ჩემს მაიკოს

ბევრი რამის თქმა მსურს, თუმც ამისთვის შესაძლოა ცოტა დრო მქონდეს. ცხოვრებაში არც ისე ბევრი საუკეთესო მომენტები შეიძლება გვქონდეს, შესაძლოა არც ისე ბედნიერები ვიყოთ დროის ერთ მონაკვეთში და არც იმდენად გვეჩვენებოდეს, რომ გაგვიმართლა, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მაინც მინდა გითხრა მე შენ… ჩემო სიცოცხლის უკვდავო ნაწილო, ჩემი მშვენიერების სიმწიფევ და სიყვარულის დინამიტო, რომელიც არა ერთჯერადად, არამედმრავალჯერადად მიფეთქდება ტვინში:
მე არ დავიწყებ ბანალურად იმის თქმას, რომ ჩემი ღვთაება ხარ, რომ ჩემი უზადო სიყვარული და სიცოცხლის მარადიული ქარიშხალი ხარ, შენ ეს უკვე იცი. თუმცა ამჟამად, იმაზე ვისაუბრებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ნაწილი ხარ და რამდენად მნიშვნელოვნად მოქმედებ ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობასა თუ მოქმედებანზე.
მიყვარხარ, როგორც პატარა ბავშვს უყვარს სიცოცხლე, როგორც მომაკვდავ ქალს არ ეთმობა საკუთარი მეორე ნახევარი და მიყვარხარ ისე, როგორც სიკვდილის მორევში გადასროლილ ახალგაზრდას კვლავ წყურია სიცოცხლის შეგრძნება, რათა საყვარელ ქალს კიდევ ერთხელ დაეწაფოს ბაგეზე და აღარასდროს გაუშვას.
თუკი ფეხზე ვდგავარ, თუკი ბედნიერი ვარ, თუკი სიცოცხლე მწყურია, თუკი უკვდავება მსურს, თუკი სხვებისთვისაც სიყვარულის და ბედნიერების მინიჭების წადილი მიპყრობს და ვგრძნობ თავს ისეთ ადამიანად, რომლის მიღმაც სიყვარულის მთესველი კაცი შეიძლებოდა გამომჟღავნებულიყო ამის მიზეზი შენ ხარ. რა თქმა უნდა, შენ. მე არასდროს დავივიწყებ შენს ბედნიერებით გაბრწყინებულ თვალებს, შენს მოგრიალე და აჩქარებულ გულს ჩემი დანახვისას. ფეხზე ვდგავარ, რათა ყოველი დაცემისას შევძლო შენი წამოყენება, ვიღიმი და ბედნიერი ვარ, რათა ყოველი სუსხის და სევდის შემოტევისას, როცა თვალზე ცრემლთა ნაკადი დაგემჩნევა კვლავ ვიყო შენი ღიმილის მიზეზი, სიყვარულით ვარ სავსე, რათა უიმედობის ჟამს მეც შენი სხეულის სიმხურვალე კვლავ დავტვირთო იმდენი სიყვარულით, რამდენსაც შენი გული და ცნობიერება გაუძლებს. 
თუმცა გაუმაძღარი ვიქნები ყოველთვის და ეს შენ წინასწარ უნდა იცოდე. უნდა გითხრა, რომ შენი სიახლოვით, შენთან ყოფნით ვერასდროს დავკმაყოფილდები და მუდმივად მექნება მეტი შენი ჰაერში აფრიალების სურვილი, შენი ჩახუტების და ბაგეზე წვდომის წადილი და ნდომა. ეს კი სამარადჟამო ჩემი საპყრობილე იქნება. ყოველ შენს შემყურე, შენი საუბრის შემყურე ბაგეთმფლობელობის სურვილი იჩენს ჩემში თავს და მინდა, რომ როგორც მადიან კერძს შევექცევი, ისე გავუძღვე ჩემ არომატულ წინარე მშვენიერებას.
მიყვარხარ. არც ერთ ეპოქაში, ისე ძლიერ არ ჰყვარებიათ არავინ, ვერც ქალღმერთებს ვერ შეიყვარებდნენ ისე, როგორც მე შენ მიყვარხარ და ამის ფლობის უძლეველი სურვილი ჩემი დასუსტების მცდელობით, უფრო მაძლიერებს. მიყვარხარ ჩემო შაქარყინულო და მარწყვტუჩება! მიყვარხარ სიგიჟემდე და ეს ბანალური სიტყვების ერთობლიობა გრძნობებით განმსჭვალული დროის ახალ დინებას წარმოშობს და მე შენ მარადიულ უკვდავებას გჩუქნი. მარადიულ სიცოცხლეს ვიღებ შენგანაც.
ახლა კი, როცა ჩვენ ერთმანეთს რამდენიმე ათასი, (სულ რაღაც) კილომეტრი გვაშორებს, ეს ჩვენს სიყვარულს, რაც დრო გადის, მით მეტად ვრწმუნდები, რომ ვერაფერს დააკლებს, თუ უფრო არ გააძლიერებს და მე მჯერა, რომ თუნდაც 1000 წელი გავიდეს, ისევ მხურვალედ გეყვარები და ჩვენი გრძნობის მხურვალება მილიონ წელსაც გადააჭარბებს.. ეს გრძნობა მარადიულობას გვინარჩუნებს. ჩვენ ვიქნებით, სანამ სიცოცხლე საერთოდ არ გაქრება და გალაქტიკა არ შთაინთქმება, რაც არასდროს მოხდება.
მიყვარხარ ჩემო საზამთროსხატება გოგო, ჩემო მაია.
ჩემი მფარველობის ქვეშ იქნები, მანამ ეს სამყარო იარსებებს… მე დაგიცავ. გპირდები!

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s