BLACK

39217

ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა. ყოველ დღე ვრწმუნდები, სამყაროს სიდიადეში, მასში ჩადებულ საიდუმლოებების არსებობაში და ვრწმუნდები, რომ იმაზე მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. სიტყვები შეიძლება ქარში დაიკარგოს, ფიქრები შესაძლოა გონებაში ჩაიხვეს და გაიფანტოს, მაგრამ ადამიანის შესაძლებლობის ზღვარს ვერც ერთი მოვლენა ვერ დაწევს. სწორედ, ამ შესაძლებლობების საზღვრის წარმოჩენაზეა ფილმი, რომელიც ახლა თვალწინ გაქვთ. იმ შესაძლებლობების, რაც კი სიტყვებით აუღწერელი, ფიქრებით დაუნახველი და გრძნობებით გამოუხატველია. ასეთი განსაკუთრებული გოგონა იყო მიშელი, მიზანდასახული, მონდომებული და დაუზარელი. მას სურდა, ეწადა შეეცნო საიდუმლოება და შეიცნო კი ის?

უბრალოდ ერთი საშინელი თვისება გვაქვს. რაც არ გვესმის, რაც უცხოა და განსხვავებულია ჩვენგან, მას დავცინით, აბუჩად ვიგდებთ და გულის სიღრმეში არც კი გვაწუხებს ამის შესახებ. ავს ვთესავთ და კარგის მომკას ველით, თუმცა ეს ავი კიდევ უფრო მეტ საშინელებაში გადაიზრდება და ბოლოს კართან მისულებს გვიკვირს – საიდან? საიდან და ჩვენი სულიდან. ყოველთვის მჯეროდა, რომ ბედისწერა, – ეს ჩვენი ქმედებების, ჩვენ მიერ ნათქვამი სიტყვების, გულში გავლებულ იდეების ანარეკლია. ისინი, რომ არა ჩვენი ცხოვრება ისეთი არ იქნებოდა, როგორც ახლა. ბრძოლა გადარჩენისთვის ისეთ რამეებს გვაკეთებინებს, რომ ჩვენი თავისაც გვიკვირს, ან არ გვიკვირს, მაგრამ აშკარად ვგრძნობთ განსხვავებას. დიახ, ბრძოლა ყოველ ჩვენგანს იმ ბნელ გულის კუთხეში გვახედებს, სადაც სიცივე, სიცარიელე და სიველურე დევს, საითაც საკუთარი ნებით თითი არ გაგვიწვდებოდა. ვერ ვუმკლავდებით საკუთარ სურვილებს და მთლიანად სიბნელე გვშთანთქავს, მაგრამ ჩვენ უფალმა თვალები გვიბოძა სინათლის დასანახად, უბრალოდ ჩვენ არ მივიწევთ სინათლისკენ. ხოლო ერთი პატარა, რვა წლის გოგონა, რომელიც ავადმყოფობის გამო დაბრმავდა და დაყრუვდა, ვინც უკუნ სიბნელეში დარჩა, მთელი ცხოვრება ეძებდა გზას სინათლისკენ…

ეს ფილმი, არა მარტო თვითგადარჩენაზეა, არა მარტო ბრძოლაზეა საკუთარ თავთან, არამედ თავად ცხოვრებაზეა. ბნელში დარჩენილი გოგონა თავის მასწავლებელთან ერთად ცდილობს, მთელი არსით ცდილობს ისწავლოს და მის არსებას ნათელი დაეპატრონოს. თავიდანვე მომიცვა ელდამ, დასაწყისშივე შევშინდი და გული ამიფორიაქდა. ვერ ვიტყვი, რომ სიბრალულს ვგრძნობდი მის მიმართ, რადგან არ შეიძლება სიბრალული იგრძნო ადამიანის მიმართ, ვინც ცდილობს, იღწვის, სწავლობს, ნათლდება. მე პირიქით, ის თავიდანვე შემიყვარდა, გულის ყურით ვუყურებდი და ყოველ სიტყვას დაკვირვებით ვისმენდი. სრულ სიჩუმესა და სიბნელეში მან შეძლო საუბარი, შეძლო ეთქვა ჩვენთვის მთავარი სათქმელი და დაენახებინა, რომ ისიც ჩვენნაირია, რომ არაფრით განსხვავდება მათგან, ვისაც საშუალება აქვს დაინახოს, საშუალება აქვს მოისმინოს და მაშასადამე იმეტყველოს დაბადებიდან.

მიშელი განსაკუთრებული გოგონა იყო ჩემთვის და ამად დარჩება. იგი სიმბოლოა დაუღალავი მცდელობებისა და სიმბოლოა შიშის დაძლევის, რასაც წარმატებამდე და ბოლო ეტაპამდე მივყავართ ცხოვრების, სინათლე.

 

უკანასკნელი იმედი / BLACK

გადადით ლინკზე, და აუცილებლად უყურეთ ამ სევდიან, მაგრამ უსასრულო შესაძლებლობებით სავსე ადამიანის ცხოვრებას და მისი სასწაულმოქმედი მასწავლებლის მცდელობებს, რომ ყველაფერმა შედეგი გამოიღოს. უყურეთ, და თავად მიხვდებით თუ რატომ არ უნდა ავიგდოთ აბუჩად ადამიანი, ვისაც რაიმე არ ძალუძს. ის მაინც ყოველ ძალსა თუ ღონეს დახარჯავს და შეძლებს, დაჩრდილავს ყველასა და ყველაფერს და თქვენ გაოცებულს, განცვიფრებულს დაგტოვებთ. მე მიმაჩნია, რომ ადამიანი მისი გარეგნული მახასიათებლებით არ ფასდება. ფასდება შინაგანი ღირებულებებით, მისი სულით, შემართებითა და შინაგანი ძალით!

ერკე წარმატებებს გისურვებთ.

Advertisements

კინოშედევრი და კინომანისთვის აღმოჩენა

The-Discovery-movie 1

სანამ ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, უნდა გიამბოთ, რა თქმა უნდა მთელი ფილმის ფაბულა არა, მაგრამ არჩევანს კი გაგაკეთებინებთ თუ ამ ჟანრში რამე ფილმს ეძებთ პირველ რიგში ამჯერად ამ ფილმს, რომ მოკიდოთ ხელი.

წარმოიდგინეთ სამყარო, მომავალი, თუმცა არც ისე შორეული და ახლო მომავალი, სადაც აღმოაჩინეს და დაამტკიცეს კვლევების წყალობით, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს, რას გააკეთებდით, რომ გცოდნოდათ სიკვდილის შემდეგაც განაგრძობდით ჩვეულებრივ ცხოვრებას? დაუცდიდით თქვენს დროს, როდის მოგაკითხავდათ სიკვდილის ჟამი, თუ მარტივად როგორც მილიონობით ადამიანმა ამ ფილმში, თავს მოიკლავდით და მოისწრაფებდით სიცოცხლეს იმის გამო, რომ სხვა ცხოვრებაში აღმოჩენილიყავით, თუმცა უმისამართოდ, წინასწარ არაფერი რომ არ იცით იმ გზაზე ისე. რას გააკეთებდით?  Continue reading

ყველა დროის უდიდესი მაგი – მერლინი

The-Greatest-King-Wallpaper-arthur-and-gwen-24782719-1280-800

არასდროს… თუ სიმართლეს ვიტყვი… არასდროს არ მომწონდა ჩემი ძმის გემოვნება, ფილმებისა და სერიალების განხრით. მე ყოველთვის ჩემთვის “ვუბერამდი” და ჩემი გემოვნებით ვუყურებდი, ის კი თავისას ჩართავდა ხოლმე და ერთმანეთის რჩევით მიცემულ ფილმებს, არასდროს ვითვალისწინებდით. ზუსტად ასე იყო. მას მოსწონდა ჩინური და იაპონური ფილმები – ხშირად. ჩართავდა ხოლმე და ხანდახან იმითაც მაძულებდა ფილმს, ძალით რომ დამსვავდა (ხათრს ვერ ვუტეხდი) და რაღაც ნაწილს მაყურებინებდა ხოლმე, ჩხუბს, კარატის ილეთბს როგორ იყენებს მთავარი გმირი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს უინტერესოდ ვუყურებდი, ის კი არ უყურებდა ისეთ ფილმებს, რომლებსაც მე. სასიყვარულო, დრამას, ფანტასტიკის ჟანრში რაღაც გენიალური აზრის მატარებელ ფილმებს, რომელსაც ვერასდროს ხვდებოდა. არ უყურებდა თუნდაც მოდილიანის შესახებ გადაღებულ ფილმს, იმ სერიალებს, რასაც მე ვუყურებდი, სტივენ კინგის წიგნების მიხედვით გადაღებულს და არა მარტო.

მოკლედ, გემოვნებაში სრულიად განვსხვავდებოდით, სანამ….

სანამ არ მოხდა უნიკალური შემთხვევა. უბრალოდ შემომთავაზა ამ სერიალის ყურება, არ დამაძალა, რაც პირველად მოხდა. მხოლოდ მითხრა, ერთ სერიას უყურე და მერე გადაწყვიტე განაგრძობ, თუ არაო. ასე მოხდა. ვუყურეთ, თავიდან არც ისე საინტერესო იყო, მაგრამ მერე მოხდა… შოკი… ყოველთვის ასე მემართება ხოლმე. მერე გავაგრძელეთ, მეორეც ჩავრთე, აი მეორეს შემდეგ კი ყველაფერი თავისით წავიდა. Continue reading

ქარიშხლიანი უღელტეხილი (1992 წლის ეკრანიზაცია)

13270924251774

“ქარიშხლიანი უღელტეხილის” ამ ეკრანიზაციას განცვიფრებულ-აღფრთოვანებული შევცქეროდი და მიჭირდა ემოციების დამალვა. ისე გადადის კადრიდან კადრში, როგორ მისდევს მოვლენები ერთმანეთს და რა განცდებსაც გიტოვებს, მთლიანად გნუსხავს, გიმძაფრებს გრძნობებს და არ ძალგიძს შეეწინააღმდეგო იმ ბოროტ ძალას, რომელიც შენში იღვიძებს ამ ფილმს ყურების შემდეგ, ან მომენტში.
როგორ მსიამოვნებდა ჰიტკლიფის შურისძიებანი, როგორ მინდოდა ისე მოქცეულიყო როგორც იქცეოდა (მიუხედავად იმისა, რომ წიგნში საერთოდ მძულდა, უფრო სწორედ თავიდან მიყვარდა, როცა ყველამ გარიყა, მაგრამ შურისძიებისას აღარ) და ვფიქრობდი რომ ის ორი ოჯახი ამ ყველაფრის ღირსი იყო, იმის გამო რაც მას გაუკეთეს, როგორც მოექცნენ, როცა წაართვეს ყველაფერი, წაართვეს ცხოვრება.
წიგნშიც თანავუგრძნობდი მას, მაგრამ ასე ძლიერ ეს გრძნობა მაშინ არ გამჩენია. მეცოდებოდა ჰინდლი, მეცოდებოდა კეტი და დანარჩენი პერსონაჟები, თუმცა კი ვიცოდი რომ ისინი ამის ღირსნი არ იყვნენ და მათშიც ისევე ბუდობდა ეშმაკი, როგორც ჰიტკლიპში და ისინი მისგან არაფრით იყვნენ განსხვავებულნი.
განსხვავება მხოლოდ ძალაუფლებაში იყო. ადამიანს ძალაუფლება მიეცი და მის არმქონეს ყველაფერს წაართმევს, ძირს გამოუთხრის და სიცოცხლეს მოუწამლავს, ცხოვრების სურვილსაც კი დაუკარგავს, მაგრამ ის იცხოვრებს მხოლოდ შურისძიებისთვის, მისი ყოველი ამოსუნთქვა შურისძიებაზე ფიქრით დაიწყება და დამთვრდება. მისი ყოველი დღე…
ადამიანს არ გააჩნია დანდობის გრძნობა, არც სხვაზე მზრუნველობა უბოძებია უფალს, ის ამას მხოლოდ იმ აუწერელი გრძნობით აკეთებს, რომლის ხილვაც ადამიანთა გვერდით შეუძლებელია, ის უხილავია და თავად ეწვევა კაცსა თუ ქალს.
ამას გარდა, ჰიტკლიფს შეეძლო სიყვარული, მას შეეძლო უდიდესი სიყვარულიც, მაგრამ ასევე უდიდესი სიძულვილიც ამოძრავებდა და აცოცხლებდა მას.
ჰიტკლიფი იყო ადამიანი, ვისაც სიყვარულიც კი წაართვეს და როცა ადამიანს სიყვარული აღარ გააჩნია, მისგან რას ელი კარგს?! Continue reading

პირველი საშინელებათა ფილმი – წყაულა

10355496_624731624302725_8854216336054152067_o

ახალი ქართული საშინელებათა ფილმი. სამოყვარულოა თუმცა ხარისხი თქვენ შეაფასეთ რეჟისორი: ირაკლი დონაძე (ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ვერ გააჩერებ. თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს და ცდილობს, რომ იმაზე მეტი შეძლოს ვიდრე შეუძლია. ეს კარგი და მისასალმებელია. ბევრისთვის მისაბაძი მაგალითიც შეიძლება იყოს.)
მთავარ როლში: ნიკა ნადარეიშვილი (ერთ-ერთი საუკეთესო მსახიობია უკვე. ჩემი აზრით მას ეკუთვნის ოსკარი და თავის დროზე გამოამჟღავნებს იმ უნარს და ნიჭს, რითიც დააჯილდოებენ. შესანიშნავი მსახიობი და ჯიგარი ადამიანი)
სცენარისტი: გიორგი ლოგუა (ნიჭიერი მწერალი, რომელმაც მოახერხა და მცირე დროში დაწერა მოთხრობა, რომლის მიხედვითაც ეს ფილმი გადაიღეს. მწერალი, რომელიც გიჟდება სტივენ კინგზე და ისიც სულ საშინელებათა და მისტიურ ნაწარმოებებს ქმნის).

ფილმი

ფილმი “წყაულა”-ს პრემიერა – 16/10/2014 17:00PM

1077340_598603746915513_1961018833178440923_o

მე დიდად მოხარული ვარ, რომ მერგო პატივი და ისეთი, რამ უნდა გითხრათ, რაც ბევრს გულს გაუხარებს, ზოგი პირველად ნახავს და ისიც იმედია დაინტერესდება ამ ინფორმაციით და სათანადოდ მოემზადება ჩვენებისთვის.

მე, როგორც ამ ფილმის “სცენარისტი” (პრჭყალებში იმიტომ, რომ სცენარისტი არ ვარ, ეს ფილმი გადაიღეს ჩემი პატარა მოთხრობის მიხედვით, რაც არსად არ მიდევს და სავარაუდოდ არც დავდებ) მინდა გითხრათ, როგორც იქნა ფილმის პრემიერა შედგება. ამდენი ლოდინის შემდეგ ეს ამბავი ძალიან გამიხარდა, მართალია ფილმი ნანახი მაქვს, მაგრამ მინდოდა მალე გამოსულიყო მაყურებლის აზრი რომ მომესმინა, დამენახა როგორ იზრდება ნელ-ნელა ნახვები ფილმზე და ამით კიდევ უფრო მეტი სტიმული მომეცეს, რომ საქმეს სრული სერიოზულობით მოვეკიდო. (არც აქამდე ვეკიდებოდი არასერიოზულად, მაგრამ უფრო მეტი დრო და ენერგია, რომ ჩავდო ამისთვის მჭირდება სტიმული თქვენგან ხალხო, მაყურებლებო და მკითხველებო). Continue reading

ფილმი – Land Mine Goes Click

1522003_479115025524077_246209361_n

დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფერი იცი რაც კინოსამყაროში ხდება?

შეიძლება იცი, შეიძლება არა. მე კი ამ ამბით ძალიან გახარებული და აღფრთოვანებული ვარ, რადგან მექნება შესაძლებლობა, რომ ვუყურო ერთ-ერთ ქართულ ფილმს, რომელიც არ არის შავ-თეთრი და არის ძალიან მაგარი გადაღება. მოხარული ვარ იმით, რომ ამ ფილმის შესახებ გავიგე და ველოდები მოუთმენლად მის გამოსვლას, რომ კინოთეატრში წავიდე, ბილეთი ვიყიდო, შესანიშნავად მოვკალათდე რბილ სავარძელზე პოპკორნით ხელში და კინოც ამ დროს დაიწყოს. Continue reading

წყაულა

1077340_598603746915513_1961018833178440923_o

წყაულა – ამ ფილმს, ალბათ ბევრი თქვენგანი ელოდება, ზოგს პირველად ესმის ეს სახელი და ზოგიც კი დაიბნევა, გაიფიქრებს, რომ რაღაც სისულელეა და არ ღირს ნახვა. ზოგი “წყევლა”-საც კი შეადარებს, რადგან სახელი გავს ამ ფილმის სახელს, მაგრამ ეს ასე არ არის.

ძალიან მიყვარს საშინელებათა ფილმები, აღფრთოვანებული ვარ ხოლმე იმით, რომ მაშინებს და ადრენალინს გამოვყოფ ამ დროს, ოფლი მომდის და გული ლამისაა ამომივარდეს. მიყვარს მოულოდნელობებით სავსე ფილმები უცნაურ ურჩხულებზე, საშინელ არსებებზე და სულებზე. დრამას კი თითქმის არ ვუყურებ ხოლმე, რადგან იმდენად არ მიზიდავს, რამდენადაც საშინელებათა ფილმები. სწორედ ამიტომ არის ალბათ, რომ მეც დავიწყე საშინელებათა მოთხრობების და წიგნების წერა, უფრო გამოგონილი ისტორიების, ანუ არარსებული რამეების წერა, რაც შეიძლება რომ ბუნებაში არ არსებობდეს და ამით შევაშინო ხალხი. ფანტასტიკა – ჩემთვის ეს ჟანრი სიახლესთან და ორიგინალურობასთან ასოცირდება. თუ გაქვს კარგი ფანტაზია, იცი სხვა წიგნები, რომ მათი ანალოგი არ შექმნა ჩათვალე, რომ კარგი წიგნი მზადაა. ერთ-ერთი იდეა ფანტასტიკის წერისა სიზმარში დამებადა. დამესიზმრა ისეთი არსება, რაც საერთოდ არ მინახავს, არც ტელეეკრანებზე და არც წიგნებში, ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამეწერა მასზე და დიდი მონდომებით ვმუშაობ ახლა ორ რომანზე ერთდროულად. Continue reading

აიზეკ აზიმოვი – მე რობოტი

1374453791_1318539592_g1z4-640x480.jpg-468g640

 

უილ სმიტი  შესანიშნავი მსახიობია, მისი ფილმები ძალიან მომწონს. ისეთი ტიპია დრამატულ სიტუაციაშიც, რომ გაგეცინება. ჩარლი ჩაპლინს ან რომელიმე სხვა კომიკოსს არ შევადარებ, რადგან ეს ადამიანი სრულიად განსხვავებული ტიპაჟია და ჩემი აზრით ძალიან მაგრად ასრულებს თავის როლს ყველა ფილმში. განსაკუთრებით კი ის ფილმი მიყვარს, რომელზეც ახლა უნდა ვისაუბრო – მე, რობოტი. Continue reading

Timens group & მე – ახალი საშინელებათა ფილმი

Timens Group

ჩემი და Timens group-ის ისტორია კვლავ გრძელდება, მაგრამ ოდნავ სხვაგვარად. მინდა ჩვენი სამომავლო გეგმები გაგიმხილოთ და ის, რაც გუშინ მოხდა. ახლა უკვე ახალ ამპლუაში წარვსდგები თქვენს წინაშე – სცენარისტის ამპლუაში.

ჯერ კიდევ სამი დღის წინ გავიგე, რომ ირაკლი დონაძე (რეჟისორი) აპირებდა საშინელებათა ფილმის გადაღებას და მე მინდოდა დავხმარებოდი, რომელიც სიამოვნებით მიიღო. ერთი იდეა შევთავაზე, რომელზეც ბევრი არც მიფიქრია მაშინვე მომივიდა თავში, უბრალოდ ცოტა არეულად მივწერე, რაც გასაკვირი არცაა კარგად ვერ გაიგო. მთავარი კი მოეწონა და მთხოვა, რომ სცენარი დამეწერა თუ შევძლებდი. დავჯექი და დავწერე, 1 საათი დამჭირდა მხოლოდ, მეტი არა და შემდეგ ირაკლის გავუგზავნე, დაველოდე რა განაჩენს გამოუტანდა სცენარს. მითხრა, რომ ეს ძალიან კარგი მოთხრობა იყო და შემეძლო აქ დამედო, ან სხვა მიზნით გამომეყენებინა, გამაფრთხილა, რომ ბევრი რამ ჩაემატება შეიცვლება მაგრამ აზრი მაინც იგივე დარჩებაო. ამის მიუხედავად მე დავთანხმდი, რადგან უკვე წარმოდგენილი მქონდა რა მაგარი ფილმი გამოვიდოდა თუ ამას ირაკლი დონაძე გადაიღებდა. შეიძლება ჯერ დამწყები რეჟისორია, მაგრამ საკმაოდ კარგად იღებს, პროფესიონალური კადრებია და ამაში გუშინ კიდევ უფრო დავრწმუნდი, როცა უფრო ახლოს გავიცანი თავად ის და ვაკვირდებოდი ფილმის გადაღებას.  Continue reading