“მზის” ძაღლი – სტივენ კინგი

21080027.545aa57823bdaრამდენს ვაქებ გამომცემლობა “პალიტრას”, კი იმსახურებს კია, მაგრამ შემდეგ თავში არ აუვარდეს ამდენი ქებით.

ვხუმრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ იმდენად გაგვანებივრა კინგის შემოქმედებით, რომ ერთი სული მაქ დანარჩენი, განსაკუთრებით “ბნელი კოშკი” და “IT” როდის ითარგმნება და გამოიცემა. ახლა აღტყინებული და აღფრთოვანებული ვწერ ამ პოსტს. უეცრად მომინდა დაწერა, ყველაფრის ამოთქმა და ჩემი ემოციებისგან დაცლა. რა წიგნზეც წერა მომინდა, დიდი ხნის წინ დავასრულე. უბრალოდ აქამდე ვერც დრო, და ვერც მონდომება ვერ ვიპოვე შემოვსულიყავი და წერა დამეწყო. მაგიჟებს! მაგიჟებს! მაგიჟებს!

მზის ძაღლი, ეს არ არის მზეზე დაბადებული ან მხოლოდ მზის სხივებზე მომუშავე, მყეფარე ძაღლი ან რაღაც მსგავსი. მზე – Sun – ეს ფოტოაპარატია, რომელიც კევინს (თუ სწორად მახსოვს :დ) დაბადების დღეზე აჩუქეს. მაშინ პირველად გაიფიქრა ფოტოაპარატზე – “ჩემია” და ამ გრძნობას ვერაფერი შეედრებოდა. წარმოიდგინეთ, გაჩუქონ დაბადების დღეზე ის ნივთი, რომელზეც წლებია ოცნებობთ და ის მომენტი, როცა მას ფლობთ და ხელში გიკავიათ, როცა გრძნობთ რომ ის თქვენია, დარწმუნებული ვარ უკვე წარმოიდგინეთ და თქვენც დამეთანხმებით, რომ ამ გრძნობას არაფერი შეედრება. სწორედ ეს გრძნობა დაეუფლა ბიჭს, და ამ ფოტოაპარატს არაფრის დიდებით დათმობდა – არასდროს სანამ…

The_Sun_Dogანამ ფოტოაპარატით ოჯახის ფოტო არ გადაიღო და პოლაროიდის ეკრანზე მთელი ოჯახი დაკვირვებით არ ელოდა რა გამოისახებოდა, მათ ნაცვლად მეც კი დავიტანჯე ლოდინით. აქვე აღვნიშნავ, რომ ლოდინს საერთოდ ვერ ვიტან, ხოლო სურათის გამჟღავნება იმდენად გაიწელა, რომ ლამის იყო წიგნი დავდე და ცოტა ხნით გადავდებ თქო, ვიფიქრე, მაგრამ არა. ყველაფერი წარმოვიდგინე, როგორ დაიხოცებოდნენ ამ სურათზე გამოსახული ოჯახი ერთმანეთის მიყოლებით, სხვადასხვა და ყველაზე უცნაური ხერხით, ბედისწერით, როგორ ეჯახებოდა მანქანა დედას, როგორ ეცემოდა ნაჯახი მამას და უამრავი შესაძლო ვარიანტი წარმოვიდგინე რა შეიძლებოდა მომხდარიყო მოთხრობაში, მაგრამ ვერ გამოვიცანი.

stephen-king

კინგი მაინც მეფეა!

ფოტოზე გამოსახულ ძაღლმა ნამდვილად შემაშინა. მაგრამ არა მარტო მე, სურათიდან ყველაზე საშინელი არსება უყურებდა, შავი, უზარმაზარი, ჯოჯოხეთის კარიბჭიდან შემთხვევით გამოვარდნილი ძაღლი, რომელიც არავის დაინდობდა თუ ჩვენს სამყაროში აღმოჩნდებოდა. ის კი ჩვენკენ მოიწევდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, თუ გინდათ ამ გენიალური მოთხრობის დასასრული გაიგოთ, თუ როგორ ეცდებიან შეაჩერონ ბოროტი ძალა, სიცივე რომლის შეჩერებაც ერთი შეხედვით შეუძლებელია, სასწრაფოდ აიღეთ ხელში სტივენ კინგის ნაშუაღამევის ოთხი წუთი და მიჰყევით კითხვას. თქვენ დაუვიწყარი მოგზაურობა გელით, მოგზაურობა ბნელეთის სამყაროში, რომელსაც მარტივად თავს ვერ დააღწევთ.

მე კი აუცილებლად დაველოდები “ბნელ კოშკს” და რომანს, რომლის წაკითხვაც ყველაზე მეტად მინდოდა, მაგრამ არ შემეძლო…. თუმცა მალე შევძლებ!

Advertisements

5 thoughts on ““მზის” ძაღლი – სტივენ კინგი

ვისაუბროთ

Please log in using one of these methods to post your comment:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s