“მზის” ძაღლი – სტივენ კინგი

21080027.545aa57823bdaრამდენს ვაქებ გამომცემლობა “პალიტრას”, კი იმსახურებს კია, მაგრამ შემდეგ თავში არ აუვარდეს ამდენი ქებით.

ვხუმრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ იმდენად გაგვანებივრა კინგის შემოქმედებით, რომ ერთი სული მაქ დანარჩენი, განსაკუთრებით “ბნელი კოშკი” და “IT” როდის ითარგმნება და გამოიცემა. ახლა აღტყინებული და აღფრთოვანებული ვწერ ამ პოსტს. უეცრად მომინდა დაწერა, ყველაფრის ამოთქმა და ჩემი ემოციებისგან დაცლა. რა წიგნზეც წერა მომინდა, დიდი ხნის წინ დავასრულე. უბრალოდ აქამდე ვერც დრო, და ვერც მონდომება ვერ ვიპოვე შემოვსულიყავი და წერა დამეწყო. მაგიჟებს! მაგიჟებს! მაგიჟებს! Continue reading

ბიბლიოთეკის პოლიციელი/ The library Policeman

four-past-midnight-audiobook-cover-3

ამ ავტორის რომანების კითხვისას ყოველთვის მებადება ასეთი კითხვა, რომელსაც პასუხი გასცე, არც ისე მარტივია თუ ადამიანთა ბუნებას არ ჩაწვდი. საიდან ამდენი ბოროტება, რომელიც ადამიანის გულში დაუტეველია. როცა ღმერთი სიყვარულია და ჩვენც სიყვარული უნდა გვამოძრავებდეს, ყოველთვის არის ყველა ადამიანში მეორე მხარე, რომელიც იმას გვაკეთებინებს, რაც შეიძლება არ გვინდა, ან არ გვიფიქრია, მაგრამ იმ წამს სწორად მივიჩნევთ და შესაძლოა სხვა მანიპულირებდეს ჩვენზე, ჩვენ კი ამას ვერ ვხვდებით. ხშირად ადამიანს თავისი წარსულის დავიწყება ისე მაგრად სურს, მისკენ ზურგით დგება და გონებაში თითქმის აღარ იტოვებს ნარჩენებსაც კი, უბრალოდ ივიწყებს. Continue reading

საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი

p34136_p_v8_ag

 

 

 

 

 

 

 

ეს მოთხრობების ციკლი, რომელიც “ნაშუაღამევის ოთხ წუთშია” გაერთიანებული, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა სტივენ კინგის შემოქმედებაში. და ვერავინ დამაჯერებს, რომ თუნდაც რამით ფილმის ყურება და იმ ემოციების განცდა ჯობს, წიგნის კითხვისას მიღებულ სიამოვნებას და მასში მონაწილეობას, თითქოს შენც მისი ნაწილი ხარ, პერსონაჟი და თან შეგიძლია თავად აირჩიო რომელი და ისე დაიწყო კითხვა. სრული თავისუფლება გაქვს.

დღეს არ ვისაუბრებ, ჯონი დეპის უნაკლო შესრულებაზე ფილმში, მე ბევრად მესიამოვნა ამ მოთხრობის წაკითხვა, ვიდრე ფილმის ყურებისას მიღებული განცდები. შევადარე და ახლოსაც კი არ არის ერთმანეთთან. ბევრად ძლიერია წარმოსახვა, ვიდრე პირდაპირ გამზადებულად დადებული ფილმი. მე ამას ვემხრობი! რა შეიძლება ამ მინი რომანზე ვთქვა. მთავარ გმირად მწერალი გვევლინება, ჩემი კოლეგა, რომელსაც უცხო მამაკაცი აკითხავს სახლში და ეუბნება, რომ მან მისი რომანი მოიპარა. მისი სახელი სროლას ნიშნავს, ან ფსევდონიმი. ჯონ შუტერი, რომელიც მწერალს ედავება პლაგიატიზმში. დავის საგნად კი მოთხრობა “თესვის სეზონი” იქცევა, რომელიც ძალიან ჰგავს მეორე მწერლის ნამუშევარს “საიდუმლო სარკმელი, საიდუმლო ბაღი”. მორტ რეინი ცდილობს დაამტკიცოს, რომ არაფერი მოუპარავს და ეძებს მტკიცებულებას, 1980 წლის ჟურნალს, სადაც მისი მოთხრობა დაიბეჭდა პირველად, მაგრამ თანდათან ერთ მოვლენას მეორე ემატება და ასე უჩინარდება ყველა მტკიცებულება, რაც კი ამას დაადასტურებდა, მაგრამ იმედი მაინც არსებობს. Continue reading

ლანგოლიერები

t10692“მხოლოდ ვარსკვლავთცვენისთვის” 

დავბრუნდი მეგობრებო, დიდი ხნის ძილიდან და დავბრუნდი ისევ, ჩემ საყვარელ მწერალზე სასაუბროდ და მე დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა უკვე გაივლეთ გულში მისი სახელი. მოგეხსენებათ, სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ, (სამი კვირის წინ თუ ზუსტად მახსოვს) ჩვენმა საყვარელმა გამომცემლობამ, პალიტრა L-მა გადაწყვიტა კიდევ ერთი წიგნი ეჩუქებინა ჩვენთვის, (თავისი ეშხითა და ავტორისეული სილამაზით გაფორმებული) ნათია ჩუბინიძისეული თარგმანით, პრეზენტაცია კი ამ მწერლის დაბადების დღეს დაამთხვიეს. მახსოვს, როგორ წვიმდა ამ დღეს (წინა წელსაც ასე მოხდა) ამიტომ ერთი დღით გადაიწია პრეზენტაციამ. ჩემთვის ეს სამყაროს ახლიდან შენების ერთი დღით გადადების ტოლფასი იყო, თუმცა დღეს ამაზე არ მოვყვები რა თქმა უნდა. Continue reading

რკონი

1412rkoni   ოცი აგვისტო, 2016 წელი სამუდამოდ აღებეჭდა ჩემი გონების ფირზე და იქიდან წაშლას მეხსიერების სრული ამოშლა მირჩევნია. ვისაც არასდროს უნახავს ეს ულამაზესი ადგილები და არ გაუვლია თამარის ხიდამდე ის ბილიკი, სჯობს ახლავე აისხათ გუდა-ნაბადი და რკონისკენ გზას დაადგეთ. ტურს ჩემი არანორმალური ძმაკაცი ხელმძღვანელობდა, დიდი ხანია საგიჟეთში რომ არის წასაყვანი ისეთი, მაგრამ რატომღაც აგვიანებენ მის დაჭერას, თეთრ ხელებშეკრულ ხალათში გამოწყობას და ოთხ კედელშუა გამოკეტვას. არადა რამდენ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ ამით. Continue reading

ორიფლეიმი, როგორც ევროპული ცხოვრების მყარი გარანტი

6785_foto_large

ამ პოსტის წერა, დღევანდელ საქართველოში მიღებული სტერეოტიპებისა და ცუდი დამოკიდებულების პროტესტის გამო გადავწყვიტე. ბევრგან მხვდება დაბრკოლება, კერძოდ რას მოიცავს ეს დაბრკოლება, ადამიანები დარწმუნებულები არიან, რომ მე არასწორ ადგილას მოვხვდი, რომ ჩემი შველაა საჭირო და მე უნდა წამოვიდე ამ კომპანიიდან.

დიახ, თქვენ არ მოგესმათ… მე, ერკე მიდასი, დიდი სიყვარულის ჯადოქარი და მეფე  ერკემიდასისა, ვმუშაობ ორიფლეიმში მენეჯერად, ბევრი უარყოფითი დამოკიდებულება კი არის ჩემი პროტესტის მიზეზი, უამრავის შიში, რომ ეს კომპანია არაფერს მოგცემს, მხოლოდდამხოლოდ ვალებში ჩაგაგდებს და ა.შ. ხშირად მომისმენია ამდაგვარი რამ, როცა მითქვამს რომ ორიფლეიმში ვმუშაობ: “გაყიდვებზე?” “გაყიდვების მენეჯერად ალბათ ჰო?” “ჰმ, რა გინდა ბიჯო მანდ… ტრუხა ბაზარია” და ეს ყველაფერი იმის ფონზე, როცა მე ვხედავ რა “ტრუხა ბაზარიცაა” ორიფლეიმი.

მინდა, ჩემი თვალით დანახულ ორიფლეიმზე მოგითხროთ და არა თქვენი თვალით არდანახულ, მაგრამ სტერეოტიპებით გატენილ და ერთ აზრ ჩამოყალიბებულ ორიფლეიმზე, რომელზეც ერთხმად აცხადებთ, რომ ცუდია. ამ შემთხვევაში კი დამერწმუნეთ, წარმატების უსაზღვროდ დიდ შანსს უშვებთ ხელიდან, ერთი სირთულიდან მეორე სირთულემდე დაძლევის გზას და თქვენ თავებში იმის აღმოჩენას, რომ ძლიერნი ხართ. ამ ძალის აღმოჩენას უშლით ხელს, რადგანაც საკუთარი ნებით ეს არ წარმოჩინდება. გამოწვევა უნდა მიიღოთ, რათა დაინახოთ, აღმოაჩინოთ ძალა თქვენში, რომელიც უსაზღვროა და წახვიდეთ წინ, დაუბრკოლებლად. Continue reading

მიხაილ ბულგაკოვი – ოსტატი და მარგარიტა

300x430_1414155439_-_1139a25c914f5f18872f8f03e72df79eარასდროს იცი, საითკენ მიგაქანებს ცხოვრების კვალი, ის მთვარის ბილიკი, რომელიც უეცრად შენი საძინებლის ფანჯარასთან გაჩნდება და მისკენ ატოტება მოგინდება, ფეხის შედგომა. ვერსაიდან იგებ, რამდენი ტკივილი და ტანჯვა უნდა გამოიარო, ამ ისედაც ნაწამებ ქალმა და ცხოვრების მანძილზე, რამდენი გერგება ბედნიერების წილი მთელ სატანჯვეთში. Continue reading

სტრუგაცკები – მართლა “ძნელია ღმერთობა”

shop_product_image_138766“ადამიანის არსი ყველაფერთან შეგუების განსაცვიფრებელი უნარია. ამქვეყნად არაფერია ისეთი, რასაც ადამიანი ვერ შეეჩვევა. არც ცხენს, არც ძაღლს, არც თაგვს ამის უნარი არ გააჩნიათ. ღმერთი, როცა ადამიანს ქმნიდა, ალბათ ხვდებოდა, რა ტანჯვისთვისაც იმეტებდა და ძალისა და მოთმინების ულევი მარაგი მისცა. ძნელი სათქმელია, კარგია ეს თუ ცუდი. ადამიანი ასეთი მომთმენი და ამტანი რომ არ ყოფილიყო, კეთილი ხალხი დიდი ხნის წინ გადაშენდებოდა და ამქვეყნად მხოლოდ ბოროტები და უგულოები დარჩებოდნენ. მეორე მხრივ, მოთმინებისა და შეგუების ჩვევა ადამიანს პირუტყვად აქცევს, რომელიც, გარდა აგებულებისა, არაფრით განსხვავდება ცხოველებისგან და ამასთან, მათზე გაცილებით უმწეოა. და ყოველი დღე ბოროტებისა და ძალადობის ახალ-ახალ საშინელებას შობს.” – ექიმი ბუდახის სიტყვებით დავიწყებ, სხვაგვარად არ შემიძლია, რადგან ამ სიტყვებმა და კიდევ რამდენიმე დიალოგმა ისე მომხიბლა ვერ წარმოვიდგენდი ასეთ გენიალურ შედევრს თუ წავაწყდებოდი, როგორიც “ძნელია ღმერთობა” იყო! Continue reading

სიკვდილით განკურნება – ანუ ერკე დაბრუნდა

shop_product_image_161283ერკე დაბრუნდა, ცოტა არ იყოს დიდი შვებულების აღება გამომივიდა და იმედია მომიტევებთ, ლიბერთინსელებო და ჩემო ძვირფასო მკითხველნო. სწავლის დაწყება ყოველთვის წიგნთან დიდი ხნით დამარტოხელებას ნამდვილად უშლის ხელს, რაც მაღიზიანებს და მაგიჟებს ხოლმე, მაგრამ მოთმინებით ვიტანდი და ბოღმას ყველა უნივერსიტეტდამთავრებულზე და უსაქმურად ფეხი-ფეხზე გადადებულ, უკვე “გაზრდილ” უსაქმურ კაცზე არ ვანთხევდი. Continue reading

ყველა დროის უდიდესი მაგი – მერლინი

The-Greatest-King-Wallpaper-arthur-and-gwen-24782719-1280-800

არასდროს… თუ სიმართლეს ვიტყვი… არასდროს არ მომწონდა ჩემი ძმის გემოვნება, ფილმებისა და სერიალების განხრით. მე ყოველთვის ჩემთვის “ვუბერამდი” და ჩემი გემოვნებით ვუყურებდი, ის კი თავისას ჩართავდა ხოლმე და ერთმანეთის რჩევით მიცემულ ფილმებს, არასდროს ვითვალისწინებდით. ზუსტად ასე იყო. მას მოსწონდა ჩინური და იაპონური ფილმები – ხშირად. ჩართავდა ხოლმე და ხანდახან იმითაც მაძულებდა ფილმს, ძალით რომ დამსვავდა (ხათრს ვერ ვუტეხდი) და რაღაც ნაწილს მაყურებინებდა ხოლმე, ჩხუბს, კარატის ილეთბს როგორ იყენებს მთავარი გმირი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს უინტერესოდ ვუყურებდი, ის კი არ უყურებდა ისეთ ფილმებს, რომლებსაც მე. სასიყვარულო, დრამას, ფანტასტიკის ჟანრში რაღაც გენიალური აზრის მატარებელ ფილმებს, რომელსაც ვერასდროს ხვდებოდა. არ უყურებდა თუნდაც მოდილიანის შესახებ გადაღებულ ფილმს, იმ სერიალებს, რასაც მე ვუყურებდი, სტივენ კინგის წიგნების მიხედვით გადაღებულს და არა მარტო.

მოკლედ, გემოვნებაში სრულიად განვსხვავდებოდით, სანამ….

სანამ არ მოხდა უნიკალური შემთხვევა. უბრალოდ შემომთავაზა ამ სერიალის ყურება, არ დამაძალა, რაც პირველად მოხდა. მხოლოდ მითხრა, ერთ სერიას უყურე და მერე გადაწყვიტე განაგრძობ, თუ არაო. ასე მოხდა. ვუყურეთ, თავიდან არც ისე საინტერესო იყო, მაგრამ მერე მოხდა… შოკი… ყოველთვის ასე მემართება ხოლმე. მერე გავაგრძელეთ, მეორეც ჩავრთე, აი მეორეს შემდეგ კი ყველაფერი თავისით წავიდა. Continue reading