შანსი და ქალიშვილობა

4

ადამიანების სამყაროში, ყველაფერი ძალზე რთულადაა. ვცდილობ გავიგო, ვცდილობ მივხვდე, მაგრამ ძალზე არეული თავსხვმა წვიმასავით მოსული ზვავი, ყველაფერს ურევს და ისევ საწყის ეტაპზე მაბრუნებს, სადაც ვიყავი. ეს სწორედაც, რომ მთელ გალაქტიკაში ჩვეულებრივი მოვლენასავითაა, რომელსაც მზის დაბნელება ეწოდება. მზე ბნელდება, ზოგ ადგილებში რამდენიმე საათით, ზოგ ქვეყანაში ერთი დღით, ორი კვირით ან ზოგ პლანეტაზე სამი თვითაც კი, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ!

მზის დაბნელება, ფენომენია როცა სხვა ციური სხეული, დედამიწაზე ეგრეთ წოდებული მთვარე ზუსტად იმ არეალში მოხვდება, სადაც სრულად ან ნაწილობრივ ფარავს მზეს და ჩვენთან მცირე ხნით დღისითაც ღამე ისადგურებს. ერკემიდასზე სამი ასეთი მთვარის მსგავსი სხეული ანათებს ღამით პლანეტას და რა გასაკვირია, როცა დაბნელება ხდება, თვეების რაოდენობა, ერთ, ორ ან სამ თვეს შეადგენს. მზის დაბნელება ზოგ კულტურაში ცოდვების გამოსყიდვის და ადამიანის გამოსწორების შანსს იძლევა. ხალხი მუხლებზე დგას, ლოცულობს იმ მიზნით, რათა გათენდეს და დღემ დაისადგუროს, ხოლო როცა უკვე მზე თავის პირს აჩენს, მაშინღა ემადლობებიან თავიანთ ღმერთს (ან კერპს) და თვლიან, რომ ცოდვებისგან სრულიად განიწმინდნენ. ანუ, მათ ეძლევათ შანსი, მათი ცხოვრების გამოსწორების.

შანსი და ქალიშვილობაც რაღაცით ჰგავს ერთმანეთს, რაზეც ქვემოთ გიამბობთ თვალს თუ მიადევნებთ და დაგარწმუნებთ რომ ასეა. შესაძლებელია ბევრი თქვენგანი ამბობს ერთ რამეს, ფიქრობს მეორეს, ან საერთოდ არ ფიქრობს, მაგრამ თუკი ეს ბლოგი დაგაფიქრებთ შემატყობინეთ ამის შესახებ, რადგან სხვა შემთხვევაში ერკემიდასზე თქვენ ვერ მოხვდებით.
Continue reading

Advertisements

ერკე მიდასი – დამეხმარეთ!

23471918_1492375234214148_6999314056086462709_n

ერკე მიდასი დაბრუნდა და გთავაზობთ ახალ ლექსს, რომელიც ერთი ჩვეულებრივი ნაგვის ურნის დანახვისას ჩაფიქრების შედეგი აღმოჩნდა, რომელსაც დიდი არაფერი, მაგრამ ერთი სიტყვა ეწერა – მშია.

 

 

 

 

 

 

 

დამეხმარეთ დეიდებო, ძალიან გთხოვთ ან ბიძია

თუმც მცირედით, სული მეწვის, არ მაქვს მეტის ამბიცია,

მსურს სიცოცხლე, თუ ვიცოცხლებ, ბედმა თვითონ ამირჩია

სული მეწვის, გულის ფეთქვის ხმაც კი მესმის, მშია, მშია!

 

თავისთავად, ყველაფერი მე სიგიჟით დამიტყვია,

არ მიშველის არც წამალი და არც ერთი წამით ტყვია,

გული ფეთქვას განაგრძობს და მიკვირს როგორ დამინგრია

ეს ცხოვრება ერთმა წელმა, გაქრა რაც კი ამიგია.

 

სიყვარული, მოგცეთ ღმერთმა, ხალხო მეწვის სული, მშია

დაგვტრიალებს და გვაცდუნებს ჩვენ ყოველთვის, ფულის ჭია,

ეს იქნება ჩემი გეზი, ჩემი ბედი, ცრუ მისია

სჯობს დავწერო სურვილების საკმარისად სრული სია.

 

სახლში, ბავშვი მყავს სარჩენი, ის არს ჩემი განაჩენი,

დამეხმარეთ რომ უფალსაც ვთხოვო წილი, დანარჩენი

მინდა ფიქრი უდარდელად, დრო აზრიანად ნარბენი,

გავუღიმო სამყაროს და მოგვცეს ნება აქ დარჩენის.

 

თუ ვტყუოდე, განვუტევო სული, აქვე და ახლავე

თამამად თქვენც კი შეგთხოვდით: – ასი ტყვია დამახალეთ,

კეთილშობილ საქმეს იზამთ, ხუთი თეთრით დამეხმარეთ,

სულში მიძვრა შიმშილი და ცრემლით ყოველ ღამეს ვათევ.

 

ახლა იშვე, ამ ქვეყანას, ალბათ ძალზე საშიშია,

ნუ დაგყვება იმედად, რომ გადაიფრენ პარიზშია

თვალი უნდა გაახილო, ქრება ყველა ამბიცია

აქ იშვები და შიმშილი გძებნის, ხალხო, მშია, მშია!

ე.მ.

10 ნოემბერი 2017

დღევანდელი ბლოგი გერჩივნოს, ხვალინდელ საიტსო!

Home-Sweet-Home-2

ახლა, თბილად მოკალათებული ვზივარ ხელში ყავის ჭიქით ჩემს სამყაროში და ულამაზეს, ჯადოსნურ მთებს ვუყურებ, რომელიც თვით ერკემიდასის მშვენება და სიამაყეა. ამ მთებიდან დაედო სათავე, ყველა იმ ზღაპარსა თუ გმირის წარმოშობას, რომელიც ერკემიდასის სამეფოში მოიაზრება და ამ მთებმა შვა დიდებული მეფე, ათასი წლის წინ, სახელად “ქირმიშანი”, რომელიც ამ ენაზე ანგელოზს და ღვთაებას ნიშნავს. პირველი მეფე, რომელიც მამაკაცი არ გახლდათ და იყო ქალი, წარმოშობით იმ სოფლიდან იყო, რომელიც ამ მდიდრულ მთებთან ახლოს მდებარეობდა, პირდაპირ მის ძირში. სოფლის მოსახლეობა კი ათას კაცსაც კი არ აღემატებოდა.

ვზივარ, გვერდზე მითების წიგნი გადამიშლია, რომელიც ძველ ამბების გახსენებაში მეხმარება და ვიხსენებ ძველ გმირებს, რომლებიც ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან დრაკონებსა და დევებს ებრძოდნენ, იმ ერკემიდასის შავ რაინდებს, რომელთა ბოროტებაც ყველაფერ საზღვრებს სცდებოდა. გული მიკვდება, ამ ბოროტების გახსენებით. ერთმა თავისი ოჯახი ბნელ რაინდს გადასცა, იმისთვის რომ მეფედ ეკურთხათ და ამ მიზანსაც მიაღწია, მისი ოჯახი კი ცეცხლში დასაწვავად გაიმეტა. კიდევ იყო მსგავსი რამდენიმე შემთხვევა, მცირეოდენი გადახვევებით და განსხვავებით, პრინცმა ჯაფიტომ, რომელიც ტახტზე ოცნებობდა, როგორ მოიშორა საკუთარი ძმა და მტრებს თავისი ხელით მიჰგვარა, შემდეგ კი მამა გაისტუმრა საიქიოს, ცოლად მისი და, მზევინარი მოიყვანა და სულ ძალით ოთხი შვილი, ოთხივე ბიჭი გააჩენინა, რომლებსაც მეფეებად ზრდიდა. არა კონკურენტებად, არამედ ერთმანეთის მოკავშირეებად. პლანეტა ერკემიდასი ოთხ ძირითად სამეფოდ დაიყო, რომელთა სათავეში თითოეული ძმა ჩადგა ჯაფიტოს სიკვდილის შემდეგ (მისი სიცოცხლე ისედაც თვეებს ითვლიდა, როცა უეცრად ერთ-ერთმა გაბედულმა ჯარისკაცმა და მეამბოხემ, მეფის ამალა გაარღვია და უკიდურესი სიზუსტით დანა რამდენიმე მეტრიდან პირდაპირ გულში დაასვა).

ამ მაგალითების ჩამოთვლას რომ მოვყვე, ვერ გავჩერდები, რადგან ეს უსასრულო სია, მტრობის, სიყვარულის, ღალატის და სიკვდილ-სიცოცხლის ამბებია. ბევრი რამის შემსწრე გახდა ერკემიდასი, ბევრი სისხლი დაღვრილა მასზე, ბევრიც აღმოცენებულა, გამდიდრებულა, გაბედნიერებულა და ბევრსაც უმოწყალოდ მოკვდომია შვილი, შვილიშვილი, საყვარელი ქალი ან მამაკაცი. აქ გამოუსალმებიათ ოჯახის წევრებს ერთმანეთი, აქ მტრებს სწვევიათ სიყვარული, მოღალატეები ჯვარზე გაუკრავთ, მოკავშირეებისთვის კი მოღალატეობა დაუწამებიათ. აქ დედებისთვის გამოუტაცებიათ ახალშობილი ბავშვი და ცეცხლში ჩაუგდიათ, აქ სიყვარულის სადღეგრძელო უსვამთ და მეორე დღეს მტრები გამხდარან, აქ სამარადისო სიცოცხლის მოზიარენი გამხდარან და მაინც, ფიქრებ მუდამ ერთ რამეს სტრიალებენ, რასაც ვერც ერთი ვერ განუდგება, რასაც სიტყვები არ ეყოფა და დარჩება ისევ ისეთი წმინდა, როგორც ახალშობილის გული.

ფანჯრიდან არკანურის მთებს გავცქერი, ამ დიდებულ ქმნილებას, თითქოს სიცოცხლით სავსესაც, რომლის სუნთქვას ღამღამობით ფრთხილი ამოსუნთქებითაც კი გაიგებ და სიამაყით ვივსები ამ დიადი წარსულის წინაშე, რომლის წინაშეც ჩემს ერს ქედი არ დაუხრია. ვფიქრობ საყვარელ ადამიანზეც, რომელიც შორს, დედამიწაზე მელოდება და ვფიქრობ სიყვარულზე.

ამ ბოლო ხანებში ამ საკითხებზე ფიქრმა გამიტაცა, ხშირად მესიზმრება ჩემს თავში გამოძერწილი არსებული, მაგრამ ჩემ მიერ ხორცშესხმული და სახემიცემული გმირები, რომლებსაც ჩემი საყვარელი ადამიანების სახე აქვთ და მე ისინი ძალიან მეძვირფასებიან. გულში ბოღმა ჩადებული ხალხი აქაც მრავლადაა, მაგრამ სიყვარული – ეს ერთი სიტყვა ჯაბნის და მითი სიყვარულის ჯადოქარზე, რომელიც შეიძლება არც არის მითი და ერკე მიდასი, მაინც არსებობს, ყველას გულებში, შორს შორეულ აკლდამებში, მაგრამ არსებობს და ის სათითაოდ ყველას მიაკითხავს როცა დრო მოვა.

ძვირფასო მკითხველებო, გადავწყვიტე, რომ დღევანდელი ბლოგი მერჩივნოს, ხვალინდელ საიტს, ასე რომ ჩემი საქმიანობა, ამ მონატრებულ ჩემს ნაღვაწ და ნამოღვაწარ ბლოგზე გაგრძელდება!

მიხარია დაბრუნება. ერკემიდასის მკვიდრნო, მოგესალმებით!

დედამიწავ გამარჯობა!