რამდენს ვაქებ გამომცემლობა “პალიტრას”, კი იმსახურებს კია, მაგრამ შემდეგ თავში არ აუვარდეს ამდენი ქებით.
ვხუმრობ, რა თქმა უნდა, უბრალოდ იმდენად გაგვანებივრა კინგის შემოქმედებით, რომ ერთი სული მაქ დანარჩენი, განსაკუთრებით “ბნელი კოშკი” და “IT” როდის ითარგმნება და გამოიცემა. ახლა აღტყინებული და აღფრთოვანებული ვწერ ამ პოსტს. უეცრად მომინდა დაწერა, ყველაფრის ამოთქმა და ჩემი ემოციებისგან დაცლა. რა წიგნზეც წერა მომინდა, დიდი ხნის წინ დავასრულე. უბრალოდ აქამდე ვერც დრო, და ვერც მონდომება ვერ ვიპოვე შემოვსულიყავი და წერა დამეწყო. მაგიჟებს! მაგიჟებს! მაგიჟებს! Continue reading