შენ, ჩემო დღიურო – ერკე მიდასი

k078f

გრძნობათა ბიურო

შენ, ჩემო დღიურო

რამდენი რამეა,

შენთვის ასატანი

გრძნობათა ბიურო,

შენ, ჩემო დღიურო

მუდამდღე ითვლები

ჩემთვისვე ფარულად.

სხეულო ციურო

შენ, ჩემო დღიურო,

გრძნობებისგან ზღვაში

ერთად ვიძირებით

ყველას რად ჰგონია,

რასაც შენში ვატევ

გრძნობები რომ არის,

მხოლოდ მიწიერი.

უბრალოდ ღვთიურო

შენ, ჩემო დღიურო,

ჩემი ანარეკლი მანდ ცხოვრობს – შენში

ბუნდოვნად მახსოვდა

რასაც მიყვებოდი

და ხელი გამკობდა

ჩემი, მიხვდებოდი.

წამივით ციმციმა

ვარსკვლავს შეედრები,

რასაც შენ ხითხითებ

მუდამ გათენდები,

გრძნობების ბიურო

შენ, ჩემო დღიურო,

რაც მე ვთქვი სიტყვები

შენია საიდუმლოდ.

ტრფობაა კი ჩვენი

სულების სათავე

უსასრულობამდე,

უსასრულობიდან,

დავიწყეთ ერთად და

ვასრულებთ ბოლომდე

შენ გინდა მშვიდობა

მე უნდა ვომობდე?!

გრძნობების ბიურო

შენ, ჩემო დღიურო

სიყვარულს ვახლავარ

ღვთიურს და მიწიერს.

ე.მ.

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s