფრთოვანა. Continue reading

დანიელ პენაკი – რომანივით საკითხავი ანუ ერკეს სამაგიდო წიგნი

1ec92e18350747c2a691eae43648b92b

მკითხველის ხელშეუვალი უფლებები:

  1. უფლება – არ წავიკითხოთ.
  2. უფლება – გამოვტოვოთ გვერდები.
  3. უფლება – ბოლომდე არ წავიკითხოთ.
  4. უფლება – ხელახლა წავიკითხოთ.
  5. უფლება – რაც გვინდა ის წავიკითხოთ.
  6. უფლება ბოვარიზმისა (ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება).
  7. უფლება – სადაც გვინდა, იქ ვიკითხოთ.
  8. უფლება – საიდანაც გვინდა, იქიდან დავიწყოთ კითხვა.
  9. უფლება – ხმამაღლა ვიკითხოთ.
  10. უფლება – არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე.

ჩვენი უფლებების სრული ჩამონათვალი, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვიკითხოთ წიგნები. ეს მცნებასავითაა, როგორც ამას თავად პენაკი უწოდებს და ამიტომ შეაჩერა ჩამონათვალი ათ უფლებაზე.

დიოგენე, როგორც ყოველთვის საუკეთესოა, დიოგენე ყოვლისშემძლეა, დიოგენემ იცის რას აკეთებს, დიოგენე ლიტერატურის სიყვარულით გაჯერებულ წიგნებს თარგმნის, დიოგენე შეუდარებელია, დიოგენე ყველაფერია… Continue reading

ჯონ ფაულზი – კოლექციონერი ანუ ცხოვრება გახვრეტილ ბოთლში

book_5113b5188f44e

ჯონ რობერტ ფაულზი დაიბადა 1926 წლის 31 მარტს, ინგლისში.

ფაულზმა დაიწყო სამხედრო სამსახური 1945 წელს დარტმუნდთან, სადაც გაატარა ორი წელი. მეორე მსოფლიო ომი უკვე დასრულებული იყო, როცა საზღვაო ქვეითად მსახურობდა, ასე რომ ის არასდროს არ მოხვედრილა ომში და არასდროს უბრძოლია. 1947 წელს კი გადაწყვიტა, რომ სამხედრო ცხოვრება არ იყო მისთვის განკუთვნილი და თავი მიანება.

ფაულზმა 4 წელი გაატარა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც აღმოაჩინა ფრანგი ეგზისტენციალისტების ნაწერები. მისთვის ყველაზე ახლობლები ალბერტ კამუსი და ჯეინ-პოლ სარტრე აღმოჩნდნენ, რომლებზეც გიჟდებოდა და რომელთა ნაწერებიც მის იდეებს შეესაბამებოდა.

რამდენიმე წელი ფაულზმა საბერძნეთის ერთ-ერთ კუნძულზე გაატარა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. სწორედ ამ დროს დაიწყო წერაც.

მისი პირველი რომანი, რომელიც 1960 წელს დაიწერა ეს იყო კოლექციონერი. შემდეგ ავტორი აგრძელებდა მის გადასინჯვას 1962 წლის ზაფხულამდე, როცა უკვე გამომცემელს წარუდგინა. გამოიცა 1963 წლის გაზაფხულზე და იმთავითვე ბესტსელერად იქცა. ამ წარმატების საფუძველზე მან შეძლო მასწავლებლობისთვის თავი დაენებებინა და მთლიანად ლიტერატურაში ჩაფლულიყო.

2013 წელს ქართულადაც ითარგმნა ეს წიგნი და “დიოგენეს” ბიბლიოთეკას შეუერთდა, რისთვისაც უღრმესი მადლობა მათ. ასევე მთარგმნელ გია ბერაძეს და პერსონალს, ვინც ამ წიგნის გამოცემაში დიდი წვლილი შეიტანეს. ისინი, რომ არა ამ წიგნს ნამდვილად ვერ წავიკითხავდი. მე კი დიოგენეს ამ სერიის გაცნობა ახლახანს დავიწყე, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ხომ გაგიგიათ?  Continue reading

ჯულიან ბარნსი – დასასრულის განცდა

book_5320666441c61

თქვენ გაგჩენიათ წიგნის კითხვისას ისეთი გრძნობა, თითქოს საკუთარ წიგნს ჩაჰკირკიტებთ? უფრო კარგად, რომ ვთქვა წაგიკითხავთ ისეთი წიგნი, რომელიც ზედმიწევნით, თითქოსდა შენს ამბავს ჰყვება?

მე კი.

ჯულიან ბარნსის დასასრულის განცდა, თითქოს ერთი პატარა, უწყინარი წიგნია, ჩვეულებრივი ადამიანური გრძნობებით: მეგობრობა, სიყვარული, ძმადნაფიცობა, ღალატი, სიკვდილის – დასასრულის განცდა, მაგრამ კითხვისას შენ მაინც ხვდები, რომ ერთ ჩვეულებრივ რომანთან არ გაქვს საქმე. შენში აღწევს სიღრმისეულად და არ განებებს მოდუნების საშუალებას. გრძნობ როგორ გიბიძგებს გადახვიდე მათ სამყაროში. Continue reading

სტივენ კინგი – ბნელი კოშკი (სამის გამორჩევა)

11021069_736434483141564_8221958037086764512_n

და ვფიქრობ, ალბათ კითხვაში მინდა რეკორდის დამყარება, თუმც დარწმუნებული არ ვარ.

სტივენ კინგზე როგორ შემიძლია არ ვთქვა, ის რასაც კითხვის დროს განვიცდიდი. სულ ორი დღეა რაც გამოსულია წიგნი, რაც უკვე მაღაზიებშია (ჯერ მხოლოდ დიოგენეში იყო) და მე მაშინვე გავვარდი მის საყიდლად. გვიან ავდექი, თორე დილითვე გახსნის მომენტში ვაპირებდი იქ წასვლას და ეგრევე ბნელი კოშკის ყიდვას. მინდოდა პირველი მე მეყიდა, თუმცა ვერ მოვახერხე და გული დამწყდა ცოტათი.

როცა მივედი უკვე და წიგნის საფასურიც უნდა გადამეხადა ვიკითხე ბევრი გაიყიდა თუ არა მეთქი. პირველი ვარ-თქო? მაგრამ ჩემამდე რამდენიმე გაყიდულა მაინც. ბევრი არა, მაგრამ…

მოკლედ რაც შეეხება თვითონ წიგნს. მოგეხსენებათ ლოდინი მწარე არის, მაგრამ ხელში რომ ჩაიგდებ მერე გატკბილდებაო. ასე დამემართა მეც. ივლისში დავწერე პოსტი, რომელიც ამ წიგნის პირველ ნაწილს შეეხებოდა და იქაც ვთქვი, რომ წიგნი რამდენიმე თვის წინ დაიბეჭდა. ბნელი კოშკი (მსროლელი)  ერთ დღეში წავიკითხე ისე ჩამითრია. ასევე არ მსურდა დამერღვია ტრადიცია, თუ ამას ტრადიციის გამო ვაკეთებდი და სამის გამორჩევის საინტერესო, დაძაბულ, შემაძრწუნებელმა და ორიგინალურმა სიუჟეტმა ერთ დღეში ბოლომდე მიმაყვანინა წიგნი, რომელიც 510 გვერდიანია, არც მეტი არც ნაკლები. Continue reading

სტივენ კინგი – მისტერ მერსედესი

Mr.-Mercedes-proof-1

როგორ შეგიძლია დაიჭირო დამნაშავე და საშიში მკვლელი, როცა პოლიციელი აღარ ხარ?

თურმე შესაძლებელია თუ ჯერ კიდევ შეგრჩა ძველი ჩვევები, სწრაფი რეაქცია და მეგობრები პოლიციაში. სავაჭრო ცენტრში მერსედესით შეიჭრება მკვლელი და რიგში მდგარ ხალხს ერთი-მეორის მიყოლებით უვლის მანქანით. 8 მსხვერპლი (თუმცა კარგი დეტექტივი მაშინ ხარ თუ ყველას სახელი გახსოვს) და 3 დაინვალიდებული, მკვლელს კი სახეზე ნიღაბი ეკეთა, თმის დამჭერი და შესაძლოა პრეზერვატივიც კი, რადგან მისი თქმით ხალხის გატანის დროს მასტურბირებდა კიდეც. Continue reading

სტივენ კინგი – ჯოილენდი

book_53be659fd034d

ჯოილენდი გასართობი პარკია, რომელიც ჰევენს-ბეიში, ჰევენსის სანაპიროს მახლობლად მდებარეობდა. ავტორის თქმით ის უკვე დიდი ხანია, რაც დაიხურა. დიდმა გასართობმა პარკებმა შთანთქეს. მართალია, არასდროს ვყოფილვარ ჯოილენდში, არც არასდროს მიცხოვრია 1973 წელს და არც ამერიკაში ვყოფილვარ, ჰევენს-ბეის მახლობლად, მაგრამ მე ამ რომანმა, ბავშვობაში დამაბრუნა. გამახსენა, როცა ჯერ კიდევ 5-6 წლის ვიყავი და მეც ვერთობოდი მსგავს პარკებში. ვჯდებოდი მანქანებზე, რომელიც მარტო ვერ დამყავდა, ასევე ნავებში, ვჯდებოდი ბორბალზე, რომელიც სულ უფრო და უფრო მაღლა იწევდა და ცხენზე, რომელიც წრეზე ტრიალებდა. როცა წამოვიზარდე ტირშიც კი ვისროდი იარაღს და მოგებულიც მაქვს სათამაშო, ეს ყველაფერი კარგი იყო და ძალიან კარგ წლებად მესახება. მაშინ ბავშვი ვიყავი, უდარდელი და არაფერზე ვფიქრობდი, მიყვარდა თამაში და სხვა ბავშვებივით გართობა. გამახსენა ის საუკეთესო წლები, რაც კი პარკებში გამიტარებია. Continue reading