მარკეტინგის ფსიქოლოგია (მნიშვნელოვანი ნაწყვეტები)

2015-09-30 16.50.37

მათ ვისაც ნამდვილად სურთ წარმატების მიღწევა და სულ წინსვლა. უფრო მეტის გაგება, მაშინ ეს ამ წიგნიდან ამოწერილი მონაკვეთები, ნამდვილად გამოგადგებათ.

  1. სოციალურად და ფსიქოლოგიურად პერსპექტიულია მარკეტინგული მიდგომა, რომელიც ხელმძღვანელობს პრინციპით „წაწარმოოთ ის, რაც იყიდება და არა გავყიდოთ ის, რაც იწარმოება“.
  2. ეფექტურად მართო დღეს – ნიშნავს არ მისდიო კუდში მოვლენებს და რეაგირება მოახდინო არა მხოლოდ მომხდარზე, არამედ მართო გამჭრიახად, აქტიურად, შეიძლება ითქვას შეტევით.
  3. მენეჯმენტის მიღწევათა ძლიერი მოტივაცია – მიზანდასახულობა, სწრაფვა იქითკენ, რომ იყოს წინ, შეიძინოს სრულყოფილება, მიაღწიოს ბევრს ცხოვრებაში, საქმის ვითარებით ჯანმრთელი დაუკმაყოფილებლობა, თვითკრიტიკულობა, დაუშრეტელი ენერგიულობა; შემოქმედებითი თვისებები – განვითარებული ინტელექტი, წინდახედულობა, მომავლის განჭვრეტის უნარი, სიახლის განცდა, ინიციატივურობა, დამოუკიდებლობა, მომავალში გზის გათვლის უნარი; ნებისყოფა, სიმამაცე, ვაჟკაცობა, მდგრადობა.
  4. წარმოების სრულყოფის აუცილებლობა დაკავშირებულია ობიექტურ-სუბიექტურ კანონზომიერებასთან, რასაც ეწოდება საქონლის სასიცოცხლო ციკლი და ხასიათდება დროში ცვალებადობით, ერთსა და იმავე პროდუქტზე მოთხოვნილებებისა და მისგან მიღებული მოგების ევოლუციით. იგი შედგება ოთხი ეტაპისგან:
  • ბაზარზე შეტანა (დანერგვა) – ბაზარზე საქონლის გამოჩენა და გაყიდვის მოცულობის თანდათანობით გაზრდა. საწარმო ამ დროს პრაქტიკულად არ ღებულობს მოგებას დიდი შეფერხების შედეგად, რაც დაკავშირებულია ბაზარზე საქონლის დანერგვასთან.
  • ზრდა – ბაზარზე საქონლის სწრაფი აღიარებისა და მისი რეალიზაციისგან მოგების შესამჩნევი ზრდის ეტაპი.
  • მომწიფება – გაყიდვების მოცულობის ტემპების თანდათანობით შემცირების ეტაპი, რამდენადაც საქონელმა მიიღო მყიდველთა უმეტესობის აღიარება.
  • დაქვეითება – გაყიდვისა და მოგების მოცულობის აჩქარებული დაქვეითების ეტაპი.

Continue reading

Advertisements

დავით დეფი – სიტყვები, სიტყვები, სიტყვები

aaa3065a870482c84a0dc815f420cce2

ერნესტ ჰემინგუეი – მოხუცი და ზღვა…

“ის ჩემი მეგობარია, ჩემი ძმა, ამ ქალთან ან მე უნდა დავრჩე ან ის, მაგრამ არც ესაა მთავარი… ვფიქრობ, მთავარი ადამიანის დამოკიდებულებაა სამყაროსთან, და სამყაროს დამოკიდებულება ადამიანთან. ურთიერთება. ესაა საინტერესო, სიხარულით და ტკივილით დატენილი, რაც გარდაუვალია, როგორც ბედისწერა.

  • კი, ზღვაში ღრმად რომ შეცურდები და ანკესებს ჩაუშვებ, სწორედ მაშინ გაიფიქრებ, რომ ბედი არ გწყალობს, თუმცა ვინ იცის?
  • ნიჩბების ყოველი მოსმით მგონია, რომ ბედი გამიღიმებს. ყოველი დღე ერთმანეთს ხომ არ ჰგავს. ცხადია, კარგია, რომ კაცს ბედი გწყალობს, მაგრამ ზღვაში ყოფნისას ამის ფიქრის დრო არ მრჩება, მირჩევნია ჩემს საქმეს მარჯვედ ვაკეთებდე და როცა ბედი გამიღიმებს (და ეს აუცილებლად მოხდება), მზად შევხვდე ჩემს ბედნიერებას.”

” – კი. ადამიანი შეიძლება მოსპო, მაგრამ მისი დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ გვეძახის ზღვა, რომ თუ შნო გაქვს და ამის მართლა გჯერა, ისევ თავიდან დაიწყო ყველაფერი, თუმც წინასწარ გრძნობდე, რომ არაფერი გამოვა.

  • ზვიგენები კი ყოველთვის მრავლდებიან ნავის გარშემო. ყველას ვერ გაუმკლავდება ერთი ადამიანი.”

“ბრძოლას მშვიდობა მოსდევს, რადგან ბრძოლის თავი აღარავის აქვს, არც შნო, ალბათ. მე კი ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვებას ვნატრობ… მშვიდობა ძალზედ ბუნდოვანი რამაა. და მგონი, არც არსებობს საერთოდ.

  • მაშ, აბა რა არსებობს?
  • … მე და ზღვა.

  • ადამიანი და ცხოვრება?”

  • ” – რა თქმა უნდა, არავინ. ცხოვრებაში ყველა იმ თევზს იჭერს, რისი დაჭერის შნოც აქვს. მაგრამ ბოლოს, შეგრჩება კი რამე? თვითონ ცხოვრება შეგარჩენს რამეს?.. ალბათ, ასე თუ გამოიცდება ადამიანი.”

    ოლივერ ტვისტის თავგადასავალი

    “რისთვის უნდა იყოს მზად ადამიანი, როცა ის პირისპირ დგას ბედისწერის წინაშე? მითუმეტეს, თუ მას ჯერ გაცნობიერებული არა აქვს ცხოვრების სახიფათო რეალურობა და მის საქციელს და იმედებს ბავშვური მეოცნებობა ესაძირკვლება, რაც შესაძლოა მისივე ბედისწერის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდეს.

    ბავშვობა – ჩემი აზრით, ყველაზე დიდი მადლია ადამიანისთვის, ღვთის საჩუქარია, როგორც ავანსი წინასწარ ბოძებული ყოველდღიურობაში გასარკვევად. ადამიანის ცხოვრების ერთგვარი საძირკველია, რაზეც ყველა ჩვენი ოცნება, საქციელი და გამძლეობაა დაშენებული – პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის.

    ვფიქრობ, ყველაზე მთავარ გამოცდას სწორედ ბავშვობაში გავდივართ.”

    “შენ ჩაუკეტიხართ სიბნელეში? იცი, რა ცუდია, კუთხეში რომ ჩაიმალები, კედელს ეკრობი შიშისაგან და ვერ იძინებ, თვალებზე ხელს იფარებ, რომ სიბნელე არ დაინახო.”

    პოსტი წიგნზე იხილეთ —–> აქ —–> დავით დეფი გოგიბედაშვილი – P.S.

    Lauren Oliver – Delirium (ფრაზები)

    Lauren-Oliver

    ლორენ ოლივერი ჩემთვის საყვარელი ავტორი გახდა, ორი მიზეზით: ერთი, რომ კარგად წერს და მის წიგნში აზრის გამოტანა რთულიც არ არის და მეორე, მისი აზრები, იდეები და სურვილები ჩემსას ემთხვევა და ამითაც განვასხვავებ მე მას სხვა ავტორებისგან. სიყვარულია ერთადერთი გრძნობა, რითიც ვსუნთქავთ და ვცოცხლობთ, სიყვარულია ყველაფრის მამოძრავებელი ძალა!

    ჩემი რომანი “სამყარო სიყვარულის გარეშე” კი იგივე აზრის მატარებელი იქნება, მაგრამ უფრო მაშტაბურად დაწერილი და არა ერთ კონკრეტულ ქალაქზე. უსიყვარულობა ოდესმე, არ ვიცი ეს როდის მოხდება, მაგრამ ის მთელ მსოფლიოს მოიცავს, უფრო სწორედ ხალხს მოიცავს და არა ბუნებას და პლანეტებს, მაგრამ ბუნებაც მიხვდება ადამიანის დამოკიდებულებას სიყვარულისადმი და თვითონაც დაიწყებს ჭკნობას, ქრობას…

    სიყვარულია რაც აიძულებს ჩიტს იფრინოს და საკუთარი შვილებისთვის საჭმელი იპოვოს, რომ აჭამოს, თვითონ კი არ შეჭამს, ოღონდ შვილები იყვნენ კარგად. სიყვარულია ადამიანთა მზრუნველობა ერთმანეთისადმი, ის რაც ერთმანეთისკენ გაღიმებინებთ, რაც ყველაფერს გაგაკეთებინებთ, სიგიჟეებსაც ჩაგადენინებთ იმისთვის, რომ თქვენი სიყვარულის ობიექტი იყოს ბედნიერი.

    ბედნიერება კი სიყვარულის პირდაპირპროპორციულია. ის ამაღლებს ადამიანს და ფრთებს ასხამს. ყველა ცოცხალ არსებას, ჩვენც კი შეგვიძლია ფრენა – თუკი გვიყვარს!

    ეს კი “დელირიუმის” ფრაზები, რომლებმაც ჩამაფიქრეს და დამასევდიანეს, ზოგმა კი სიამოვნების ნაპერწკალი გამიღვიძა… Continue reading

    დავით დეფი – სამყაროს ყველა საიდუმლო (ფრაზები)

    316963

    ეს არის წიგნი, რომელიც ძალიან ძალიან მაგრად მომეწონა. წიგნი, რომელიც ისეთ სიღრმეებში ჩაგახედებთ, რომ ვერც წარმოიდგენთ და წიგნი, რომელიც მთელ სამყაროს სულში ადგილს იმკვიდრებს მისდა უნებურად. ნამდვილად სამყაროს ყველა საიდუმლო გაქვთ ხელში და ყველამ უნდა წაიკითხოთ, აუცილებლად.

    დავით დეფი – სამყაროს ყველა საიდუმლო.

    „ახსენდებოდა ცხრამეტი წლისამ როგორ დაწერა თავისი პირველი მოთხრობა და მერე მეორეც. მერე მესამეც და წიგნიც გამოუვიდა.“ Continue reading

    მიხაილ ბულგაკოვი – ძაღლის გული (ფრაზები)

    bulg

    1. რა უაზროები, ბრიყვები და მხეცები არიან მზარეულები. იმ გოგონამ „შარიკი“ დაუძახა. ეშმაკმა დალახვროს, რა „შარიკი“ ის არის?! შარიკი ხომ მრგვალს ნიშნავს, კარგად გამძღარ და სულელ ძაღლს, ქერის ფაფას რომ თქვლეფს და ჯიშიანი მშობლები ჰყავს, ის კი ერთი გაბურძგნილი, გაწლაწული, ნაცემ-ნაგვემი, კუდამოძუებული, მაწანწალა ძაღლია, თუმცა, კეთილი სიტყვა ყველას სიამოვნებს.
    2. თვალები კი არ მოგატყუებს, ნამდვილი ბატონი თვალებით ამოიცნობა. დიახ, თვალები ყველაფერზე მნიშვნელოვანია! ბარომეტრივით არის. თვალებში ჩანს – ვინ დიდსულოვანია, ვინ ლაჩარი, ვინ ტყუილუბრალოდ გითავაზებს წიხლს და ვინ კანკალს იწყებს ძაღლის დანახვაზე.
    3. საკვები, ივან არნოლდოვიჩ, ეშმაკური რამაა. ჭამასაც ცოდნა სჭირდება და თქვენ წარმოიდგინეთ, ადამიანთა უმეტესობამ ჭამა საერთოდ არ იცის. მარტო იმის ცოდნა – რა ჭამო – არ კმარა. ისიც უნდა იცოდე, როდის და როგორ, და ისიც, რაზე ილაპარაკო ჭამის დროს.
    4. რას ნიშნავს „ნგრევის პერიოდი“? რაო, ვინმე გრძელცხვირა დედაბერი მოვიდა, ან ალქაჯი და ყველა ფანჯარა ჩალეწა და ყველა ნათურა ჩააქრო? ალქაჯები ხომ საერთოდ არ არსებობენ! მაინც რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, ნგრევის პერიოდიაო? მე გეტყვით, რასაც გულისხმობთ: მე თუ ოპერაციების ნაცვლად, ყოველ საღამოს ჩემს ბინაში კრებებს გავმართავ და ვიმღერებ, ჩემი საქმე დაინგრევა; თუკი საპირფარეშოში შესვლისას, მომიტევეთ და, უნიტაზის გვერდით მოვისაქმებ, თან ზინა და დარია პეტროვნაც იგივეს მოიმოქმედებენ, საპირფარეშოშიც დაიწყება ნგრევა. მაშასადამე, ეს ნგრევა საპირფარეშოეში კი არ მიმდინარეობს, არამედ თავებში. ამიტომაც, როცა ეს ბატონები გაჰყვირიან „დავამარცხოთ ნგრევაო!“ – მეცინება.
    5. ყველგან ის ასწრებს, ვინც არსად ჩქარობს.
    6. მე ბატონის საკუთრება ვარ, ინტელიგენტი არსება, ტკბილ ცხოვრებასაც გემო გავუგე. ანდა, რა არის თავისუფლება? არაფერი – მირაჟი და ფიქცია… მხოლოდ და მხოლოდ ამ წყეული დემოკრატების ნაბოდვარი…
    7. – აი, თქვენ ყველაფერს დიდკაცურად აკეთებთ, – დაიწყო მან, – ხელსაწმენდი ჩაიფინე, ჰალსტუხი გაიკეთე, „ბოდიში“, „ინებეთ“, „მერსი“, ადამიანურად კი არაფერს ამბობთ. თავს იწვალებთ, გეგონებათ, ისევ მეფის რეჟიმის დრო იყოს.

    მარკუს ზუზაკი – წიგნის ქურდი (ფრაზები)

    33e46cced1aebc9d0d309d7ed9265ce1

    მართალია იმდენად მცირეა ფრაზების რაოდენობა, რომ არ ღირდა ცალკე პოსტზე ამის დადება, თუმცა ტრადიციას ვერ ვუღალატებდი, რომელიც უკვე დამკვიდრდა ერკე მიდასის ბლოგზე და ყურადღებით… გთავაზობთ ფრაზებს, წიგნიდან “წიგნის ქურდი”.  

    ლიბერთინსი წიგნების არჩევაში უნიკალურია… ღირს მათი წიგნების კითხვა, განსაკუთრებით წიგნის ქურდის.  Continue reading

    დანიელ პენაკი – რომანივით საკითხავი (ფრაზები)

    cropped-cropped-header_books11

    წინა პოსტიდანაც მიხვდებოდით, როგორ ძალიან მომეწონა წიგნი “რომანივით საკითხავი”, რომელიც ესე იყო და არა რომანი, მაგრამ მაინც რომანივით იკითხებოდა, სწორედ ამიტომ ჰქვია მას “რომანივით საკითხავი და არა რამე სხვა. მოკლედ პენაკი უკვე ვაღიარე მაგარ მწერლად მხოლოდ ამ წიგნით, შემდეგ “სკოლის სევდა”-საც მივხედავ და იმაზეც ერთი ორი სიტყვით მოგიყვებით.

    ახლა ფრაზები: Continue reading

    მერაბ რატიშვილი – ჯუღა (ფრაზები)

    _8d4a8926006674908cf16d1d6d8dc3f2

    ამ წიგნზე უკვე ვისაუბრე წინა პოსტში. სტალინი ცოცხალია “ჯუღა”. რამდენიმე ფრაზა ამოვიწერე, არ მქონდა იმედი ბევრი რომ მოგროვდებოდა, მაგრამ საკმარისად მოგროვდა და ისეთებიც, რაც მართლა გამოსადეგი და საჭიროა რომ ვიცოდეთ.

    ან გეცოდინებათ, მაგრამ ზოგს არა. Continue reading

    ჯონ ფაულზი – კოლექციონერი (ამოკრებილი ფრაზები)

    კოლექციონერი

    აქ არის, მხოლოდ ის ფრაზები, რაც ამ წიგნიდან ამოვკრიფე კითხვის დროს. იმდენად მომეწონა წიგნი, რომ ახლა დავასრულე, ერთი დღის წინ, მაგრამ კიდევ მინდა, რომ წავიკითხო, რადგან კიდევ მეტი ფრაზები ვიპოვო, მაგრამ ჯერ იყოს ესენი რაც არის.

    ეს ფრაზები, ზოგს შეიძლება არ ეთანხმებოდეთ, ზოგს პირიქით ეთანხმებოდეთ და ზოგმაც ძალიან მოგაწონოთ თავი. კითხვის მომენტში, რომელმა სიტყვებმაც აღმაფრთოვანეს, შოკი მომგვარეს და თვალზე ცრემლი მაინც მომადგა ისინი ამოვწერე.

    ასე რომ, ვისაც გსურთ წაიკითხეთ და დატოვეთ თქვენი აზრი, ვისაც არ გსურთ ნუ წაიკითხავთ. უკვე ახალი ტრადიცია მინდა დავამკვიდრო ჩემს ბლოგზე. ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ფრაზებსაც ამოვწერ და ცალკე იმ წიგნზე ემოციურადაც ვისაუბრებ. ერთ წიგნზე ორი პოსტი გამომივა ხოლმე. მთავარია კითხვა არ დაგეზაროთ და ყველაფერს ისწავლით ამ ფრაზებით, რისი ამოწერითაც ახლა ძალიან ამაყი ვარ. თითოეული ფრაზა ზეპირად მახსოვს და მინდა ისე მოვიქცე, როგორც მათში წერია. უმეტესობაში მაინც… თქვენც მიხვდებით რომლებს ვგულისხმობ.  Continue reading

    პაოლო კოელიო – გამარჯვებული მარტოა (ფრაზები)

    coelho

    ადრე არ ვიწერდი ხოლმე კითხვის დროს ფრაზებს წიგნიდან, მაგრამ რამდენიმე ფრაზამ მისი წიგნიდან ძალიან მომხიბლა და მინდა, რომ თქვენც ნახოთ ის. გამარჯვებული მარტოა – მისი საუკეთესო წიგნია, რაც კი წამიკითხავს ჯერ-ჯერობით. ძალიან მომეწონა. ❤ Continue reading