ერკე მიდასი – დაზაფრული

დაზაფრული აივნიდან გიცქერი,
სიმშვიდე ხარ,
ჩასუნთქვისას ვგრძნობ გულისას – გიშერი
ვიმშვიდებ თავს. Continue reading

Rate this:

ტრაგედია პარლამენტთან

ეს არ მთავრდება, არც დამთავრდება სანამ ამას ჩვენ არ ვინდომებთ. გაგრძელდება მუდამ და 9 აპრილს, რომელიც ჩემთვის ძალიან დიდ ტრაგედიად აღიქმება, დაემსგავსება ყოველი დღე, ყოველი წამი, რომლისთვის ადრე ვამბობდით, რომ სიცოცხლე ღირს! და მერე იცით რა? იმით კი არ მოვიკითხავთ ერთმანეთს, რა არის შენთან კარგი და ახალიო? გვეცოდინება რომ კარგი არაფერი აღარ მოხდება და ვიკითხავთ, რაიმე უბედურება ხომ არ გწვევია კიდევ-თქო. აი სად მიდის საქართველო, აი საით მიდის ჩვენივე არჩევანის და მათი წყალობით, მართლა ოცნებაში მცხოვრები ქართველების დღე და მოსწრება. არ ვყოფილვარ მე იმ დღეს იქ, არ დამკარგვია თვალი ან ფეხი ან კიდევ სხვა რამე, თუმცა ხმამაღლა და გულისტკივილით ვაცხადებ, ეს არ არის ის საქართველო, რომელოც ჩვენ ჭავჭავაძემ დაგვიტოვა! რისთვისაც იბრძოდა… მაგრამ მე ვიცი. ის ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი კეთილდღეობისთვის არც კი ისვენებდა (პირადად არ მქონია შეხება), თუმცა რა მივიღეთ. დღეს არც არავის ახსოვს მისი ღვაწლი. 🙂 დავაფასოთ ისტორია…

ზმანება – გიორგი კახიანის ლექსი (დებიუტი ჩემს ბლოგზე)

თმების კულულთა მშვენება

შენთაებრ დაგეშვენება

გულის ნაწილი წამართვი,

ცხოვრებას თავ, ვერ გავართვი.

ერთი წამით ფიქრში თავი მომანდომა

როგორც დამკრეფია გულზე შემოდგომა

მაგრამ სხვას უყურებს, თითქოს მეპარება

ჩემი ხელი თვალზე უმალ მეფარება.

თითქოს მემალება.

ნუთუ, აღარ მეპრანჭება.?

იქნებ სადღაც მელოდება,

მეკი. რაღაც მეღობება.

ჟრჟოლა გამიკრთა, შენი ნახვისას ქალაო

მაგრამ ვერა ვგმობ, შენ იმ საქციელს არაო,

თითქოს დავკარგე შარაო, შენ ახლა მოხვედ თვარაო

ია-ლაჟვარდით მოსილო, ჩემგან ნეტა რას მალაო.

ტოლთაგან მრავლის გაგარჩევ.

თუნდ ქურქნი შეგასხან ტანზედა.

დიმებს. დავჭიმავ შენდამი,

სატრფიალრბლად.