
NEW!
ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მოვლენა, ყველაზე ძვირფასი და საუკეთესო ლექსი, რაც დამიწერია ოდესმე!
თავიდან ყველას მადლობას გადაგიხდით იმისთვის, რომ ახლა ამას კითხულობთ და ლინკზეც სავარაუდოდ გადახვედით (ან გაწყვიტეთ კითხვა, ლინკზეც არ გადახვედით და გართობა ან მეგობრებთან მიმოწერა განაგრძეთ – მაინც მადლობა), მადლობა ყველაფრისთვის რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში და თქვენზე ძვირფასი რომ არავინ მყავს.
სანამ ვიდეოს ნახავდეთ, სანამ გადაწყვეტდეთ მის მოსმენას და ჩართავდეთ, თქვენთან სათხოვარი მაქვს. ოღონდ ეს მოსმენის მერე უნდა გააკეთოთ, რა თქმა უნდა, ისე ვერ მივიღებ ამ საჩუქარს თქვენგან.
მე, მიმაჩნია რომ ყველაფერი, რაც დამიწერია, ყველაფერი რაც გონებაში გამივლია იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება შევცვალო სამყარო – ამაზე პასუხი არ არსებობს. პასუხი აი ეს არის, სამყარო უკეთესი მაშინ გახდება თუ ამას ჩვენ მოვინდომებთ. მიმაჩნია და ვისაც წავაკითხე ისინიც ასე ფიქრობენ, რომ ეს ლექსი ჩემს შემოქმედებაში (ვიმეორებ ჩემს შემოქმედებაში და სხვას არავისას არ ვადარებ, ასე რომ ნუ მოიგონებთ რაღაცებს) საუკეთესოა. ყველაზე დიდი და ასევე ყველაზე აზრიანი, რაც კი დამიწერია. Continue reading →
Like this:
Like იტვირთება. . .