შეჭიდება (შერწყმა)

   ოცნება ილუზიაა მისივე ილუზორულ სამყაროში გადმონაშთული და სიტყვათა ქარიზმატულ გაელვებას ასხივებს.    ცხოვრება, ვისთვის დიდი არაფერი, ვისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ვისთვის კი სიგიჟე, მთელი არსებით რომ შეიგრძნობს მის სიხალისეს, სიცხადეს, სინარნარეს და უფრო მეტად მოელის მისგან, ფიქრების მდინარების წარმართვას … Continue reading

Rate this:

ილია ბაბუნაშვილი – ვერელი პაპის პარადოქსი

ყველასთვის ნამდვილად არ იქნება ცნობილი, რომ კლუბი “ფანტასტი” დიდი ხანია ჩემი ოჯახი და ნამდვილი განძია. ორი თუ სამი წლის წინ ჩავები, გავერთიანდი მათთან, როგორც მახსოვს ჯერ კიდევ მაშინ როცა ფსევდონიმი “ერკე მიდასი” არც არსებობდა. ერთად დიდი ისტორია გვაქვს გამოვლილი, უამრავი რამ შეთხზული და მხიარულებას რომ თავი დავანანებოთ ერთმანეთს გვერდში ვედექით და ასეც არის მუდამ. შემდეგ დავიკარგე, სამსახურის გამო ვერ ვახერხებდი შეკრებებზე სიარულს, ვერ ვახერხებდი თუნდაც ჟურნალის კითხვას, რომელიც გამოიცემოდა და ვალების გამო კი მოგვიანებით მათ ყიდვასაც ვერ ვახერხებდი!

წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა. როცა ყოველდღე გეკითხებიან, სად დაიკარგე, რატომ არ ჩანხარო და ყოველდღე ერთსა და იმავეს პასუხობ – სამსახური.

დაახლოებით რამდენიმეთვიანი პაუზის და გაუჩინარების შემდგომ ირაკლი ლომოურს შევპირდი და ფიცი დავდე, რომ არ გამოვტოვებდი დიად 5 ივნისს, როდესაც ამ წიგნების პრეზენტაცია გაიმართა. არ ვაპირებდი შეძენას, თან ისეთ მდგომარეობაში ვიყავი მხოლოდ საღამოს მიწევდა სამსახურში მისვლა, ამიტომ ყველანაირად მაწყობდა და ვახერხებდი მისვლას. რა საოცარ განწყობაზე დავდექი!

ვიყავი: – მთელი ღამე უნდა გავათენო, როგორ მეზარება. – განწყობაზე.

შემდგომ: – საოცარია! ისეთი ენერგია მომეცა მეორე დღესაც გადავაბამ. – ვფიქრობდი ჩემთვის, რადგან ის დადებითი ემოცია მიმყვებოდა სამსახურში. შესვლისას ნაცნობი სახეები, ირაკლი სცენაზე იდგა, მახსოვს როცა დამინახა წამოდგა და ჩემკენ წამოვიდა, რაც სიურპრიზი იყო, ოთხივე წიგნი გადმომცა, ილია ბაბუნაშვილის, მიხეილ შაველაშვილის, ანა ჩიქოვანის და თავად მისი და მეუბნება, რომ არაფერს გამომართმევდა. ამან კიდევ მეტი ემოცია მომგვარა, მეტად გამახარა, თუმცა უხერხულ მდგომარეობაში ვიყავი, როცა საჩუქრად ვიღებ, იმას რაც არ მეკუთვნის და რაც თანხა ღირს.

რაც შეხება ილია ბაბუნაშვილის წიგნს. მისი კითხვისას იმ საღამოს 5 ივნისს დავბრუნდი. ხელხლა ვიგრძენი სიყვარული ამ ადამიანების ჩემ მიმართ და ვხვდებოდი ყოველ წამს, რომ ეს არის სწორედ ჩემი ადგილი, რას ვგრძნობდი ვერ გეტყვით, უბრალოდ ვიცი, ჩემი ადგილი ვიპოვე, თუმცა სამსახური მას მართმევს. მის წიგნზე იმას ვიტყვი, რომ აქამდეც მომისმენია ილიას წაკითხული რამდენიმე თუ არა ერთი მოთხრობა მაინც, მაგრამ ესენი სულ სხვა იყო. უმეტესწილად ვხვდებოდი სხვა სამყაროში, წიგნის ფურცლებზე ჩატეული ამხელა სივრცე, ამხელა სისავსე და უფრთო ადამიანები, რომლებსაც ასეთი შესაძლებლობა ენიჭებოდათ. ფანტასტიკა მინდა გითხრათ ეს მთლად გრძნობების საკითხი არ არის, ეს ფანტაზიის და ოცნების სივრცის საკითხია, სადაც ხვდებით, სადაც იჭრებით ბოლომდე და გრძნობთ არა გრძნობას, არამედ გრძნობთ დაკარგულობის შეგრძნებას და მე ეს უამრავჯერ ვიგრძენი. ფურცლებში დავიკარგე, ვეძებდი საკუთარ თავს თუმცა ამაოდ. სწორედ ეს მიყვარს ამ ჟანრში და მითუმეტეს როცა ამას ქართველ ავტორებში ვხედავ მეამაყება ყოველივე ეს.

გსურთ იმოგზაუროთ გალაქტიკებს შორის? გსურთ ჰაერში ლივლივი, ან ორას წელზე მეტი სიცოცხლე? გაინტერესებთ რა მოხდება დროში მოგზურობის შემდეგ და როგორ აღმოჩნდებით მუსიკაში ჩაძირული შემოდგომის ფოთლებთან ერთად? გინდათ დაესწროთ გალაქტიკათაშორის სასამართლოს? წაიკითხეთ ილია ბაბუნაშვილის ვერელი პაპის პარადოქსი, სადაც უამრავ საინტერესო სიუჟეტს და უამრავ ცინცხალ იუმორს თუ ფანტასტიკურ შთაგონებას აღმოაჩენთ. დიახ… მათში ძგერს ფანტასტიკური გული, როგორც ამიძგერა ჩემში.

ერკე მიდასი

ჩემს მაიკოს

ბევრი რამის თქმა მსურს, თუმც ამისთვის შესაძლოა ცოტა დრო მქონდეს. ცხოვრებაში არც ისე ბევრი საუკეთესო მომენტები შეიძლება გვქონდეს, შესაძლოა არც ისე ბედნიერები ვიყოთ დროის ერთ მონაკვეთში და არც იმდენად გვეჩვენებოდეს, რომ გაგვიმართლა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მაინც მინდა გითხრა მე შენ… Continue reading

Rate this:

შენზე ოცნება არ მავიწყებს თავს

ძვირფასო მაი, ჩემო მომავალო მეუღლევ, ჩემი შვილების მომავალო დედავ, ჩემო ძვირფასო და ამ სიძვირფასის სიამოვნებავ, ჩემო სიცოცხლის შთაგონებავ და ჩემო უტრფესობავ, თითქოს რა მარტივია ეს ცხოვრება ერთი შეხედვით, მაგრამ როცა კარგად დააკვირდები და მეორედ, უფრო დაჟინებით ჩააცქერდები თვალებში მიხვდები, რომ გარეგნულად არის მხოლოდ მარტივი, სიღრმეებში კი სირთულეებით, თავგადასავლებით და სიგიჟეებითაა სავსე, რომლის დაძლევის სურვილიც უნდა გაგაჩნდეს ადამიანს, სხვანაირად იგივედ დარჩება ყოველივე და არაფერი შეიცვლება.
ჩემო ტურფა მარწყვო, ჩემო მარწყვის კოქტეილო, ჩემო სიგიჟის ნაწილო, ყოველი გასული დღე უფრო მეგემრიელები და მეძვირფასები და დღე სრულდება იმით, რომ შენი სიყვარულის გულში ჩაკვრით ვიძინებ. შენ სიყვარულს ვეალერსები, შენს სიყვარულს ვიბედებ და შენს სიყვარულთან ერთად ვიძინებ ყოველ უმძიმეს და უშფოთეს ღამეს.
განა არ მინდა?
ძალიან მინდა, რომ ყოველდღე, როგორც სხვა წყვილები, ყოველდღე გნახულობდე, მსურს რომ ჩუმად მოვიპარებოდე შენი სახლის ფანჯრებთან და გიტოვებდე სიყვარულის კოცნებს, ან სიყვარულის სითბოებს, გიტოვებდე ჩემს გულს (თუმცა არა მთლიანად, ნაწილ-ნაწილ), გიტოვებდე წერილებს და ყოველდღე ამ გულში ჩაკრულ და ჩემს სუნთქვააყოლებულ წერილების წაკითხვის შემდეგ შენს რეაქციას ჩუმად, შორიდან ვადევნებდე თვალს, შემდეგ კი გხვდებოდე, გიხუტებდე და ვიქცეოდე ისე თითქოს არაფერი ვიცი, თითქოს წარმოდგენა არ მაქვს რა მოხდა, რა დაგხვდა დილით შენს ფანჯრებთან. მინდა, რომ გითქვამდე შეხვედრებს, ან ჩვენს საყვარელ ქუჩებზე, ჩვენ საყვარელ პარკში სრულიად შემთხვევით ვხვდებოდეთ ერთმანეთს სადაც ორივეს გვეყვარება ჯდომა, ერთად ფიქრი, ფიქრი წარსულზე, ფიქრი მომავალზე, ფიქრი ჩვენს დაუშრეტელ ოცნებებზე და ფიქრი ჩვენს გულებში აბობოქრებულ კოცონზე, რომლის ჩაქრობაც არც არასდროს იქნებოდა შესაძლებელი, რამდენი მეხანძრეც არ უნდა მოეყვანა ვინმეს რათა ამ სიყვარულს საძირკველი გამოეცლიათ.
კვლავ მინდა შენი ხელი მეჭიროს და გულის ფეთქვას შენს მაჯაზე ხელმიდებულს ვგრძნობდე, შენს აჩქარებულ სუნთქვებს, სიამოვნების ნაპერწკლებს თვალებიდან და სიყვარულის მარადიულ ბზინვარებას, რომელიც მუდამ შენ გახლავს.
ძლიერ სიყვარულს მწამს, ვერაფერი დაამარცხებს, ყოველი განსაცდელი, ყოველი ცრემლი ტანჯვა და ტკივილი მას უფრო და უფრო აძლიერებს.
როგორ მინდა ახლა შენთან დაჩოქილს შენს თვალებში მომზირალს პასუხს ველოდე შენით აღელვებული ემოციანავლილი სულისგან. ველოდე პასუხს – დიახ.
ძალიან მინდა ყოველ ღამით გიყურო როგორ გძინავს და შენი გულის ფეთქვები დილამდე ვითვალო… ათას ერთი, ათას ორი, ათას სამი, ათას ოთხი და ასე მილიონამდე, მილიარდამდე დაუთვლელი გულის ფეთქვა ჩაჰყვება ჩემს სიზმრებს.
სიგიჟემდე, და სიგიჟის მარადიულ საწყისებამდე მინდა, რომ გიყურო როგორ მღერი ჩვენს საყვარელ ჰანგებს და ხელში პატარა სიყვარული ისეთი მზრუნველობით გიჭირავს, რომ სიგიჟის მარცვლებსაც კი ყოველ ნაბიჯზე ვპოულობ და ვკრეფ, რომ არსად დამეკარგოს.
ყოველდღე, ყოველ მარადიულ წამს ახლიდან მიყვარდები, შენ ჩემი სიცოცხლის საწყისი ხარ, ჩემი სიცოცხლის შთაგონება და ჩემი გულის ფეთქვების აზრიანი მიზეზი, რომელიც მუდამდღე გვერდით მყავს…
გახსოვდეს მაი, ჩემო მომავალო მეუღლევ, ჩემი შვილების მომავალო დედავ, ჩემო ძვირფასო და ამ სიძვირფასის სიამოვნებავ, ჩემო სიცოცხლის შთაგონებავ და ჩემო უტრფესობავ, ცხოვრება მხოლოდ მაშინაა მარტივი, როდესაც არანაირი მიზანი და მოტივი არ გააჩნია ადამიანს. როცა სუნთქავს არაფრისთვის, როცა ცოცხლობს არაფრისთვის. მაგრამ მე შენით ვცოცხლობ, შენ ხარ ჩემი სუნთქვის მიზეზი და ასევე გახსოვდეს, რაც არ უნდა რთული იყოს ჩემთვის ეს სამყოფელი, რაც არ უნდა მიჭირდეს ამ წუთისოფლის მხრებით ზიდვა, პირველ რიგში შენ მოგიკიდებ ზურგზე და ჩემთან ერთად ყოველ ჭირნახულ ამინდში წაგიყვან.
მაგიჟებ…
შენთვის ყველაფერს დავძლევ…
ყოველ ცდუნებას…
ყოველ გასაჭირს…
სიკვდილსაც კიიი…
შენთან ერთად მარადიულად ვიცოცხლებ. შენ ხარ ჩემი მარადიული აკვანი. 

სტივენ კინგი და ერკე მიდასი 21 სექტემბერს, 1982 წელი

კარგად მახსოვს დღე, როდესაც ეს ფოტო გადავიღეთ. მაშინ ჯერ სულ ახალი გაცნობილი მყავდა, ოთხმოციანი წლები იყო. 21 სექტემბერი, მისი დაბადების დღე როცა დავურეკე და ვუთხარი აბა რას შვრები მეთქი.-ოოო, ჩემო ერკე, მე გადასარევ განწყობაზე ვარ, ჩემი წიგნები დაბეჭდილი არ არის, რომ უკვე იწურება ტირაჟი. ეს საოცარი გრძნობაა მეგობარო, არ შევხვდეთ? – ზუსტად მახსოვს მისი სიტყვები, მის ხმაში გამოსჭვიოდა აღფრთოვანების ხმა, თითქოს იმ წამს გაეხარებინოს ამ ფაქტს, არადა წლებია რაც წერდა უკვე და ეს მისთვის ახალი შეგრძნება აღარ იყო, თუმცა ისე მელაპარაკებოდა, როგორც ბავშვი, რომელიც სანტა კლაუსის ნაჩუქარ კანფეტებით სავსე ყუთს გაეხარებინოს. შევხვდით იმ ძეგლთან, მენის შტატში, რა ქვია? ენის წვერზე მადგას მისი სახელი და ვერ ვიხსენებ… ეს ხომ დიდი ხნის წინ იყო, კარგად მახსოვს კინგის სიტყვები, მისი რეაქციები, მისი ხმა, ქმედებები, მაგრამ არ მახსოვს წვრილმანი დეტალები, ხო… იქ მეტროც იყო ახლოს. ეს კი ნამდვილად მახსოვს.ის მაშინ თავის აგენტს ესაუბრებოდა ტელეფონზე, იმ დღეს მისი დაბადების დღის საპატივცემულოდ გამოფენა-გაყიდვა იმართებოდა კინგის წიგნების და ასევე მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია, რომელიც მეც კი არ მქონდა ჯერ წაკითხული. იმ დროისთვის, უკვე გამოსული იყო, მისი რომანები, კერი, სალემის ხვედრი, ნათება, მკვდარი ზონა, კუჯო და მორბენალი, კიდევ რამდენიმე წიგნი ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩამოთვლას აღარ გავაგრძელებ, საიდუმლოდ ინახავდა კინგი ამ წიგნის სახელწოდებას, რომლის პრეზენტაციაც იმართებოდა. გული მიგრძნობდა რაღაც შედევრი იქნებოდა, მისი შედევრების მიხედვით და მეც ზუსტად გულის სიღრმეში ამას ვხვდებოდი. მისი ღიმილი, თავდაჯერებული ღიმილი, რომელიც მთელი იმ დროის მანძილზე არ შორდებოდა და ამ ფოტოშიც სწორედ ეს ღიმილი ჩანს მისი. საოცარი იყო.ეს წიგნი, შემდგომში გავიგე, რომ იყო ბნელი კოშკის პირველი ტომი, რომელიც გამოიცა 1982 წელს, 21 სექტემბერს, მის დაბადების დღეზე. დიდებული პრეზენტაცია, დიდებული კინგი, დიდებული სტუმრები, დიდებული აღფრთოვანება და მოლოდინის გამართლება, დიდებული ტირაჟით გაყიდვა და ეს მხოლოდ პრეზენტაციაზე, მთავარი კი წინ გვქონდა, რაც მაშინ ნამდვილად არ ვიცოდი. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ფოტოგრაფი მოგვიახლოვდა და სტივენი გაიხმო გვერდზე ფოტო უნდა გადაგიღოთო, ის ნაცრისფერ ფონთან დააყენა და სანამ გადაიღებდა, ფოტოგრაფი გააჩერა, მე გამოვედი რომ ხელი არ შემეშალა და აი უცებ, კინგი მე მეძახის.-ჩემო ერკე, ჩემო ერკე. – ხელით მანიშნებს, როცა მისკენ მივიხედე. მეძახის, მომიახლოვდიო. – მოდი, ერთად გადავიღოთ ფოტო, სამახსოვროდ ჩვენი მეგობრობის ხათრით.ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს რაღაც არაორდინალურს მთხოვდნენ, რაღაც სასწაულის გაკეთებას და მეც იმდენად ვაფასებდი ამ ადამიანს, შემდეგში, მის კვალს რომ გავყევი და მის ჟანრში ვცადე ბედი, რომ სიხარულით დავთანხმდი და გვერდით დავუდექი. აი ასე, სიგიჟე იყო ისეთი დონის მწერალთან ასეთი სიახლოვე, დიდი პატივი იყო ჩემთვის და სიხარული აღტყინებული სულის დაოკებისა.ეს ფოტო, საკმაოდ დიდი ხანი ვინახე საიდუმლოდ, მაგრამ მეტი არ შემეძლო. მაპატიე კინგ. მიყვარხარ მეგობარო.

ეს კი, ამ ფოტოს ვარიაციებია, რომელიც შემდეგ შეიქმნა. 

8.11.2018

It-stephen-kings-it-15815347-768-440

დღეს, რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს (მეც გავოცდი) სტივენ კინგის პერსონაჟებთან ერთად ვიმგზავრე, სამსახურში წამოსვლისას. ავტობუსში ავედი და მაშინვე შევნიშნე ის 11-13 წლის ბიჭები, რომლებიც ჩემთან ერთად კარებთან მიჭუჭყულიყვნენ თავისუფალი ადგილის არარსებობის გამო და ზოგი მეც მეკვროდა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ბევერლი მარშს მისი სილამაზითა და ოდნავ წითური თმით, ყავისფერში რომ გადასდიოდა. იქვე ვიცანი ბილი დენბრო, სიმპათიური დაბალი ყმაწვილი, შავი კარგად დატკეპნილი თმებით და ენაც ცოტა, რომ ეშლებოდა. ასევე ვიცანი ედი, მისი ბავშვური გამოკეტყველებით და სათვალით და ვიცანი რიჩი, რომელსაც ჟღალი წიწილისებრი თმა ჰქონდა. და ვნახე სტენიც, გაუბედავი გამომეტყველებით, შავი თმით და უცნაური ქუდით. დიახ დიახ, ისინი ზუსტად იმათ ჰგავდნენ ვინც მე მყავდნენ წარმოსახვაში კითხვისას. მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე ბურთივით მრგვალი, ტანდაბალი და პუტკუნა გენიოსი, ბენი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა იმ ზაფხულს. ვფიქრობდი სად შეიძლება ყოფილიყო, ვეძებდი ავტობუსში და ბოლოს მივხვდი თუ რატომ ვერ ვპოულობდი… ვერ ვიპოვე, რადგან საკუთარი თავის დანახვის უნარი არ მქონდა და არც სარკე იყო ავტობუსში. უეცრად მივხვდი, რომ ბენი მე გახლდით და იმ შვიდეულში დიდ ადგილსაც ვიკავებდი, რომლებმაც ქალაქი დერი ვიხსენით გახრწნილი მონსტრისგან. დიახ ეს ჩვენ ვიყავით!
გუნდის მეშვიდე და ასევე განსაკუთრებულ წევრს ვეღარ მოვკარი თვალი. მაიკის, შავ ბიჭუნას, რომელსაც მისი კანის გამო დასცინოდნენ და აბუჩადაც იგდებდნენ, რის გამოც ის ჩვენს კლუბში მოხვდა, ხელმოცარულების კლუბში. ბოლოს კი ვიფიქრე, რომ ის დერიში დარჩა, ჩვენ გამოვაღწიეთ, მაგრამ ის იქ დარჩა და კვლავ აგრძელებს მზვერავობას, რათა არ გამოჩნდეს და ახალი ერა არ დაიწყოს იმ მონსტრის ხანაში.
ამ ფაქტის გამო დღეს, 8 ნოემბერს 2018 წელს საოცარი დღე მქონდა და ბედნიერი ვარ… (მე ყოველთვის ბედნიერი ვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად). მათი მსგავსება ეს თითქოს წიგნიდან ამომხტარი პერსონაჟები იყვნენ, რომელთან ერთადაც მთელი 15 წუთით ვიმგზავრე!!!
მადლობა ამისთვის კინგს ამ საოცარი წამებისთვის. 😍😍

ერკე მიდასი – დამეხმარეთ!

23471918_1492375234214148_6999314056086462709_n

ერკე მიდასი დაბრუნდა და გთავაზობთ ახალ ლექსს, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ნაგვის ურნის დანახვისას ჩაფიქრების შედეგი აღმოჩნდა, რომელსაც დიდი არაფერი, მაგრამ ერთი სიტყვა ეწერა – მშია.

 

 

 

 

 

 

 

დამეხმარეთ დეიდებო, ძალიან გთხოვთ ან ბიძია

თუმც მცირედით, სული მეწვის, არ მაქვს მეტის ამბიცია,

მსურს სიცოცხლე, თუ ვიცოცხლებ, ბედმა თვითონ ამირჩია

სული მეწვის, გულის ფეთქვის ხმაც კი მესმის, მშია, მშია!

 

თავისთავად, ყველაფერი მე სიგიჟით დამიტყვია,

არ მიშველის არც წამალი და არც ერთი წამით ტყვია,

გული ფეთქვას განაგრძობს და მიკვირს როგორ დამინგრია

ეს ცხოვრება ერთმა წელმა, გაქრა რაც კი ამიგია.

 

სიყვარული, მოგცეთ ღმერთმა, ხალხო მეწვის სული, მშია

დაგვტრიალებს და გვაცდუნებს ჩვენ ყოველთვის, ფულის ჭია,

ეს იქნება ჩემი გეზი, ჩემი ბედი, ცრუ მისია

სჯობს დავწერო სურვილების საკმარისად სრული სია.

 

სახლში, ბავშვი მყავს სარჩენი, ის არს ჩემი განაჩენი,

დამეხმარეთ რომ უფალსაც ვთხოვო წილი, დანარჩენი

მინდა ფიქრი უდარდელად, დრო აზრიანად ნარბენი,

გავუღიმო სამყაროს და მოგვცეს ნება აქ დარჩენის.

 

თუ ვტყუოდე, განვუტევო სული, აქვე და ახლავე

თამამად თქვენც კი შეგთხოვდით: – ასი ტყვია დამახალეთ,

კეთილშობილ საქმეს იზამთ, ხუთი თეთრით დამეხმარეთ,

სულში მიძვრა შიმშილი და ცრემლით ყოველ ღამეს ვათევ.

 

ახლა იშვე, ამ ქვეყანას, ალბათ ძალზე საშიშია,

ნუ დაგყვება იმედად, რომ გადაიფრენ პარიზშია

თვალი უნდა გაახილო, ქრება ყველა ამბიცია

აქ იშვები და შიმშილი გძებნის, ხალხო, მშია, მშია!

ე.მ.

10 ნოემბერი 2017

რკონი

1412rkoni   ოცი აგვისტო, 2016 წელი სამუდამოდ აღებეჭდა ჩემი გონების ფირზე და იქიდან წაშლას მეხსიერების სრული ამოშლა მირჩევნია. ვისაც არასდროს უნახავს ეს ულამაზესი ადგილები და არ გაუვლია თამარის ხიდამდე ის ბილიკი, სჯობს ახლავე აისხათ გუდა-ნაბადი და რკონისკენ გზას დაადგეთ. ტურს ჩემი არანორმალური ძმაკაცი ხელმძღვანელობდა, დიდი ხანია საგიჟეთში რომ არის წასაყვანი ისეთი, მაგრამ რატომღაც აგვიანებენ მის დაჭერას, თეთრ ხელებშეკრულ ხალათში გამოწყობას და ოთხ კედელშუა გამოკეტვას. არადა რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ ამით. Continue reading