ამელი ნოტომი – გრაფი ნევილის დანაშაული

როცა ეს წიგნი, ამ ბოლო წიგნის ფესტივალზე შევიძინე, უყოყმანოდ ვიცოდი, რომ მომეწონებოდა. წიგნები ბათუმში და თავად ირაკლი ბაკურიძე, ხომ არ აირჩევდა ისეთ წიგნს, რომელიც ნამდვილ ღირსებებს მოკლებული იქნებოდა. “ცუდს” ვერ ვუწოდებ ვერც ერთ წიგნს, ამიტომ ღირსებამოკლებული უფრო მახვილგონიერი წოდება იქნება … Continue reading

Rate this:

ფრანც კაფკა – გოდოლი

ჩამოსვლა

“კ. გვიან საღამოს ჩამოვიდა. მთელი სოფელი თოვლის საბურველში გახვეულიყო.გოდლისგორა არ მოჩანდა, ჯანღსა და წყვდიადში გაუჩინარებულიყო, და ვეება ციხესსიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდა, სხივი რაა, ისიც კი არ კრთებოდა. დიდხანსიდგა კ. შარაგზიდან სოფელში მიმავალ ხის ხიდზე და მოჩვენებითს სიცარიელეს გაჰყურებდა.”

ჩემთვის თავიდანვე ბუნდოვანი გახდა პერსონაჟი, რომელიც კ-ს სახელით იყო ცნობილი. რატომ აირჩია ავტორმა ასეთი სტილი? რატომ დაარქვა პერსონაჟს კ.? შეიძლება ეს შემოკლებული ვარიანტია და გამოჩნდეს მეთქი თხრობის სხვა ეპიზოდში მისი სრული სახელი, მაგრამ ამ კითხვებით თავბრუდასხმული, ჩამეკითხვინა მსწრაფლად ეს რომანი, თვალს ვერ ვწყვეტდი, რათა გამეგო რა იმალებოდა ამ სახელის მიღმა და არა მარტო ეს.

საოცრად საინტერესო და დამაინტრიგებელი პერსონაჟებით, ასევე ცნობილი ხდება გოდლის საიდუმლოება, მისი სიდიადე და ზღვარი გოდოლსა და დანარჩენ სამყაროს შორის. იმდენად მიუღწევადი ოცნებაა ეს ჩვეულებრივი გლეხისთვის, როგორც მამაკაცისთვის მუდამ ბავშვად დარჩენის სურვილი იქნებოდა, თითქმის შეუძლებელიც კი და მთელი წიგნი ამ განსხვავებებს ეძღვნება. არისტოკრატიასა და გლეხებს შორის და არა მარტო, განსხვავებას წოდებებს შორის და გოდოლში მცხოვრებთა პრივილეგიებსა და დამსახურებებზე. არ მოვყვები შინაარსს. ის ღრმა შინაარსის მატარებელი და ასევე გულის გამაწვრილებელი, ამაჩუყებელი  წიგნია, რომელიც კი წამიკითხავს ამ სტილში, ამ შინაარსის. თითქოს მკითხველი თავად გრძნობს პერსონაჟის გასაჭირს, გრძნობს მის მისწრაფებებს დაიოკოს გოდოლში მოხვედრის სურვილი და თანაუგრძნობ ყველაფერში, რაც კი გადახდენია გმირს.

არაჩვეულებრივი ნაწარმოები, გამომცემლობა “აზრი”-ს დიდ ღირსებას სძენს და ერთ-ერთი ღირებული ნაწარმოებია მათი გამოცემიდან, გულის ამბოხების მოლოდინი და მისი შეძრული ისტორიით მსმენელი ბევრს იგებს, ბევრს იღებს წიგნიდან და სწავლობს. არაჩვეულებრივია.

ერკე მიდასი – ცხოვრება წრეა

იბადებიან, იზრდებიან, კაც-ქალდებიან ბავშვები

ხან უმნიშვნელო, ხან ძვირფას ცოდნით ივსება, მათი გონების ავზები,

ცხოვრება წამის სიზუსტით, რაღათქმა უნდა ღვთის არის

მათთვის გართობა, მშობლისთვის –  განათლებაა მიზანი.

გული იმსხვრევა, პირველად ყველაზე რთულად გადააქვთ

სიყვარულივით სასტიკი სხვა არცერთი გრძნობა არაა,

ისწრაფვი და რა? შენი იმედი, სხვისი უარით მთავრდება

იმ ცივი მზერის მიზეზზე ფიქრობ, რაც უმოქმედობით გბრალდება.

და ყველა განცდილ უარებს, წონით პირველი სჯობია

თითქოს ქალისგან უარი, შენი პირადი ჰობია

იმედი გალპობს, უიმედობა გსპობს, ხარ თითქოს მათი ნოქარი,

ბავშვობაშივე ისახავ მთავარს, გახდე სიყვარულის ჯადოქარი.

შეგეძლო ხალხის დინების და ბედისწერის განსაზღვრა,

შეძლო, სიმშვიდე მოჰპოვო უბედურთა გარდასახვას

შეძლო, ბედნიერ – ჭეშმარიტთა სიყვარულის გარჩევა

და სახლიდან წასულ პრინცესას გადააწყვეტინო დარჩენა.

ზოგს დაუწუნებ არჩევანს, გულის – გულობით გწვდებიან

ვის სიყვარულის არა სწამს, ვერც სამოთხეში ხვდებიან

უსასრულოდ გაყინული სამყარო გველის გარედან

თუ ვერ ვისწავლეთ ერთურთის ტკბილ-თბილი გრძნობის შეყვარება.

ბავშვობა ყველაზე რთულია, როცა სიტყვები არ გადგება რაშიმე,

ბოროტ არსებებს ებრძვი და საერთოდაც არ გაშინებს

ხან მზის ფერიებს უღიმი, ხან ჯუჯებს, ელფებს და სირინოზს

ჭირს სასახლისა შენება, დროც არ გაქვს გამოიძინო.

გიწევს აკოცო ბაყაყს, რომ მტკიცე შელოცვა დაირღვეს

ან ტყვეობიდან პრინცესა იხსნა, აჰყურებ მაღლა აივნებს,

გული სიცოცხლით გვიცემს, თუმც მშობლებს ჰგონიათ ვთამაშობთ

ცხოვრება ხომ თამაშია, ვავსებთ წარმოსახვის კალაპოტს.

დიდობა გვაჭრის ფრთებს, ოცნების ფრთებს, არ გვწამს თუ შევძლებთ ფრენას

წარსულში ჩვენს თავს ვახედებთ, სხვას არვის, ოცნებათა გამოფენას

მოვალეობას ვერ ვუსწრებთ, რაც გვაკისრია ოჯახში

პრობლემები და ტკივილი… ვერ დავემალებით ჩვენი ბავშვობის ოთახში.

ტკივილის წნეხში დავცქერით დანაოჭებულ ნაკვთთა მდინარეს

კარზე კაკუნს რა მოჰყვება, აღარ ვკითხულობთ ვინ არის,

მხრებში მოხრილნი, ამჯერად ჩვენ ვართ ყრმათათვის მშობლები,

როგორც ჩვენ, ახლა მათ ვჭრით ფრთებს, მათ ოცნებებს ვეღობებით.

ულტიმატუმი ერთია, ცხოვრების გზა და მიმართულება

ბავშვნი ვოცნებობთ უამრავს, შემდეგ არა გვაქვს უფლება,

სიყვარულის შთაგონება ხშირად სულს გვაცლის ადამიანებს

წარსულით ყოფნის სურვილი სულს და გონს დაგვიზიანებს.

რადგან ერთია ყველასთვის ამ გზის მთელი ისტორია

ყოველ ღამ ტანჯვით ვიღვიძებ, საათი – ღამის ორია.

ე.მ. 20 ნოემბერი 2018

ბრაიან თრეისი – აკოცე ბაყაყს

გაიღიმეთ! რა არის წარმატება? როგორ შეიძლება მისი მიღწევა? ამ კითხვებს ერთი რეალური პასუხი არ აქვთ, როგორც ვფიქრობ და იგი სხვადასხვა მნიშვნელობას, განმარტებებს მოიცავს, რაც აბსოლუტურად ნორმალურია, ისევე როგორც ჩვენ განვსხვავდებით ადამიანები ერთმანეთისგან. სხვადასხვა მიზნები, სხვადასხვა მისწრაფებები და ამ მიზნების ასრულების … Continue reading

Rate this:

ონორე დე ბალზაკი და ერკე – შაგრენის ტყავი

ca167145edff41b2de40d6d0da4faa4d

წარმოგიდგენთ, ამ ტრადიციულად მნიშვნელოვან წიგნს, რომელიც მსოფლიოში ღირსეულად იკავებს თავის ადგილს და წოდებას, და სწორედ ღირსეულად მოხვდა 50 წიგნში ნომერ პირველ წიგნად, დიახ, ის მართლაც ღირსი იყო ამ პატივის, ვინაიდან და რადგანაც ამ წიგნის კითხვისას ხვდები რაოდენ უძლური ხარ ამ სამყაროში და მცირე, რაოდენ ძალაგამოცლილი და ჩია. თითქოს ზღვაში წვეთზე კიდევ უმცირესი, მაგრამ მონდომების ჟამს, მაინც ძალგიძს რაღაცის მიღწევა, მაგრამ სამყაროსთვის ეს უმნიშვნელო ფაქტად და მოვლენად რჩება მხოლოდ. Continue reading

დავნამე

ჩემს ბაგეზე, ერთი სიტყვა დავნამე
ვინც გგონივართ, რეალურად არ ვარ მე
გადმოღვენთილ ეშაფოტად ვიქეცი
არ გაქვს ძალა – არ ადგე და მიწექი.

უხიფათო ამინდებად ვაგროვე
ის დღეები, ერთ დღესაც რომ დავტოვე
ხასიათი უცვლელია, ამინდს ჰგავს
შედეგი მის – არაფერი დამირგავს.

გულის სიღრმე
უსაფუძვლოდ
ვაღრმავე
ათასი გზით
გადავხერგავ
ნაღამევს.

შურით, ზიზღით,
სიძულვილით
ნაცისტო
მათ შემყურე,
არ, მგონია
გარისკო.

ჩემს თვალებთან აწოწილა მირაჟი
წარბაწეულ ჯოჯოხეთის კვირაში,
უშენობით იწურება ტირაჟი
ამ უდიერ სამოთხის სატირაში.

ჩემს ბაგეზე, უპირობოდ დავნამე
თავსებადი,
გავსებადი,
სამარე,
იმედია გადავრჩები ამ ღამე,
რუდუნებით თუმც ფარ-ხმალი დავყარე.

უსწრაფესი ნაკადებით მიმაფრენს
უგზო-უკვლოდ დროის კაშხლის მინარბენს
თუ ამინდებს, სურვილისებრ გადავცვლი
არ მივანდობ გაგორებას კამათლის.

ე.მ.

14 ნოემბერი 2018

8.11.2018

It-stephen-kings-it-15815347-768-440

დღეს, რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს (მეც გავოცდი) სტივენ კინგის პერსონაჟებთან ერთად ვიმგზავრე, სამსახურში წამოსვლისას. ავტობუსში ავედი და მაშინვე შევნიშნე ის 11-13 წლის ბიჭები, რომლებიც ჩემთან ერთად კარებთან მიჭუჭყულიყვნენ თავისუფალი ადგილის არარსებობის გამო და ზოგი მეც მეკვროდა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ბევერლი მარშს მისი სილამაზითა და ოდნავ წითური თმით, ყავისფერში რომ გადასდიოდა. იქვე ვიცანი ბილი დენბრო, სიმპათიური დაბალი ყმაწვილი, შავი კარგად დატკეპნილი თმებით და ენაც ცოტა, რომ ეშლებოდა. ასევე ვიცანი ედი, მისი ბავშვური გამოკეტყველებით და სათვალით და ვიცანი რიჩი, რომელსაც ჟღალი წიწილისებრი თმა ჰქონდა. და ვნახე სტენიც, გაუბედავი გამომეტყველებით, შავი თმით და უცნაური ქუდით. დიახ დიახ, ისინი ზუსტად იმათ ჰგავდნენ ვინც მე მყავდნენ წარმოსახვაში კითხვისას. მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე ბურთივით მრგვალი, ტანდაბალი და პუტკუნა გენიოსი, ბენი, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა იმ ზაფხულს. ვფიქრობდი სად შეიძლება ყოფილიყო, ვეძებდი ავტობუსში და ბოლოს მივხვდი თუ რატომ ვერ ვპოულობდი… ვერ ვიპოვე, რადგან საკუთარი თავის დანახვის უნარი არ მქონდა და არც სარკე იყო ავტობუსში. უეცრად მივხვდი, რომ ბენი მე გახლდით და იმ შვიდეულში დიდ ადგილსაც ვიკავებდი, რომლებმაც ქალაქი დერი ვიხსენით გახრწნილი მონსტრისგან. დიახ ეს ჩვენ ვიყავით!
გუნდის მეშვიდე და ასევე განსაკუთრებულ წევრს ვეღარ მოვკარი თვალი. მაიკის, შავ ბიჭუნას, რომელსაც მისი კანის გამო დასცინოდნენ და აბუჩადაც იგდებდნენ, რის გამოც ის ჩვენს კლუბში მოხვდა, ხელმოცარულების კლუბში. ბოლოს კი ვიფიქრე, რომ ის დერიში დარჩა, ჩვენ გამოვაღწიეთ, მაგრამ ის იქ დარჩა და კვლავ აგრძელებს მზვერავობას, რათა არ გამოჩნდეს და ახალი ერა არ დაიწყოს იმ მონსტრის ხანაში.
ამ ფაქტის გამო დღეს, 8 ნოემბერს 2018 წელს საოცარი დღე მქონდა და ბედნიერი ვარ… (მე ყოველთვის ბედნიერი ვარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად). მათი მსგავსება ეს თითქოს წიგნიდან ამომხტარი პერსონაჟები იყვნენ, რომელთან ერთადაც მთელი 15 წუთით ვიმგზავრე!!!
მადლობა ამისთვის კინგს ამ საოცარი წამებისთვის. 😍😍

სენსაციაა!!! – ერკეს მინი-პოემა

მაიას: უსასრულობამდე და იმის იქით მიყვარხარ! იქ სადაც სიყვარული ჯადოქრის ძალაში ჩამარხული რაღაც უცნაური, უკიდეგანო ძალასავით უკვდავია! მიყვარხარ აზვირთებული ტყეების იქით და ატალღებული ზღვების იქით, სადღაც ზღაპრულ მხარეში ჯერ კიდევ ბავშვურად და გულწრფელად რომ უყვართ, ისე მიყვარხარ! 👮👨‍❤️‍👨👨‍❤️‍👨 უბრალოდ მიყვარხარ!!!   … Continue reading

Rate this:

სტივენ კინგი (STEPHEN KING) – ის

აიიი საოცრებაააა ეს არის!!!!!!!!!!!! უბრალოდ, შეუდარებელი! ოცნებების ნაწიაღარში გადმოღვრილი!!!!! საოცრება! საოცრება!!!!!!!! WONDERFULL რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული კინგის, ლამის ყველა, რაც ქართულადაა გამოცემული, ბნელი კოშკის მესამე, მეოთხე ნაწილებისა და თილისმას გარდა და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სტივენ კინგის გენია, უზადო … Continue reading

Rate this: