დათო ტურაშვილი – ტყეების მეფე (ერკეს მიმოხილვა)

რა არის ისტორია?

იგი ჩვენი წინაპართაგანის ნამოქმედარი და დაშვებული შეცდომებისა თუ კარგი თვისებების გამეორება, თავიდან აცილების შესაძლებლობაა. შეგვიძლია იმ გმირებს ვიხსენიებდეთ და მათი ქმედებებით ვიყოთ აღფრთოვანებული და მომავალში კი ჩვენც კეთილი საქმეებით მივაგოთ პატივი მათ, ასევე კარგი სასწავლებელია იმის, რომ ადამიანთა მოდგმის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვეცადოთ და აღარ გავიმეოროთ, რასაც ეწოდება სიხარბე, შური და ამპარტავნების მიერ გაჩაღებული ძალოსანთა ომები და უამრავი ღალატი, რასაც არც საქართველო და არც სხვა ქვეყნები არ ჩაუყენებია კარგ დღეში….

წინამდებარე წიგნი, რომელიც უმეტესთაგანს ხელშიც გაქვთ ეს არის სცენარი ფილმისა, რომელიც დავით აღმაშენებლის ლეგენდებსა თუ ფაქტებზე უნდა გადაეღოთ და ერთ-ერთ საუკეთესო, ქართულ ფილმად შეიქნებოდა, რომ არა უეცარი მოულოდნელობა, რის საფუძველზეც ფილმის გადაღება შეჩერდა, რასაც ამ წიგნის პირველივე ფურცლებზე ვიგებთ. ხოლო დავით ტურაშვილმა კი აიღო და ჩვენ წინ დაგვიდო მთელი ფილმი, რომელიც უსაზღვრო სიმპათიას მისახავს, რომელიც მთელი არსით ფილმის სცენარივით ცოცხლად და ეტაპობრივად ვითარდება, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს კადრებად აღიქვას ნააზრევი და ისტორია წინ ცოცხალ სურათებად გადაეშალოს. ღირსებად მიმაჩნია ამ ისტორიულ რომანში სწორედ ეს მოვლენა. გიცოცხლებს და რამდენიმე საათის, ან დღის განმავლობაში (რამდენ ხანსაც მოანდომებთ კითხვას) მეთორმეტე საუკუნის ქართლში დაიდებთ ბინას, მეფის გვერდით სადაც ჟამთააღმწერლის მოვალეობას სრულიად შეითავსებთ და აღწერთ მის ყოველ თითოეულ ქმედებას თუ სიტყვას, მის მიერ ნათქვამს.

მეფობა ნამდვილად არ არის მარტივი საქმე, თუმცა დავითს მისი დიდებულების წყალობით, მისი უკიდეგანობის და უძლეველობის წყალობით ყველაფერი ისე მარტივად გამოსდის, როგორც ნათქვამი ფრაზები, როგორც სიცოცხლის მინიჭება და ანგარება. ტურაშვილი ამ საქმის დიდოსტატი, გვიყვება თუ როგორ შეიქმნა ერთიანი საქართველო, როგორ იღვაწა გიორგი მეორემ და როგორ დაუთმო ტახტი დავითს. და ეს დიდებული ნაწარმოები, პირველ რიგში იმით გხიბლავს, რომ ქართულია და ჩვენი ისტორიაა, ჩვენი დიდებული ხანაა, რომლითაც ვამაყობთ ქართველობა და ყოველ ჯერზე დიდი სიამაყე გვევსება, სადღეგრძელოებითა და დიდის მოლხენით, რომ ვიხსენებთ.

რაც გარდაუვალი იყო, ეს იყო ომი, დიდგორის ომი და უამრავი ბრძოლა, რომლის გარეშეც მშვიდობა არ დამყარდებოდა და ბევრიც დავკარგეთ, უფრო მეტი მივიღეთ, ქართველის წოდება, რომელსაც დღემდე ვატარებთ.

გაეცანით ჩვენ ისტორიას, ამაზე კარგს რას შეიტყობთ, რას გაიგებთ და რას შეისისხლხორცებთ, ვინაიდან და რადგანაც შეგვიძლია დავითის მძლეთამძლეობას მივბაძოთ, დავამარცხოთ უამრავი პრობლემა და წინ შემართებით საკუთარ ცხოვრებაში წავიწიოთ. ეს წიგნი არ არის მხოლოდ წარსულზე, იგი ჩვენს მომავალსაც ასახავს და აწმყოსაც, ამიტომ საჭიროა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს და უწყოდეს რა მოხდა, რა ხდება, რა მოხდება.

ამით ჩვენ დიდ ნიშნულს მოვიგებთ, მეტს შევიძენთ და შევიცნობთ ჩვენს ერზე. მოდით ერთად დაველოდოთ ფილმს დავით აღმაშენებელზე და დავით ტურაშვილს მადლობა ვუთხრათ ამ ძღვენისთვის, რომელმაც მე პირადად დიდი ბედნიერება მომანიჭა.

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s