შეჭიდება (შერწყმა)

   ოცნება ილუზიაა მისივე ილუზორულ სამყაროში გადმონაშთული და სიტყვათა ქარიზმატულ გაელვებას ასხივებს.

   ცხოვრება, ვისთვის დიდი არაფერი, ვისთვის ჩვეულებრივი მოვლენა და ვისთვის კი სიგიჟე, მთელი არსებით რომ შეიგრძნობს მის სიხალისეს, სიცხადეს, სინარნარეს და უფრო მეტად მოელის მისგან, ფიქრების მდინარების წარმართვას უკეთესობისკენ.

   ადამიანი ზოგჯერ უბრალო, ზოგჯერ კაშკაშა, თუმცა არსებობენ ისეთებიც, ვინც ცხოვრების ნამდვილი ფასი იცის.. უფლებას არ აძლევს პრობლემებს, მოხარონ იგი და თავად სილაღის მოწმე, ჟამს ითვლის ღიმილიანს და ეს უსასრულოა. ადამიანი, რომელსაც ბედნიერების გადმოსხივება, გადასხვაფერება შეუძლია და მეორე ადამიანისთვის სტყორცნა. ისინი ყველგან არიან. მათ ღიმილში ჩანს მთელი სამყარო, მათ სივრცეში იგულებს ზეცაც, ხმელეთიც და სიყვარულის აკორდეონის გადაღმა გული.

   სიყვარული მხოლოდ ქარაფშუტა ვინმეს თუ ჰგონია სიცოცხლის ძალა. ეს ის სიყვარული არაა, რომელიც ადამიანს ანიჭებს უზადო უპირატესობას და გრძნობს როგორ ისპობა სიცივე მასში. ეს პატარა იმპულსი მომაკვდავს ფეხზე აყენებს, მოკვდავთ უკვდავთ ხდის, ჩამოვარდნის პირას მყოგ ვარსკვლავს მზედ, სიკვდილს სიცოცხლედ, დაღლას მონდომებად და სულელს ბრძენად. ეს სიყვარულია სიცოცხლის ძალ და დიახ, ჩვენ ქარაფშუტები ვართ.

   ეს ცალკეული სიტყვები ერთად მეტ ძალას აძლევს ჩვენ გულებს. ადამიანი ცხოვრებაში ოცნებობს სიყვარულზე და ეს საოცრად სიოცხლის მოწყურებულთა სისათუთეა, რაც ნამდვილად არ არის ილუზია. გროტესკული ოცნებების ქარცეცხლში ვივანებ, თავს მივანებებ სიყარულის ქებას და გრძნობას მივენდობი. ეს არის ერთადერთი ნამდვილი რამ ამ ცრემლით სავსე იმპერიაში.

   გული ადამიანის სიცოცხლის მთავარ მამოძრავებელ ძალად გვესხვის, თუმცა ხმამაღლა ვაცხადებ ის სიყვარულის გარეშე კარის ზღურბლთან დაგებული ტილოა, სადაც შემომსვლელთ ძალუძთ ფეხები შეიწმინდონ ზედ და ისე შემოაბიჯონ ჩვენს სულში. როცა სიყვარულს ფლობ, როცა გული ამ მელნით გაქვთ სავსე შეგიძლიათ სამყარო იმ ფერებით მოხატოთ როგორითაც გსურთ. დახატოთ მწიფე ლურჯად, ან მკვახე ატმის ფერად, დახტოთ ორანჟერეად და წითელი ვარდებით მოფინოთ მთელი გზა. ვარსკვლავი ჩაახატოთ ყველას გულებში და ისეთს შეხედოთ, როგორი თვალითაც თქვენ თავად ქმნით სამყაროს. ხატეთ, ხატეთ და ხატეთ ულევად, მელანი მანამ არს სავსე, სანამ სიყვარულის სულ მცირე, ერთი მემილიონედი წვეთი მაინც არის გულში. ის არასოდეს გამოილევა.

   ოცნება სიყვარულის ფერია. ოცნება გაუკვალავი ტყეების და ორიგამის ფერია. სურვილი დამწიფებული ოცნებაა, შენ საკუთარ ბაღში დარგულს თბილად და მზრუნველად რომ ეპყრობი. ის პატარა ბავშვივითაა, ჯერ ოცნებად ყალიბდება, შენ დიდი ძალისხმევით გულყურს უდებ, რომ მომწიფდეს, გაიზრდოს, გახდეს უფრო სურვილი და ბოლოს მიზნად იქცეს. თუ სიყვარულზე ოცნებობთ, ჩათვალეთ ეს ოცნება არაა, ეს სიმარტოვის უგულებელყოფაა, ეს იმედის გამომზეურება და უფლის დაბადებაა შენში. შენში დაიწყო ახალი ერა – სიყვარული.

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s