სიკვდილშიც არის რაღაც კარგი!

1

ქარი დაუღალავად ღრიალებდა, როცა ქუჩაში გამოვედი. საშინლად ციოდა. მხრებზე შემოგდებული შავი ქურთუკი, რომელიც სახელურებით მქონდა შემოკრული და მჭიდროდ მოჭერილი, ძლიერად ფრიალებდა. სიცივის მიუხედავად ჩაცმას არც კი ვფიქრობდი. ფანჯრის წინ, ასეთ ამინდში, ყოველთვის პლედშემოხვეული მოვკალათდები, წიგნით ხელში, გვერდით კი ორთქლმდინარი ცხელი ჩაი ფინჯანში, რომლის ორთქლით გამთბარ ოთახში, სრულ ტრანსში მყოფი წიგნს ჩავჩერებივარ. პერიოდულად შუშაზე ჩამოღვენთილ წვეთებს ვაყოლებ თვალს და მის მიღმა გრიგალში არეულ წვიმას ვუწყებ ყურებას, თან ჭიქას ვტაცებ ხოლმე ხელს. თუმცა გარეთ მართლა ცივა, საშინლად, გულის გამაწვრილებლად, ტანში ჟრუანტელს მგვრის, მინდება ახლა სახლში თბილად წიგნს შევექცეოდე, მაგრამ შეუძლებელია, თუმცა ღიმილით ვუთვალთვალებ შენობებს და ფანჯრებიდან მაცქერალ მოხუცებს. ისეთი თბილი სახეები აქვთ, მეც უნებურად ვთბები, მაგრამ საკმარისი არ არის. მივექანები სიკვდილისკენ, რომელიც დროდადრო უფრო ახლოვდება და სიამოვნებას მგვრის. Continue reading

დარკოზავრი და გულის ამოცლის ყოველწამიერი მოლოდინი (ანუ სიბნელეში გაუჩინარების შიში)

2

                                             დარკოზავრი და გულის ამოცლის ყოველწამიერი მოლოდინი

                                                                   (ანუ სიბნელეში გაუჩინარების შიში)

ხანდახან, სიბნელეში, როცა მარტო ვარ, ვგრძნობ მარტო არ ვარ. ვიღაცის არსებობა ჩემ გვერდით, წინ ან უკან შეუძლებლად არ მეჩვენება, ის ყველგანაა, ის ბევრია, ის თვითონ სიბნელეა, მაგრამ მისი სხეული არაერთხელ მაქვს შეთვალიერებული. რატომღაც მითვალთვალებს და უნდა, რომ მეშინოდეს, მეც მეშინია, მაგრამ არა იმდენად, როგორც მას სურს და ეს უფრო ამწარებს ალბათ. აი, ეს კი ნამდვილად სასიამოვნოა. სადაც სიბნელეა, ყოველთვის შოტლანდიელივით იქ ჩნდება, რომელიც არასდროს იგვიანებს, ის სხვებთანაც არის, მაგრამ ვფიქრობ ამას არ აღიარებენ, ან არ ესმით მისი სულისშემაკანკალებელი და ჭკუიდან შემშლელი ღრიალის ხმა. მის გამოჩენასთან ერთად იწყება კბილების კაწკაწი, ფეხებს ვერ ვიმორჩილებ და სიცოცხლის წართმევაზე ვფიქრობ, სიკვდილის მოახლოების გულისცემაც კი მესმის. თქვენ ალბათ არავის ეუბნებით ამ ამბავს, გრძნობთ ან ხედავთ, მაგრამ მალავთ სიბნელეში იმ არსებას, რომელმაც შეიძლება მთელი მსოფლიო სიბნელეში შთანთქას და დაგვისაკუთროს. მე არ გამიკვირდება ყველა ადამიანის ერთად გაქრობა და აპოკალიფსის დაწყება, რადგან მათ ისინი წაიყვანენ – დარკოზავრები. Continue reading

ერკე მიდასი – სელემიტი (Ercke Mydass)

2d7ce7fa0402

მეშინია.

ღამე სიბნელე სიცივე. სიშიშვლე სითბო

„დედამიწა მალე აფეთქდება“ – ამბობს ჩარლი.

ჩარლი ჩემი მეგობარია. ძალიან კარგი მეგობარია. ყოველთვის დახმარება როცა მჭირდება მას მივმართავ ხოლმე და ის აუცილებლად მეხმარება. ის ჩემთვის ძმასავითაა. მიყვარს ჩარლი.

„დედამიწა ქარცეცხლის ზოლში შევიდა, მალე აფეთქდება“ – ისევ ჩარლი ამბობს. მცივა. Continue reading

სულ ეს ვართ?! – ერკემიდასური

43aa46a47c0f

მე აღმოვაჩინე გზა ჭეშმარიტებისა, აღმოვაჩინე ის, რასაც ამდენი ხანი ვეძებდი – სიყვარული.

Continue reading

ერკე მიდასი – ძალაუფლების შვილები

8623

-შეიკარით ღვედები და მოემზადეთ ასაფრენად. – სტიუარდესამ ხალხი გააფრთხილა და კაბინისკენ დაიძრა, თავი დაიმაგრა და უკვე შეეძლოთ აფრენილიყვნენ.

თვითმფრინავი ადგილიდან დაიძრა, ჯერ ძრავის ხმა ისმოდა და შემდეგ კი მცირე ბიძგი იგრძნეს მგზავრებმა. თვითმფრინავი მიწას მოსწყდა. ყველას შეკრული ჰქონდა ღვედი, სანამ ფრენისთვის დასაშვებ სიმაღლემდე ავიდოდა ირყეოდა თვითმფრინავის კორპუსი და მგზავრებსაც საშინლად არყევდა. ღვედების გარეშე, მართლაც შეუძლებელი იყო, რომ თავი შეგემაგრებინათ. სტიუარდესა, სანამ ღვედების შესახებ ეტყოდა მათ, ყველა წესი გააცნო და ის თუ რომელ სიტუაციაში, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ. ჯორჯ გრინვილი ფანჯარაში იყურება და ხედავს, როგორ იქცევა მთელი დედამიწა ერთ პატარა საბნად შეკრული, ხედავს როგორ შორდება ნელ-ნელა მიწას, ყველა შენობა ერთდება და ერთ მთლიანობას წარმოადგენს. რამდენიმე წუთში ღრუბლებამდე ავიდა თვითმფრინავი და ღრუბლების მეტი არაფერი ჩანდა. ჯორჯი სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილას იჯდა, სადაც ფანები ზედმეტი რამეებით არ შეაწუხებდნენ. „ავტოგრაფი შეიძლება?, თქვენთან სურათის გადაღება შეიძლება? უუუუუუ, რა მაგარია ჯორჯ გრინვილთან ვიღებ ფოტოს“ და ა.შ. ჯორჯ გრინვილი პოპის ვარსკვლავია, რომელსაც ერთმა სიმღერამ „დაიჭირე, პატარავ, დაიჭირე“ მოუტანა დიდი პოპულარობა მთელ მსოფლიოში. ის ალბომი კი სადაც ეს სიმღერა შედიოდა ძალიან მალე გაიყიდა. თავიდან 100 000 იანი ტირაჟით გამოსცა, მაგრამ მიხვდა რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა. რამდენიმე კვირაში 5 მილიონზე მეტი გაიყიდა და კიდევ იყიდებოდა, ამან დიდი წარმატება და რაც მთავარია ფული მოუტანა. ახლა თვითმფრინავით ტურნეში მიდის, კონცერტი უნდა ჩაატაროს ევროპაშიც, სადაც ასე მალე გავრცელდა მისი სახელი. უკვე წარმოდგენილი ჰქონდა, როგორ შეხვდებოდნენ. ხალხი მოაწყდებოდა თავის ლიმუზინს, უამრავი ჟურნალისტი, რომელთაც ყველას მხოლოდ ავტოგრაფი სურთ და თუ ძალიან მოინდომებენ შეიძლება ინტერვიუც ჩაწერონ, ხალხი კი წინ ნელი სვლით მიმავალ ლიმუზინს მისდევენ და ალბომს და კალამს უწვდიან, რომ ხელი მოაწეროს. ეს სიგიჟეა, რა თქმა უნდა, სიგიჟეა რომ ლიმუზინიდან გადმოვიდეს და ყველას მოუწეროს ხელი. ისინი ხომ ცოცხლად შეჭამენ ისე უყვართ. ფიქრებიდან გამოერკვა და გაიბღინძა. „ხო, მე ყველას ვუყვარვარ, ამაში გასაკვირი რა არის?“ თავისთვის ჩაილაპარაკა და შემდეგ მიმოიხედა ვინმემ ხომ არ გაიგოო, მაგრამ მის გარდა იქ არავინ იყო. ეს უბრალოდ აკვიატებული ჩვევა იყო, რომ შეემოწმებინა და დარწმუნებულიყო მარტო იყო. უამრავი ფული ჰქონდა, უკვე აღარ იცოდა რაში დაეხარჯა. ყველაფერს ყიდულობდა, მაგრამ ფული არადა არ ელეოდა, დაკარგა მის თვალში ფულმა ფასი და მისთვის სხვა რამ გახდა ძვირფასი. მეტი ძალაუფლება, მეტი პოპულარობა და მეტი სიყვარული ხალხისგან – აი რა სჭირდებოდა. Continue reading

მსოფლიო ჩემპიონატი 2014 (ფინალი)

1386347887654308

   მოთხრობა, ჩანახატი ან რაც გინდათ ის დაარქვით. კომენტატორის სიტყვები შეცვლილია, ყველაფერი არა მაგრამ უმეტესობა კი. და კიდევ ეს სრული ფანტასტიკაა და ვისაც ჰგონია უბრალო ჩემპიონატის განხილვას წაიკითხავს ცდებით. ჩემი შეთხზული მოთხრობაა, მთლიანად გამონაგონი დასასრულით ამას ყველა მიხვდება და ვისაც არ გსურთ ნუ წაიკითხავთ ჩემი თხოვნა იქნება. ბოლოს ვუყურებდი ფინალს და გული დამწყდა არგენტინის წაგებით, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა სხვანაირი დასასრულით. სრულიად გამაოგნებელი დასასრულით..

ავტორი: ერკე მიდასი

მოედანზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი, ჩქარობდნენ რიო დე ჟანეიროში ჩამოსვლას, რომ მოესწროთ თამაშისთვის. აი უკვე ადგილზეა ყველა მათგანი და ერთმანეთს არ ინდობენ, მიიწევენ თავიანთი ნაყიდი ადგილებისკენ, რომელიც საკმაოდ ძვირი დაუჯდათ. არეულობა იყო ირგვლივ, მთელი დარბაზი ჯერ ფეხზე იდგა და ნელ-ნელა თავიანთ ადგილებს იკავებდნენ.

ამ აურზაურში გავიდა თითქმის ერთი საათი, ხოლო ფეხბურთელები ჩუმად აკვირდებოდნენ ხალხის ქცევებს. მათში ორივე გუნდის გულშემატკივრები იყვნენ, მაგრამ უფრო მეტნი არგენტინის ფანები იყვნენ, ვიდრე გერმანიის და ეს ცოტა გულდასაწყვეტი იყო გერმანიისთვის, მაგრამ ცდილობდნენ ამაზე არ ეფიქრათ და დღეს ამ გრანდიოზულ დღეს, მშვიდად და მაქსიმალური ძალებით ეთამაშათ.

დღეს არგენტინის დღე იყო! Continue reading

ერკე მიდასი – სიკვდილის თავისებურება

სიკვდილი

   საშინლად ცხელოდა და ბიზნესმენი გიორგი გიორგაძე ჯერ არ ჩქარობდა ოფისიდან გამოსვლას, თუმცა იცოდა წუთი წუთზე რომ არ გასულიყო თავის რეისზე დააგვიანებდა. ის საქართველოდან ნიუ-იორკში მიფრინავდა, რომ შეხვედროდა და მოლაპარაკებოდა მსხვილ ბიზნესმენს. იგი ახალ პარტნიორს ეძებდა საქმეში, რომელიც უნდა წამოეწყო და დიდი ფული მოეტანა. მან წინასწარ დაჯავშნა ტელეფონით ბილეთები ახალი კომპანიის მეშვეობით. Continue reading

ერკე მიდასი – გველების ორმო (Ercke Mydass)

შავი მამბა, ყველაზე სწრაფი (16კმ/სთ) და აგრესიული გველი

გველები. ეს ის ერთ-ერთი არსებათაგანია, რომლისაც ძალიან მეშინია. ალბათ სიკვდილამდეც კი. ამიტომ გადავწყვიტე მათზე დამეწერა, მაგრამ არა ჩვეულებრივ გველებზე როგორებიც საერთოდ არსებობენ. ალბათ ადამიანს წერისკენ ისევ თავისი ფობია უბიძგებს ხოლმე… ეს მოთხრობა არის ჰორრორის სტილში, რომელიც რომ არ დამეწერა არ შემეძლო. წაიკითხეთ და გამოთქვით თქვენი აზრი ამის შესახებ. შთაბეჭდილებები გამიზიარეთ. ყველას აქვს შიშის ობიექტი. მარტო არ ვიქნები, ვისაც გველების ეშინია…

Continue reading

სერიული მკვლელი(მოთხრობა სრულად)

14მკვლელობა-adjaraps

შესავალს გავაკეთებ იმაზე, რასაც სრულიადში ნახავთ. რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული. მკვლელის ჩანაწერებიდანაა ამოღებული და მისი ერთი ეპიზოდი დაწერილი. ( ვისაც სუსტი გული აქვს ვურჩევ არ წაიკითხოს) პიროვნებები რეალურია, მაგრამ სახელები შეცვლილი. წაიკითხეთ და შეაფასეთ რეალური ისტორია და ადამიანების სისასტიკე.

მე დავწერე ცოტა მხატვრულად მათზე… ისეთი სცენებია, რომ ბევრ გოგოს და ბიჭს არ ვურჩევ ამის წაკითხვას. თუ მაინც გადაწყვეტთ არ თქვათ, რომ არ გამიფრთხილებიხართ. მე გაგაფრთხილეთ…

ეს, არ არის მოთხრობა მხოლოდ სისასტიკეზე და უაზრო სისასტიკეზე. ამის დაწერა ერთმა ფაქტორმა განაპირობა. დღესდღეობით ბევრი საშინელი რამ ხდება და ეს არის მაგალითი იმისა, რომ მსოფლიო განუკითხაობას მიეცემა ხოლმე. ვეცადე რამდენიმე კითხვისთვის გამეცა პასუხი, ნაწილობრივ ეს შევძელი.

საკუთარ თავს ვუსმევდი კითხვას, სადამდე შეუძლია მივიდეს ადამიანის სისასტიკე? მივხვდი, რომ მას ზღვარი არ აქვს უბრალოდ. რა უბიძგებს ადამიანს გახდეს მკვლელი? ამ მოთხრობაში ამის ერთი მაგალითია ნაჩვენები, რაც რეალობასთან ძალიან ახლოსაა…

საერთო ჯამში ისე ნუ წაიკითხავთ, მხოლოდ ზედაპირულად და ნუ აღიქვამთ ამას საშინელებად, რადგან დღესდღეობით ამაზე უარესი რამეებიც ხდება, პატარა მიზეზის გამოც კი და მათთან შედარებით ეს ბავშვურ გართობად მოგეჩვენებათ. დღეს უამრავი საშინელება ხდება და ეს ყველამ უნდა დავინახოთ. აქ ყველაფერზე პასუხი გავეცი ჩემს კითხვებს ნაწილობრივ, და აღვწერე რა გრძნობა დაგეუფლება, როცა ასეთ ადამიანს, ქვეყანაზე და მსოფლიოზე გაბოროტებულ ადამიანს თვალებში ჩახედავ. Continue reading

ერკე მიდასი – ჭიდილი

73746

ჩემს მძიმე პერიოდზეა, წერაში ვპოვე შვება თორემ ალბათ ვერ გადავიტანდი… რაც აქ წერია ყველაფერი სიმართლეა, გრძნობები და ყველაფერი. სწორედ ის პერიოდი იყო, როცა გული სხვას ფიქრობდა გონება სხვას. როცა ერთმანეთში კამათი მოუვიდათ, მე კი ეს ფურცელზე გადავიტანე და ავღწერა, რადგანაც ასე მაინც გამოვსულიყავი მდგომარეობიდან და დავმშვიდებულიყავ. ცხოვრება არასდროს გეკითხება არაფერს, ის შეუმჩნევლად და შენს უკითხავად წყვეტს მნიშვნელოვან დეტალებს და გრძნობ, რომ შენ მხოლოდ პაიკი ხარ ამ სამყაროში. პაიკი და მეტი არაფერი. ვისაც ასეთი რამ განუცდია ის ალბათ მიხვდება, რასაც ვგულისხმობ ამ მოთხრობაში და იგრძნობს, თუ როგორც ვიყავი მე მაშინ… Continue reading