რკონი

1412rkoni   ოცი აგვისტო, 2016 წელი სამუდამოდ აღებეჭდა ჩემი გონების ფირზე და იქიდან წაშლას მეხსიერების სრული ამოშლა მირჩევნია. ვისაც არასდროს უნახავს ეს ულამაზესი ადგილები და არ გაუვლია თამარის ხიდამდე ის ბილიკი, სჯობს ახლავე აისხათ გუდა-ნაბადი და რკონისკენ გზას დაადგეთ. ტურს ჩემი არანორმალური ძმაკაცი ხელმძღვანელობდა, დიდი ხანია საგიჟეთში რომ არის წასაყვანი ისეთი, მაგრამ რატომღაც აგვიანებენ მის დაჭერას, თეთრ ხელებშეკრულ ხალათში გამოწყობას და ოთხ კედელშუა გამოკეტვას. არადა რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ ამით. Continue reading

ყველა დროის უდიდესი მაგი – მერლინი

The-Greatest-King-Wallpaper-arthur-and-gwen-24782719-1280-800

არასდროს… თუ სიმართლეს ვიტყვი… არასდროს არ მომწონდა ჩემი ძმის გემოვნება, ფილმებისა და სერიალების განხრით. მე ყოველთვის ჩემთვის “ვუბერამდი” და ჩემი გემოვნებით ვუყურებდი, ის კი თავისას ჩართავდა ხოლმე და ერთმანეთის რჩევით მიცემულ ფილმებს, არასდროს ვითვალისწინებდით. ზუსტად ასე იყო. მას მოსწონდა ჩინური და იაპონური ფილმები – ხშირად. ჩართავდა ხოლმე და ხანდახან იმითაც მაძულებდა ფილმს, ძალით რომ დამსვავდა (ხათრს ვერ ვუტეხდი) და რაღაც ნაწილს მაყურებინებდა ხოლმე, ჩხუბს, კარატის ილეთბს როგორ იყენებს მთავარი გმირი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს უინტერესოდ ვუყურებდი, ის კი არ უყურებდა ისეთ ფილმებს, რომლებსაც მე. სასიყვარულო, დრამას, ფანტასტიკის ჟანრში რაღაც გენიალური აზრის მატარებელ ფილმებს, რომელსაც ვერასდროს ხვდებოდა. არ უყურებდა თუნდაც მოდილიანის შესახებ გადაღებულ ფილმს, იმ სერიალებს, რასაც მე ვუყურებდი, სტივენ კინგის წიგნების მიხედვით გადაღებულს და არა მარტო.

მოკლედ, გემოვნებაში სრულიად განვსხვავდებოდით, სანამ….

სანამ არ მოხდა უნიკალური შემთხვევა. უბრალოდ შემომთავაზა ამ სერიალის ყურება, არ დამაძალა, რაც პირველად მოხდა. მხოლოდ მითხრა, ერთ სერიას უყურე და მერე გადაწყვიტე განაგრძობ, თუ არაო. ასე მოხდა. ვუყურეთ, თავიდან არც ისე საინტერესო იყო, მაგრამ მერე მოხდა… შოკი… ყოველთვის ასე მემართება ხოლმე. მერე გავაგრძელეთ, მეორეც ჩავრთე, აი მეორეს შემდეგ კი ყველაფერი თავისით წავიდა. Continue reading

David Dephy & The Sanda

screenshot_1516

სასწაული… ნამდვილი სასწაული იყო იქ ყოფნა, იმ დღეს, 23 ოქტომბერს, საღამოს რვა საათზე, დავით დეფის ლექციაზე, სადაც უამრავი კარგი შთაბეჭდილებით დავიტვირთე და ემოციებით სავსემ დავტოვე შემთხვევის ადგილი.

დეფიზე, ხომ არაერთხელ მისაუბრია, მისი რომანები რომ უთუოდ მოგხიბლავთ, მისი პოეზია სულში ჩაგწვდებათ და მისი საუბარი კი მაინც ჰიპნოზივით შემოგეხვევა გარს და სხვას ვერაფერს გაიგებ მის გარდა.

მაგრამ… იმ საღამოს, სხვა რამეც დამამახსოვრდა, რომელიც მხოლოდ ჩემში რჩება, ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ისეთი კარგი, აღმაფრთოვანებელი და სულის სამყაროდან გამოღწეული ჯადოსნური ჰანგები მესმოდა… არა, ის მუსიკა რომ აღვწერო, სიტყვებით უნდა შემეძლოს დაკვრა, პოეტურად უნდა ვსაუბრობდე კიდევ უფრო, ვიდრე ახლა და ჩემს ნაწერში მართლაც მთელი მუსიკა, თავისი წინამძღოლი დირიჟორით, უნდა ისმოდეს და მერე როგორ, მთელ ხმაზე, გამეტებით, მძლავრად რომ ყურთასმენა მთლიანად წაიღოს და გაგაგიჟოთ, მაგრამ ვფიქრობ ეს მე არ ძალმიძს, ამიტომ ვიტყვი ასე – ენით აღუწერლად გასაოცარი იყო ჯგუფი SANDA-ს გამოსვლა კაფე ნოველლაში. Continue reading

28 სექტემბრის დაგვიანებული პოსტი ემა რაფავას და სხვებს

ჩემი ლამაზი, ჩემი ჭკვიანი, საოცარი, სიყვარულის შესანიშნავი იარაღი და My Sister ემა <3

ჩემი ლამაზი, ჩემი ჭკვიანი, საოცარი, სიყვარულის შესანიშნავი იარაღი და My Sister ემა ❤

ეს პოსტი, დიდი ხნის წინ უნდა დაწერილიყო, მაგრამ სიზარმაცემ, სხვა საქმეებზე უფრო გადამეტებულ ყურადღებამ მაინც თავისი გააკეთა და ვერ მივუჯექი ჩემ სანუკვარ ბლოგს, რომ ეს დაახლოებით ორი კვირის წინანდელი ამბავი აქვე თქვენს თვალწინ გამეცოცხლებინა და ელფერი შემემატებინა, მეტი ემოცია და მეტი სიხალისე შეგეგრძნოთ პოსტით და ჩემთან ერთად თქვენც შესანიშნავად გაგეტარებინათ გონების თვალით და გაგევლოთ ყველაფერი, რაც იმ დღეს მოხდა 28 სექტემბერს.

წინა წელს მოთხრობა დავწერე მასზე და მის მეგობრებზე, რომლებიც ემას დაბადების დღეზე (ჩემი ემას) კარგად გაერთნენ და იხალისეს, ხუთმა საუკეთესო მეგობარმა, რომელთაგან ზოგს არც კი ვიცნობდი ისე აღვწერე მათი ისტორია.

“ერთი დაუვიწყარი დღე”

თუმცა ახლა ამ ფრიად გასახარებელ, ძალიან მაგარ წვეულებას, თავი რომ პრინცის ან პრინცესას დაბადების დღეზე მეგონა, ასეთ დღესასწაულს არც მე დავაკლდი და პირადად დავესწარი, პირადად გავიხარე ამ გოგონასთან, ძალიან საყვარელ ადამიანთან ერთად და მისი აღტაცებული სილამაზისგანაც ისე ვიყავი მოხიბლული, რომ თავი ვერ შევიკავე და ეს ხმამაღლა განვაცხადე… Continue reading

მე და საქართველო

123132

მე ყოველთვის იმ საქართველოს ნაწილი ვიყავი, სადაც ხალხში თავისუფალი აზრი არ არსებობდა, სადაც ყველა ერთმანეთის დაჭმასა და დამცირებაზე იყო გადასული, და იმის ნაწილი თავისთავად ვხდებოდი, ჩემი სიჩუმის გამო. ცხოვრება რთულია, რადგანაც ყველანაირი ადამიანი ცხოვრობს და უამრავი ცხოვრება იკვეთება ერთმანეთთან. უამრავი გზა, ერთმანეთის და მათი სიმთვრალით და დაუფიქრებლობით გაჟღენთილი ცა, ჰაერი, მათი შურიანი და ანთებული თვალებით დაბინძურებული ქუჩები, ერთმანეთის განცდებით მცხოვრები ადამიანების გზებიც იკვეთება და მე ამ ყველაფერს ჩუმად ვადევნებ თვალს, ამ გულისტიკივლს, დამამძიმებელ მწუხარებას და ყოველმხრივ ფაქიზ გარემოს არ უხდება მოჩხუბართა გინება, ერთმანეთისთვის მუქარა და არც უხდება იქვე, გზის ნაპირას „ბარდიულზე“ ჩამომსხდარი უბნის ლოთები, რომ სვამენ ლუდს და თან ლაპარაკი უწმაწური სიტყვების გარეშე არ შეუძლიათ. Continue reading

დავმ7დი და ახლა მირჩიეთ რამე

get_imgგუშინ მთელი ღამე გავათენე, ათას საიტზე დავძვრებოდი, ხან ფილმი ვნახე, ხან სერიალს ვუყურე და ხანაც რაღაცებს ვწერდი ჩემთვის და მოთხრობაც შემომეწერა და ლექსიც, თუმცა სანამ დავიძინე ერთ საიტზეც შევედი, სამუშაოს ვეძებდი.

ვინც უსაქმურად მთელი დღე სახლში ზის და თან მეგობრებიც დასასვენებლად არიან და ვერ ნახულობს, თვითონ კი სახლში იგუდება და არაფერს აკეთებს, ვფიქრობ ისინი გამიგებენ. სასწრაფოდ მინდოდა რაიმე სამუშაოს შოვნა ან სახლიდან გასვლა მაინც. თანაც ვფიქრობ უკვე დროა მშობლებზე აღარ ვიყო დამოკიდებული და მათ არ ვთხოვო ხოლმე ფული.

დიდი ხანია ვეძებ სამსახურს და თან ისიც მინდოდა, რომ ჩემი ფული მქონოდა, თუმცა აქამდე არ მიმართლებდა და რა ვაკანსიაც არ უნდა მენახა ან საჭირო კვალიფიკაცია, თუ გამოცდილება არ მქონდა, ან საერთოდ გოგონები სჭირდებოდათ ან კიდევ ისეთ ენის ან რაიმე საგნის ცოდნას მოითხოვდნენ, რის აზრზეც არ ვიყავი, ამიტომაც როცა ვაგზავნიდი სადმე რეზიუმეს არავინ მირეკავდა და გასაუბრებაზე არ მიბარებდნენ.

დღეს კი ყველაფერი შეიცვალა და რა თქმა უნდა ამან შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. Continue reading

სიყვარულია ჩვენი სიმდიდრე

არსებობს ადამიანების ორი კატეგორია:

ისინი ვისაც არაფერი გააჩნია და ნატრულობს მეტს – კარგ სახლს, უამრავ ფულს და მრავალფეროვან საინტერესო ცხოვრებას. ხშირად ასეთ ადამიანებს აქვთ ყველაზე ღირებული, რამ რის დაფასებასაც ვერ სწავლობენ.

და ისინი ვისაც ყველაფერი აქვთ და ყველაფრის ყიდვა შეუძლიათ, მაგრამ არ აქვთ სიყვარული, რომელსაც ბოლომდე მიენდობიან და მასშივე ჩაიძირებიან სამუდამოდ. შეუძლიათ იყიდონ ყველაფერი, მიიღონ რაც სურთ და აისრულონ ნებისმიერი კაპრიზი რაც კი მოუნდებათ და აუსრულონ მასაც, ვინც ჰგონია, რომ მისია და რომ ეს არის ის, ვინც სჭირდება – მისი ცხოვრება. მაგრამ მათ კარგად იციან, ან არ იციან და ვერ ხვდებიან, რომ სიყვარულს ვერ იყიდი ფულით, ვერც წოდებით, ბრძანებით ან მუქარით მოიპოვებ მას.

ასეა, რაღაც უნდა დათმო, რომ მიიღო სასურველი. ცხოვრება არასდროს შეგიბრალებს შენ თუ არ შეიბრალებ საკუთარ თავს და არ ისწავლი დათმობას, უფრო მეტის მისაღებად.

რა განსხვავებაა ამ ადამიანებს შორის?

არც არანაირი!

მდიდრებთან ქონების გამო არიან ხოლმე, ძირითადად. მათთან კი ვისაც არაფერი გააჩნია მხოლოდ ნამდვილი სიყვარული თუ ძლებს. შეიძლება დაკარგო ქონება, მაგრამ სიყვარული მაინც ვერ იპოვო, მაგრამ ასევე შეიძლება საყვარელი ადამიანის გვერდში დგომითა და სიყვარულით შეიქმნა მომავალი…

ბედნიერება წვრილმანებშია, ერთმანეთის სიყვარულში და მაშინ ვერც კი მიხვდებით ისე გაივლის მთელი ცხოვრება ტკბილად. ადამიანი მაშინ კი არ არის ბედნიერი როცა მეტი აქვს, არამედ მაშინ როცა ცოტა აკმაყოფილებს.

იდეალური ცხოვრება არ არსებობს, ყველაფერს აქვს ნაკლი, თავისი მინუსები, რომელთაც თვალს ვერ ვუსწორებთ.

სიყვარულია ჩვენი სიმდიდრე და სხვა ქონება ადამიანს არც კი სჭირდება. სიყვარული… სიყვარული… სიყვარული ყოველთვის…

Everything is LOVE and LOVE is everything / სიყვარული აფრთიანებს (ერკე მიდასი)

ოთხი ფილმი, ოთხი სიყვარულის ისტორია და მტკიცება იმის, რომ სიყვარული ყველაზე დიდი, ძლიერი და გასაოცარი გრძნობაა თვალწინ გვაქვს. მართალია, “ბედის ვარსკვლავის ბრალია” ფილმი ჯერ არ მაქვს ნანახი და ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმი A walk to remember-ია, მაინც “ბედის ვარსკვლავის ბრალიაც” … Continue reading

Rate this:

წარმატებასთან ერთად სვლები რთულდება!

business_successწარმატებასთან ერთად სვლები რთულდება!

გრძელ კიბეს მიუყვები, იმდენად გრძელს, რომ მისი ბოლო არც კი მოჩანს და არც იცი საით მიგიყვანს ან სადამდე ივლი ასე, უიმედოდ. შენ პირველ ნაბიჯს დგამ და ერთი საფეხურით მაღლა იწევ, გიხარია, გრძნობ რაღაც დონეზე უკვე შემაღლებას, მაგრამ არ კმაყოფილდები ამითაც და უფრო წინ მიიწევ, კიდევ ერთ ნაბიჯს დგამ, რათა დარწმუნდე შენს შესაძლებლობებში, რომ შენ იმის ღირსი ხარ, რაც სულ ზევით დაგხვდება. ამისთვის ყოველთვის შენს თავს ცდი, ამოწმებ რამდენად “მაგარი” ხარ და თუ შეძლებ ბოლომდე ასვლას.

საწყისი ნაბიჯები უფრო მეტი ამბიციით განგმსჭვალავენ შენი შესაძლებლობების მიმართ და მრავალსაფეხურიან კიბეზე ასვლას აგრძელებ. თან თუ უკნიდან ვიღაცები, ერთგვარად შენი კეთილისმსურველები ხელით გიბიძგებენ, ეს კიდევ უკეთესი, რადგან ჩათვალე შენ მიზანს ასე უფრო მალე მიაღწევ. მაგრამ არის დაბრკოლებებიც. ყოველ დონის მატებასთან ერთად უკანაც იყურები, შენ განვლილ გზას შეჰყურებ და ეჭვებიც ღრღნას გიწყებენ, გგონია ვერ შეძლებ და ხანდახან ფიქრობ უკან ხომ არ დავბრუნდეო, ან ხელი ხომ არ ჩავიქნიოო. ხედავ, რომ ჯერ კიდევ დიდი გზა გაქვს გასავლელი, კიბეს ბოლო არ უჩანს, სამაგიეროდ ჩანს თავი, სადაც შეგიძლია უფრო მალე დაბრუნდე და არც კი დახარჯავ ბევრ ენერგიას დაბრუნებისას. რაღაც გაფერხებს, ორ ზღვას შუა დგახარ და თავით რომლისკენ გადაეშვა ეს შენთვის გამოცანად რჩება. ღირს ზევით ასვლა? – ფიქრობ და თითქოს უკეთეს პერსპექტივაზეც მიგიწევს გული – დაისვენო და უკან დაბრუნდე, იქ კი რამდენი ხანიც გინდა იმდენს დაისვენებ, არც სირთულეები არც არაფერი, იქნები შენთვის და ხელს არავინ შეგიშლის, მაგრამ საღი გონება მაინც გძლევს და ხვდები რომ უკან დაბრუნება არ ღირს. უკან არც კი უნდა მიიხედო და სულ წინ უნდა იარო, ხვდები ბევრ რამეს, იმასაც, რომ ამ წინსვლასთან ერთად, გამოჩნდებიან შედარებით დაბალ საფეხურებზე მდგომნიც, რომლებსაც შენი მწვერვალისკენ მიმავალი გზის გათელვა მოუნდებათ, მაგრამ ისინი მხოლოდ შენს გავლილ გზას გადათელავენ, ათასჯერ გადატკეპნიან და სულ ერთ ადგილზე დარჩებიან.  Continue reading

ჯერონიმო სტილტონი – ავდექი და წავედი…

Geronimo-Stilton-At-Deskm

“ავდექი და წავედი. მართალია დასასვენებლად უკვე ვიყავი, მაგრამ ამჯერად სულ სხვა მიზნით. თითქოსდა მომწყინდა სათაგვეთში გამოკეტილი ყოფნა, ასე მგონია ციხეში ვზივარ და გარშემო მებარაბნეები დამტრიალებენ. მე დიდებული და ცნობილი თაგვი ვარ მთელ სათაგვეთში, ყველა მცნობს, ყველა მე მიყურებს ქუჩაში სიარულისას და მესალმებიან, როგორც ნამდვილ თაგვებს შეეფერებათ. საკმაოდ ბევრი მასალა დამგროვებია გასაშუქებელი, მაგრამ ეს საქმე მოიცდის, აი ჩემი თავგადასავლები კი არანაირად, რადგან მე ხომ ახალი ამბების მაძებარი ჯერონიმო სტილტონი ვარ, ამასთანავე მიყვარს საიდუმლოებით მოცული ამბები, ახლა კი მოგიყვებით საითკენ მაქვს გეზი. Continue reading