დათო ტურაშვილი – იყო, და არა იყო რა

product_image_661

უმეტესობა ჩვენი ქვეყნისა მოესწრო იმ მოვლენებს, რასაც ამ წიგნში შეხვდებით. წლების მიხედვით უკვე მიხვდებოდით რომელ პერიოდზეა ლაპარაკი, მაგრამ ერთი შეხედვით მარტივად ვერ მივუდგებით. ამ წიგნში არა მარტო 1987-1991 წლის ამბებია გადმოცემული, ავტორი მთელ საბჭოთა კავშირს იხსენებს, იმ დროსაც სადაც არ უცხოვრია და უბრალოდ გადმოცემით იცის, ან წიგნებში წაკითხულიდან. მამა ნამდვილად არ დაისვამდა და ამ ამბავს პატარაობისას არ მოუყვებოდა, მაგრამ რთული პერიოდის გამოვლა მასაც მოუწია. დათო ტურაშვილი 1966 წელს დაიბადა და გამოიარა ურთულესი პერიოდი მართლაც. ამ წიგნში მისი ავტობიოგრაფიაც არის და ვინც ამას წაიკითხავს უთუოდ უკეთ გაიგებს რა ხდებოდა საბჭოთა საქართველოში.  Continue reading

Advertisements

პაოლო კოელიო – გამარჯვებული მარტოა

267430_161636317239341_112223335513973_335740_3526238_n-500x500

ცხოვრება ბედნიერი წუთებით არის აღსავსე, მთავარია ის დავინახოთ. ბევრი ვერ ხედავს და იქით მიისწრაფის, სადაც მხოლოდ ძალაუფლება და სისხლის სუნია. იქ სადაც ისე კარგავ ბედნიერებას ვერც იაზრებ რა ღრმად გაქვს შეტოპილი, საიდანაც ვეღარ გამოხვალ. ეს უკვე შეუძლებელია, შენ შეიგრძენი სიდიადე, ძალაუფლება, სიმდიდრე და ლოგიკურია არავის უნდა თავის დაღწევა, რომც მოინდომოთ ეს შეუძლებელია.

ეს არის წიგნი, სიმდიდრეზე და ძალაუფლებაზე, სიყვარულზე და ღალატზე, ადამიანურობაზე და სულით დაცემაზე. წიგნი საინტერესოა და არ გაძლევს მოდუნების საშუალებას, კარგად არის თითოეული პერსონაჟის წარმომავლობა აღწერილი მათი მიზნები და იმასაც კარგად წარმოაჩენს თუ როგორ სურთ გახდნენ დიდი პიროვნებები, მაგრამ ის კი არ იციან რა დიდი ტვირთია იყო  ხალხში და ყველა გიცნობდეს. შენ არ გაქვს ძალაუფლება, შენ მხოლოდ მარიონეტი ხარ მათ ხელში. Continue reading

პაოლო კოელიო – ალქიმიკოსი

ალქიმიკოსი

ვისაც თავგადასავლები გიტაცებთ ეს წიგნი თქვენთვისაა, არა მარტო თქვენთვის. ამ წიგნმა ბევრი მასწავლა, ჭკუას მარიგებდა, ჩემთვის მასწავლებელიც იყო და წინამძღოლიც, მასწავლიდა როგორ მევლო სწორ გზაზე და ჩემი მიზნისთვის არ გადამეხვია. მართლაც კარგი წიგნია წასაკითხად და თუ ჩაგითრიათ, ის კი აუცილებლად ჩაგითრევთ, სულ რამდენიმე საათის საქმეა მისი წაკითხვა…
Continue reading