სტივენ კინგი – კერი

book_55544ee554b61ეს ნაწარმოები დაახლოებით ორი თვის წინ წავიკითხე, დღემდე ვეძებდი უბრალოდ შესაფერის სიტყვებს მასზე დასაწერად. წიგნი, რომელიც ასე ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ ვიკავებდი თავს წაკითხვისგან, რატომ? არც მე ვიცი. უბრალოდ დიდი მოკრძალებით ვეკიდებოდი, ეს ხომ მისი პირველი რომანი იყო, არა?

ცალკე ისტორია აქვს ამ რომანს და ძალიან საინტერესო. შეიძლება იცით კიდეც, არ გამოვრიცხავ იცოდეთ, მაგრამ მაინც მოვყვები. შესაძლოა ეს რომანი არც გამოქვეყნებულიყო და არც მოეღწია მკითხველის გულამდე და საერთოდ, არც სტივენ კინგი გაგვეცნო, როგორც მწერალი. როცა კინგი მის პირველ რომანს წერდა, საკუთარი ნაწერით უკმაყოფილომ “კერის” ხელნაწერი ურნაში მოისროლა, რადგან არ ფიქრობდა, მისგან რაიმე კარგი თუ გამოვიდოდა. ტაბიტა პრუსმა, მისმა მეუღლემ (იმედია სახელი არ მეშლება) სრულიად შემთხვევით იპოვა ეს ხელნაწერი სანაგვეში, წაიკითხა, მოეწონა და სტივენ კინგს მან დააძალა, რომ დაესრულებინა რომანი. რის შედეგადაც ეს წიგნი ბესტსელერად იქცა და ამის წყალობით სულ მალე კიდევ რამდენიმე რომანი შეიქმნა მისი ავტორობით. და რა თქმა უნდა, მისი მუზა და თითები აღარ ჩერდება, დღესაც კი აქტიურად აქვეყნებს და აქტიურად მუშაობს მისი გონება!

რომანი საყვარელ გოგო, კერი უაიტზეა, რომელსაც ყველა დასცინის და ყველა აბუჩად იგდებს სკოლაში. ამ აბდაუბდა ხალხის გარემოცვაში კერი გაუმაძღარი ნეხვის გროვებს ცდილობს გაუმკლავდეს, არანაირად ყურადღება არ მიაქციოს და ყველა ის გარემოება უარყოს, რაც მის თავს ხდება. თავისი ზედმეტად ქრისტესმოყვარე და ხალხთმოძულე დედის დამატებით კერი ხდება მანქანა, რომელიც ყველაფრის განადგურებისთვის არის მზად.

კერის ასევე ტელეკინეზის, საგნების გონებით გადაადგილების უნარი აქვს. მისი ამდენი დამცირების, ტკივილისა და სისაძაგლეების მოთმენის უნარი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა, თუმცა არც ის იყო რკინასავით გამძლე, ყველაფერი ეთმინა და გულში ჩაემარხა. რა თქმა უნდა, ჰქონდა რეაქციაც, განიცდიდა კიდეც, თუმცა განსაკუთრებულ შურისძიებას არ გეგმავდა, მიუხედავად გარშემომყოფების საქციელისა, ის კეთილი გოგო იყო. უბრალოდ რაც ძალიან უნდოდა, ეს იყო სკოლის დამთავრების ლამაზად დაგვირგვინება, იმ ადამიანთან, რომელიც ცალმხრივად უყვარდა და გამოსაშვებ საღამოზე მოხვედრა მხოლოდ მას შემდეგ მოუნდა, რაც ტომმა ის დაპატიჟა. სხვა გოგონები კერის საშინელ “სიურპრიზს” უმზადებენ მაინც, პირდაპირ სახალხოდ დამცირებისკენ, რაც საბოლოოდ მათვე შემოუტრიალდებათ და ერთი შეხედვით, წესით სასიამოვნო საღამო, რომელსაც სასიამოვნო დასასრული უნდა ჰქონოდა, ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა. თუ ეს წიგნი მოგხვდათ თვალში, ისე რომ არ იყიდოთ არ შეიძლება. ყველას ერთი ეგზემპლარი სახლში უნდა გედოთ და ერთი სული გქონდეთ, რომ წაიკითხოთ.

Advertisements

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s